სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
კესარიოსი იოანეს ძე ჩეკურიშვილი 1829-1901 წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. შაშიანი, გურჯაანი კესარიოსი იოანეს ძე ჩეკურიშვილი 1829-1901 წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. შაშიანი, გურჯაანი

1829-1901 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჩეკურიშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

84       ბეჭდვა

კესარიოსი იოანეს ძე ჩეკურიშვილი 1829-1901 წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. შაშიანი, გურჯაანი

კესარიოს ჩეკურიშვილი დაიბადა 1829 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ შაშიანში მღვდლის ოჯახში. წერა-კითხვა და პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.

   1843 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1849 წელს დაამთავრა და იმავე წელს დიაკვნად აკურთხეს. მალევე მღვდლად დაასხეს ხელი და აკურის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში დაინიშნა.     1857 წელს თელავის მაზრის I ოლქის სამთავარხუცესო ოლქის სამღვდელობის სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1859 წელს, თავისი თხოვნით, შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და 1860 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.


    1860 წელს ხირსის წმ. სტეფანეს სახელობის მონასტრის საძმოში განამწესეს. ამავე წელს ბერად აღიკვეცა და სახელად კესარიაოსი ეწოდა. 1860 წლიდან ხირსის მონასტრის ხაზინადარი გახლდათ. 

   1861 წელს, 1853-1856 წლების ყირიმის ომის სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ჯვარი უწყალობეს. 1863 წელს, თავისი თხოვნით, თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და 1865 წელს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. ამავე წელს, ეგზარქოსმა ევსევიმ, 5 წლის მანძილზე მონასტრის ეკონომოსის მოვალეობის პოსტზე პატიოსანი სამსახურისთვის წმყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა.

    1867 წელს ფერისცვალების მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა და ამავე წელს მონასტრის ახალი ფლიგელების აღმშენებელი კომისიის მთავარ წევრად აირჩიეს. 1868 წლიდან დროებით დაევალა ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრობა.

    1869 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა, მონასტრის საქმეების კეთილად წარმართვისთვის 50 ვერცხლის მანეთით დაჯილდოვდა და საკურთხებლად გამზადებულ პირთაგან აღსარებების ჩაბარება დაეკისრა.

    1870 წლიდან ხირსის წმ. სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შესრულება დაევალა. ერთი წლის შემდეგ წინამძღვრად დაადგინეს და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ამავე წელს, ერთი თვით, თავრიზში არსებულ რუსეთის იმპერატორის გენერალურ საკონსულოში მსახურების ჩასატარებლად მიავლინეს.

    1871-1874 წლებში წმინდა სინოდის დადგენილებით, შეთავსებით განაგებდა ბოდბის წმ. ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარსაც. 1874 წელს ბოდბის ტაძრისა და გალავნის შიგნით მდებარე შენობების აღმდგენელი კომისიის მთავარ წევრად აირჩიეს.

    1876 წელს თბილისის ფერსიცვალების სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

   1884 წელს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1889 წელს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს.

   1893 წელს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი უწყალობეს.

   1898 წელს იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული საიმპერატორო გვირგვნით შემკული გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა.

    1900 წელს მშობლიური სოფლის შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის გარემონტებისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

    არქიმანდრიტი კესარიოსი გარდაიცვალა 1901 წლის 11 დეკემბერს და დაკრძალულია თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტრის მთავარ ტაძარში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1901)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1898 - იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული საიმპერატორო გვირგვინით შემკული გამშვენებული ჯვარი

