სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნინო ნოდარის ასული კაკაბაძე 1968წ მსახიობი წარმ. ხონი დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კაკაბაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

ნინო ნოდარის ასული კაკაბაძე 1968წ მსახიობი წარმ. ხონი დაბ. თბილისი

ნინო ნოდარის ასული კაკაბაძე ( 25 მაისი 1968) მსახიობი.


დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1989 წელს.


1991-1993წწ. მუშაობდა "მეტეხის თეატრში". 1994 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. მთავარი როლი შეასრულა ფილმ-ზღაპარში "უკვდავების თეთრი ვარდი (ნ. მჭედლიძე, 1984, მარჟენკა), მონაწილეობს ფილმებში: დანაშაული მოხდა" (ნ. მჭედლიძე, 1988, ნანა ჭედია), "ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ" (პ. ჩარკვიანი, 1988. ციალა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, მწყემსი გოგონა), "ქუჩის დღეები" (ლ. კოღუაშვილი, 2010, ნინო, ისტორიის მასწავლებელი).  

მამა ნოდარ მეთოდეს ძე კაკაბაძე (დ. 23 სექტემბერი, 1923, თბილისი — გ. 23 სექტემბერი, 2007, იქვე) ქართველი ლიტერატურათმცოდნე, გერმანისტი და პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1971). 


დედა ჟუჟუნა დუგლაძე 1928-2017წწ გარდ. 89 წლის მსახიობი, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი. დაბ. ყვარელი, კახეთი.


ნოდარ კაკაბაძე, ჟუჟუნა დუგლაძე-კაკაბაძე, ნინო კაკაბაძე და ჰაინრიჰ ბიოლი. პატარა ნინო კაკაბაძე კალთაში. ფოტო 1973წ

ჰაინრიხ ფიოდორ ბიოლი (დ. 21 დეკემბერი, 1917, კელნი — გ. 16 ივლისი, 1985) — გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1972). 


დედა - ჟუჟუნა დუგლაძე და მე, შვილი - ნინო კაკაბაძე 1971წ


ნოდარ კაკაბაძე და კოპელევი ლევ - (1912-1997 წ.წ.) რუსი მწერალი, ფილოლოგი -გერმანისტი. დისიდენტი

ნოდარ კაკაბაძე და ჟუჟუნა დუგლაძე-კაკაბაძე 

მადლობა მაგდა მჭედლიძეს თანამშრომლობისთვის

კაკაბაძე  გვარი

ამ გვარის ფუძედ ზოგი კაკაბას მიიჩნევს და ფრინველს უკავშირებს, კერძოდ, კაკაბს. ვფიქრობ, ეს გულუბრყვილო ეტიმოლოგიაა. 

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კაკა, რომელსაც თან ერთვის სუფიქსები ბა და ძე. 

კაკა – ჩხარის ციხის მეციხოვნე, მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნეში. 

კაკაბაძე ერთ-ერთი უძველესი და ლიბოძლიერი გვარია. გვარი გვხვდება 1545 წლიდან. 

„კაკაბაძე, კურსევს მცხოვრები, ბაგრატ მეფემ მისი შეწირულსა განუახლა გელათის წმიდა გიორგის“ (1545 წელი). 


კაკაბაძეები მოიხსენიებიან 1561-1612 წლებში ქვემო ქართლში, 1621 წელს – ხონში, 1583 წელს – ფიმში. ასევე, კაკაბაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ აჭარაშიც, კერძოდ კი, ქედის რაიონის სოფელ ორიცვაში. აქ ცნობილი იყო 1895 წელს მღვდელი კაკაბაძე, დიდი მქადაგებელი, მოყვარე და პატივმცემელი ქართველთა. თურმე, ის არ უშინდებოდა მუქარას. ეკლესიაში ზარებს რეკდა და რამდენიმე სოფლის ხალხს ამით წირვაზე იხმობდა. წინ აღდგომია ჯამეს აგებას, მაგრამ თავისი არ გასვლია. მან ჩაქვისკენ გაქცევით უშველა თავს, რადგან იქ ისლამი ისე ძლიერად არ იყო. იმ პატრიოტი მღვდლის, კაკაბაძის შვილები მომხვდურებმა ქეშიშოღლებად მონათლეს, ანუ „ურჩი მღვდლის შვილები“. გადმოცემის თანახმად, დევნის თავიდან ასაცილებლად, მღვდელს დედის თუ ახლო ნათესავის გვარი კეკიძე – გეგიძე მიუღია. ემსახურებოდა ჩაქვი-მახინჯაურის ზონის, ჯერ კიდევ, ქრისტიანად დარჩენილ მოსახლეობას. 

მარადიდის უბან ქუთურეთში არიან კეკიძეები – ასე მონათლეს მღვდელ კაკაბაძის შთამომავლები. დაბა ქედის გარეუბანში კი არის სოფელი კაკაბაძეები, აქვეა ნაცოხვარი ამავე სახელწოდებით. 

კაკაბაძეები, კეკიძეები და გეგიძეები ცხოვრობენ სხვა ადგილებშიც. ისინი დამოუკიდებლად გაჩენილი გვარებია. 

გეგიძეები აზნაურებიც იყვნენ. 

იმ კაკაბაძეებმა კი, რომლებიც აჭარაში ცხოვრობდნენ, აწარმოეს გვარი კეკიძე და გეგიძე. 

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, კაკაბაძეებს რაოდენობის მიხედვით 169-ე ადგილი უჭირავთ. 

საქართველოში 3 444 კაკაბაძე ცხოვრობს. თბილისში – 868, ხონში – 575, ხელვაჩაურში – 422, არიან სხვაგანაც.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.03.2020
ბოლო რედაქტირება 09.11.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0