1893 წლის ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი.
1899 წლის 14 იანვარს ანაფორა უკურთხეს.
1910 წლის იანვარში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ნინო ეწოდა.
1910 წლის 27 მაისს თეკლათის მონასტრის წინამძღვრობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა და ამავე
წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1911 წლის 10 ივლისს წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე წინამძღვრად დაამტკიცეს და ამავე წლის 24 ივლისს იღუმენიას წოდება მიენიჭა. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქჯ ელო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე. ამ კრების გადაწყვეტილებით იღუმენია ნინო კვლავ ბოდბის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1923-24 წლებში კომუნისტური ხელისუფლების ზეწოლის შედეგად წინამძღვარი და მონასტრის კრებული იძულებული გახდა დაეტოვებინათ
მონასტერი. იღუმენია ნინო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, თბილისში ჩამოვიდა და რამოდენიმე მონაზონთან ერთად ანჩისხატის ტაძართან დასახლდა. იგი 1946 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა.
იღუმენია ნინო (გაჩნაძე) XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
იღუმენია ნინო, ერში - ელენე ვაჩნაძე, 1878 წელს კახეთში, ცნობილი მემამულის, დავით ვაჩნაძის ოჯახში დაიბადა.
პირველდაწყებითი განათლება მიიღო ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ ქალთა სასწავლებელში.
რომელიც 1893 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამის შემდეგ იგი მცირე ხნით რუსეთში გაემგზავრა, სადაც პედაგოგიური კურსები გაიარა·
სამშობლოში დაბრუნებულმა ახალგაზრდა და ენერგიულმა მასწავლებელმა ბოდბის მონასტრის სასწავლებელში პედაგოგად დაიწყო მუშაობა.
ამასთან, მონასტრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, სხვადასხვა მორჩილებასაც ასრულებდა.
გვ421
თავის ალერსიანი და ყურადღებიანი ბუნების წყალობით, უბრალოებითა და თავმდაბლობით ელენე
ვაჩნაძე სათაყვანო პიროვნება გახდა მოწაფეებისათვის. იგი ცოცხალი მაგალით იყო მათთვის. გაკვეთილებს მეტად მარტივი და ადვილად გასაგები ენით
გადმოსცემდა, რითაც სრულიად გადაახალისა და გამოაცოცხლა მონასტრის სასწავლებელი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე მასწავლებელი დასწრებოდა
ელენეს ჩატარებულ გაკვეთილს და აღტაცებაში არ მოსულიყო მისი პედაგოგიური გამოცდილებით· მოსწავლეებზე არანაკლებ უყვარდათ და აფასებდნენ მას
თავად ბოდბის მონასტრის რუსი მონაზვნებიც.
გულნატკენნი, განსაცდელსა და გაჭირვებაში მყოფნი, ხშირად მიაშურებდნენ ხოლმე მის სენაკს და გულზე მოწოლილ დარდს
მასთან საუბარში იქარვებდნენ.
1899 წლის 14 იანვარს, საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი) ლოცვა-კურთხევით,
ელენე ვაჩნაძე სამონაზვნედ აკურთხეს.
1902 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქსომა ალექსიმ (ოპოცკი) ბოდბის მონასტრის წინამძღვრაღ მონაზონი იუბენალია (მარჯანიშვილი) დანიშნა,
რომელმაც, სამონაზვნე ელენე თავის თანაშემწედ აიყვანა. წინამძღვარი და მისი თანაშემწე გაათმაგებული ძალებით შეუდგნენ მონასტერში
სწავლა-განათლებისა და საეკლესიო გალობის აღდგენას და უმოკლეს დროში მათმა მცდელობამ კეთილი ნაყოფი გამოიღო.
1910 წლის 27 მაისს სამონაზვნე ელენე სამეგრელოში, თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანეს და
ნინოს სახელით მონაზვნად აღკვეცეს.
გვ422
1911 წლის 24 ივლისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი მონასტრის წინამძღვრად დაამტკიცა,
იღუმენიას წოდება მიანიჭა და კვერთხით დააჯილდოვა. იღუმენიად დადგინებისას მეუფე ლეონიდემ სიტყვით მიმართა მონაზონს:
„სრული სიწრფელით, ჩემი გულის მთელი ძალითა და გრძნობით მოგილოცავ, ახლად დადგინებულო პატიოსანო დედაო იღუმენია ნინო,
უმაღლეს ეკლესიურ ხარისხზე აღწევას. საუკეთესო იმედებით აღვსილი და საღმრთო მხიარულებით აღფრთოვანებული გადმოგცემ ამ კვერთხს,
რომელიც არის შენი უფროსობის, შენი უფლება-მოსილების, შენი ძალისა და უპირატესობის გარეგანი ნიშანი.