1893 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი

1889 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი

1884 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

1861 - წმინდა ვლადიმერის ლენტიანი ჯვარი

1853-1856 წლების ყირიმის ომის სამახსოვრო

ბიბლიოგრაფია

გიორგი მაჩურიშვილი



არქიმანდრიტი კესარიოსი 1829-1901

არქიმანდრიტი კესარიოსი, ერისკაცობაში -–- კონსტანტინე იოანეს ძე ჩეკურიშვილი, 1829 წელს სიღნაღის მაზრის სოფ. შაშიანში მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1849 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1849 წლის 4 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 6 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და აკურის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1857 წლის 27 აგვისტოს თელავის მაზრის I ოლქის სამთავარხუცესო ოლქის სამღვდელობის სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1859 წელს, მისივე თხოვნით, შაშიანის ლვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1860 წლის 28 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1860 წლის 18 ივლისს ხირსის წმ. სტეფანეს სახ. მონასტრის საძმოში განამწესეს. 1860 წლის 14 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა და სახელად კესარიოსი ეწოდა. 1860 წლის 7 ნოემბრიდან ხირსის მონასტრის ხაზინადარია. 1860 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) ბრძანებით მონასტერში გულმოდგინე მოღვაწეობისთვის 25 მან. ვერცხლის ფულით დაჯილდოვდა. 1861 წლის 28 მარტს ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ჯვარი უწყალობეს. 1863 წლის 10 თებერვალს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტერში გადაიყვანეს. 1865 წლის 18 აგვისტოს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. იმავე წელს ეგზარქოსმა ევსევიმ 5 წლის მანძილზე მონასტრის ეკონომოსის მოვალეობის პოსტზე პატიოსანი სამსახურისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1867 წლის 20 ნოემბერს ხაზინადრად დაინიშნა. იმავე წელს ფერისცვალების მონასტრის ახალი ფლიგელების აღმშენებელი კომისიის მთავარ წევრად აირჩიეს.



1868 წლის 18 ოქტომბერს დროებით დაევალა ფერისცვალების მონასტრის წინამძლვრობა. 1869 წლის 4 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 26 ივლისს მონასტრის საქმეების მოწესრიგებისთვის 50 მან. ვერცხლის ფულით დაჯილდოვდა. იმავე წლის 5 სექტემბერს საკურთხებლად გამზადებულ პირთაგან აღსარებების ჩაბარება დაეკისრა. 1870 წლის 23 აპრილს ხირსის წმ. სტეფანეს სახ. მონასტრის წინამძლვრის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინეს. 1871 წლის 24 იანვარს წინამძღვრად დაამტკიცეს და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 3 თებერვალს, დიდმარხვასთან დაკავშირებით, ერთი თვით თავრიზში არსებულ რუსეთის საიმპერატორო გენერალურ საკონსულოში მსახურების ჩასატარებლად მიავლინეს. 1874 წლის 13 მაისიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით შეთავსებით განაგებდა ბოდბის წმ. ნინოს სახ. მამათა მონასტერსაც. 1874 წლის 24 მაისს ბოდბის ტაძრისა და გალავნის შიგნით მდებარე შენობების აღმდგენელი კომისიის მთავარ

36-1  საპატრიარქოს უწყებანი N36 30ნოემბერი-6დეკემბერი 2017წ გვ.18
არქიმანდრიტი კესარიოსი 1829-1901 (გაგრძელება)

