1880 წლამდე მამათა შემდგომ დედათა მონასტერი. 1818 წლიდან საეკლესიო ჩანაწერები (მეტრიკული წიგნები) ნათლობა, ქორწინება გარდაცვალება
|
ჩოლოყაშვილი მაქსიმე - ბოდბელი ეპისკოპოსი.
1562-1588წ.
ბოდბელი ეპისკოპოსი
სრულად ნახვა
|
|
ჯორჯაძე ზაქარია - ბოდბელი მთავარეპისკოპოსი.
1590წ.
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი
სრულად ნახვა
|
სრულად ნახვა
|
|
ავალიშვილი არსენი - ბოდბელი ეპისკოპოსი.
1630-იანიწ.
ბოდბელი ეპისკოპოსი
სრულად ნახვა
|
|
დიასამიძე ევდემონი - ბოდბელი მიტროპოლიტი.
1642-1662წ.
ბოდბელი მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
ციციშვილი ნიკოლოზი - ეპისკოპოსი.
1670-1673წ.
ეპისკოპოსი
სრულად ნახვა
|
|
ანდრონიკაშვილი ზაქარია - ბოდბელი მთავარეპისკოპოსი.
1699-1731წ.
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი
სრულად ნახვა
|
|
ანდრონიკაშვილი ონოფრი - ბოდბელი მიტროპოლიტი.
1730-იანი-1749წ.
ბოდბელი მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
გარსევანიშვილი თომა - არქიმანდრიტი.
1754წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ჯორჯაძე იოანე - მღვდელმთავრი,.
1756წ.
მღვდელმთავრი,
სრულად ნახვა
|
|
ვაჩნაძე დავითი - ბოდბელი მიტროპოლიტი.
1763წ.
ბოდბელი მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
ანდრონიკაშვილი ონოფრე - ბოდბელი მიტროპოლიტი.
1795წ.
ბოდბელი მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
ჯორჯაძე ნიკიფორე (ნოდარ) - ქორეპისკოპოსი.
დაბ. საბუე (ყვარელი) 1782-1851წწ. ბიოგრაფია;
1796წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
მაყაშვილი იოანე ომანის ძე - მიტროპოლიტი.
დაბ. სოფ. იყალთო (თელავი) 1743წ - 1837წწ დაკრძ. ბოდბე. ბიოგრაფია
1796-1837წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
მაყაშვილი იოანე ბოდბელი მიტროპოლიტი 1796-1837 მიტროპოლიტი იოანე (მაყაშვილი) 1743-1837 წწ 
მიტროპოლიტი იოანეს ფრესკა ბოდბის მონასტერში.
|
|
მაყაშვილი გაბრიელი (გრიგოლ) ომანის ძე - მღვდელმონაზონი.
დაბ. სოფ. იყალთო, თელავი 1793-1831წწ. ბიოგრაფია;
1813-1827წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
მოლაშვილი
პეტრე მღვდელი, 1818წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი
სრულად ნახვა
|
|
ბარნაბიშვილი დავითი - ბლაღოჩინი (კეთილმოწესე) მღვდელი.
1818წ.
ბლაღოჩინი (კეთილმოწესე) მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ბარნაბიშვილი სოლომონი - მედავითნე.
1818წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
|
|
ვაჩნაძე გრიგოლი − (გიორგი) - მღვდელმონაზონი.
(1784, სოფ. კოლაგი, კახეთი, – 03.01.1842
1842წ.
ღვთივგანისვენა
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ჯანდიერი დიონისე - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. ვაჩნაძიანი (გურჯაანი) 1795-1852წწ ბიოგრაფია;
1842წ.
წინამძღვარი
არქიმანდრიტი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
|
|
ერისთავი სოფრონ (სარიდან) ბეჟანის ძე - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. ქისტაური (ახმეტა) 1783-1853წწ ბიოგრაფია
1853წ.
ღვთივგანისვენა
არქიმანდრიტი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
ერისთავი სოფრომი არქიმანდრიტი
|
|
მატათაშვილი მაკარი (მიხეილ დიონისეს ძე) - არქიმანდრიტი.
1818-1892წწ ბიოგრაფია
1857წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
გვარის გარეშე არქიმანდრიტი მაკარი წინამძღვარი 1858წ. ხირსა (სიღნაღი) მამათა მონსტერი 1857წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი
სრულად ნახვა
|
|
ლოლაძე სოლომონი - მედავითნე.
1860წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
|
|
ნაცვლიშვილი დავითი - დიაკონი.
1860წ.
დიაკონი
სრულად ნახვა
|
|
მჭედლიშვილი სოლომონი - მღვდელი.
1860, 1870წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ნიკურაძე გრიგოლი - მღვდელი.
1871წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ბერიაშვილი იოსები - მღვდელი.
1871წ.
დიაკონი
სრულად ნახვა
ბერიაშვილი იოსებ მღვდელი, 1871წ. ბოდბე წმიდა ნინოს სობორი, 1860წ. ფანიანის (სიღნაღი) ნათლიმცემლის ეკლესია, სიღნაღის მაზრა, 1890, 1900წ. ფანიანის (სიღნაღი) ნათლიმცემლის ეკლესია, სიღნაღის მაზრა 1900-იანი წლები კარიბჭე : მართლმადიდებლური ჟურნალი. თბილისი, 2014. 1987-5045 8-21 მაისი, N10(252), გვ.11, მოძღვარი და მოწაფენი მისნი
|
|
ხმალაძე გარსევანი - მედავითნე.
1871წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
|
|
ინაშვილი ივანე - მედავითნე.
1871, 1880წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
|
|
მახარაშვილი იოსები - მღვდელი.
1871, 1880წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ჩეკურიშვილი კესარიოსი იოანეს ძე - არქიმანდრიტი.
1829-1901 წწ დაბ. სოფ. შაშიანი ბიოგრაფია;
1871-1874წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
ჩეკურიშვილი კესარიოსი არქიმანდრიტი 1892 წლის თბილისის ფერისცვალების მონასტერი წიგნიდან ღირსი სტეფანე და მის მიერ დაარსებული ხირსის მონასტერი ავტორი ეპისკოპოსი კირიონი
1821 წლის მაისში მამა ათანასე (პეტრიაშვილი) რუსეთში გაემგზავრა. მის შემდეგ ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: არქიმანდრიტი ირინეოსი (კლუჩარევი) 1821-1824 არქიმანდრიტი ევგენი 1824-1832 არქიმანდრიტი სერგი (ორლოვი) 1832-1840 არქიმანდრიტი ფლაბიანე (ოსტროუმოვი) 1840 1851 არქიმანდრიტი ისრაელი (ლუკინი) 1851-1858 არქიმანდრიტი ფოტი (შირევსკი) 1858-1860 არქიმანდრიტი ვიქტორინი (ლუბიმოვი) 1860-1868 არქიმანდრიტი იოსები (ჩეპიგოვსკი) 1869-1875 არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი) 1876-1902 ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) 1902-1903 ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი) 1903-1906 ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1907-1909 არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძნიშვილი) 1909-1910 ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) 1910-1917 არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი) 1922-1928 მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) 1928-1934 დარიის მონასტერი სამშობლოს მძიმე ხვედრით შეწუხებულ ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი იყო. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე მღვდელ-მონაზონი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი), მღვდელ-მონაზონი პორფირი (ოქროპირ ბატონიშვილის მოძღვარი, იგი 1830 წელს, შეთქმულების გამომჟღავნებამდე გარდაიცვალა ქოლერით), მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე).

