სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
პლატონ იოსელიანი 1809-1875წწ  ისტორიკოსი, მწერალი  დაბ. თბილისი

1809-1875 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი იოსელიანი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

პლატონ იოსელიანი 1809-1875წწ ისტორიკოსი, მწერალი დაბ. თბილისი

პლატონ იოსელიანი დაიბადა 1809 წელს ქალაქ თბილისში. 


დამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით 1835 წელს.

მუშაობდ თბილისის სემინარიაში ფილოსოფიისა და ფიზიკის მასწავლებლად. 1845-1856წწ. რედაქტორობდა თბილისში გამომავალ რუსულ პერიოდულ გაზეთს ''ზაკავკაზსკი ვესტნიკს''. 1849 წელს საბერძნეთში ყოფნისას, მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი, შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები. აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში. 1860-1875წწ.


გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ქალაქების ისტორიის შესწავლასა და მათი წარმოშობის პრობლემებს.  მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების შესწავლასა და გამოცემაში. გამოსცა ჩახრუხაძის ''თამარიანი'' (1838), იოანე შავთელის ''აბდულმესიანი'' (1938), იოსებ თბილელის "დიდმოურავიანი" (1851), ტიმოთე გაბაშვილის "მიმოსვლა"(1852), ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობა"(1853), არჩილ II-ის "თეიმურაზიანი" (1853) და სხვა. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა გ. ერისთავის "გაყრა". იგი ანტონ I-ის ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში "პირუჱლ-დაწყებითი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა"(1840). ძველი თაობის წინააღმდეგ მიმართულ "გამოცანებში" (1871). ისტორიის საკითხების გაშუქებისას მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ფოლკლორულ მასალას, კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იგი ქართული გამოცანების პირველ ჩამწერად ითვლება. შეადგინა კრებულები "გამოცანანი ქართულნი" (1835) და "ანდაზები და გამოცანები" (1939). საზოგადო მოღვაწე.


წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.191

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათენის არქეოლოგთა საზოგადოება., ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2020
ბოლო რედაქტირება 27.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0