სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
იოანე ომანის ძე მაყაშვილი 1743-1837წწ  ბოდბელი მიტროპოლიტი დაბ. სოფ. იყალთო (თელავი იოანე ომანის ძე მაყაშვილი 1743-1837წწ  ბოდბელი მიტროპოლიტი დაბ. სოფ. იყალთო (თელავი

1743-1837 წწ. გარდ. 94 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი მაყაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

იოანე ომანის ძე მაყაშვილი 1743-1837წწ ბოდბელი მიტროპოლიტი დაბ. სოფ. იყალთო (თელავი

საპატრიარქოს უწყებანი N1, 6-12 იანვარი 2011წ. გვ. 17

მიტროპოლიტი იოანე (მაყაშვილი) 1743-1837 წწ

მიტროპოლიტი იოანეს ფრესკა ბოდბის მონასტერში.

მიტროპოლიტი იოანე, ერისკაცობაში იოანე ომანის ძე მაყაშვილი, 1743 წელს (ბაგრატ ბატონიშვილის წარწერის თანახმად, დაიბადა 1740 წელს) კახეთში, თავადის ოჯახში დაიბადა. მაყაშვილები წარმოშობით სოფელ იყალთოდან იყვნენ, სადაც ახლაც არის შემონახული მათი საგვარეულო ციხე-დარბაზი, კარის ეკლესიითურთ. მშობლებმა იგი სიყრმიდანვე, 1740 წელს აღსაზრდელად მიაბარეს სიწმინდითა და ასკეტური ცხოვრებით განთქმულ რუსთაველ მღვდელმთავარ იოსებს (ჯანდიერი), რომელიც კათოლიკოს ანტონ  I-ის განდევნის შემდეგ –- 1756- 1764 წლებში - მართავდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას. ნეტარმა კათოლიკოსმა იოანე პატარაობიდანვე შეაჩვია მკაცრ და ასკეტურ ცხოვრებას. გარდა ამისა, საფუძვლიანად შეასწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი, საფილოსოფოსო და სამეცნიერო საგნები. წმინდა ადამიანთან თანაცხოვრებამ, ღამისთევის მსახურებებზე ხშირმა დგომამ და ბერულმა ცხოვრებამ ახალგაზრდა მორჩილს ძლიერი და მებრძოლი სული ჩამოუყალიბა. 1764 წელს ანტონ I-ის რუსეთიდან დაბრუნების გამო, კათოლიკოსმა იოსებმა თავისი ნებით დაუტევა თანამდებობა და ხარჭაშნელის კათედრაზე დაინიშნა. მან თავის კრებულში იახლა იოანეც, მალევე ჩოხაც უკურთხა და დიაკვნად დაასხა ხელი. გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მოღვაწე ცნობილი ბერი და მწერალი გაბრიელ მცირე (შერაცხულია წმინდათა დასში საქართველოს ეკლესიის მიერ) თავის „ღვთივსულიერნი თხრობანში“ გადმოგვცემს: „ვითარმედ სალმობიერ ვიქმენო ძლიერად სენითა მით მუცლის სიმსივნითა და ესევითარად აშთობდა, რომელ არღარა ძალ-ედვა სულთქმაი. შევიდა არხიერი იგი და იხილა სენი და შეელმა გულსა მისსა ხოლო მდებარემან აღიხილნა თუალნი და შეადგნა საწყალობელად და არღარა ჰქონდა სიტყუაი და რეცა წამისყოფით ლოცვასა ევედრებოდა. მეყსეულად დაუტევა უძლური იგი მღუდელმთა- ვარმან და შევიდა სალოცველსა თვისსა და ილოცა მხურვალედ და მერმე შევიდა მუნვე სნეულისა თანა და ჰრქუა, მასმიესო თხილის ჯოხისა ნახშირი კეთილ არს ეგევითარისა სალმობისათვის. და შედო ცეცხლსა კვერთხი თვისი, რომელიცა იყო თხილისა, და ვითარცა დაიწო და ნახშირ იქმნა, მოიღო ხელითა თვისითა, გალესა წყალსა შინა, ჯვარი დასახა და მიუპყრა პირსა მის მდებარისასა, და ვითარცა შესუა, მეყსეულად სიმსივნე იგი დაცხრა და შემდგომად სამისა დღისა ზე აღსდგა ქვემდებარე იგი და ადიდებდა ღმერთსა და წმიდისა მის ლოცვასა ჰმადლობდა ეს თვით მან იოანე მომითხრა, რომელ აწ მიტროპოლიტ არსო“, -– ამთავრებს გაბრიელ მცირე.