|
|
ჩახნაშვილი იოსები - არქიმანდრიტი.
1871-1876წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
ჩახნაშვილი იოსები არქიმანდრიტი 
ჩახნაშვილი იოსები არქიმანდრიტი 1877-1882წ. ხირსა (სტეფანე ხირსელი, სიღნაღი) მამათა მონსტერი გარდაიცვალა 20/03/1882 წელს დაკრძალულია ტაძარში 1871-1876წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი
|
|
ფოფხაძე სოლომონი - დიაკონი.
1880წ.
დიაკონი
სრულად ნახვა
|
|
რობიტაშვილი ზაალ - მედავითნე.
1880წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
|
|
გვარის გარეშე იუბენელია იღუმენია წინამძღვარი 1880წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი
სრულად ნახვა
|
|
კობიაშვილი სპირიდონ - მღვდელი.
გარდ. 1909წ.
1880-იანიწ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
შავიშვილი სამსონ იოანეს ძე - მღვდელი.
1883წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
ნაცვლიშვილი მიხეილი - პროტოპრესვიტერი.
დაბ. სოფ. ბოდბისხევი (სიღნაღი) 1873-1937წწ ბიოგრაფია
1891-1914წ.
პროტოპრესვიტერი
სრულად ნახვა
ნაცვლიშვილი მიხეილ პროტოპრესვიტერი ბოდბისხევის ტაძრის წინამძღვარი 1937 წელს დააპატიმრეს, მას მერე არაფერია ცნობილი, სხვა წყარო 1891-97 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად განამწესეს. 1899 წლის 9 მაისს საგვერდულით დაჯილდოედა. 1901 წლის 9 ნოემბერს სკუფია უბოძეს. 1905 წელს წმ. სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა. 1907 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1914 წელს ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. გვ167 1922 წელს ბოდბისხევის ეკლესიის წინამძღვარია. XX საუკუნის 20-იან წლების შუა პერიოდში თბილისში გადამოიყვანეს და საკათოლიკოსო საბჭოს,საქმის მწარმოებლად და მდივნად დაინიშნა. XX საუკუნის 30-იან წლებში პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა და სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაადგინეს. 1937 წლის ბოლოს სიონის ტაძრიდან გამოსული პროტოპრესვიტერი მიხეილი ჩეკისტებმა დააპატიმრეს. მისი ბედი დღემდე უცნობია. სავარაუდოთ, იგი სამეულის განჩინებით დახვრიტეს. |
|
|
მირიანაშვილი იოსები დიმიტრის ძე - პროტოპრესვიტერი.
1868-1937წწ ბიოგრაფია
1893-1907წ.
მღვდელი
სრულად ნახვა

მირიანაშვილი იოსებ პროტოპრესვიტერი, 1923 წლის 12 იანვარს; პატრიარქთან ერთად დააპატიმრეს საკათალიკოსო საბჭოს წევრები 1923 წლის 12 იანვარს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ "ჩეკამ" მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრების დაპატიმრების შესახებ. იმავე დღეს დაპატიმრებულ იქნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი, ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე), დიდუბის ეკლესიის დეკანოზი იოსები (მირიანაშვილი), ქაშუეთის ეკლესიის დიაკონი დიმიტრი (ლაზარიშვილი), მცხეთის სვეტიცხოვლის წინამძღვარი არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), ვერის ეკლესიის წინამძღვარი ანტონი (თოთიბაძე), სიონის ეკლესიის წინამძღვარი მარკოზი (ტყემალაძე), ნიკოლოზ არჯევანიძე, ნიკოლოზ თავდგირიძე.
|
|
მენთეშაშვილი იოანე ქრისტეფორეს ძე - მღვდელი.
გარდ. 1924წ.
1894წ.
დიაკვანი
სრულად ნახვა
|
|
კისლოვა ინოკენტია (ნატალია) იეროთეოზის ასული - იღუმენია.
დაბ. 1872წ. ხარკოვი ბიოგრაფია
1894წ.
მორჩილი
|
|
ლოლაძე კონსტანტინე - მედავითნე.
1900წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
|
|
მარჯანიშვილი წმიდა თამარ - იღუმენია.
დაბ. ყვარელი 1869-1936წწ ხსენება 10 (23) ივნისი ბიოგრაფია
1902-1907წ.
იღუმენია
სრულად ნახვა
|
|
ზურაბაშვილი ათანასე (ალექსი მიხეილის ძე) - მღვდელმონაზონი.
1856-1916წწ
1905-1915წ.
პერიოდულად
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
ზურაბაშვილი ათანასე - ერისკაცობაში ალექსი მიხეილის ძე, 1856-1916წწ. მღვდელმონაზონი,ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერი
მღვდელმონაზონი ათანასე - ერისკაცობაში ალექსი მიხეილის ძე ზურაბაშვილი
1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში შეისწავლა. 1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1885 წლის 15 დეკემბერს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს. 1886 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის წმინდა იოანეს სახელობის მონასტერში განამწესეს. 1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის წმინდა საბა განწმედელის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თან გვ204 ამდებობიდან. 1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს. 1900 წლის 10 იანვარს გარეჯის წმინდაიოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1905 წლის 15 ივნისს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში განამწესეს და ბოდბის დედათა მონასტერში პერიოდულად წირვალოცვის შესრულება დაევალა. 1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში, თავის ნათესავებთან დასახლდა. 1916 წლის 11 მარტს იგი ხოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.
|
|
შიშნიაშვილი გიორგი იოსების ძე - მღვდელი.