ღვთისაგან ნაკურთხსა და ყველაფრით დალოცვილს, შენს სათაყვანო სამშობლო – ქიზიყში, რომლის ისედაც გამოუთქმელ
გვ423
სიტურფეს აათკეცებენ მისი ხშირი მთებიდან და მაღლობებიდან ტყესავით ატეხილი, თეთრად გამომზირალი ქვითკირის
მოხდენილი ეკლესიები, ეჭვს გარეშეა, ხშირად გენახვება დიდძალი ცხვრების ფარები, რომლებსაც თვალდაუხუჭავად და მუხლჩაუკეცავად სდარაჯობენ
და თავს დასტრიალებენ გონებაშეკრებილი, ჩაფიქრებული და დინჯად მოუბარი მწყემსები აუცილებელი – თავმოკაუჭებული, დიდრონი ჯოხებით ხელში
უსათუოდ შენიშნული გექნება, რომ ამ ყავარჯნებს, ანუ კვერთხებს, მწყემსები მარჯვედ ხმარობენ ხოლმე, როდესაც მათ ძვირფას
ცხვრებს ეპარება ქურდი, ან მტაცებელი ნადირი. ამ ყავარჯნებს გადუქნევენ ხოლმე თვით ცხვრებს, თუ ისინი ერთმანეთში იბრძვიან და მოსვენებას არ
აძლევენ ერთი მეორეს, ყავარჯნებით გამოითრევენ ხოლმე შამბ-ეკალ-ბარდებში გაბმულ ან წყალში და ღრანტეში გადავარდნილ ცხოველებს, ამ ყავარჯნების
საშუალებით ერეკებიან მათ საუკეთესო საძოვრისაკენ საამო ჩეროში და სამშვიდობო ბინაზე, გარნა ამ ყავარჯნებს პატრონები არას ოდეს არ ხმარობენ
თავიანთი ცხვრების უბრალოდ და უმიზნოდ გასალახ-სარტყმელად.
ეს შენი უფროსობის სიმბოლო, ახალი მადლიანი კვერთხიც ნურც ერთხელ ნუ იქნება შენგან გადაქნეული შენი პატარა
სულიერი სამწყსოს რომელიმე წევრისადმი უმიზნოდ და უმიზეზოდ ტკივილის მისაყენებლად. ცხვრებისათვის თავდადებული
მწყემსის მსგავსად, ნურც შენ მისცემ შენს თვალსა და მუხლებს მოსვენებას, თავდადებით უდარაჯე დღედაღამ საწინამძღვრო კვერთხით ხელში
ღვთისაგან მოცემულ შენს სამწყსოს, რომ არსაიდგან შემოგეპაროს მგელი და არ წარგიწყმიდოს რომელიმე ცხვარი, იფხიზლე და თვალ-ყური ადევნე,
რომ დათა შორის არა დაითესოს რა და ფეხი არ მოიკიდოს ისეთმა რამემ, რაც მავნებელია მათი მონაზვნობის წოდებისათვის და, საჭირო შემთხვევაში,
იმარჯვე კვერთხი ესე, მოსწვი ამით, როგორც ჯოჯოხეთის ქვით, თესლი ბოროტებისა და სისწრაფით აღმოფხვარ იგი ძირიან-ფესვიანად
შენი საგამგებლოდან, ოდნავაც არა
გვ424
მიმხედველმან ვისიმე ხათრისა ანუ შიშისა, იმხნევე, იზრუნე, იმუშაკე, იღვაწე და იგულსმოდგინე, როგორც ერთგულმა ჯჭირისუფალმა,
რომ შენს ხელქვეითებს არ აკლდეთ არც ხორციელი და არც სულიერი საზრდო-საკვები, რომ შენმა სულიერმა შვილებმა აქაც კეთილად იმოქალაქონ
და იქაც ღირსნი აღმოჩნდნენ სასუფეველის დამკვიდრებისა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს მძიმე და ძნელი განსახორ- ციელებელია,
ნათქვამის შესრულება აღემატება ჩვენს უძლურებას, მაგრამ მაინც ნუ შესწუხდები და ნუ დაეჩაგვრინები ამაო შიშს: გაიხსენე ის გარემოება, რომ
თვით საქმით, პირადი გამოცდილებით, საკუთარი ცხოვრებით გაცნობილი, მიჩვეული და რამდენადმე უკვე მომზადებული ხარ ამ სიმძიმის საზიდავად;
გაიხსენე, რომ მხსნელმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, რომელიც „მონაზონთა დიდება და მოღვაწეთა შემამკობელია“, მოგცა უდიდესი ბედნიერება სიყრმიდგან
