მღვდელ-მონაზონი გაბრიელი, ერისკაცობაში გრიგოლ ომანის ძე მაყაშვილი, 1793 წლის 9 იანვარს, კახეთის სოფელ იყალთოში, თავად ომან მაყას ძე მაყაშვილისა და ანა ბეჟან არაგვის ერისთავის ასულის ოჯახში დაიბადა. მამამისი, ომან მაყაშვილი, 1812 წელს კახეთის აჯანყებაში მონაწილეობდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს
და რუსეთში, ქ. პერმში გადაასახლეს, სადაც 1813 წლის 28 თებერვალს ჩავიდა. 1818 წლის 18 აპრილის დადგენილებით დანაშაული ეპატია და სამშობლოში დაბრენების ნება მისცეს. გარდაიცვალა 1820 წელს. გრიგოლის გარდა, მათ ჰყავდათ კიდევ სამი შვილი: ათანასე, მაყა, რევაზი, რაც დასტურდება დედის, ანას მიერ გადაწერილ კრებულზე გაკეთებულ
წარწერით: „მღვთისა დედაო, შემეწიე სულით და ხორცით ცოდვილს დედაკაცს, ბეჟან ერისთავის ასულს ანნას... მიზეზი ჩემი გულმოდგინებისა ჩემი პირმშო შვილი -–- გაბრიელ ბერი მღვდელ-მონაზონი მექმნა. ამისი დედანი მან მაცნობა და ჩემის სურვილით იმისგან მრავალნი წიგნნი არიან
ჩემი შვილების სახლში... შვილნო ჩემნო -- ათანასი, მაყავ და რევაზ...“
პატარა გრიგოლმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, დედის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1809 წლის 20 მარტს (სხვა ვერსიით -– 1810 წლის 20 მაისს) მშობლებმა იგი დავით გარეჯის ლავრაში მიაბარეს აღსაზრდელად. 1810 წლის 14 აგვისტოს, იმავე მონასტერში, წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ვაჩნაძე-ბებურიშვილი) ანაფორა უკურთხა. 1811 წლის 6 აპრილს რუსთველ-ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (ჯორჯაძე) დიაკვნად აკურთხა (სხვა ვერსიით –- 1813 წლის 8 აგვისტოს უკურთხეს ანაფორა და კერძო დიაკვნად დაადგინეს). 1816 წელს პაპამისის ძმამ, ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი), თავისთან წაიყვანა ბოდბის წმ. ნინოს სახ. მამათა მონასტერში, არქიდიაკვნის წოდება მიანიჭა და სახელად გაბრიელი უწოდა. 1820 წლის 8 მარტს მიტროპოლიტი იოანე საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) სწერდა: „_მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მოწყალეო ხელმწიფევ და მწყემსმთავარო! ჩემი ძმისწული ბერი გახლავთ ჩემთან - გაბრიილ, რომელმანცა თვისის ნებით აღირჩია ბერად წოდება და არს დიაკონად ჩემგან ხელდასხმული, და გთხოვთ, რადგან მოხუცებულებასა შინა ვარ მიწევნილ, ნება მომცეთ, მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმულ ვყო და ვამყოფო ჩემთან, ვიდრე ცოცხლებით ვყო მლოცველად, რომლისა თვისცა მოველი და ვარ იმედეული თქვენის მოწყალებისა, რომ არ უგულებელსუფფთ თხოვილსა ჩემგან“. 1820 წლის 6 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, მიტროპოლიტმა იოანემ მლვდლად დაასხა ხელი - ჩოხის კურთხევით. მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით, ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი ბოდბის მონასტრისა და სამღვდელმთავრო სახლის ეკონომოსად დაინიშნა და მონასტრის სალაროც მას ჩააბარეს.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 10-23 თებერვალი 2022წ გვ.21