1869-1946წწ
1907-1923წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
შიშნიაშვილი გიორგი იოსების ძე მღვდელი 1900წ. კარდენახი (გურჯაანი) ღვთიმშობლის მიძნების ეკლესია, სიღნაღის მაზრა 
შიშნიაშვილი გიორგი იოსების ძე, 1869-1946წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ქედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) ფოტო 1869 წელს სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. 1887-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1894 წლის 10 ოქტომბერს ნინოწმინდის სამრევლო სკოლის მასწავლებლად განამწესეს. 1896 წლის 10 თებერვალს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა. 1898 წლის 1 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1901 წლის იანვარში ამავე სოფლის საკვირაო და ქალთა სკოლების გამგედ დაინიშნა. 1901 წლის 6 მაისს საგვერდულით დაჯილდოედა. 1902 წლის 22 იანვარს ჯიმითის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და სიღნაღის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1903 წლის 17 აპრილს ჯიმითის სამრევლოს სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1905 წლის 5 თებერვალს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. ამავე წლის 22 მაისს სიღნაღის განყოფილების საქართველოს ეპარქიალურ სასწავლო კომიტეტში აირჩიეს. 1903 წლის 17 აპრილს სკუფიით დაჯილდოედა. 1907 წლის 25 ივნისს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს და ბოდბის ორკლასიან სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1908 წლის 6 თებერვალს სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა და ამავე წლის 24 თებერვალს ეგზარქოსს ნიკონისაგან მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1909 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 1911 წლის 11 ოქტომბერს ბოდბის ობრაზცოვის ორკლასიან სამრევლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს. 1912 წლის 20 სექტემბერს სიღნაღის განყოფილების საქართველოს ეპარქიალურ სასწავლო კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე. 1923-24 წლებში ხელისუფლების ზეწოლის გვ220 შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა. მღვდელი გიორგი 1946 წლის 5 მაისს გარდაიცვალა.
|
|
ქიტიაშვილი ანტონ ვასილის ძე - მღვდელი.
1883-1917წწ
1910-1917წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
ქიტიაშვილი ანტონ ვასილის ძე მღვდელი ქიტიაშვილი ანტონ ვასილის ძე 1883-1917წწ წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (თიანეთის მაზრა) 1903წ. ერკოტა (ასპინძა) მაცხოვრის ეკლესია
1883 წელს დაიბადა. 1898-1902 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1902 წლის 5 სექტემბერს ერკოთის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1903 წლის 20 ივნისს ქვემო ხოდაშენის სწმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1905 წლის 3 მარტს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა. ამავე წლის 19 სექტემბერს კიშლახის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა. 1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1910 წლის დასაწყისში ბოდბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. მღვდელი ანტონი 1917 წლის 3 თებერვალს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.
|
|
მაჭავარიანი ილია ნიკოლოზის ძე - მღვდელი.
დაბ. 1878წ.
1916წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
1878 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. XIX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ურიათუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1898 წლის 14 აგვისტოს ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 1905 წლის 27 მაისს შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1906 წლის ბოლოს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1907 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1916 წლის 23 იანვარს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან არსებული ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წლის 15 სექტემბერს სკუფიით დაჯილდოვდა. გვ163
|
|
ვაჩნაძე ნინო - ერში ელენე - წინამძღვარი მონაზონი.
1878-1946წწ ბიოგრაფია
1917-1924წ.
წინამძღვარი მონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ალადაშვილი ამბროსი (ალექსი) გიორგის ძე - არქიმანდრიტი.
1873-1955წწ დაბ. სოფ. ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო ბიოგრაფია
1922-1924წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ბაღაშვილი აბრამ ტიმოთეს ძე - მღვდელი.
დაბ. სოფ. ბოდბე (სიღნაღი) 1849-1932წწ ბიოგრაფია;
1925წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
კარბელაშვილი სტეფანე (დეკანოზი ვასილი) - ბოდბელი ეპისკოპოსი.
1925-1928წ.
ბოდბელი ეპისკოპოსი
სრულად ნახვა
|
|
მარღიშვილი იოანე (ერისკაცობაში ნიკოლოზ გიორგის ძე - ბოდბელი მიტროპოლიტი.
დაბ. გორი 1874-1929წწ ბიოგრაფია
1928-29წ.
ბოდბელი მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
აივაზაშვილი იეროთეოზი (იეროთე) მოსეს ძე - ეპისკოპოსი.
დაბ. ყვარელი 1864-1942წწ ბიოგრაფია
1929წ.
ეპისკოპოსი
სრულად ნახვა
|
|
ჩაჩანიძე გაბრიელ ზაქარიას ძე - მიტროპოლიტი.
1901-1956წწ დაბ. სოფ.ერთაწმიდა კასპი ქართლი ბიოგრაფია
1950-1952წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
იაშვილი დიმიტრი (დავით) ილარიონის ძე - მიტროპოლიტი.
1872-1961წწ. დაბ. სოფ. საქობო მიტროპოლიტი ბიოგრაფია
1958-1961წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
იაშვილი დიმიტრი (დავით) მიტროპოლიტი იაშვილი დავით ილარიონის ძე, წინამძღვარი მღვდელი, სოფელ საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) <1900წ. საქობო (სიღნაღი) წმიდის მოწამის სტეფანეს ეკლესია, სიღნაღის მაზრა
დავით ილარიონის ძე იაშვილი კი კახეთში 1872 წელს საქობაოში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მან ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელი ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში დაამთავრა. 1896–98 წლებში სოფელ ჯუგაანის სამრევლო–საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. 1898 წლის თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ დიაკვნად აკურთხა, ერთი კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინაძღვრად დაინიშნა. მღვლად კურთხევის შემდეგ დავითი განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი და ეპარქიალური სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარე. 1912 წლის თბილისში, ავლაბრის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინაძღვრად გადაიყვანეს. მალე მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. უნდა აღინიშნოს რომ რომ ავლაბრის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში მამა დავითის გვერდით მეორე მღვდელი რუსული წარმოშობის მოძღვარი მსახურებდა და მრევლიც დიდძალი ჰყავდა. ისინი ძლიერ ავიწროებდნენ ქართულ სამრევლოს და მამა დავითსაც ბევრჯერ შეურაცხყოფაც მიაყენეს. როდესაც აღსდგა საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიისარ ცნობდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ძველი პრივილეგიები ჩვენ ეკლესიაში. ერთ დღეს დილით ეკლესიაში მისული მამა დავითი რუსმა მრევლმა ტაძარში არ შეუშვა. ამის შესახებ წერდა გაზეთი ,,საქართველო“ (1917 წლის თავის ერთ–ერთ ნომერში): ,,კვირას, თიბათვის 18–ს საღამოთი დეკანოზ დავით იაშვილთან მივიდა დეპუტაცია შვიდი კაცისგან და ავლაბრის წმიდა მარინესა და მთავარანგელოზის ქართველ მრევლთა კრების დადგენილების თანახმად მხურვალე თანაგრძნობა გამოუცხადა იმ ინციდენტების და უსიამოვნების გამო, რომლებიც მას ამ ბოლო დროს გადახდა თავს. ამ დღეს დილით მთავარანგელოზის ეკლესიაში მწირველი იყო ახლად დანიშნული რუსის მღვდელი. ქართველი მრევლის თხოვნით დეკანოზი დავითიც სამწირველოში შეიმოსა, რომ რუსის მღვდელთან ერთად ეწირნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნება არ დართო.... დიდი უსიამოვნება ჩამოვარდა წირვის დამთავრების შემდეგ ქართველ და რუს მრევლთა შორის იმის შესახებ, ვის უნდა ჩაბარებოდა ეკლესიის გასაღები. მოწვეულ იქმნა ადგილობრივი კომისარი, რომელმაც ორივე მხრის თანხმობით საყდრის გასაღები ნეიტრალურ პირს გადასცა, ვიდრე საყდრის საკითხი გადაწყდებოდეს, საყდარი დაკეტილი იქნება“. ამ დაპირისპირებამ კიდევ რამოდენიმე თვე გასტანა და საბოლოოდ მამა დავითის მტკიცე ქმედებების შედეგად ტაძარი ისევ ქართველებს დარჩათ. თბილისის პირველ საავადმყოფოში მამა დავითმა 1934 წლამდე იმუშავა. 1934–48 წლებში იგი თვალის დისპანსერში საქმის მწარმოებლად და ბუღალტრად მუშაობდა.1949 წლის 30 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა კალისტრატემ კვლავ აღადგინა მღვდლის ხარისხში და თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1952 წლის 14 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიაქმა მელქისედეკ III–მ ბერად აღკვეცა და სახელად დიმიტრი უწოდა. მეორე დღეს ნინოწმიდელ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. 1953 წლიდან მასვე დაევალა ბოდბის ეპარქიის მართვა–გამგეობა. 1957–58 წლებში ალავერდის ეპარქიასაც განაგებდა. 1958 წელს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისთვის მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. მიტროპოლიტი დიმიტრი (დავით იაშვილი) 1961 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა და თავისი ანდერძის თანახმად, თბილისის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში იქნა დაკრძალული.