წევრად აირჩიეს. 1876 წლის 20 აპრილს (მეორე ვერსიით –– 23 თებერვალს) თბილისის ფერისცვალების სახ. მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1877 წლის 28 აპრილს აღმოსავლეთ მონასტრების მთავარხუცესი, არქიმ. მაკარი (მატათაშვილი) არქიმ. კესარიოსს წერდა, რომ წმ. აბოს ტაძართან არსებული რკინის ღობე და თვით ტაძრის კედლებიც შესაკეთებელია და რადგან ეს ტაძარი თქვენს მონასტერს ეკუთვნის, კეთილი ინებეთ და ჩაატარეთ შესაბამისი ღონისძიებანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლადო. 1879 წელს გაზ. „დროება“ წერდა: „ჩვენ გვითხრეს, რომ რაც ძველის-ძველად განთქმულს შიომღვიმის უდაბნოს მონასტერში ძველი ხელთნაწერი წიგნები იყოვო, სულ კესარიოს არხიმანდრიტს ჩამოუტანია თბილისში. სასურველია შევიტყოთ -– თუ რისთვის ჩამოიტანა ხსენებულ პატივცემულ პირმა ეს ხელთნაწერები შიომღვიმიდამ, და კიდევ უფრო სასურველი ის არის, რომ ის ძველი წიგნები ქართველობას არ დაეკარგოს“. 1879 წლის 17 სექტემბერს არქიმ. კესარიოსმა იმავე გაზეთის საშუალებით ამ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა: „1876 წელსა საქართველო-იმერეთის უწმინდესის სინოდის კანტორამ თავისის უქაზითა, 30 ივნისიდგან 2586, მოახდინა საყოველთაო განკარგულება, სურვილისა და თხოვნისა გამო თბილისის სასულიერო სემინარიის პრავლენიისა ანუ გამგეობისა, რომელ ყოველს მონასტრიდგან, უდაბნოდგან და ეკლესიებიდგან წარმოეგზავნათ სემინარიის წიგნების საცავში, ანუ ბიბლიოთეკაში ყოველივე ძველის-ძველად ხელთ-ნაწერი წიგნები და ყოველივე ისტორიული სახსოვარი, ანუ დროებითად სარგებლობისათვის ანუ საკუთრებად სემინარიისა. ამ დროს მე, როგორც ახლად განწესებულს წინამძღვრად ტფილისის ფერისცვალების მონასტრისა და ზედ მიწერილის შიომღვიმის უდაბნოსი, განმიცხოველდა სურვილი მალე შემეტყო და ამეწერა ყოველივე ქონება იმათი. მაგრამ, რადგან იმ დროს ფეხებში საშინელი ტეხვა მქონდა და ვერ შევიძელ წასვლა შიომღვიმის უდაბნოში, რომელიც ტფილისითგან უდაბნომდე არის სიშორე 30 ვერსი, როგორათაც წინამძღვარმა, კანტორის უქაზის ძალით, მე დავიბარე უდაბნოდგან ძველი წიგნები და ყოველივე ხელთ-ნაწერები და წარმოადგინა ჩემთან ტფილისში მღვდელ-მონაზონმა სიმეონმა. შემდგარი ამათზედ ჩემგან ნუსხა წარუდგინე სინოდის კანტორას და იმასთანავე მოვახსენე, რომელ სემინარიის გამგეობას შემიძლიან დროებით ვათხოვო ეს წიგნები და შეუძლებელია ჩემგან საუკუნოდ დაუკარგო შიომღვიმის უდაბნოს. მომლოდინე მოთხოვნილებისა, ეს წიგნები ინახება ფერისცვალების მონასტრის ბიბლიოთეკაში ანუ წიგნების საცავში. მალე დაბრუნდება უდაბნოში ხსენებული წიგნებისა შეუძლებელი იყო, ამისთვის რომელ იყვნენ დაშლილნი, ჰქონდათ ბევრს ალაგას ფურცლები ამოგლეჯილნი, ყდები დამტვრეულ და ამძვრალნი, იყო შეუკვრელი რამოდენიმე წიგნი დაუდევნელობისა გამო. მე, როგორც უდაბნოს პატრონმა და მომ284) ვლელმა, რიგზედ ყველა მოვიყვანე და ყდები შევაკვრევინე. ეხლაც ი | უმჯობესად ვრაცხ, რომ შიომღვი1 მის უდაბნოს ძველთაგანი წიგნე– ბი დარჩნენ გასაბრთხილებელად ფერისცვალების ანუ დარიის მონასტერში, შემდგომი ჯეროვანის განკარგულებამდე“ 1879 წლის 20 ნოემბერს არქიმ. კესარიოსი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 1880 წლის 20 აპრილს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1880 წლის 30 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრებისა და ეკლესიების ქონების შემმოწმებელი კომისიის თავჯდომარედ დაადგინეს. 1882 წლის 23 მარტს მისი თავმჯდომარეობით სინოდალური კანტორის არქივში ჩატარდა რევიზია. 1882 წლის 23 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი სამახსოვრო ჯვარი უბოძა. 1882 წლის 7 ივლისიდან 28 დეკემბრამდე რევიზია ჩაუტარა თბილისის, თელავის, სიღნაღისა და თიანეთის მაზრების ეკლესიებს. 1883 წლის 20 იანვარს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1884 წლის 7 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. შემორჩენილია არქიმანდრიტ კესარიოსის წე-