მონასტერში აღზრდისა ისეთი დიდებული სულიერი მნათობის კალთის ქვეშ, როგორიც არის მოციქულთა სწორი წმინდა ნინო. ქართველი ერის სულიერმა
საუნჯემ, წმინდა ნინოს მადლით მოსილმა საფლავმა, რომლის მსახურებაშიაც განვლე საუკეთესო ხანა შენი ქვეყნიური ცხოვრებისა, საკმაოდ გაგაცნო სიტკბო
ქრისტეს სიყვარულისა, ქრისტეს გამოსახვისა გულსა და გონებაში, ქრისტეზე და მხოლოდ ქრისტეზე სასოების დამყარებისა, და რაღად უნდა
გერიდებოდეს საწინამძღვრო კვერთხისა, როდესაც წმინდა ნინოს ცხოვრებიდან იცი, რომ „ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“ (მარკ. 9, 23),
როდესაც თვითონ იესო ტკბილი გასწავებს, „უკეთუ გაქვნდეს სარწმუნოება, და არა შეორგულდიეთ...
ჰრქვათ თუ მთასა ამას: აღიფხვარ ამიერ, და შთავარდი ზღვასა, იყოს ეგრეთ და ყოველსა,რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა
სარწმუნოებით, გეყოს თქვენ“ (მათე 21, 21-22). მაშ, მოვედ კადნიერებით, ქრისტესაგან გამორჩეულო დედაო
იღუმენია, და მიიღე ჩემი უღირსებისაგან კვერთხი ესე, „რომლითაც დამტკიცებითა სამწყსო შენი წარმართო, რამეთუ ჯერ
გვ425
გიჩნს სიტყვისა მიცემად მათთვის ღვთისა ჩვენისა მიმართ დღესა მას სასჯელისასა“.
დედის სიხარული და ბედნიერება, უსათუოდ, მისი მოსიყვარულე შვილებისთვინაც სასიამოვნოა, რამდენადაც გასახარელი და სანეტაროა
ეს დღე თქვენი სულიერი დედისათვის, იმდენად სანეტაროა ეს დღე თქვენი სულიერი დედისთვის, იმდენად სანეტარო და სადღესასწაულოა იგი
თქვენთვისაც, პატიოსანნო დედებო და დებო. რა დარიგებით, რა მოძღვრებით და სწავლით გაგიმასპინძლდეთ დღეს, რომ უფრო გაღრმავდე
თქვენი სიხარული, უფრო შეგნებით დასტკბეთ თქვენს ცხოვრებაში შესანიშნავი დღესასწაულით?
ყოველთვის, როდესაც კი შემთხვევა მქონია ამ წმინდა ტაძარში წირვა-ლოცვის მოსმენისა, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა არ დამიტოვებიხართ ისე,
რომ არ მომემართნოს თქვენდამი ჩემი სუსტი გონებისაგან შესაძლო სწავლა-დარიგებით..
დღეს კი იმაზე უკეთესს, იმაზე შესაფერს და თქვენს მდგომარეობაზე უფრო ზედგამოჭრილს ვერას გეტყვით, რის მოსმენაც
ძველ დროთგანვე სავალდებულოდ უცვნია დათა და ძმათათვის წმინდა ეკლესიას წინამძღვრის დადგინების გამო. აი, ეს საგულისხმო მოძღვრება:
„თქვენცა, პატიოსანნო დედანო, თანა გაძსთ წინამძღვრისა ამის თქვენისა პატივისა ღირსისა მიცემად და დამორჩილებად
უფლისა მიერ, ვითარცა შვილთა დედისა მიმართ, ვითარცა მოწაფეთა, მოძღვრისა მიმართ, ვითარცა ცხოვართა მწყემსისა მიმართ,
თვინიერ ყოვლისავე ურჩებისა და უჯეროებისა, მცნებისამებრ საღმრთოისა მოციქულისა პავლესსა, რომელი იტყვის: ძმანო,
დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის. და ესეც უწყოდეთ, რამეთუ
ყოველნი ხელმწიფენი ღვთისაგან განწესებულ არიან, და რომელნი წინააღუდგებიან ხელმწიფებასა, ღვთისა ბრძანებასა
წინააღდგებიან და წინააღმდგომნი იგი ცოდვასა თავისა თვისისათვის შეიწყნარებენ, ხოლო ცოდვა იგი შობს სიკვდილსა
გვ426
სულიერსა. ამისთვისცა, რათა არა მოჰკვდეთ, იყვენით მორჩილნი, გაქვდინ სიყვარული და ამისთვისცა ღმერთი იმყოფებოდეს თქვენს შორის“.