|
|
ხელაძე მელქისედეკ პავლეს ძე - დეკანოზი.
1886-1968წწ ბიოგრაფია;
1961-1963წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
ხელაძე მელქისედეკ დეკანოზი 1886 -1968წწ საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2018. 31 მაისი - 5 ივნისი. N 19 (889). გვ. 16 -20.
|
|
პეტრიაშვილი რომანოზ (რომან) გრიგოლის ძე - მიტროპოლიტი.
1967-1971 წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
სრულად ნახვა
|
|
სამხარაძე ილარიონი (ავთანდილ) - ეპისკოპოსი.
1937-2016წწ წარმ. თერჯოლა ბიოგრაფია
1976-1978 წ.
ეპისკოპოსი
სრულად ნახვა
|
|
კრავცოვი ლავრენტი - დეკანოზი.
1977წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
ვორონცოვა მარია - მედავითნე.
1977წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
|
|
ჩახვაშვილი ათანასე - მიტროპოლიტი.
1978-1992წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
ტურიაშვილი მარიამი (ქრისტინე იასეს ასული) სქემმონაზონი, გარდ. 1984წ დაკრძ. ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის ეზოში 1981წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი
სრულად ნახვა
წყარო კარიბჭე მონაზონ მარიამ ტურიაშვილის ცხოვრება ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის ეზოში ერთი გამორჩეული საფლავია. მამა თეიმურაზმა მითხრა, - აქ, დედა მარიამი განისვენებსო. დავინტერესდი და დედა მარიამის ოჯახს ვესტუმრე. მისმა რძალმა, მარინე პეტრიაშვილმა გვიმასპინძლა. ვთხოვე, რაც შეიძლებოდა მეტი ეამბნა დედამთილზე. - ერობაში ის იყო ქრისტინე იასეს ასული ტურიაშვილი. სამი შვილი გააჩინა - ჟუჟუნა, ირაკლი და ავთანდილი. სამივე დაოჯახებულია და ყველას კარგი მოდგმა ჰყავთ. უფალმა დაინახა, თუ რამხელა მადლი ტრიალებს ჩვენი ოჯახის გარშემო. დედა მარიამის ერთი შვილი დაბადებულია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დროს, მეორე - ნათლისღების დღეს. თავად დედა მარიამი ძალიან სათნო პიროვნება გახლდათ. მე 16 წელი ვიცხოვრე მის გვერდით. სულ ჩემზე ფიქრობდა, - რამდენს წვალობ და რამდენს შრომობო. 
ჩემი დისშვილი კობა კობაიძე ძალიან ურჩი, თავისებური ბავშვი იყო. ერთ დღეს ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, მონასტერში წავიდა. იქ მეუფე იობს უნახავს. მერე გვეწვია. დაწვრილებით გამოგვკითხა ჩემი დისშვილის ამბავი და გვითხრა, მინდა ვიშვილოო. ჩემს დედამთილს დიდხანს ესაუბრა. ოთხშაბათ-პარსკევს მარხვას ვინახავო, - პასუხობდა მეუფეს. სტუმრები გავაცილეთ. ერთი კვირის მერე კობამ დამირეკა - მეუფეს ხილვა აქვს, - ეს მოხუცი მონაზვნად უნდა აღიკვეცოსო. ჩემმა დედამთილმა გაიხარა... 81 წლისა ბოდბის მონასტერში დიდ სქემაში აღკვეცეს აღდგომის მესამე დღეს. ისეთი გაცისკროვნებული სახე ჰქონდა, განცვიფრებული დავრჩით. ყველამ დაუჩოქა და დალოცვა სთხოვეს. მეუფე იობმა მითხრა, - ქალბატონო მარინე, დაემხეთ მის წინაშე, ყველაზე დიდი ძალა მას ახლა აქვსო. მუხლები თითქოს მომწყდა. ამ დროს მოვიდა წნორის ტაძრის მოძღვარი დავით გრიგალაშვილი და ისე მიესიყვარულა, გაოცებულები დავრჩით. აღკვეცის დღიდან მისი საქმე მხოლოდ ლოცვა იყო. ხალხიც სთხოვდა ლოცვებში მოხსენიებას. დედა მარიამი აღკვეციდან სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მეუფე დაკრძალვაზეც მობრძანდა, ორმოცზეც. ისეთი ადამიანი იყო, ჭიანჭველასაც არ დაადგამდა ფეხს. მთელ სოფელში მისი ნაწყენი არავინ დადის. თავისი ცხოვრებით ყველას მაგალითს აძლევდა. დედაოს სიცოცხლეშივე სურდა ბოდბის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალულიყო, მაგრამ... - აღკვეცის შემდეგ შეეცვალა ხასიათი? - ყოველთვის ცდილობდა, სხვას ელაპარაკა, თვითონ კი მხოლოდ მოესმინა. სულ კითხულობდა მეუფის ჩამოტანილ წიგნებს, წმინდანთა ცხოვრებას. ყველაფერი აინტერესებდა, რაც უფლის გარშემო ტრიალებდა. ცუდად შეიქნა და თბილისში წავიყვანეთ. ამ დროს ეზიარა კიდეც. იმდენად კარგად იმოქმედა ზიარებამ, რომ საწოლიდან წამოდგომა შეძლო. დედაოს სიცოცხლეშივე სურდა, ბოდბის მონასტერში დასაფლავებულიყო, მაგრამ... ზიარებიდან სამი თვე იცოცხლა.