1770 წელს გარდაიცვალა მეუფე იოსები და სულიერი მოძღვრის გარეშე დარჩენილი მამა იოანე გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში გადავიდა სამოღვაწეოდ. მთავარდიაკონი იოანე მაყაშვილი იხსენიება 1774 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებულ ნათლისმცემლის მონასტრის ერთ-ერთ სიგელში. 1776 წელს ამავე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ექვთიმემ (მჭედლიშვილი) იგი ბერად აღკვეცა. მალევე ნინოწმინდელმა


საპატრიარქოს უწყებანი N1, 6-12 იანვარი 2011წ. გვ. 18


 მიტროპოლიტმა საბამ (ტუსიშვილი) მღვდლად დაასხა

ხელი. XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში კათოლიკოსმა ანტონ I-მა არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1784 წლის 20 მარტს გარდაიცვალა ნინოწმინდელი მიტროპოლიტი საბა. ამავე წელს კათოლიკოსმა ანტონ I-მა არქიმანდრიტ იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ნინოწმინდის ეპარქია ჩააბარა. 1785 წლის საბუთით ის უკვე იხსენიება ამ კათედრის მღვდელმთავრად. ამ სიგელის მიხედვით -– „არქიმანდრიტები, სამღვდელო და საერო პირები აღთქმას და პირობას სდებენ უქმე დღის გაუტეხაობის შესახებ“.

მიტროპოლიტი იოანე (მაყაშვილი) ქართველ სახელოვან მღვდელმთავართა ტრადიციის გამგრძელებელი იყო; ის გახლდათ ძლიერი პიროვნება, შორსმჭვრეტელი, უხვი და მოწყალე იერარქი. იგი აქტიურ როლს ასრულებდა როგორც საეკლესიო, ისე საერო ცხოვრებაშიც. დიდი მატერიალური და ფინანსური დახმარება გაუწია მეუფე იოანემ გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერს. მან

მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა აქ. გაამაგრა და გაამშვენა სავანე, ააგო პალატები, სამრეკლო და კოშკი. 

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 1791 წელს გადაწერილი კრებული, სადაც

მოხსენიებულია მეუფე იოანეს სახელი, როგორც ამ მონასტრის მმართველისა. კრებული გადაუწერია მონაზონ ზაქარიას (მაყაშვილი), არქიმანდრიტ გერონტის (სოლოღაშვილი) დაკვეთით: „მე უღირსმან ხუცეს-მონაზონმან სოლოღაშვილმან გერონტი აღვაწერინე წიგნი ესე ჩემსა სულიერსა ძმასა ახლად მონაზონს ზაქარიას უდაბნოსა გარესჯისასა, ნათლისმცემლის მონასტერში, სულისა ჩემის საოხად და ძმათა ჩემთა –– აღათონისა და იოანესსა. ვინც მიემთხვეოდეთ ამას, ლოცვასა ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილისათვის, წმინდანო მამანო. მეფობასა მეორესა ირაკლისსა, პატრიარხობასა ძისა მისისა, მეორისა ანტონისსა, ჟამსა ამას მწყსიდა მონასტერსა ამას ყოვლად სამღვდელო ნინოწმინდელი მაყას ძე იოანე, მისთვისცა ხსენებასა ყოფდეთ, მამანო. დასაბამითგან წელთა ათშვიდიათას ორას ოთხმეოც და ათცხრამეტსა. ქრისტეს აქათ ჩღჟა, თვესა მაისსა ბ“. 1794 წელს კათოლიკოსმა ანტონ II-მ ეპისკოპოსი

იოანე ბოდბის კათედრაზე გადაიყვანა და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. იმჟამად ბოდბის მამათა მონასტერში, რომელიც ასევე მლვდელმთავრის რეზიდენციაც გახლდათ, მოქმედებდა საეკლესიო სასწავლებელი. მეუფე იოანე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ამ სასწავლებელს. 


მისი უშუალო ხელმძღვანელობით მრავალმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება, რომელთაგან ბევრი შემდგომში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე გახდა. მათ შორის გამოვყოფდით: მღვდელ-მონაზონ ფილადელფოსს (კიკნაძე), რომელიც თვითონვე აკურთხა, შემდეგ კი რუსეთში გაგზავნა კათოლიკოს ანტონ II-თან. მიტროპოლიტ იოანეს რჩევით, მღვდელმა იოანე დოდაშვილმა თავისი ვაჟი.– სოლომონი სასწავლებლად რუსეთში გაუშვა. 1831. წელს მან წმინდა ნინოს მონასტერში დიაკვნად ნამყოფ გლეხს, ტალიაშვილს სარეკომენდაციო წერილი გაატანა თბილისში, სოლომონ დოდაშვილთან, რათა იგი პეტერბურგში სასწავლებლად გამგზავრებაში დახმარებოდა. ასე რომ, მეუფე იოანე ბევრს უმართავდა ხელს, რათა ჯეროვანი განათლება მიეღოთ.

ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი ჩანს. ბატონიშვილი იოანე

თავის ნაშრომში მის შესახებ წერდა: „ბოდბელი მაყაშვილი იოანე აღიზარდა ნათლისმცემლის მონასტერსა

შინა და მერე მეფისა ირაკლისაგან დაიდგინა ბოდბელად. ესე გამოცდილია საღმრთოთა წერილთა შინა.

ამან იღვაწა კეთილად ეკლესიასა თვისსა ზედა და აღუშენნა კარგნი შენობანი, უმუშაკნა ვენახი და კეთილად ჰმწყსიდა სამწყსოსა თვისსა“. 1798 წლის 22 თებერვალს ქართლ-კახეთის ახალმა მეფე გიორგი

XII-მ თელავში, მამამისის, მეფე ერეკლე II-ის პანაშვიდი სამ მღვდელმთავარს გადაახდევინა -– იოანე ბოდბელს, სტეფანე რუსთველს (ჯორჯაძე) და ნინოწმინდელ მიქაელს (ინასარიძე). შემდგომ წლებში მეუფე იოანეს ირანში გაქცეულ ალექსანდრე ბატონიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა, რისთვისაც გიორგი XII-ს იგი შეურისხავს. ამ ამბავს ცნობილი ისტორიკოსი  პლატონ იოსელიანი ასე გადმოგვცემს: „ამასვე დროსა იგდეს ხელსა თადია ჩოლოყაშვილთან მოწერილი წერილი თვით მეფის ძის ალექსანდრესაგან და ესრეთვე იოანე ბოდბელთან, მაყაშვილთან, რომელმანცა მიმალა, თუმცა სცნო მეფემან. იოანე ბოდბელსა მიეწერა საყვედურითი წერილი ესრეთისა სიტყვებითა, რომელ მოიყვანა ძრწოლასა და შიშსა ყოვლადი კახეთი. „ორგული მეფისა და გამტეხი ფიცისა, არღაა მწყემსი ეკლესიისა –– მისწერა კათოლიკოსმან ანტონი, სიტყვა და თქმა მეფისა –– თვით განიკვეთ ესრეთითა მოქცევითა თავსა შენსა ხარისხიდგან შენისა. ნუ მიმიყვან იქამდინ, აღვასრულო იგივე სასჯელი, რომლითაცა დაისაჯა ორგული მეფისა როსტომისა კათოლიკოსი დიასამიძე“. შეკრთომილი ბოდბელი თვით მოვიდა ქალაქსა, წარდგა მეფესთან და მოითხოვა ბოდიში და მიტევება ბრალისა. მიაწერა ბრალი თვით ძმასა მისსა