36-2  საპატრიარქოს უწყებანი N36 30ნოემბერი-6დეკემბერი 2017წ გვ.19
არქიმანდრიტი კესარიოსი 1829-1901 (გაგრძელება)

რილი, რომელსაც იგი გორის ეპისკოპოს ალექსანდრე (ოქროპირიძე) წერს და შენდობას სთხოვს გაუგებრობის გამო. იგი 1887 წლის 13 იანვრით თარიღდება: მე უღირსი ვერც ვეღირსე ჩემის უქეიფობისა გამო თქვენის მეუფების თაყვანისცემასა და პირისპირ არ მომეცა ნება თქვენთან საუბრობისა ფეხების ტკივილმა, რათა ვალად ვრაცხ ჩემთავსა გხლებოდით თაყვანისსაცემელად და განვლისის დღესასწაულების მოლოცვად, რასა ზედა დიდად ვწუხვარ. ყოვლისა შემოქმედსა ვთხოვ თქვენის მეუფების ბედნიერათ სუფევისათვის ყოველ განვლილს და მომავალ დღესასწაულსაც! მე არ შემიძლიან თქვენ მეუფებასთან ბოდიში მოვითხოვო, რომელიც ჩემის უცნობელად მოეხდინათ განკარგულება, გუშინ კაცი გამოგეგზავნათ ჩემთან ბერის სათხოვნელად დღევანდელის დღისათვის, რომელიც უნდა თანამწირველად გხლებოდით და არც მინახავს თქვენი კაცი, ჩემს გარეშე გამოებრუნებინათ უარის შემოთვლით. დღეს ჩემმა კაზნაჩეიმ მიამბო და ძლიერ შევწუხდი. ისე როგორ გავბედავდი, რომ ერთერთისათვის არ დამეკისრებინა გხლებოდათ დღეს თქვენთან თანამწირველად. თქვენო მეუფებავ, ვფიცავ, რომ თავის დროზე რომ შემეტყო თქვენგან მოგზავნილის კაცისა, ჩემის მხრით რომ არ მომეხდინა კანონიერი განკარგულება და არ მომერთმევინა ბერი, თუმცა კაზნაჩეი ჩერედობას, მეორეც სხვაგან იყო მიწვეული და მესამე კიდენ გახლდათ თავისუფალი;ამასა გთხოვთ უმორჩილესად, როდესაც კაცი გამოგზავნოთ საჭიროებისათვის, უბრძანეთ, პირდაპირ მნახოს, რომ მე ბრალის ქვეშ არა შთავარდე, ხომ მოგეხსენებათ, ეხლანდელი დროება როგორ შეგვეცვალა, იმედიცა მაქვს და კვალადცა უმორჩი- ლესად გთხოვთ, ეს ერთი შემთხვევა მაპატიოთ“. 1888 წელს არქ. კესარიოსმა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას ფერისცვალების მონასტერში სარემონტო სამუშაობის დაწყებაზე ნებართა სთხოვა. მას ტაძრის ფრესკების გაწმენდა და კანკელის განახლება სურდა, რაზედაც 25 ივლისს თანხმობა მიიღო. არქიმანდრიტ კესარიოსს უკავშირდება ფერისცვალების მონასტერში სკოლის გახსნა. გაზ. „ივერია“ დიდი სიხარულით გამოეხმაურა ამ ამბავს და თავის ფურცლებზე მცირე წერილიც გამოაქვეყნა „ერთი ახალი სამრევლო სკოლა კიდევ შეემატა ჩვენს ქალაქს. ეს სკოლა გაუმართავს ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტს კესარიოსს მონასტრის ეზოში ავლაბრის ღარიბ ყმაწვილებისთვის. 40 ყმაწვილისთვის უკვე ყველაფერი მზად არის ამ სკოლაში და მასწავლებელიც უკვე დანიშნულია. ვისაც ჰსურს, მიაბაროს შვილი, უნდა მიჰმართოს თხოვნით ამა მონასტრის წინამძღვარს „დარიაში“. შემდეგისათვის მას, არქიმანდრიტს მამა კესარიოსს, განზრახვა აქვს, ეს სკოლა ორკლასიან სკოლად გადააკეთოს“. არქიმანდრიტ კესარიოსის დროს ფერისცვალების მონასტერში ინახებოდა უძველესი ქართული ხელნაწერები და წიგნები, რომლებიც არქიმანდრიტ ტარასის (ალექსი-მესხიშვილი) აღზრდილ მოწაფეს, მღვდელ-მონაზონ ნიკონს ეკუთვნოდა. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით ქართული პრესა: „ამას წინად ჩვენს გაზეთში მოხსენებული იყო, რომ ერთმა ბერმა შეიძინა რამდენიმე ძველი ქართული წიგნი და მათ შორის „ისტორია ფილოსოფიისაო“. ეს ბერი გახლავთ დარიის მონასტრის ბერი ნიკონ ჯაბარაშვილი (შეცდომაა, მისი გვარია ჯობინაშვილი -– გ. მ.), რომელსაც დიდძალი ქართული წიგნები აქვს თურმე. ამ ბერის წიგნთსაცავი დაუთვალიერებია ბ-ნ ნ. მარს და ა. ხახანაშვილს და ამათ ამ წიგნთსაცავში რამდენიმე პერგამენტის ხელთნაწერი აღმოუჩენიათ. კარგი იქნება ამ ბერის წიგნთსაცავი შთამომავლობას არ დაეკარგოს და კარგს და საიმედო ადგილას, თუნდა „წერაკითხვის საზოგადოებაში“ ინახებოდეს“. 1889 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1893 წლის 15 მაისს წმ. ვლადიმერის II ხარისხის ორდენი უწყალობეს. 1898 წლის 6 მაისს, იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული საიმპერატორო გვირგვინით შემკული გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1900 წლის 30 დეკემბერს, მშობლიური სოფ. შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის გარემონტებისთვის მწყემსმთავრული მადლობა გა-