1981წ.
ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი
|
|
ძამუკაშვილი ალექსი - დეკანოზი.
1955-2016წწ
1981-1982წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ტაბატაძე იოანა (მონაზ. ნანა, ერში ნათელა მიხეილის ასული) - სქიმიღუმენია.
1939-2015წწ
1991-94წ.
იღუმენია
სრულად ნახვა
სქიმიღუმენია იოანა (ერობაში ნათელა ტაბატაძე; დ. 13 თებერვალი, 1939, თბილისი — გ. 9 აგვისტო, 2015) — ქართველი სასულიერო მოღვაწე. მამა — მიხეილი, დედა — ნინო ახალკაცი. 1985 წელს გარდაიცვალა ნიკოლოზ სიხარულიძე. ამავე წელს ნათელა ტაბატაძე წავიდა სამთავროს დედათა მონასტერში მორჩილად. 1991 წლის 13 მარტს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ნათელა ტაბატაძე აკურთხეს მონაზვნად და სახელი უწოდეს ნანა. ამავე წელს ილია II-ის მიერ დადგენილ იქნა ბოდბის მონასტრის იღუმენიად. 1991 წლის 19 ივლისს ილია II-მ და მამა დავითმა, შემდგომში მიტროპოლმა დანიელმა, სხვა სასულიერო პირებთან, მათ შორის იღუმენია ნანას შვილთან, რევაზ სიხარულიძესთან ერთად იგი ბოდბის მონასტერში ჩაიყვანეს. 1993 წლის ზაფხულში, როცა მიმდინარეობდა აფხაზეთის ომი (1991-1993), იღუმენია ნანა მიტროპოლიტი დანიელის კურთხევით რამდენიმე თვით აფხაზეთში გაემგზავრა. 1994 წლიდან იღუმენია ნანა ბოდბიდან თბილისის საპატრიარქოში გადავიდა. 1997 წელს, იოანე კლემაქის სხენების დღეს იღუმენია ნანა აყვანილ იქნა დიდ სქიმაში და წმინდანის პატივსაცემად ეწოდა სახელად იოანა. სქიმიღუმენია იოანამ სამჯერ იმოგზაურა მოსალოცად ისრაელში და ერთხელ სინის მთაზე. 2000 წელს გადატანილი ინსულტის შედეგად სქიმიღუმენია იოანას შეეზღუდა მოძრაობის უნარი. ის ასევე ვეღარ ამოძრავებდა მარცხენა ხელს, რაც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ბოლო ორი წელი კი სქიმიღუმენია იოანამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ძირითადად, მჯდომარე მდგომარეობაში გაატარა. სქიმიღუმენია იოანა გარდაიცვალა 2015 წლის 9 აგვისტოს და დაკრძალეს სამთავროს დედათა მონასტერში, მცხეთაში.
|
სრულად ნახვა
|
|
მახვილაძე თეოდორა (ქეთევან) ლევანის ასული - იღუმენია.
დაბ. 1964წ. მონაზვნად აღკვეცა 1991წ.
1995-2025წ.
იღუმენია
სრულად ნახვა
|
|
ჭუაძე თევდორე (დიმიტრი ამირანის ძე) - მიტროპოლიტი.
დ. 1967წ. ბიოგრაფია
1996-1998 წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
|
ფაჩუაშვილი ნიკოლოზი (პაატა გივის ძე) - მიტროპოლიტი.
ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის ეპარქია წარმ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო
1998-2001 წ.
მიტროპოლიტი
სრულად ნახვა
|
სრულად ნახვა
|
|
ჯანაშვილი თეიმურაზი ჯუმბერის ძე - დეკანოზი.
დაბ. 1973წ. წნორი (სიღნაღი) მღვდელი 2005 წლიდან. 2014 წლის 27 იანვარს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; წნორის წმიდა ილია მართლის ეკლესიის წინამძღვარი.
2006 წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
დაჯილდოება 27 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა ბოდბის ეპარქიის მლვდელმსახურებს: თეიმურაზ ჯანაშვილსა და მირიან ხოხონიშვილს.
ჯანაშვილი თეიმურაზი დეკანოზი 2018წ. 
|
|
სარალიძე საბა - მღვდელმონაზონი.
2006წ.
ღვთივგანისვენა
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
სარალიძე საბა მღვდელ მონაზონი 1968-2006წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი დაკრძ. იქვე 
საფლავის ფოტო ბოდბეში მონასტერში გადაიღო დავით ფეიქრიშვილმა. საპატრიარქოს უწყებანი N46 21-27დეკემბერი 2006წ გვ.9 სამძიმარი გარდაიცვალა ბოდბის ეპარქიის ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი საბა (ერში ერეკლე სალარიძე).
|
|
ღურწკაია ევა (ილარია) - სამონაზვნე.
2007 წლის 27 მარტს სამონაზვნად კურთხევა, დაბადებულია აფხაზეთში.
2007წ.
მდგომარეობით
სამონაზვნე
სრულად ნახვა
საპატრიარქოს უწყებანი N10 4-11 აპრილი 2007წ გვ. 14 27 მარტს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მღვდელმონაზონმა ლაზარემ (გრძელიშვილი) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: სამონაზვნეები – ნატალია ხიდაშელი (სახელად ეწოდა ნინო), კლავდია ლიპარტელიანი (სახელად ეწოდა ნონა), ანა ხარჩილავა (სახელად ეწოდა ანა), ქრისტინე კალაძე (სახელად ეწოდა ეკატერინე), მართა თოლორდავა (სახელად ეწოდა ელენე), სიდონია მელითაური (სახელად ეწოდა სიდონია) მონაზვნად აღკვეცეს. იმავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილები მანანა ჩიხლაძე (სახელად ეწოდა ეფემია), ნანა მახარობლიძე (სახელად ეწოდა იოანა), ილარია ღურწკაია (სახელად ეწოდა ევა) და მორჩილის კაბებით შეიმოსნენ: ირინა ჩარაშვილი, ელისაბედ წიწილაშვილი და ნინო გოგშელიძე.

