სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ტალიაშვილი ტალი დედა ეკლესიის ქომაგი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ტალიაშვილი ტალი დედა ეკლესიის ქომაგი

1941-2026წწ  ბოდბის მონასტერში მეწყერი განვითარდა ბ-მა ტალიმ მეუფე იაკობისა და ბ-ნი რამაზ ნიკოლაიშვილის შუამდომლობით 25 ხიმინჯით სრულიად უსასყიდლოდ გაამაგრა მცოცავი რელიეფი.

დაბადების თარიღი: 29 ნოემბერი, 1941 წელს

04 იანვარი 2026 წელი. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბატონი ტალი ტალიაშვილის გარდაცვალების გამო. თავისი საქმის უბადლო სპეციალისტი ბატონი ტალი ასევე დიდი ქველმოქმედიც იყო. ბოდბის მონასტრის მიმართ ბ-ნ ტალის სხვადაახვა დროს მნიშვნელოვანი დახმარება აქვს გაწეული. ამ საუკუნის დასაწყისში ის კომპიუტერებსა და მონასტრისთვის სხვა საჭირო ნივთებს გვწირავდა. ხოლო როდესაც ბოდბის მონასტერში მეწყერი განვითარდა ბ-მა ტალიმ მეუფე იაკობისა და ბ-ნი რამაზ ნიკოლაიშვილის შუამდომლობით 25 ხიმინჯით სრულიად უსასყიდლოდ გაამაგრა მცოცავი რელიეფი. ასევე მან მონაწილეობა მიიღო ბოდბის ახალ პროექტში რომელიც ჯერ კიდევ დასრულებული არ არის! ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ტალის სული და მის მიერ გაკეთებული უამრავი სიკეთე წინ დაახვედროს! ვუსამძიმრებთ ბ-ნი ტალის მეუღლეს და შვილს-დავითს, რომელიც მამის საქმეს ღირსეულად აგრძელებს;


წყარო ეროვნული ბიბლიოთეკა: დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს.


1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სისტემაში; 1977 წლამდე მუშაობდა საგზაო სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლის, უფროს სამუშაოთა მწარმოებლის, მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1977 წლიდან სათავეში ჩაუდგა საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტ "ტრანსპროექტს", გენერალური დირექტორი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში პროექტირების ახალი მეთოდების დანერგვაში, საავტომობილო გზებისა და მასზე განლაგებული ნაგებობების კვლევა-ძიებასა და დაპროექტების სრულყოფაში; თნამედროვე ტექნიკურ-ტექნოლოგიურ დონეზე ინსტიტუტის აღჭურვაში, მისი საკვლევაძიებო, საპროექტო და სამშენებლო საქმიანობის საერთაშორისო მოთხოვნათა დონეზე წარმოებაში; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულია საქართველოს საავტომობილო გზების მნიშვნელოვანი პროექტები: "სამტრედია-გრიგოლეთის" 52 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი; "თბილისი-რუსთავის" ავტომაგისტრალის მშენებლობა;  "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" ავტომაგისტრალის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები; ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის და "ჩაქვი-მახინჯაურის" მონაკვეთის მშენებლობის პროექტები; მიღებული აქვს არაერთი სამთავრობო ჯილდო, საპატიო წოდება და სიგელები.


წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.525-526; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი (2003-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1997 - ღირსების ორდენი

საქართველოს დამსახურებული მეგზევე

საქართველოს დამსახურებული მშენებელი

საქართველოს მშენებლობის დამსახურებული მუშაკი

საქართველოს საპატიო მეგზევე

ტალიაშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ტალიაშვილი დანიელი ბერდიაკონი
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 2

ტალიაშვილი ტალი დედა ეკლესიის ქომაგი
ტალიაშვილი ტალი - დედა ეკლესიის ქომაგი. 1941-2026წწ  ბოდბის მონასტერში მეწყერი განვითარდა ბ-მა ტალიმ მეუფე იაკობისა და ბ-ნი რამაზ ნიკოლაიშვილის შუამდომლობით 25 ხიმინჯით სრულიად უსასყიდლოდ გაამაგრა მცოცავი რელიეფი.

2026წ. ღვთივგანისვენა ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი

სრულად ნახვა
ტალიაშვილი შოთა შალვას ძე  მგალობელი
ტალიაშვილი შოთა შალვას ძე - მგალობელი. დაბ. 10.02. 1985წ. ლაგოდეხი 

2024წ. მდგომარეობით ლაგოდეხი ყაზანის ღვთისმშობლის სახ.ტაძარი;

სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.