36-3  საპატრიარქოს უწყებანი N36 30ნოემბერი-6დეკემბერი 2017წ გვ.20
არქიმანდრიტი კესარიოსი 1829-1901 (დასასრული)
მოეცხადა. არქიმანდრიტი კესარიოსი 1901 წლის 11 დეკემბერს გარდაიცვალა. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „ამა თვის 15 ტფილისის ფერისცვალების მონასტერში მიასვენეს გვამი გარდაცვალებულის არხიმანდრიტის კესარიოსისა. მწირველი ბრძანდებოდა მათი მეუფება ეპისკოპოსი გორისა კირიონი, ქალაქის სამღვდელოებითა. წირვა იყო ქართულად და გალობდა ქართულად ორი გუნდი. ერთი ბერიევის ლოტბარობითა და მეორეც ამავე მონასტრის სამრევლო სკოლის ყმაწვილებისა –- მასწავლებლის ლოტბარობით. მგალობელნი მშვენივრად გალობდნენ და ყველას სასიამოვნოდ მიაჩნდა ქართული წირვა. ნამეტან შთაბეჭდილებას ახდენდა მთავარდიაკვნის კარგარეთელის მშვენიერი ხმა და ქართული კილო. წირვას დიდძალი ხალხი დაესწრო, ნათესავები და ნაცნობები და დიდად გლოვობდნენ განსვენებულს არხიმანდრიტს კესარიოსს, რომლის გვამიც იმავე ტაძარში მიიღეს“.

    კონტაქტი Facebook

    საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

    დავით ფეიქრიშვილი
    დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.10.2023
    ბოლო რედაქტირება 10.01.2026
    სულ რედაქტირებულია 4





    მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

    2 0

    საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

    2 0

    15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

    1 0

    იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

    საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

    1 0


    საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

    1 0


    3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

    1 0