სამონაზვნე ევა (ღურწკაია): როდესაც ომი დამთავრდა და აფხაზეთის ქართველობა სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში მიმოიფანტა, ჩემი თანაკლასელების ძებნა დავიწყე. მინდოდა მათთვის უფლის ხმა მიმეწვდინა. რადგან მონასტერში ვცხოვრობდი, ეს ჩემს მოვალეობად მივიჩნიე. ჩამოვწერე თანაკლასელების სახელები და დავიწყეთ ლოცვების დაყენება. მეთხუთმეტე ლოცვაზე გამომეხმაურენ (ერთ-ერთ მათგანს ზუგდიდში აღმოეჩინა ჩვენი ოჯახი). იმ დროს ზოგს შვილი ჰყავდა დაკარგული, ზოგს დედა, მამა, ძმა... მონასტერში პარაკლისებს ვიხდიდით, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულნი გამოჩენილიყვნენ. ბოდბელ დედათა ლოცვამ ერთ-ერთი თანაკლასელი იხსნა სიკვდილისაგან, სასუნთქ აპარატზე ჩართულმა მოიხედა. ვურჩიეთ სწრაფადვე ეზიარებინათ,მის მიმართ ღმერთმა წყალობა გამოიჩინა და გადარჩა, იმ დღიდან ეკლესიური გახდა. ეს ფაქტი ჩვენთვის საოცრება იყო. როდესაც სკოლის დამთავრების ოცი წელი შეგვისრულდა, მთელი კლასი (სოხუმის პირველსკოლელები) მონასტერში მესტუმრნენ. ვცდილობდი ისინი ეკლესიისკენ მიმეზიდა. მონასტრის დედები ფაქტებსა და მოვლენებს ეკლესიური კუთხიდან აღიქვამენ. 27 სექტემბერი მათთვის არ არის ტრაგიკული თარიღი. თვლიან, რომ ეს დღე აფხაზთა და ქართველთა მოქცევის დღეა, რომ არა 27 სექტემბერი, ბნელეთსა და ურწმუნოებაში დავრჩებოდით. რატომ დავმარცხდით? _ მატერიალურად გაძლიერებულებმა არ იცოდნენ, თუ რა უნდა ეთხოვათ უფლისათვის, არ ახსოვდათ ღმერთი. ლტოლვილობა ღვთის მიერ დაშვებული განსაცდელია იმისათვის, რომ განვიწმინდოთ. საკენ-ჭუბერის გზაზე ღმერთმა ყველა გაათანაბრა: ღარიბი, მდიდარი, მუშა, გლეხი, თანამდებობის პირნი, მთავრობის წევრები ყველა განსაცდელის გზით ატარა,რადგან არ ჰყავდათ ბოლომდე ღმერთი შეცნობილი. აფხაზეთში მაშინ დავბრუნდებით,როდესაც მზად ვიქნებით უფლის სადიდებლად.
|
|
გოგშელიძე ნინო - მონაზონი.
2007 წლის 27 მარტს შეიმოსა მორჩილის კაბით
2007წ.
მდგომარეობით
მორჩილი
სრულად ნახვა
საპატრიარქოს უწყებანი N10 4-11 აპრილი 2007წ გვ. 14 27 მარტს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მღვდელმონაზონმა ლაზარემ (გრძელიშვილი) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: სამონაზვნეები – ნატალია ხიდაშელი (სახელად ეწოდა ნინო), კლავდია ლიპარტელიანი (სახელად ეწოდა ნონა), ანა ხარჩილავა (სახელად ეწოდა ანა), ქრისტინე კალაძე (სახელად ეწოდა ეკატერინე), მართა თოლორდავა (სახელად ეწოდა ელენე), სიდონია მელითაური (სახელად ეწოდა სიდონია) მონაზვნად აღკვეცეს. იმავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილები მანანა ჩიხლაძე (სახელად ეწოდა ეფემია), ნანა მახარობლიძე (სახელად ეწოდა იოანა), ილარია ღურწკაია (სახელად ეწოდა ევა) და მორჩილის კაბებით შეიმოსნენ: ირინა ჩარაშვილი, ელისაბედ წიწილაშვილი და ნინო გოგშელიძე.
|
|
წიწილაშვილი ელისაბედი - მორჩილი.
2007 წლის 27 მარტს შეიმოსა მორჩილის კაბით
2007წ.
მდგომარეობით
მორჩილი
სრულად ნახვა
საპატრიარქოს უწყებანი N10 4-11 აპრილი 2007წ გვ. 14 27 მარტს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მღვდელმონაზონმა ლაზარემ (გრძელიშვილი) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: სამონაზვნეები – ნატალია ხიდაშელი (სახელად ეწოდა ნინო), კლავდია ლიპარტელიანი (სახელად ეწოდა ნონა), ანა ხარჩილავა (სახელად ეწოდა ანა), ქრისტინე კალაძე (სახელად ეწოდა ეკატერინე), მართა თოლორდავა (სახელად ეწოდა ელენე), სიდონია მელითაური (სახელად ეწოდა სიდონია) მონაზვნად აღკვეცეს. იმავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილები მანანა ჩიხლაძე (სახელად ეწოდა ეფემია), ნანა მახარობლიძე (სახელად ეწოდა იოანა), ილარია ღურწკაია (სახელად ეწოდა ევა) და მორჩილის კაბებით შეიმოსნენ: ირინა ჩარაშვილი, ელისაბედ წიწილაშვილი და ნინო გოგშელიძე.
|
|
ჩარაშვილი ნატალია (ირინა) - მონაზონი.
2007 წლის 27 მარტს შეიმოსა მორჩილის კაბით
2007წ.
მდგომარეობით
მორჩილი
სრულად ნახვა
საპატრიარქოს უწყებანი N10 4-11 აპრილი 2007წ გვ. 14 27 მარტს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მღვდელმონაზონმა ლაზარემ (გრძელიშვილი) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: სამონაზვნეები – ნატალია ხიდაშელი (სახელად ეწოდა ნინო), კლავდია ლიპარტელიანი (სახელად ეწოდა ნონა), ანა ხარჩილავა (სახელად ეწოდა ანა), ქრისტინე კალაძე (სახელად ეწოდა ეკატერინე), მართა თოლორდავა (სახელად ეწოდა ელენე), სიდონია მელითაური (სახელად ეწოდა სიდონია) მონაზვნად აღკვეცეს. იმავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილები მანანა ჩიხლაძე (სახელად ეწოდა ეფემია), ნანა მახარობლიძე (სახელად ეწოდა იოანა), ილარია ღურწკაია (სახელად ეწოდა ევა) და მორჩილის კაბებით შეიმოსნენ: ირინა ჩარაშვილი, ელისაბედ წიწილაშვილი და ნინო გოგშელიძე.
|
|
სარალიძე იოანე (გიორგი) - ბერმონაზონი.
2013წ.
ბერმონაზონი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
სარალიძე იოანე (გიორგი) ბერმონაზონი 1925-2013წწ სარალიძე იოანე (გიორგი) ბერმონაზონი 1925-2013წწ 2013წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი დაკრძ. იქვე
|
|
იაკობიშვილი იაკობი (კონსტანტინე უსუფის ძე - ბოდბელი მთავარეპისკოპოსი.
2013-2025წ.