მღვდელ-მონაზონი გაბრიელი იყო კარგი კალიგრაფი. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მას გადაწერილი აქვს რამდენიმე ძველი ხელნაწერი, რომლებიც დღეს კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცულია. ერთერთი ასეთი ხელნაწერია იოანე სინელის „კლემაქსი“, გადაწერა 1826 წელს და ახლავს შემდეგი ანდერძი-მინაწერი: „მაღალ-ბრწყინვალეო კნიაზო ათანასი მაყაევო და ბრწყინვალეო კნეინავ, დედაო ანნავ, მოვართვი ბრწყინუალებასა თქუენსა იოანე კლემაქსის წიგნი, ფრიად სულთა სასარგებლო, რომელ არა იპოებოდა სახლსა შინა ჩემსა მშობელსა მრავალ განსაცდელ შემთხვევისა გამო საქართველოისა ოხრებისაგან. გაქუნდესთ ჩემდა სახსენებელად და თქუენცა, ბრწყინუალენო კნეინანო, დანო და სძალნო ჩემნო - ელენევ და ვარვარავ, მე წიგნთა ვამრავლებ და თქვენ კითხვა განამრავლეთ. ცოდვილი ბერი გაბრიელი". 1827 წლის 25 იანვარს მლვდელ-მონაზონ გაბრიელი რამდენიმე დღით დაეთხოვა მეუფე იოანეს და იყალთოში, მშობლების სანახავად წავიდა. უცნობი მიზეზების გამო იგი რამდენიმე თვე დარჩა სახლში. როგორც შემდგომში მან აღნიშნა, ამის მიზეზი მისი ავადმყოფობა იყო. უცნობია, თუ რა მოხდა მის გონებაში ამ სამი თვის განმავლობაში და რამ აიძულა იგი ასეთი ნაბიჯი გადაედგა. 1827 წლის აპრილში იგი ახტალის მონასტერში ჩავიდა და იქაურ, ეროვნებით ბერძენ მლვდელმთავარ იოაკიმეს წერილი ჩაუტანა, რომელსაც მიტროპოლიტ იოანეს ხელმოწერა ჰქონდა. აი, რას სთხოვდა მეუფე იოანე ეპისკოპოს იოაკიმეს: „ქრისტეს მიერ ძმაო იოაკიმ დესპოტავ, ძმეებრივითა სიყვარულითა გიანბორებ, საყვარელო ძმაო. წარმოგზავნილი ჩემი ძმისწული ნებითა ჩემითა მევედრა მე და ისურვა თქვენგან კურთხევა იღუმენად და არხიმანდრიტად და არ მიბრძანოთ ამისი უარი და აკურთხოთ ამაღლების მონასტერზედ, რომელიც არის ჩემსა ეპარხიასა შინა და თქვენის არზით დაწერილით მასიამოვნოთ. მიკითხავ ვარ დიდსა მოხუცებულობასა შინა და თქვენიცა მესმის მდებარეობა, გთხოვ, მალე მიბოძო ჩემი ძმისწული და ჩვენი ძმობა და სიყვარული განმიახლო და პატივმცეთ და მეც მიმსახუროთ.შენი ძმა, ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე. 1827 წლის 23 აპრილი“. მართლაც, ეპისკოპოსმა იოაკიმემ შეასრულა მეუფე იოანეს თხოვნა და 1827 წლის 1 მაისს, წირვაზე, მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა, რამაც შემდგომში მას დიდი პრობლემები შეუქმნა. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ არ ცნო ეს ჯილდო, ჩათვალა იგი მოტყუებით მიღებულად და საქმის გამოძიებას შეუდგა. პირველ რიგში, 1827 წლის 2 სექტემბერს შეკითხვა გაუგზავნეს ახტალელ ეპისკოპოს იოანეს, რომელმაც მისი დაჯილდოება აღასრულა. თავის მხრივ, იმავე წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსი იოანე საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) სწერდა, რომ ზემოხსენებულმა სასულიერო პირებმა (იმ პერიოდში მან ასევე აკურთხა ერთი იმერელი დიაკონი მღვდლად და ერთი კახელი მედავითნე დიაკვნად, რომლებიც ასევე დასაჯეს და არ ჩაუთვალეს ხელდასხმა -– გ.მ.) წარმომიდგინეს წერილები, სადაც მარწმუნებდნენ, რომ ღირსნი იყვნენ ამ ხარისხების მიღების და მე როგორ ვიფიქრებდი, რომ მიტროპოლიტის უკითხავად ამას გაბედავდნენო, გამაბრიყვეს და მომატყუესო. ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად გიგზავნით დეკანოზ ვასილ ადრიანოვის ხელით მათ მიერ მოტანილ წერილებს, რითაც დარწმუნდებით, რომ ამ საქმეში უბრალო ვარ. ხოლო ის, რომ ხელდასხმისთვის თქვენგან ნებართვა არ ავიღე (ეგზარქოსების მმართველობის პერიოდში ხელდასხმა და აღკვეცა აუცილებლად უნდა შეთანხმებულიყო საქართველოს ეგზარქოსთან და სინოდალურ კანტორასთან გ.მ.), შენდობას ვითხოვ, რადგან ეს მომოვიდა ჩემი მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამოო.
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 10-23 თებერვალი 2022წ გვ.22
სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით, ვიდრე საქმე საბოლოოდ არ დასრულდებოდა, მღვდელმონაზონი გაბრიელი თბილისში გადმოიყვანეს და მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მამათა მონასტერში მისი წინამძღვრის, არქიმანდრიტ ევგენის მეთვალყურეობის ქვეშ გამოკეტეს. 1828 წლის 1 თებერვალს მან ფიცი დადო, რომ იცხოვრებდა მონასტრის
ტიბიკონის შესაბამისად, ივლიდა წირვა-ლოცვებზე და არავითარ მღვდელმოქმედებას არ შეასრულებდა და მონასტრიდან არ გავიდოდა ნებართვის გარეშე. 1828 წლის 23 იანვარს, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის მიწერილობით, სიღნაღის მაზრის უფროსმა, ნადვორნი სოვეტნიკმა კუნიცკიმ დაკითხა მღვდელ-მონაზონი გაბრიელი და შემდეგი ჩვენება ჩამოართვა: „პირველთა შინა რიცხვთა აპრილის თვისათა ჩყკზ (1827) წელსა, ნებართვითა მწყემსმთავრისა ჩემისა მიტროპოლიტის იოანნესითა, წარველ მე თელავის უეზდის სოფელსა იყალთოს, სანახავად დედისა ჩემისა - კნეინა ანნა ბეჟანის ასულისა და ძმათა ჩემთა: ათანასისა, მაყასსა და რევაზისა თავადთა მაყაევთასა, რომელთათანაცა დავჰყავ რა სახლსა შინ ორი კვირა, წარვედ ბორჩალოს დისტანციის სოფელსა შინა მისხანას უმოხუცებულესის ახტალელ ბერძნის ყ-დ სამღვდელო ეპისკოპოს იოაკიმესთან ესრეთითა განზრახვითა, რათამცა დავშთენილიყავ მასთან საუკუნოდ, და შემდგომ მისვლისა მუნ, ვჰსთხოვე მის ყ-დ სამლვდელოესობას, ნებართვა მსახურებისათვის მისსა სვიტასა შინა, და ხელდასხმა არხიმანდრიტად, რომელმანცა შემდგომად სამისა დღისა მოიდვა მანტია და ომოფორი და მაკურთხა მე მის სოფლის წმიდის გიორგის ეკლესიაში, შინა დროსა საღმრთოსა ლიტურღიისასა, რომელიცა აღვასრულე მე ორის ბერძნის მღუდელითურთ, რომლებისაც სახელები მე არ ვიცი, შემდგომ გამოსვენებისა სახარებისა, პირველსა მაისს ჩყკზ (1827) წელსა - არხიმანდრიტად; წერილობითი მოწმობა ხარისხსა ზედა არხიმანდრიტისასა და არცა ვითარიმე სხვა წერილი ამას ზედა მე ყ-დ სამღვდელოსაგან ბერძნისა არა მაქვს; დავჰყავ რა სახლში შინა ყ-დ სამღვდელო იოაკიმესასა თხუთმეტი დღე, თანხმობითა მისითა წარველ მე ჩემს ეპარხიის ყ-დ სამღვდელი სიღნაღის მიტროპოლიტს იოანნე ბოდბელთან მისაბარებლად ყოვლისა მის, რაიცა თანამდებობისაებრ იკონომოსისა და მოლარისა იყო უწყებასა შინა ჩემსა და მისაღებად სრულისა განთავისუფლებისა ეპარხიისაგან მისისა, რომელსაცა შემდგომად მისვლისა ჩემისა ვსთხოვე ესე, გარნა არა გამოვუცხადე არცა მასს და არცა ვისამე სხვას ვითარცა ესე, რომელ ბერძნის ყ-დ სამღვდელოსაგან კურთხეულ ვარ არხიმანდრიტად, ეგრეთვე არცა სურვილიჩემი შესვლისათვის სვიტასა შინა ბერძნის ყ-დ სამღვდელოსასა, ვითარცა თხოვასა ზედა ჩემსა მისმან მაღალ ყ-დ უსამღვდელოესობამან მრქვა მე, რომელ რადგან არის მოხუცებული, ამისათვის ვიდრე ცოცხალი არის, არ დამანებებს მე თავს, ვითარცა ნათესავსა თვისსა, რომლისათვისცა მე დავჰშთი მასთან; შემდგომად ხელდასხმისა არხიმანდრიტად, მე არა რომელსამე ეკლესიასა შინა არსად სახითა არხიმანდრიტისათა არ მიმღვდელმოქმედნია მყოფობასა შინა ჩემსა ბერძნის ყ-დ სამღვდელოსთან ავადმყოფობისა გამო, და შემდგომ უკმოქცევისა ადრინდელსა ადგილსა მონასტერსა შინა წმიდა ნინასსა, ვერღა ვიკადრე წირვა ესრეთ ამისათვის, რომელ ვარ მე კურთხეულ არხიმანდრიტად თვინიერ ნებისა ყ-დ სამღვდელო მიტროპოლიტის იოანნესა, და საარხიმანდრიტო ჯვარი გულსა ზედა ჩემსა მაქვნდა ტვირთული მხოლოდ პირველსა დღესა კურთხევისა ჩემისა“.
ამ ჩვენების ჩამორთმევის შემდეგ გამოძიება გაგრძელდა. შეკითხვები გაუგზავნეს და მის შესახებ დამოწმება სთხოვეს სხვადასხვა სასულიერო პირს, ვისთანაც კი მას თავის დროზე შეხება ჰქონდა.
1828 წლის 16 თებერვალს, დავით გარეჯის ლავრის ყოფილმა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ვაჩნაძე-ბებურიშვილი) დაადასტურა, რომ 1809- 1816 წლებში ნამდვილად ცხოვრობდა მასთან მოხსენებული მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ნასტერში, რომ თავადვე აღკვეცა ბერად და 1816 წელს გაისტუმრა ბოდბეში. მამა ილარიონი იქვე წერდა: „..რომელიცა ესე მღვდელ-მონაზონი აღასრულებდა მისდამი დადებულთა სამონასტრო მორჩილებათა კეთილად და სიმდაბლით“.
1828 წლის 18 თებერვალს მიტროპოლიტი იოანე წერდა, რომ მართლაც, 1827 წლის 25 იანვარს გაუშვა მღვდელ-მონაზონი გაბრიელითავისი მშობლების სანახავად და იანვრიდან აპრილამდე აღარ გამოჩენილ
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 10-23 თებერვალი 2022წ გვ.23
მონასტერში „მიზეზითა სნეულებითა“. შემდგომად ამისა, აპრილის თვეში მან მთხოვა განთავისუფლება ჩემი ეპარქიიდან, მაგრამ მე ნება არ მივეცი, რადგან არ ამბობდა ზუსტ მიზეზს, თუ რის გამო ტოვებდა ეპარქიას, რის შემდეგად ის დარჩა კვლავ მონასტრის საძმოში. მე, პირადად, არასოდეს მინახავს, რომ მას არქიმანდრიტის ხარისხში ჩაეტარებინოს წირვა და
საარქიმანდრიტო გულის ჯვარი ეტარებინოსო. საბოლოოდ, მამა გაბრიელმა შენდობა ითხოვა და აღიარა, რომ მან ეს წერილი თვითონ შეადგინა და მოტყუებით მიიღო არქიმანდრიტის წოდება.
ამის გამო მას გარკვეული პერიოდი მღვდელმსახურება შეუჩერეს. 1829 წლის 1 აპრილს მან ხელმოწერით დაადასტურა რომ, ამიერიდან აღარ უწოდებდა თავს არქიმანდრიტს, არ გამოიყენებდა წირვის
დროს გამშვენებულ ჯვარს, ენქერს და საგვერდულს
და მკაცრად დაიცავდა დადებულ სასჯელს. სინანულის კანონი მას გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში განუჩინეს, სადაც 1829 წლის 1 აპრილსვე ჩავიდა. ის, რომ 1829 წელს იგი მართლაც ჩავიდა გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში დასტურდება ერთი მხედრული მინაწერითაც, რომელიც მან მონასტრის ერთ-ერთი მღვიმის ეკლესიაში, ჩრდილოეთ კედელზე თავადვე წააწერა: „მოვედ ხილვად ამა ლავრისა და ვიხილევი ჩემდა მოოხრებული ტაძარი ესე არხიმანდრიტმა გაბრიელ მაყაშვილმა ომანის ძემან, დედით არაგვის ერისთავის ასულმან ანნასამან. აღმომკითხველნო, ლოცვა ჰყავთ. დიდად ცოდვილი ვარ, უფალნო ჩემნო, ჩყკთ წელსა“. 1829 წლის 26 ნოემბერს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი თეოდოსი (ხელაშვილი) სინოდალურ კანტორას სწერდა: „მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ჩემდა რწმუნებულ მონასტერში განწესებულ ყოფილ იერომონახ გაბრიელს არა რაი აქუს უგვანი ქცევა, და მკითხველი წმიდათა ძველთა საეკლესიოთა წერილებთა განატარებს დროსა მყუდროთა და შესაბამისითა მდგომარეობითა, და განმართული თვისსა კელიანსა შინა, ღამე შეაქცევს თავსა თვისსა აღმოკითხვითა მამათა ცხოვრებათათა და რაოდენ შესაძლო არს მისგან, ძმათა შორის არს მიმდრეკელი დაგებისა და მაჩვენებელი სიყვარულისა“. როგორც ამ წერილიდან ვგებულობთ, მღვდელ-მონაზონი გაბრიელი აქაც ძველი მამათა
ნაშრომების კითხვითა და გადაწერით იყო დაკავებული და თავის საქციელს ნანობდა. 1830 წლის 11 აპრილს არქიმანდრიტი თეოდოსი
ახალ წერილს უგზავნის სინოდალურ კანტორას და ახსენებს, რომ მღვდელ-მონაზონ გაბრიელს გაუვიდა ერთი წელი, რაც სინანულისთვის მონასტერში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში მან თავისი კეთილი ქცევითა და მონაზვნური წესების დაცვით დადებითად წარმოაჩინა თავი, რის გამოც იმსახურებს, აღუდგეს მღვდელმოქმედება. მამა თეოდოსი
კითხულობდა, როგორ მოქცეულიყო, გაეშვა მამა გაბრიელი აღნიშნული მონასტრიდან თუ დაეტოვებინა საძმოში და მიეცა ნებართვა საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისა. სამწუხაროდ, მისი მამის, ომან მაყაშვილის აჯანყებაში მონაწილეობისა და ასევე, ჩადენილი საქციელი გამო, რუსული მმართველობა მღვდელ-მონაზონ გაბრიელს აღარ ენდობოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნანობდა თავის საქციელს და პატიოსნად ცხოვრობდა მონასტერში, მას აღარ დართეს მღვდელმსახურების უფლება.