მეფის ძეს ალექსანდრეს, რომელმანცა მოსწერა წერი-


საპატრიარქოს უწყებანი N1, 6-12 იანვარი 2011წ. გვ. 19


ლი უქმად და ყურუგდებელად დარჩენილი. ეს ამბავი მიამბო მეფის ძემან თეიმურაზ“. იგივე პლატონ

იოსელიანი ხსენებული ნაშრომის ბოლოს დართულ შენიშვნებში ასე ახასიათებს მიტროპოლიტ იოანეს:

„ამას არ უყვარდა მეფე გიორგი და მარადის მოიხსენებოდა არაკეთილად. იყო ორგული მეფისა, თუმცა

მიმალული. ძმასა მისსა ალექსანდრესთან აქვნდა იდუმალ მიწერ-მოწერა. ღრმად მოხუცი გარდაიცვალა 1837 წელსა. იყო დიდი პურადი, დიდი ეკლესიათა ძველთა განმაახლებელი. დიდად მეცადინეობდა, _შემდგომად თვისსა ყოფილიყო ვინდრე  მღვდელმთავრად ბოდბეს და ვერავის დააჯერა. მრავალი ვიცი მისგან ძველი ამბავი და მრავალი მაქვნდა მასთან ბაასი მრავალთათვის  საგანთა“.

1811 წლის ალწერით აღმოსავლეთ საქართველოში იმჟამად არსებული 13 კათედრიდან ბოდბის ეპარქიას ყველაზე მეტი კომლი ჰყავდა (729). მეუფე იოანემ თავისი მრავალმხრივი საქმიანობით ადრევე მიიპყრო რუსების ყურადღება და 1811 წლის 14 ივლისს წმინდა სინოდმა იგი ალავერდისა და კახეთის ეპარქიის მლვდელმთავრად დანიშნა, რომელსაც 1814 წლის 30 აგვისტომდე მართავდა. ამავე პერიოდში დაჯილდოვდა იგი წმინდა ანას | ხარისხის ორდენით.

1814 წლის 30 აგვისტოდან სიღნაღისა და ქიზიყის ეპარქიის მმართველია. 1818 წლის 28 დეკემბერს გაერთიანდა სიღნაღისა და ქიზიყის, ალავერდისა და თელავის ეპარქიები და მმართველად მიტროპოლიტი

+ 7 იოანე დაადგინეს. 1828 წელს ალავერდისა და თელავის ეპარქია გაუქმდა და მიტროპოლიტი იოანე ისევ  

