სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
1918-1921 დამოუკიდებელი საქართველო
მარო მაყაშვილი 1902-21წწ გარდ. ტაბახმელა  წარმ. სოფ. იყალთო, თელავი. კახეთი. მარო მაყაშვილი 1902-21წწ გარდ. ტაბახმელა  წარმ. სოფ. იყალთო, თელავი. კახეთი.

1902-1921 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

1918-1921 დამოუკიდებელი საქართველო

გვარი მაყაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

120       ბეჭდვა

მარო მაყაშვილი 1902-21წწ გარდ. ტაბახმელა წარმ. სოფ. იყალთო, თელავი. კახეთი.

მარო მაყაშვილი 1902 წლის 25 აგვისტოს დაიბადა.



მამა - კონსტანტინე მაყაშვილი, ცნობილი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. დედა - თამარ გაბაშვილი, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. თბილისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მარომ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. მიუხედავად მცირე ასაკისა, აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.



რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დაწყებისთანავე, მარო, მეგობრების მხარდამხარ, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორისკენ, კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის 19 თებერვლას, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.

მის გარდაცვალებას, იქვე მყოფი იუნკერი, მიხეილ დადიანი შემდეგნაირად იხსენებდა: „სწორედ ამ დღეს ამოვიდა ტაბახმელაზე მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც იქვე შტაბის აივანზე იდგა და სრულიად დამშვიდებული უსმენდა არტილერიის ყუმბარების აფეთქებას, რომლებიც სულ ახლოს ეცემოდნენ შტაბთან. სჩანდა, რომ მათ სწორედ ის დუქანი ჰქონდათ მიზანში ამოღებული, სადაც გენერალ ანდრონიკაშვილის შტაბი იყო. პოლკოვნიკი ჩხეიძე გამოვიდა შტაბიდან და დაინახა მარო, რომელსაც მე ველაპარაკებოდი; უთხრა მას ახლავე დაბრუნებულიყო თბილისში. მარო ჩაჯდა სასანიტარო ორთვალაში და თბილისისაკენ დაეშვა, სულ ნახევარი კილომეტრი არ ჰქონდა გავლილი, რომ მტრის ყუმბარა ორთვალას მოხვდა და მარო იმსხვერპლა“.


მარო მაყაშვილი თბილისისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებთან, ჯარისკაცებთან და მოხალისეებთან ერთად, თბილისში, 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს, სადაც დღეს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობაა განლაგებული. მარო მაყაშვილის პატივსაცემად, კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა დაისის მთავარ გმირ ქალს მარო უწოდა.

2015 წლის 24 დეკემბერს მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მამა კონსტანტინე მაყაშვილი 1876-1927წწ პოეტი სოფ. იყალთო თელავი კახეთი


დედა თამარ გაბაშვილი-მაყაშვილისა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.10.2020
ბოლო რედაქტირება 12.04.2023
სულ რედაქტირებულია 6

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


გაბრიელი (გრიგოლ) ომანის ძე მაყაშვილი 1793-1831წწ მღვდელ-მონაზონი, დაბ. სოფ. იყალთო, თელავი

2 0

მაყაშვილი - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0

იოანე ომანის ძე მაყაშვილი 1743-1837წწ ბოდბელი მიტროპოლიტი დაბ. სოფ. იყალთო (თელავი

2 0

სოლომონ მაყაშვილი ზაქარიას ძე 1855-1920წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ. იყალთო, თელავი

1 0


რევაზ მაყაშვილი მანის ძე 1805-1856წწ რუსეთის გენერალი ქართლი

1 0


ილია მაყაშვილი ზაქარიას ძე (1857-1917 შემდ.), რუსეთის გენერალი ქართლი

3 0


ივანე მაყაშვილი რამაზის ძე (1848-1921 შემდ.) გენერალ მაიორი, ქართლი

2 0


ზაალ მაყაშვილი დიმიტრის ძე 1831-1922წწ რუსეთის გენერალი Заал Димитриевич Макашвили

1 0


ვლადიმერ მაყაშვილი ათანასეს ძე 1839-1911წწ რუსეთის გენერალი ქართლი

1 0


დიმიტრი მაყაშვილი სოლომონის ძე (1840-1906) რუსეთის გენერალი ქართლი

1 0


აბელ მაყაშვილი გაბრიელის ძე 1860-1920წწ გენერალ-მაიორი დაბ. სოფ. იყალთო თელავი

5 0


იოსებ მაყაშვილი 1967-1993წწ გარდ. აფხაზეთი დაკრ. კუკია თბილისი

2 0

კონსტანტინე მაყაშვილი 1876-1927წწ პოეტი დაბ. სოფ. იყალთო თელავი კახეთი

2 0


ნინუცა მაყაშვილი 1988წ მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


შალვა მაყაშვილი 1903-1990წწ.მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი

1 0


ნიკოლოზ მაყაშვილი 1890-1920წწ გარდ. 30 წლის ქართველი სამხედრო მფრინავი, პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი, მაიორი. წარმ. სოფ. იყალთო.თელავი

2 0


მიხეილ მაყაშვილი სოლომონის ძე 1899-1920წწ გარდ. თბილისი, იუნკერი წარმ. სოფ. იყალთო, თელავი

2 0