მსახურების აღდგენის მოლოდინში კიდევ ერთი
წელი გავიდა. ამასობაში მლვდელ-მონაზონ გაბრიელს ავადმყოფობამ დარია ხელი. მას წყალმანკი აღმოაჩნდა. მძიმე ტკივილების გამო მონასტერში ვეღარ გაჩერდა და შემოდგომის დასაწყისში იყალთოში, თავისი ძმების სახლში წავიდა სამკურნალოდ, სადაც 1831 წლის 26 ოქტომბერს აღესრულა. მისი ცხედარი შუამთის მონასტრის ეზოში დაკრძალეს. სიკვდილის წინ მან თავისი კუთვნილი 40 მანეთი შუაზე გაჰყო და დაიბარა, რათა ნახევარი შუამთის მონასტერში, ხოლო მეორე ნახევარი -გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში გაეგზავნათ, მის სახელზე ორმოცამდე წირვების ჩასატარებლად. სხვა რაიმე პირადი კუთვ-
3-4 საპატრიარქოს უწყებანი N3 10-23 თებერვალი 2022წ გვ.24
ნილება მას არ დარჩენია. მის მიერ გადაწერილი წიგნები, ნაწილი მონასტრებს შეწირა, ნაწილი კი კერძო პირებს გადაუწერა და საჩუქრად გაუგზავნა. მისი გარდაცვალების შემდეგ დედამისმა - ანაბეჟან არაგვის ერისთავმა გააგრძელა თავისი შვილის საქმიანობა. 1834 წელს მან გადაწერა „კრებული“, რომელსაც ასეთი ანდერძი გაუკეთა: „მღვთისა დედაო, შემეწიე სულით და ხორცით ცოდვილს დედაკაცს, ბეჟან ერისთავის ასულს ანნას. წამკითხველთა ამა წიგნისათა, გთხოვთ, თუ შეცდომა იხილოთ, მოტევებით მომიხსენეთ მიზეზისა გამო პირველი, ესე მე დიდს სნეულებაში და უძლურებაში გადავსწერე და ამისი დედანი ხელწერილი
კვაფჩხილოვანი იყო და განათი მე ან მწერლობა ვიცოდი კანონიერი ან შეთხზვა სიტყვისა, მიზეზი ჩემი გულმოდგინებისა ჩემი პირმშო შვილი - გაბრიელ ბერი მღვდელ-მონაზონი მექმნა. ამისი დედანი მან მაცნობა და ჩემის სურვილით იმისგან მრავალნი წიგნნი არიან ჩემი შვილების სახლში
და მეც ეს მცირე ვიგულსმოდგინე. სამთავვ შვილებს შეეწიოს მღვთისა დედა და მეც მომიხსენონ მშობელი თვისი. სრულ იქმნა ივნისის 8, წელთა
ჩყლდ (1834)“.
გაბრიელი (მაყაშვილი გრიგოლ) – (09.01.1793, სოფ. იყალთო, კახეთი, 26.10.1831), საეკლესიო მოღვაწე, მღვდელ-მონაზონი, კალიგრაფი.
დაიბადა თავად ომან მაყას ძე მაყაშვილისა და ანა ბეჟან არაგვის ერისთავის ასულის ოჯახში. მამა, ომან მაყაშვილი, 1812 წ. კახეთის აჯანყებაში მონაწილეობდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს და რუსეთში, ქ. პერმში გადაასახლეს, სადაც 1813 წ. 28 თებერვალს ჩავიდა. 1818 წ. 14 მაისის დადგენილებით დანაშაული ეპატია და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს. გარდაიცვალა 1820 წ. გრიგოლის გარდა, მათ ჰყავდათ კიდევ სამი შვილი: ათანასე, მაყა, რევაზი, რაც დასტურდება დედის, ანას მიერ გადაწერილ კრებულზე გაკეთებული წარწერით: „მღვთისა დედაო, შემეწიე სულით და ხორცით ცოდვილს დედაკაცს, ბეჟან ერისთავის ასულს ანნას... მიზეზი ჩემი გულმოდგინებისა ჩემი პირმშო შვილი გაბრიელ ბერი მღვდელ-მონაზონი მექმნა. ამისი დედანი მან მაცნობა და ჩემის სურვილით იმისგან მრავალნი წიგნნი არიან ჩემი შვილების სახლში... შვილნო ჩემნო – ათანასი, მაყავ და რევაზ, თქვენცა ხსოვილ იყავით სასურველის თქვენის ბიძისა“.
