Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
3.38 დავით III - დაახ. 1435/36-1438/39 წწ. საქართველოს კათოლიკოსი

832      

3.38 დავით III - დაახ. 1435/36-1438/39 წწ. საქართველოს კათოლიკოსი

დავით III — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1435/36–1438/39 წლებში. მან სვეტიცხოვლის მსახურთუხუცეს დავით ქარცისძეს უწყალობა ლომისგულ სუნღულაძის მიერ მცხეთისთვის შეწირული მამული გორში და იქვე მცხეთის კუთვნილი გლეხები. მის პატრიარქობაში მეფე ალექსანდრე I დიდი 1438/1439 წ. სწირავს სვეტიცხოველს ატენის წინაუბანს, ლომიშვილებს მათი მამულით და კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს: «კათალიკოზო დავით, ჩუენთვის წირვასა და ეკლესიის სამსახურსა ნუ დააკლებთ».

კათოლიკოს-პატრიარქ დავითის ზეობაში 1438–1439 წლებში მიმდინარეობდა ცნობილი ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება, რომელზედაც ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ რომის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიაზე.