ბერიაშვილი ლონგინოზ თეოდორეს ძე მღვდელი
1847-1910წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ფშაველის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა)
ბერიაშვილი ლონგინოზ თეოდორეს ძე მღვდელი, 1890, 1900წ. ფშაველი (თელავი) წმიდა ევსტატეს ეკლესია, თელავის მაზრა 1875წ. მუქო (მუქუ) (უკანაფშავი, დუშეთი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია
112. სოფელ ფშაველის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ლონგინოზ თეოდორეს ძე ბერიაშვილი
1847 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა. 1865-71 წლებში თბილისის
გვ218
სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1871 წლის 13 ოქტომბერს თელავის სასულიერო სასწავლებელში არითმეტიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1874 წლიდან ლათინურ ენას ასწავლის.
1874 წლის 1 ოქტომბერს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 13 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1876 წლის 1 თებერვალს ართანა-კვარას სამრევლოში გადაიყვანეს.
1877 წლის 17 ნოემბერს სოფელ ართანას სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1879 წლის 21 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1882 წლის 6 მარტს ფშაველის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1883 წელს მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.
1884 წლის 1 სექტემბრიდან სოფელ ფშაველის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელია. 1885 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. მღვდელი ლონგინოზი 1910 წლის 1 იანვარს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.