პატარა გრიგოლმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1809 წ. 20 მარტს გარეჯის ლავრაში მიაბარეს აღსაზრდელად. 1810 წ. 14 აგვისტოს, ამავე მონასტერში წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ვაჩნაძე-ბებურიშვილი) ანაფორა უკურთხა. 1811 წ. 6 აპრილს რუსთველ-ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (ჯორჯაძე) დიაკვნად აკურთხა.
1816 წ. გაბრიელის პაპის ძმამ, ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ თავისთან წაიყვანა ბოდბის წმ. ნინოს მამათა მონასტერში, ბერად აღკვეცა, არქიდიაკვნის პატივი მიანიჭა და სახელად გაბრიელი უწოდა. 1820 წ. 8 მარტს მიტროპოლიტი იოანე საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) სწერდა: „მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მოწყალეო ხელმწიფევ და მწყემსმთავარო! ჩემი ძმისწული ბერი გახლავთ ჩემთან გაბრიილ, რომელმანცა თვისის ნებით აღირჩია ბერად წოდება და არს დიაკონად ჩემგან ხელდასხმული, და გთხოვთ, რადგან მოხუცებულებასა შინა ვარ მიწევნილ, ნება მომცეთ მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმულ ვყო და ვამყოფო ჩემთან ვიდრე ცოცხლებით ვყო მლოცველად. რომლისა თვისცა მოველი და ვარ იმედეული თქვენის მოწყალებისა, რომ არ უგულებელსყოფთ თხოვილსა ჩემგან“.
თეოფილაქტესგან თანხმობის შემდეგ, 1820 წ. 6 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, იოანემ მღვდლად აკურთხა (ჩოხის კურთხევით). XIX ს. 20-იანი წლების ბოლოს მანვე გაბრიელს არქიმანდრიტის პატივი მიანიჭა, მაგრამ 1829 წ. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ ეს დაჯილდოება არ ცნო, მოტყუებით მიღებულად ჩათვალა, ჩამოართვა პატივი და გარკვეული პერიოდით მღვდელმსახურებაც კი შეუჩერა.
გაბრიელი კარგი კალიგრაფი იყო და გადაწერილი აქვს რამდენიმე ძველი ხელნაწერი. ერთ-ერთს ასეთი მიძღვნა აქვს: „მაღალ-ბრწყინვალეო კნიაზო ათანასი მაყაევო და ბრწყინვალეო კნეინავ, დედაო – ანნავ, მოვართვი ბრწყინუალებასა თქუენსა იოანე კლემაქსის წიგნი, ფრიად სულთა სასარგებლო, რომელ არა იპოებოდა სახლსა შინა ჩემსა მშობელსა მრავალ განსაცდელ შემთხვევისა გამო საქართველოისა ოხრებისაგან. გაქუნდესთ ჩემდა სახსენებელად და თქუენცა, ბრწყინუალენო კნეინაო, დანო და სძალნო ჩემნო ელენევ და ვარვარავ, მე წიგნთა ვამრავლებ და თქვენ კითხვა განამრავლეთ. ცოდვილი ბერი გაბრიელი“.
გაბრიელი დაკრძალულია შუამთის მონასტრის ეზოში.
წყაროები და ლიტერატურა
სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №558; საქმე №559; საქმე №129; საქმე №3837; ფ 489, აღწერა 1, საქმე №3574.
ბერძნიშვილი მ., „მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის“, წ., 1, თბ., 1980;
საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (H კოლექცია), ტ. 1, 1946; ტ. 2, 1986.