სიღნაღისა და ქიზიყის ეპარქიის კათედრაზე დაინიშნა. მეუფე იოანე დიდ ყურადღებას უთმობდა საინგილოს ქართველებს. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ყველ აღდგომას იგი ინგილოებს 30
სანთელს უგზავნიდა. 1830 წლამდე ინგილოებს ფარულად მიჰყავდათ მღვდლები სიღნაღის მაზრიდან და
ჩუმად ინათლებოდნენ ღამე. საინტერესო ფაქტია საქართველოს ეგზარქოსის თეოფილაქტეს (რუსანოვი)ვიზიტი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში და იქ დატრიალებული ამბები. ეგზარქოსის თავხედობა იქამდე მივიდა, რომ გადაწყვიტა, წერაქვით ჩაენგრია წმინდა ნინოს საფლავის თაღი და მისი წმინდა ნეშტი ენახა. გაოგნე- ნდა მასთან ბაასი მრავალთათვის მონასტერი ბული მეუფე იოანე ემუდარებოდა: „ნუ ინებებო, ჩვენი წმინდანები არ ყაბულობენო მაგას, უბედურებას ნუ შეიმთხვევო“. არ გაიგონა, ერთსა და იმავეს გაიძახოდა თურმე. ხვეწნა-მუდარით დაქანცულ ბოდბელს უთქვამს: „მიუშვი ურჩი ნებასა, ის შეეყრება სნებასა; რაც მაგან კარგი ნახოსა, ის მე დამაკვეხეთო“ და თავი დაუნებებია. ილოცეს და დაწვნენ. მეორე დილით ადგა მღვდელმთავარი და დაიწყო მზადება წირვისათვის, დაიწყეს ზარების რეკა, მაგრამ ეგზარქოსი არსად ჩანდა. მაშინ მორჩილი გააგზავნეს მასთან და როდესაც ოთახში შევიდა, მკვდარი ნახეს მიტროპოლიტი თეოფილაქტე. მოახსენეს მეუფე იოანეს მისი სიკვდილი: „არ გითხარი, შე დალოცვილო, რომ უბედურებას შეეყრები-მეთქი!“ ჩაილაპარაკა ბოდბელმა. მერე თვითონ სწირა და ის საფლავი ამოავსო, როგორც ადრე იყო.
მიტროპოლიტ იოანეს დიდი ყურადღება მიუქცევია თავის მშობლიურ სოფელში არსებული იყალთოს უძველესი მონასტრისათვის. მას განუახლებია ტაძარი და შეუწირავს საეკლესიო წიგნები, ხატები და
ნივთები. მკვლევარი ექვთიმე თაყაიშვილი „არქეოლოგიურ მოგზაურობანში“ იხსენიებს ამ ნივთებს“: ა)
მაცხოვრის ხატი ვერცხლისა -–- 32/36 სანტიმეტრი, ქვემო არშიაზე მხედრულად აწერია -- „თვით მამულისა არსებისა ხატო უცვალებელო, სიტყვაო ღმერთო, პატივად შენ პირმშოსა სახისა შევამკევ ხატი ესე შენი და მოუძღვანე ტაძარსა ღვთაებისასა წმიდისა მამისა არსენი იყალთოელისასა მშობელთა ჩემთა სასაფლაოსა მონამან შენმან მაყაშვილის ომანის ძემან, ბოდბელ მიტროპოლიტმან იოანნე სალხინებელად
ჩემდა და მშობელთა ჩემთა და ძმათა საუკუნოდ სახსენებლად: წელსა ჩღჟ (1790)“; ბ) საცეცხლური ვერცხლის მხედრული წარწერით + შეწირული ჩყლა წელსა (1831); გ) ბარძიმი ვერცხლისა მხედრული წარწერით -– შეწირული ჩყკზ (1827) წელსა, აგვისტოსა ა (1); დ) კოვზი ვერცხლისა, მხედრული წარწერით.
განსაკუთრებით უზრუნია მიტროპოლიტ იოანეს ძველი ქართული ხელნაწერების გამრავლებისათვის და მისი დაკვეთით მრავალი წიგნი და ნაშრომი გადაუწერიათ: ა) 1811 წელს გადაუწერიათ
პეტრე I-ის „რეღლამენტი“, ე. ი. „მოძღვრება სულიერისა კოლეღიისა"“; ბ) 1820 წელს გადაუწერიათ კირილე ალექსანდრიელის „საუნჯე“: „ჩვენ ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე შევწირავთ ამ წიგნსა საუნჯესა ტაძარსა დედისა ჩვენისა ნინასსა, საოხად სულისა ჩემისა, ჩყლე წელსა, ივნისის იზ დღესა"; გ) 1821 წელს გადაუწერიათ კრებული – „ჩვენ ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე შევწირავთ ამ წიგნსა ტაძარსა განმანათლებელისა ჩვენისა ნინა ქართველთ განმანათლებელისასა ღვთივ სულიერსა ამას წიგნსა, წოდებულსა ექვსთა დღეს შესაქმესა, საოხად სულისა ჩვენისა, ჩყლვ წელსა, ივნისის იზ დღესა“.
