სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ამბროსი ალადაშვილი 1873-1955წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო ამბროსი ალადაშვილი 1873-1955წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო

1873-1955 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ალადაშვილი სია

დედოფლისწყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

328       ბეჭდვა

ამბროსი ალადაშვილი 1873-1955წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო

ალადაშვილი ამბროსი (1873-1955) _ არქიმანდრიტი. ერისკაცობაში ალექსანდრე გიორგის ძე ალადაშვილი. დაიბადა 1873 წელს ქიზიყში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფელ ზემო მაჩხაანის ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელი.


XIX საუკუნის მიწურულს ბერობის სურვილმა ტიბაანში, ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერში მიიყვანა, სადაც იქაური ბერების ხელმძღვანელობით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი.

1902 წელს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ლეონტიმ (ბაქრაძე) ახალგაზრდა მორჩილი ალექსანდრე ბერად აღკვეცა და სახელად ამბროსი უწოდა. ამავე წლის 27 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს. 1903 წლის 2 მარტს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1905 წლის 15 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დანიშნეს. ამავე წლის 15 ივნისს მონასტრის ხაზინადრობა ჩააბარეს.

1905 წლის 27 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამეგრელოში, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაიყვანა და ამავე წლის 11 დეკემბერს საგვერდულით დააჯილდოვა.

1906 წლის 15 ნოემბერს ისევ ნათლისმცემელის მონასტერში დააბრუნეს.

1907 წლის 1 სექტემბერს შიომღვიმის მონასტერში განამწესეს.

1908 წლის 10 მაისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში დაადგინეს. ამავე წლის 10 დეკემბრიდან კვალვ ხირსის მონასტერშია და დროებით ხაზინადრობა შეუთავსეს.

1910 წლის 7 ოქტომბერს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1912 წლის 26 ნოემბერს ისევ ითხოვა ხირსის მონასტერში გადასვლა და ხაზინადრობა.

1913 წლის 4 იანვარს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) ამ თხოვნას შემდეგი რეზოლუცია დაადო: `რადგან მამა ამბროსიმ 1902-12 წლებში რვაჯერ გამოიცვალა ადგილი, უარი ეთქვა სადმე გადაყვანაზე.

1913 წლის 29 აპრილიდან ისევ ფერისცვალების მონასტრის წევრია, ხოლო ამავე წლის 20 ოქტომბრიდან კვლავ ხირსაში დაბრუნდა და 25 ნოემბერს ხაზინადრად დაინიშნა.

1914 წელს გაურკვეველი მიზეზით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1915 წლის 27 მარტს ხირსის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დიმიტრი (ყარყარაშვილი) წერს ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესს, არქიმანდრიტ ნაზარს (ლეჟავა): `თქვენო მაღალ ღირსებავ, მამაო ბლაღოჩინო, ჩემდამი რწმუნებული მონასტრის მღვდელმონაზონი ამბროსი, რომელიც პასუხისგებაში გახლამთ მიცემული ასი მანეთის თავდებებით გახლამთ გამოშვებული. მეტეხის ციხის მთავრობის მოწმობა აქვს და გიახლათ ჩემს მონასტერში 20 მარტს და ცხოვრობს აქ. მოგახსენებთ რა ამას, თქვენო მაღალ ღირსებავ, გთხოვთ უმორჩილესად, ეს საქმე იცოდეთ

1918 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჭჯილდოვდა და ხირსის მონასტერში განამწესეს.

1922 წელს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მწირველად

განამწესეს.

1924 წელს ხელისუფლებამ ბოდბის მონასტერი დახურა და მამა ამბროსი უადგილოდ დარჩა.

1925 წლის ნოემბერში წილაკნის ეკარქიაში, სოფელ ყურისუბნის (ძალისას) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1926 წლის 3 აპრილს იღუმენის წოდება მიენიჭა.

1927 წლის 7 ოქტომბრიდან ბოდბის ეპარქიის, სოფელ ჯუგაანის ეკლესიის მღვდელმსახურია.

1930 წლის 9 აპრილს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა,

1935 წელს თბილისის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1937 წლის 4 აპრილს გათავისუფლდა წინამძღვრის მოვალეობიდან და აწყურის ”'თეთრი“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საძმოში განამწესეს.

1939 წლის 12 აგვისტოს ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

1950-54 წლებში ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესის მოვალეობას ასრულებს.

1951 წლის 18 აგვისტოს, ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) ალავერდის მონასტრის კრებულში განამწესა და წინამძღვრის მოვალეობა შეუთავსა. ასევე დაევალა ზემო და ქვემო ალვანის სამრევლოებში სამღვდელო წესების შესრულება.

1952 წლის 15 ნოემბერს ვარდისუბნის ყოვლადნმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1953 წლის დასაწყისში თელავის ”ღვთაების” სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

1954 წლის 12 იანვარს მოხუცებულობის გამო, პენსიაზე გავიდა. არქიმანდრიტი ამბროსი 1955 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი:




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.11.2023
ბოლო რედაქტირება 05.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0