სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
კონსტანტინე მაყაშვილი 1876-1927წწ  პოეტი დაბ. სოფ. იყალთო თელავი კახეთი კონსტანტინე მაყაშვილი 1876-1927წწ  პოეტი დაბ. სოფ. იყალთო თელავი კახეთი

1876-1927 წწ. გარდ. 51 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მაყაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

354       ბეჭდვა

კონსტანტინე მაყაშვილი 1876-1927წწ პოეტი დაბ. სოფ. იყალთო თელავი კახეთი

კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილი (დ. 26 ნოემბერი1876იყალთო, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 29 აგვისტო1927წაღვერი) — ქართველი პოეტი, მარო მაყაშვილის მამა.


პოეტის მამა, თავადი ზაქარია, ხელმოკლე მემამულე იყო. პოეტის დედა, ნინო აბელიშვილის ასული, თელავის მაზრის სოფელ ოჟიოდან იყო. ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ ხუთი წლის კოტე ყარსის ოლქში, დაბა სარაყამისში, გაგზავნეს, სადაც მისი უფროსი ძმები მსახურობდნენ. რვა წლის კოტე ისევ სამშობლოში წამოიყვანეს. ცხრა წლის ასაკში დაწერა პირველი ლექსი.

ათი წლის კოტე ბიძამ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარა. აქ მან ორი წელი დაჰყო. სათავადაზნაურო სკოლის მეორე კლასის დამთავრების შემდეგ კოტე თბილისის მეორე კლასიკური გიმნაზიის მესამე კლასში გადაიყვანეს. 1895 წელს გიმნაზია დაამთავრა და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს.




შვილი მარო მაყაშვილი ეროვნული გმირი სოფ.იყალთო თელავი კახეთი



1900 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად, თუმცა აქ დიდხანს არ დარჩენილა. 1903 წელს ქართულ სათავადაზნაურო ბანკში დამფასებლად, ხოლო 1915 წელს ამავე ბანკის დირექტორად აირჩიეს. კ. მაყაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: გაზეთებში - "ივერია", "სახალხო გაზეთი", "ისარი", "საქართველო", "ლომისი", "თემი" და სხვა. ჟურნალებში - "საქართველო", "ფასკუნჯი", "პრომეთე", "ლომისი". 1914 წელს გამოვიდა პოეტის ლექსების პირველი და ერთადერთი კრებული "ლირიკა".

1918 წელს მისი თავმჯდომარეობით დაარსდა ხელოვანთა ცენტრი. 1921 წელს იგი აირჩიეს ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ. იგი იყო ინიციატორი სათავადაზნაურო დაწესებულებასთან იმ განსაკუთრებული ფონდის დაარსებისა, რომელიც დახმარებას უწევდა ყველა ხელმოკლე, ნიჭიერ ახალგაზრდას. იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებისა და ქართული ფილარმონიული საზოგადოებისა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, ქართული დრამატული საზოგადოებისა, 20-იანი წლების დასაწყისში იყო "კადემიური მწერლობის" კავშირის აქტიური წევრი. საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, კავშირის ჩამოყალიბებისთანავე აირჩიეს პირველ თავმჯდომარედ და თითქმის ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა ამ მძიმე და საპატიო საქმეს. კ. მაყაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დასაფლავებულია მისი

მეუღლე — თამარ ალექსანდრეს ასული გაბაშვილი (დ. 1880თბილისი — გ. 10 ივნისი1972, იქვე).






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.10.2020
ბოლო რედაქტირება 25.01.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0