იყავნ, იყავნ. ამინ!“
იღუმენია ნინოს თაოსნობით. 1911 წლის 13 ნოემბერს თეკლათის მონასტერთან არსებულ სამრევლო–საეკლესიო სასწავლებელთან
ამოქმედდა ეკლესია, რომელიც ეპისკოპოსმა ლეონიდემ წმინდა ნინოს სახელზე აკურთხა·
1913 წლის 6 მაისს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის, იღუმენია სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1917 წლის 12 მარტს (ახაალი სტილით: 25 მარტს) სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში
აღესრულა საგანგებო წირვა და აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ამ მოვლენის შემდეგ დაიწყო ღია დაპირისპირება
ქართველ და რუს სამღვდელოებასა და მრევლს შორის, რადგან როუსეთის წმინდა სინოდი და
დროებითი მთავრობა არ სცნობდა ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა, შეენარჩუნებინა თავისი
გვ427
ძველი პრივილეგიები ჩვენს ეკლესიაში. დაძაბული მდგომარეობა იყო ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერშიც.
აი, რას აქვეყნებდა გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“ 1917 წელს თავის ერთ–კრთ ნომერში:
„პეტროგრადის უწყებები“ სწერს: ბოდბის მონასტრის იღუმენია ანასტასია რუსის მონაზვნებმა მონასტრიდან გამოაგდესო. წმინდა ნინოს ბოდბის
ქართულ მონასტერში სულ 150 მონაზონი ქალია. აქედან 147 რუსია. მონაზონი ანასტასია ეროვნულ ნიადაგზე შუღლის აღძვრას და რუს-ქართველთა
გადაკიდებას აპირებდა. როგორც ზემოთ უკვე ვსთქვით, მონაზონი თვით რუსმა მონაზვნებმა შეიძულეს. ეგზარქოსმა პლატონმა დიდი დახმარება აღმოუჩინა
იღუმენ ქალს და ბოდბეში დააბრუნა, მაგრამ იგი ხელმეორედ გამოდევნეს მონასტრის მწყემსებმა. ახლა პროფესორ ბენეშევიჩის და დროებითი
მმართველობის განკარგულებით, „შოვინიზმის მთესველი“ ქალი იღუმენია თბილისის ერთ-ერთ მონასტერში მოუთავსებიათ. ჩვენ
დარწმუნებული ვართ, რომ აწ ანასტასია ბოდბეში ვერ დაბრუნდება, მაგრამ, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა იგი თბილისსაც განშორდეს,
რათა უზრუნველჰყონ მცხოვრებნი შუღლისა და მტრობის თესვისაგან“.
1917 წლის 27 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ იღუმენია ნინო ბოდბის
წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. მიტროპოლიტმა ლეონიდემ კარგად უწყოდა, რომ
იღუმენია კარგად იცნობდა ბოდბის მონასტერს, სადაც მას მრავალი წელი ჰქონდა გატარებული მასწავლებლობასა და მორჩილებაში და იქაურ
მონაზვნებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მხოლოდ მას შეეძლო მონასტერში დაძაბული ვითარების განმუხტვა.
იღუმენია ნინომ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სიბრძნე და გამოცდილება. მან მცირე ხანში შეძლო მონაზვნების დაწყნარება და ამ წმინდა
სავანეში ისევ სიმშვიდემ დაისადგურა.
გვ428
იღუმენია ნინო ესწრებოდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის
პირველ საეკლესიო კრებას.
1919 წელს საქართველოს სტუმრობდა ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, მთარგმნელი და სახელმწიფო მოღვაწე ოლივერ უორ-
დროპი. მან მოინახულა ბოდბის მონასტერი და ამ ვიზიტის შესახებ აღტაცებული წერდა თავის მეუღლეს: „როცა მონასტერს მივუახლოვდით,
ჩვენ წინ აღიმართა ფოთლებითა და მცენარეებით შემკული ტრიუმფალური თაღი. ჩვენ მიგვიღო იღუმენიამ (თავადის ქალმა ვაჩნაძემ).
