სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ალექსანდრე თიბილოვი 1888-1937წწ   კრიტიკოსი, მწერალი, ჟურნალისტი      ზალდა, გორი, ქართლი

1888-1937 წწ. გარდ. 49 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი თიბილოვი სია

გორი + გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ალექსანდრე თიბილოვი 1888-1937წწ კრიტიკოსი, მწერალი, ჟურნალისტი ზალდა, გორი, ქართლი

ალექსანდრე თიბილოვი დაიბადა გორის რაიოზის სოფელ ზალდაში. დაამთავრა თბილისის გიმნაზია 1910 წელს; ოდესის უნივერსიტეტი 1915 წელს.


იმავე წლიდან ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში რუსულ ენას. 1918 წლის ოქტომბერში (ოსებისათვის გამოყოფილი კვოტით) აირჩიეს და ერთხანს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი, როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი. ამავდროულად, მან პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო ცხინვალის გიმნაზიაში. 1920 წელს მუშაობა დაიწყო რეგიონის განათლების სისტემაში. 1924 წელს იყო წამყვან გაზეთ "ხურზარინის" ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1927 წელს ანალოგიური როლი შეასრულა ჟურნალ "ფიდიუაგის" დაარსებაში და ფუნქციონირებაში. მონაწილეობდა სხვა ჟურნალ-გაზეთების გამოცემაშიც. 1932 წელს მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა აგრობიოლოგიური ინსტიტუტი, სადაც იყო დირექტორის მოადგილე (შემდგომში გარდაიქმნა პედაგოგიურ ინსტიტუტად). ხშირად აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, ოსურ ენაზე თარგმნიდა რუს და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს. 1989 წლიდან მისი სახელი მიენიჭა პედაგოგიურ ინსტიტუტს. რეპრესირებული და რეაბილიტირებულია. ოსი ეროვნების საზოგადო მოღვაწე. 


წყაროსტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.geსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.195

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014009/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0