მდგომარეობით
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი
სრულად ნახვა
|
|
მახარაძე თეკლა (ნინო) - სამონაზვნე.
2014 წლის 11 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა.
2014წ.
მდგომარეობით
სამონაზვნე
სრულად ნახვა
აღკვეცა 11 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე მელანია ცანცუკი და სახელად სოსანა უწოდა, სამონაზვნე იოანა მახარობლიძე -- სახელად სალომე უწოდა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი ცისანა რუხაძე -- სახელად ეწოდა ანგელინა, მორჩილი ციალა ბერიძე -- სახელად ეწოდა ემილია, მორჩილი ნინო მახარაძე -- სახელად ეწოდა თეკლა, მორჩილი რიმა ხარებავა --– სახელად ეწოდა ივლიტა, მორჩილი ანა ცხადაძე სახელად ეწოდა ალექსანდრა, მორჩილი ნინო კვირიკაშვილი - სახელად ეწოდა დოროთეა.
|
|
ხარებავა ივლიტა (რიმა) - სამონაზვნე.
2014 წლის 11 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა.
2014წ.
მდგომარეობით
სამონაზვნე
სრულად ნახვა
აღკვეცა 11 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე მელანია ცანცუკი და სახელად სოსანა უწოდა, სამონაზვნე იოანა მახარობლიძე -- სახელად სალომე უწოდა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი ცისანა რუხაძე -- სახელად ეწოდა ანგელინა, მორჩილი ციალა ბერიძე -- სახელად ეწოდა ემილია, მორჩილი ნინო მახარაძე -- სახელად ეწოდა თეკლა, მორჩილი რიმა ხარებავა --– სახელად ეწოდა ივლიტა, მორჩილი ანა ცხადაძე სახელად ეწოდა ალექსანდრა, მორჩილი ნინო კვირიკაშვილი - სახელად ეწოდა დოროთეა.
|
|
ცხადაძე ალექსანდრა (ანა) - სამონაზვნე.
2014 წლის 11 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა.
2014წ.
მდგომარეობით
სამონაზვნე
სრულად ნახვა
აღკვეცა 11 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე მელანია ცანცუკი და სახელად სოსანა უწოდა, სამონაზვნე იოანა მახარობლიძე -- სახელად სალომე უწოდა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი ცისანა რუხაძე -- სახელად ეწოდა ანგელინა, მორჩილი ციალა ბერიძე -- სახელად ეწოდა ემილია, მორჩილი ნინო მახარაძე -- სახელად ეწოდა თეკლა, მორჩილი რიმა ხარებავა --– სახელად ეწოდა ივლიტა, მორჩილი ანა ცხადაძე სახელად ეწოდა ალექსანდრა, მორჩილი ნინო კვირიკაშვილი - სახელად ეწოდა დოროთეა.
|
|
კვირიკაშვილი დოროთეა (ნინო) - სამონაზვნე.
2014 წლის 11 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა.
2014წ.
მდგომარეობით
სამონაზვნე
სრულად ნახვა
აღკვეცა 11 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე მელანია ცანცუკი და სახელად სოსანა უწოდა, სამონაზვნე იოანა მახარობლიძე -- სახელად სალომე უწოდა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი ცისანა რუხაძე -- სახელად ეწოდა ანგელინა, მორჩილი ციალა ბერიძე -- სახელად ეწოდა ემილია, მორჩილი ნინო მახარაძე -- სახელად ეწოდა თეკლა, მორჩილი რიმა ხარებავა --– სახელად ეწოდა ივლიტა, მორჩილი ანა ცხადაძე სახელად ეწოდა ალექსანდრა, მორჩილი ნინო კვირიკაშვილი - სახელად ეწოდა დოროთეა.
|
|
ცანცუკი სოსანა - მონაზონი.
2014 წლის 11 აპრილს, მონაზვნად აღკვეცა.
2014წ.
მდგომარეობით
მონაზონი
სრულად ნახვა
აღკვეცა 11 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე მელანია ცანცუკი და სახელად სოსანა უწოდა, სამონაზვნე იოანა მახარობლიძე -- სახელად სალომე უწოდა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი ცისანა რუხაძე -- სახელად ეწოდა ანგელინა, მორჩილი ციალა ბერიძე -- სახელად ეწოდა ემილია, მორჩილი ნინო მახარაძე -- სახელად ეწოდა თეკლა, მორჩილი რიმა ხარებავა --– სახელად ეწოდა ივლიტა, მორჩილი ანა ცხადაძე სახელად ეწოდა ალექსანდრა, მორჩილი ნინო კვირიკაშვილი - სახელად ეწოდა დოროთეა.
|
|
ჭანტურია თამარი - მონაზონი.
დაბადებულია აფხაზეთში
2014წ.
მდგომარეობით
მონაზონი
სრულად ნახვა
ჭანტურია თამარი მონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 30 ბოდბის დედათა მონასტერი საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, სოხუმიდან გამოსულმა სამღვდელოებამ, ორ მონასტერში გააგრძელა მოღვაწეობა. მეუფე დანიელმა, დედებს, ბოდბეს მონასტერი შემოგვთავაზა. სოხუმიდან ოთხნი გამოვედით: მონაზონი თამარი (ჭანტურაია), დედა-შვილი: მონაზონი ანა (ხარჩილავა) და სამონაზვნე სალომე. შემდეგ შემოგვიერთდნენ სოხუმიდან და გუდაუთიდან დევნილი დედები დედა ევა და ნინო. დღეს ბოდბეში 29 მონაზონი ცხოვრობს. თავდაპირველად ლტოლვილ მონასტერს ძალიან უჭირდა. არც წყალი იყო, არც შუქი, არც სკამი და არც მაგიდა. ღვთის ანაბარად ვიყავით დარჩენილი. მძიმე წლები ედგა საქართველოს, ყველას თავისი თავი უჭირდა და ჩვენი პრობლემებისთვის არავის ეცალა. ღვთის მადლით, წინააღმდეგობები ნელა ნელა დავძლიეთ და წელში გავიმართეთ. მჯერა,აფხაზეთს დავიბრუნებთ და სულიერ ღვაწლს იქ გავაგრძელებთ, ბოდბის მონასტრის მეტოქიონს გავხსნით. ღმერთმა ქნას აფხაზეთი დაგვიბრუნდეს, მაყურებლის როლში ნამდვილად არ ვაპირებთ ყოფნას! გვითხრა წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენია თეოდორამ (მახვილაძემ) გაზეთი ილორი 16 ნოემბერი 2010 წელი გვ. 3
|
|
მახარობლიძე სალომე (ნანა) - მონაზონი.
2007 წლის 27 მარტს სამონაზვნად კურთხევა. 2014 წლის 11 აპრილს, მონაზვნად აღკვეცა.
2014წ.