ყველანი შეკრებილიყვნენ მონასტრის გარშემო. მონაზვნები შავ მანტიებსა და ლამაზ თავსაბურავებში, მონასტრის სკოლის გოგონები თეთრ კაბებში
გვ429
გამოწყობილი და იქვე მცხოვრები ხალხი. მღვდელმა შემიპატიჟა ეკლესიაში, რომელიც პირველად IV საუკუნეში აშენებულა და ჩაატარა რამდენიმეწუთიანი
მსახურება, ლოცულობდა და ევედრებოდა უფალს, ამ დროს კი მის გარშემო მყოფნი და მონაზვნები გალობდნენ.
იღუმენიამ დამათვალიერებინა გოგონათა საერთო საცხოვრებელი, საკლასო ოთახები, სამზარეულო და სამუშაო ოთახები,
სადაც მზადდება ხალიჩები, საეკლესიო ტანსაცმელი, ხატები, ასევე საქარგავი ოთახი. ჩვენ მოვინახულეთ ბაღიც, რომელიც
ამშვენებს მონასტერს. გოგონებმა დაგვასაჩუქრეს ყვავილებით, ხალხმა და ბავშვებმა კი გაგვაცილეს შეძახილებით, გავუყევით გზას სიღნაღისაკენ“.
1921 წლის თებერვლის ცნობილმა მოვლენებმა ქვეყანაში ვითარება შეიცვალა ბოლშევიკებმა ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას და სამღვდელოებას.
1923 წლის 12 იანავრს ხელისუფლებამ დააპატიმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) და მთელი საკათოლიკოსო საბჭო
სასამართლო პროცესი 10 მარტს დაიწყო და თითქმის მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ამავე წელს გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა მკრეხელური
სტატია სათაურით „სხვები სადღა არიან?“ , რომელშიც ბოდბის დედათა მონასტერსა და მის წინამძღვარზეა საუბარი:
„დღეს, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ გაასამართლა კათალიკოსი ამბროსი და მისი ახლობელი თანამშრომლები, სად
არიან სხვები? ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ სიღნაღის მაზრაში არსებულ ბოდბის მონასტრის ყოფილ იღუმენიას –
ნინო ვაჩნაძეს. ამ ბნელეთის მოციქულმა გაქურდა და გაძარცვა ბოდბის მონასტერი, რომელიც ერთი მდიდარი „სავანეთაგანი“ იყო საქართველოში.
სილნაღის სამაზრო აღმასკომმა 1923 წლის მაისში შეადგინა საგანგებო კომისია, რომელიც საჭირო კვლევა-ძიებისა და ჩხრეკის შემდეგ აღმოაჩინა
მონასტრის დანგრეულ ეზოში, ბეღელის ქვეშ, მიწაში დაფლული
გვ430
ყუთები, რომლებიც სავსე იყო განძეულობით- ოქრო–ვერცხლით, ძვირფასი ქვებით და სხვა ქონებით. აქვე იყო ჩამარხული
ადგილობრივ პანსიონის ტანისამოსი, თეთრეული, ხალიჩები და სხვა, რაც დანესტიანებული და ნახევრად დამპალი აღმოჩნდა.
იღუმენიას მძულვარება იქამდე დიდი და უსაზღვრო იყო მშრომელი ხალხისადმი, რომ სახალხო ქონებას ხალხისათვის არ იმეტებდა და
მის მიწაში დალპობას არჩევდა. ქონება, რასაკვირველია, სრულად არ აღმოჩნდა. ბევრი ძვირფასი განძი დღესაც
არ გვიპოვია. ამით იგი წინ გადაეღობა ჩვენს კულტურულ წინსვლას, მოგვისპო და გაგვინადგურა მრავალი კულტურულისტორიული ნაშთები,
მიწას შეაჭამა საუკუნოობით დაგროვილი მშრომელი ხალხის სიმდიდრე და ყოველი ხელსაყრელი მომენტისთვის ალბათ იგი მზად იქნებოდა,
გადამალული ქონება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინა. და თუ ეს არ მოხდა – არ მოხდა იმიტომ, რომ საბჭოთა
ხელისუფლება ძლიერია და მის მიერ დანიშნულმა კომისიამ დროზე აღმოაჩინა ნაპარავი ქონება და ამით ბოროტგანზრახვა
ძირშივე ჩაკლა, ჩაახშო.
