სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10507

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლევან ჭუბაბრია 1916-1985წწ  დრამატურგი, მხატვარი, პედაგოგი. სამეგრელო.

1916-1985 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჭუბაბრია სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

ლევან ჭუბაბრია 1916-1985წწ დრამატურგი, მხატვარი, პედაგოგი. სამეგრელო.

ლევან ჭუბაბრია 25 დეკემბერი 1916-1985  დაამთავრა ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1940 წელს.


მუშაობდა კ. მარჯანიშვილის თეატრში მთავარ მხატვრად, გაფორმებული აქვს ლ. გოთუას "მეფე ერეკლე", ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი", ავქ. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ". 1946 წელს მისი პიესა "ჩვენი ფრთები" პრემირებულ იქნა და დაიდგა რუსთაველის თეატრში. ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა დრამატურგიაში, ოპერეტის ჟანრში.


იგი ავტორია თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში დადგმული ოპერეტების, ლიბრეტოების: "სიმღერის ძალა" (რ. დოდაშვილთან ერთად, 1947) , "მეგობრები" (1950), "ჩვენი ნაცნობები" (1953), "საყვარელი დისშვილი" (პ. გრუზინსკისთან ერთად, 1955), "ნანატრი საქმრო" (გ. ნახუცრიშვილი, პ. გრუზინსკი, 1957). "სიმღერა თბილისზე" (1955) და სხვა. იგი რ. ლაღიძის ოპერა "ლელას" ლიბრეტოს ავტორი იყო, რომელიც ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში დაიდგა 1975 წელს. მისი პიესები: "ერთი შეცდომის შედეგები", "კარგი ამხანაგი", "მაიმუნი და სათვალე", "მზრუნველები" (პ. გრუზინსკისთან ერთად), "წინადღით", დაიდგა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. არის ბევრი სასიმღერო ლექსის ავტორი - "თბილისის 1500 წელი"(კომპოზიტორი რ. ლაღიძე, შემსრულებელი ზურაბ ანჯაფარიძე), "შენ გიმღერი ჩემო თბილის - ქალაქო" (კომპოზიტორი რ. ლაღიძე, შემსრულებელი ზურაბ ანჯაფარიძე), სიმღერა "დინამოზე" (კომპოზიტორი გ. ცაბაძე, 1964), "ჩემი თბილისის საღამო" (კომპოზიტორი გ. ცაბაძე). არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი.



წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.63


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1977 - შრომის ვეტერანის მედალი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0