მდგომარეობით
მონაზონი
სრულად ნახვა
საპატრიარქოს უწყებანი N10 4-11 აპრილი 2007წ გვ. 14 27 მარტს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მღვდელმონაზონმა ლაზარემ (გრძელიშვილი) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: სამონაზვნეები – ნატალია ხიდაშელი (სახელად ეწოდა ნინო), კლავდია ლიპარტელიანი (სახელად ეწოდა ნონა), ანა ხარჩილავა (სახელად ეწოდა ანა), ქრისტინე კალაძე (სახელად ეწოდა ეკატერინე), მართა თოლორდავა (სახელად ეწოდა ელენე), სიდონია მელითაური (სახელად ეწოდა სიდონია) მონაზვნად აღკვეცეს. იმავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილები მანანა ჩიხლაძე (სახელად ეწოდა ეფემია), ნანა მახარობლიძე (სახელად ეწოდა იოანა), ილარია ღურწკაია (სახელად ეწოდა ევა) და მორჩილის კაბებით შეიმოსნენ: ირინა ჩარაშვილი, ელისაბედ წიწილაშვილი და ნინო გოგშელიძე. აღკვეცა 11 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე მელანია ცანცუკი და სახელად სოსანა უწოდა, სამონაზვნე იოანა მახარობლიძე -- სახელად სალომე უწოდა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი ცისანა რუხაძე -- სახელად ეწოდა ანგელინა, მორჩილი ციალა ბერიძე -- სახელად ეწოდა ემილია, მორჩილი ნინო მახარაძე -- სახელად ეწოდა თეკლა, მორჩილი რიმა ხარებავა --– სახელად ეწოდა ივლიტა, მორჩილი ანა ცხადაძე სახელად ეწოდა ალექსანდრა, მორჩილი ნინო კვირიკაშვილი - სახელად ეწოდა დოროთეა.
|
|
ბუაძე რაქილი/მარი ვახტანგის ასული - მონაზონი.
დაბ. 1962წ.
2019წ.
მონაზონი
სრულად ნახვა
ბუაძე რაქილი მონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 30

ბუაძე რაქილი მონაზონი, 2019წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი
|
|
ბერიძე ეფემია (ციალა) - მონაზონი.
დაბ. 1942წ. ფოთი, ცხოვრ. სოხუმი. 2014 წლის 11 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა.
2024წ.
მონაზონი
სრულად ნახვა
ბერიძე
ეფემია მონაზონი დაბ. 1942წ. ფოთი, ცხოვრ. სოხუმი, 
აღკვეცა 11 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე მელანია ცანცუკი და სახელად სოსანა უწოდა, სამონაზვნე იოანა მახარობლიძე -- სახელად სალომე უწოდა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი ცისანა რუხაძე -- სახელად ეწოდა ანგელინა, მორჩილი ციალა ბერიძე -- სახელად ეწოდა ემილია, მორჩილი ნინო მახარაძე -- სახელად ეწოდა თეკლა, მორჩილი რიმა ხარებავა --– სახელად ეწოდა ივლიტა, მორჩილი ანა ცხადაძე სახელად ეწოდა ალექსანდრა, მორჩილი ნინო კვირიკაშვილი - სახელად ეწოდა დოროთეა. 
ფოტოზე შვილი მამა ბენიამინი ბელქანია და გიორგი დარასელია, გადაღებულია დედაოს დაბადების დღეზე 20 ნოემბერი 2024წ.

ბერიძე
ეფემია მონაზონი დაბ. 1942წ. ფოთი, ცხოვრ. სოხუმი, 2024წ. ბოდბე (სიღნაღი) ფერიცვალების ეკლესია,
|
|
რუხაძე სოფიო (ცისანა) - მონაზონი.
1956-2024წწ 2014 წლის 11 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა.
2024წ.
დაკრძ.
მონაზონი
სრულად ნახვა
რუხაძე სოფიო (ცისანა) მონაზონი 1956-2024წ. ბოდბე წმიდა ნინოს სობორი დაკრძ. იქვე აღკვეცა 11 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე მელანია ცანცუკი და სახელად სოსანა უწოდა, სამონაზვნე იოანა მახარობლიძე -- სახელად სალომე უწოდა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი ცისანა რუხაძე -- სახელად ეწოდა ანგელინა, მორჩილი ციალა ბერიძე -- სახელად ეწოდა ემილია, მორჩილი ნინო მახარაძე -- სახელად ეწოდა თეკლა, მორჩილი რიმა ხარებავა --– სახელად ეწოდა ივლიტა, მორჩილი ანა ცხადაძე სახელად ეწოდა ალექსანდრა, მორჩილი ნინო კვირიკაშვილი - სახელად ეწოდა დოროთეა. 
დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი მონასტრის წევრი - მონაზონი სოფიო (ერში ცისანა რუხაძე). დედა სოფიოს ყველა იცნობდა, როგორც მშვიდ, სათნო, მოსიყვარულე ადამიანს. სიკვდილის წინაც კი, როცა გაუსაძლის ტკივილებს განიცდიდა, რაც ონკოლოგიური პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი, იგი ინარჩუნებდა სიმშვიდეს და ახერხებდა ყველა მნახველისთვის გაღიმებას, ექიმები იქნებოდნენ, ექთნები თუ მისივე ახლობლები. დედა სოფიოს სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული და წლბის მანძილზე მუშაობდა პედიატრად, თუმცა მკვეთრად შეცვალა თავისი ცხოვრება და მონაზვნად აღიკვეცა ბოდბის მონასტერში, სადაც ღირსეულად ატარა თავისი ჯვარი და მართლაც ნამდვილ მონაზვნად დადგა, არავის ახსოვს მისგან განკითხვა, დრტვინვა, ჭორაობა ან უკმეხობა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი საყვარელი დის, მონაზონი სოფიოს სპეტაკი სული და მართალთა წიაღში განუსვენოს! პანაშვიდი გაიმართება პარასკევს თბილისში, მონასტრის კუთვნილ სახლში, ივანე ჯავახიშვილის 81 (შემოსასვლელი ეზოს მხრიდან). შაბათს გადასვენება ბოდბის ტაძარში 12 საათზე; კვირას დაკრძალვა ბოდბის მონასტერში 2 საათზე. 

საფლავი წმიდა ნინოს მონასტერში, ფოტო გადაიღო დავით ფეიქრიშვილმა
|
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |
|
მარტინიუკი
ანა მორჩილი 1924-202121წწ 1921წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
|
|
ჩაჩიბაია თამარ 1961-2024წწ კომპოზიტორი, საგალობლები “წმინდა ხარ”, “იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო”, “რათა შევიწყნაროთ”, წმ. ნინოს, წმ. გიორგის, წმ. ბარბარეს ტროპრები და სხვა. გარდ. 2024წ. დაკრძ. ბოდბის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.
სრულად ნახვა
|