სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ჟუჟუნა იოსების ასული დუგლაძე 1928-2017წწ მსახიობი, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი. დაბ. ყვარელი, კახეთი.

1928-2017 წწ. გარდ. 89 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი დუგლაძე სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

68       ბეჭდვა

ჟუჟუნა იოსების ასული დუგლაძე 1928-2017წწ მსახიობი, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი. დაბ. ყვარელი, კახეთი.

ჟუჟუნა დუგლაძე ( 4 სექტემბერი 1928-2017) მსახიობი.


დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1946-1948წწ; დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1950 წელს.

1950-1970წწ. იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), გაიანე (პ. კაკაბაძის "ბედნიერი სამჭედლო"), თამრო(ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), კლარა (ბ. ნუშიცის "ფილოსოფიის დოქტორი"), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), კეკე (გ. სუნდუკიანის "პეპო"); 1955 წლიდან იღებენ კინოში; როლები: თამარი ("აბეზარა"), ჩიტო  ("ორი ოჯახი"), მასწავლებელი ქალი ("ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.


ჟუჟუნა დუგლაძის მიერ შესრულებული როლები რუსთაველის თეატრში:

1.  ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა" რეჟ: აკაკი ვასაძე) 

2.  გაიანე (პ. კაკაბაძის "ბედნიერი სამჭედლო" რეჟ: აკაკი ვასაძე) 

3.  თამრო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი" რეჟ: დოდო ალექსიძე) 

4.  კლარა (ბ. ნუშიჩის "ფილოსოფიის დოქტორი" რეჟ: მიხეილ თუმანიშვილი) 

5.  ამარანტა (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი" რეჟ: მიხეილ თუმანიშვილი) 

6.  კეკე (გ. სუნდუკიანის "პეპო" რეჟ: დოდო ალექსიძე) 

7.  ლუსი (ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა" რეჟ: დოდო ალექსიძე) 

8.  ნატალია (დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" რეჟ: აკაკი ვასაძე) 

9.  ლიუდმილა (მ. გორკის "ვასა ჟელეზნიოვა" რეჟ: დოდო ალექსიძე) 

10.  ლეილა (გ. ხუხაშვილის "ზღვის შვილები" რეჟ: მიხეილ თუმანიშვილი) 

11.  ნათელა (ლ. სანიკიძის "ქუთათურები" რეჟ: დოდო ანთაძე) 

12.  ბაბულო (კანდელაკის "სარეველა" რეჟ: აკაკი დვალიშვილი) 

13.  ქეთო (როზოვის "ხალისიანი მეგობრები" რეჟ: აკაკი დვალიშვილი) 

14.  ანო (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა" რეჟ: აკაკი ვასაძე) 

15.  ნათელა (ო. ჩიჯავაძის "პირველი მერცხალი" რეჟ: დოდო ალექსიძე) 

16.  ნატაშა რუმიანცევა (მ. ჭიაურელის "დიადი მომავლისათვის" რეჟ: აკაკი ვასაძე) 

17.  ლიდა (ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი" რეჟ: აკაკი დვალიშვილი) 

18.  ვიოლეტა (გ. მდივანის "ტერეზას დაბადების დღე" რეჟ: დოდო ალექსიძე) 

19.  ნალი (გ. მდივანის "კეთილი ნების ადამიანები" რეჟ: შოთა მესხი) 

20.  ლიზა (დარასელის "კიკვიძე" რეჟ: მიხეილ თუმანიშვილი)




კადრი ფილმიდან: "აბეზარა" (რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი). არქიტექტორ მუხაძის საცოლე - თამარი - ჟუჟუნა დუგლაძე.

მეუღლე ნოდარ მეთოდეს ძე კაკაბაძე (დ. 23 სექტემბერი, 1923, თბილისი — გ. 23 სექტემბერი, 2007, იქვე) ქართველი ლიტერატურათმცოდნე, გერმანისტი და პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1971). 


შვილი ნინო ნოდარის ასული კაკაბაძე 1968წ მსახიობი წარმ. ხონი დაბ. თბილისი


ნოდარ კაკაბაძე, ჟუჟუნა დუგლაძე-კაკაბაძე, ნინო კაკაბაძე და ჰაინრიჰ ბიოლი. პატარა ნინო კაკაბაძე კალთაში. ფოტო 1973წ

ჰაინრიხ ფიოდორ ბიოლი (დ. 21 დეკემბერი, 1917, კელნი — გ. 16 ივლისი, 1985) — გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1972). 


დედა - ჟუჟუნა დუგლაძე და მე, შვილი - ნინო კაკაბაძე 1971წ

ნოდარ კაკაბაძე და ჟუჟუნა დუგლაძე-კაკაბაძე 

ბერტოლდ ბრეხტი - "სამგროშიანი ოპერა" - (რეჟ. დოდო ალექსიძე). მეკი-მესერი - რამაზ ჩხიკვაძე, ლუსი - ჟუჟუნა დუგლაძე. (რუსთაველის თეატრი)

ჟუჟუნა დუგლაძე-კაკაბაძე, ნოდარ კაკაბაძე და ჩვენი ოჯახის მეგობარი, ქალბატონი ევა შტრიტმატერი - პოეტი. [ბერლინი]

კადრი ფილმიდან: "ორი ოჯახი" (რეჟ. დ. კანდელაკი). ჩიტო - ჟუჟუნა დუგლაძე, პროფესორი ვახტანგ ყიფიანი - იუსუფ კობალაძე.


გ. ხუხაშვილი - "ზღვის შვილები" (რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი). ბოცო კალანდაძე - ეროსი მანჯგალაძე, ლეილა - ჟუჟუნა დუგლაძე (რუსთაველის თეატრი)

ლავრენიევი - "რღვევა" (რეჟ. აკაკი ვასაძე). ბერსენიევი - აკაკი ხორავა, ქსენია - ჟუჟუნა დუგლაძე (რუსთაველის თეატრი)




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.03.2020
ბოლო რედაქტირება 10.11.2023
სულ რედაქტირებულია 8

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0