მიტროპოლიტი იოანე 1837 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა. საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ფონდში დაცულია ცნობა მეუფე იოანეს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზე, სადაც ვკითხულობთ: „მდგომარემან სკიტსა შინა ყოვლადუსამღვდელოესის სიღნაღის მიტროპოლიტის ბოდბელისა, იღუმენმან დიონისემან 20 წარსულის სეკდემბრიდგან მოგვახსენა, რომელ მიტროპოლიტი იოანე ბოდბელი, ჰგრძნობს რა დიდსა სისუსტესა
სიმრთელესა შინა თვისსა, უსაკუთრესად შემდგომად მისსა, რაც იგი  სეკდემბერსა დაეცა პოლსა ზედა და იტკინა მარჯვენა ფეხი და ბარკალი, ჰპოებს თავსა თვისსა უკანასკნელთა მინუტთა შინა ცხოვრებისა, და რომელ ამა შემთხვევამან განაღვიძა იგი იღუმენი დიონისე თხოვად ნებართვისა მის ყოვლადუსამღვდელოესის მიტროპოლიტის იოანესაგან, რათა იმყოფებოდეს მასთანა განუშორებლად ერთბამ სხვათა თანა სასულიერო პირთა. რაიცა შეხების საკუთარსა მის მიტროპოლიტის ბოდბელის ქონებასა ზედა, ამას ზედა არის ანდერძის წერილი, დაწერილი ნამდვილსა წელიწადსა შინა შემდგომად ამისსა და, სახელდობრ, 20-სა სეკდემბერსა. მიღებულ არს მეორე წერილი ხირსის არხიმანდრიტის ეპიფანესი, იღუმენის დიონისესი და დეკანოზის ნაცვალოვისა 24-სა მასვე სეკდემბრიდგანა, რომელ ყოვლადსამღვდელო იოანნე მიტროპოლიტი სიღნაღისა 24-სა რიცხვსა მასვე სეკდემბერსა მეთერთმეტე საათის გასულს შუაღამის შემდეგ გარდაიცვალა. ხოლო დანაშთენი შემდგომად მისსა ანდერძის წერილი ჯერეთ ჟამსა სიცოცხლისა მისის შემოწმებულ არს ჩვენთა მიერ სუდისათა, ხოლო ქონებული სახლსა შინა მისსა ქონება ვითარცა საკუთარი მისი, ეგრეთვე საეკლესიოცა დაბეჭდილ არს“. 
1819 წელს ბაგრატ გიორგის ძე ბაგრატიონის  მიერ გადაწერილ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისზე არის მისივე ხელით გაკეთებული მინაწერი: „წელსა 1837 ნოენბრის 2 მიიცუალა წმიდა იოანე ბოდბელ მიტრაპოლიტი მაყაშვილი კახი, წლისა 97, ამან იმღვდელმთავრა წელი 47, რომელიცა არაოდეს დასცხრებოდა წირვისაგან და ლოცვისაგან, ესე იყო ფრიად მხნე, ვიდრე გარდაცუალებამდე. ამან განაშენა და შეამკო ფრიად წმიდის ნინას მონასტერი, ვითა შენობითა, ეგრეთვე სამკაულითა და კრებულითა“.
ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე დასაფლავებულია ბოდბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც შესრულებულია მისი ფრესკა. ექვთიმე თაყაიშვილს თავის „არქეოლოგიური მოგზაურობანის“
| ნაწილში მოყვანილი აქვს მისი საფლავის ეპიტაფია:
 „.შენი ვარ... მაცხოვნე, რამეთუ მცნებანი შენნი... მრწმენეს მე. დაშრტა ლაპარისა ესე მდებარე სასანთლესა ზედა ჭეშმარიტისა მღვდელთმთავრობისა საჩინო მწყემსი ბოდბელი მიტროპოლიტი სანატრელი იოანე კახთა თავადთაგანი მაყაშვილი, რომელი მწყსიდა სიტყვიერთა სამწყსოთა ქრისტესტა 54 წელ და განამშვენებდა წმინდასა ამას ტაძარსა და ადგილსა ყოვლითა შემკულობითა და წესიერებითა და
აწ, ჰასაკ სიბერისად მოწევნილმან დაუტევნა, საწუთრო ესე 24 სექტემბერის თვესა 1837-ისა წლისასა და დასხნა აქა 94 წლისა მონაზონებით დამაშურალნი სხეულნი თვისნი სახსენებელად საუკუნოდ და თვით
წარდგა წინაშე მეუფისა თვისისა“. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2025
ბოლო რედაქტირება 09.10.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0