Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
3.25 არსენ IV ბულმაისიმისძე - 1241/42-1249/50 წწ  საქართველოს კათოლიკოსი

913      

3.25 არსენ IV ბულმაისიმისძე - 1241/42-1249/50 წწ საქართველოს კათოლიკოსი

არსენი (ბულმაისიმისძე) — საქართველოს კათალიკოსი XIII საუკუნის I ნახევარში. ჯალალედინისა და მონღოლების შემოსევის დროს ვარდან და აბუსერ აბუსერიძეებთან ერთად იღვწოდა საქართველოს სიმტკიცისა და დამოუკიდებლობისათვის.

ქართული საისტორიო მასალებით არსენ კათალიკოსი ცხოვრობდა XIII საუკუნეში. მას ანტონ კათალიკოსი იხსენიებს თავის „წყობილ-სიტყვაობაში“ და განმარტავს: რომ არსენ „კათალიკოსი იყო ფილოსოფოსი, მჭერმეტყველი, სამღვთო პიიტიკოსი, ლამაზი მუსიკი, მშვენიერი მეშაირე და სხვანიო“. მის შესახებ პლატონ იოსელიანი წერს: „ესე სცხოვრობდა, ვითარცა ჰგონებენ, მეცამეტე საუკუნესა, თუმცა კათალიკოზთ სიაში არ არის მოხსენიებული“. არსენ კათალიკოსის მოღვაწეობის წლები იოსელიანს საეჭვოდ მიაჩნდა და ამიტომ მეცამეტე საუკუნის კათალიკოზთა სიაში არ შეუყვანია არსენის სახელი. დიმიტრი ბაქრაძეს კი ეჭვი არ აქვს, რომ არსენ ბულმაისძე მეცამეტე საუკუნეში ცხოვრობდა.