სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მიხეილ ბერიაშვილი 1904-1975წწ  მომღერალი, მსახიობი. დაბ. თბილისი.

1904-1975 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბერიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

მიხეილ ბერიაშვილი 1904-1975წწ მომღერალი, მსახიობი. დაბ. თბილისი.

მიხეილ ბერიაშვილი (1 ოქტომბერი 1904-1975) მომღერალი,მსახიობი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდია 1924 წელს.

1924 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აქ მან განასახიერა როლები: რობინი(უ. შექსპირის "უინძორელი მხიარული ქალები"), ეშმაკი(ი. გედევანიშვილის "სანთალი"), მეორე ტუსაღი(პ. კაკაბაძის "მიწისძვრა ლისაბონში"), მიშკა(გ. კირშინის "ლიანდაგი გუგუნებს"), ახალგაზრდა პარტიზანი(ს. შანშიაშვილის "ანზორი"), მეფე(ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო") და სხვ.

1930-1932 წლებში  მ. ბერიაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მუშაობდა, სადაც 10-ზე მეტი როლი განასახიერა, მათ შორის: ერთორსამა(ო. ლეშას "სამი ბღენძი"), ოფიცერი(ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), კოტკა(ი. მიკიტენკოს "აანთეთ ვარსკვლავები") და სხვ. 1932 წელს  მან მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა საოპერო განხრით. 1932-1936 წლებში პარალელურად მუშაობდა "მოსესტრადაში". სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა: სტალინგრადის ოპერის(1934-1939), ტაშკენტის  ნავოის სახ. ოპერის(1939-1941), თბილისის მუსკომედიის, თბილისში "ზაკოსთან" არსებულ რუსული კომედიის(1941-1942), ერევნის მუსკომედიის(1941-1945) თეატრებში. 1946 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. დრამატულ, ოპერისა და მუსკომედიის სცენებზე განასახიერა 120-მდე როლი. ოპერის სცენაზე შესრულებული აქვს ისეთი პარტიები, როგორიცაა: ლენკი(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ფაუსტი(შ. გუნოს "ფაუსტი"), ჰერცოგი(ჯ. ვერდისა "რიგოლეტო") და სხვ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბერიაშვილი ნოდარ ერვანდის ძე დეკანოზი 1952-2012წწ მსახ. მეტეხი (კასპი) დაბ. სოფ. თელიანი (კასპი)

2 0

ბერიაშვილი ლონგინოზ თეოდორეს ძე, 1847- 1910წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ფშაველის წმ. ესტატეს ეკლესია

2 0

ბერიაშვილი

1 0

გიორგი ბერიაშვილი მიხეილის ძე 1903-79წწ გარდ. 76 წლის, ავიაკონსტრუქტორი, გენერალი, მისი ხელმძღვ. შეიქმნა ჰიდროთვითმფრინავები: БЕ-12 და БЕ-12ПС, БЕ-8 Р-1 Б-14; სამგზავრო БЕ-32 და სხვა. წარმ. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

9 0


გია ალექსის ძე ბერიაშვილი 1976-2022წწ გარდ. 46 წლის, ირპენში, უკრაინა დაბ. კაზრეთი, ბოლნისი, ცხოვრ. თბილისი

2 0

ნოდარ ბერიაშვილი დ.1999წ ევროპის ჩემპიონი ძიუდო სამბო

1 0

1 0 2


ზარბეგ ბერიაშვილი 1939-2020წწ. მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა წარმ. სოფ. საბუე, ყვარელი

1 0

9 4 1


იოსებ ბერიაშვილი ლაზარეს ძე გარდ. 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

ალექსი ბერიაშვილი ლაზარეს ძე გარდ. 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0

ბერიაშვილი გიორგი ლაზარეს ძე 1941-45წწ ომი დაბ. სოფ აკურა თელავი კახეთი

2 0