აქვე მოგვყავს სია იმ ქონებისა, რომელიც იქნა აღმოჩენილი. ეს საგნები შემდეგია:
1. მეფე გიორგის მინიატურული ვერცხლის სახარება ძეწკვით, ვერცხლისავე სკივრაკით, შეწირული 1776 წელს; 2. სამი
დიდი სახარება ვერცხლის ყდებში; 3. ვერცხლის კიდობანი ვერცხლისავე სანაწილით; 4. ტრაპეზის ჯვარი ოქროს ჩარჩოში;
5. ორი ვერცხლის ჯვარი; 6. ხუთი ვერცხლის ბარძიმი; 7. ბარძიმი ვერცხლისა, 141 მისხალი წონით; 8. ოთხი ვერცხლის
ჯვარი; 9. სამი ცალი ვერცხლის სურა; 10. ორი მდუღარების ჭურჭელი ვერცხლისა; 11. ვერცხლის ფეშხუმი – ხუთი; 12. 14
ვერცხლის თეფში; 13. ვერცხლის ლამპრები – 22 ცალი; 14. ოთხი ვერცხლის საცეცხლური; 15. შვიდი ვერცხლის ვარსკვლავი;
16. ვერცხლის კოვზები – რვა ცალი; 17. რვა ვერცხლის შანდალი; 18. ვერცხლის თასი; 19. ტარიანი საცეცხლური ვერ
გვ431
ცხლისა; 20. ვერცხლის ქაფჩა; 21. ვერცხლის ჩაქუჩი; 22. ვერცხლის კიდობანი ვერცხლისავე სანაწილით; 23. ვერცხლის
ლამპარი; 24. ხუთი ვერცხლის პანაგია; 25. საარქიმანდრიტო
გულის ჯვარი; 26. ორი ვერცხლის ჭიქა; 27. ვერცხლის ლახვარი; 2ზ. ოთხი თასი ზიარებისა; 29. ვერცხლის ხანაწილე
ჩარჩოში; 30. ვერცხლის ნამტვრევები ერთ ხვეულში; 31. ვერცხლის «გვარი ჯვარცმის გამოხატულებით, ფართო ვერცხლის
ძეწკვით; 32. სანაწილე წმინდა სტეფანეს ნაწილებით, ვერცხლის ძეწკვით, 1515 წლის თარიღით; 33. ოქროს გული; 34.
ხატის პერანგი ვერცხლისა მარგალიტებით; 35. ორი ვერცხლის ჯვარი; 36. სახარება მოვერცხლილი;
37. ხატი ვერცხლისა - ნინოს ვედრება ღვთისმშობლისადმი; 38. თვარცმის პერანგი ვერცხლისა, 1885 წლის; 39. დიდი ჯვრის პერანგი
ვერცხლისა; 40. წმინდა ნინოს დიდი ხატის ვერცხლის პერან-
გვ432
გი, საბინინისეული; 41. წმინდა ნინოს დიდი ხატის ვერცხლის პერანგი (ღვთისმშობელი აძლევს ჯვარს წმინდა ნინოს). ამათში ბევრია ისტორიული ნაშთი, შეწირული წარსულ საუკუნეებში და ზოგიერთი – XV საუკუნეშიც.
ამრიგად, ბოდბის მონასტრის ყოფილმა იღუმენიამ ჩაიდინა ისეთივე დანაშაული, როგორიც ამბროსის სხვა თანამშრომლებმა. ისიც უნდა დაისვას საბრალმდებო
სკამზე და სასტიკად დაისაჯოს. საბჭოთა ხელისუფლების მართლმსაჯულებამ რევოლიუციონური კანონების მთელი სიმკაცრით უნდა დასაჯოს ყველა ასეთი
პირები, როგორც საქართველოს მშრომელი ხალხის დაუძინებელი მტრები, ქურდები და ავაზაკები“.
1924 წელს კომუნისტებმა დახურეს ბოდბის დედათა მონასტერი. იღუმენია ნინო, მიუხედავად გამუდმებული მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა,
საბოლოოდ, იძულებული გახდა, იქაურობა მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
XX ს-ის 60-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) ბოდბის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი, თავისი ანდერძის
თანახმად, მშობლიურ ბოდბის მონასტერში გადაასვენა.