სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ალდე კაკაბაძე 1932-2016წწ. მხატვარი, პედაგოგი. წარმ. სოფ. ჩხარი, თერჯოლა, იმერეთი. დაბ. თბილისი.

1932-2016 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კაკაბაძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ალდე კაკაბაძე 1932-2016წწ. მხატვარი, პედაგოგი. წარმ. სოფ. ჩხარი, თერჯოლა, იმერეთი. დაბ. თბილისი.

ალდე კაკაბაძე (1932-2016)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტი 1957 წელს, 1963 წელს ასპირანტურა.

1957-1960წწ. თბილისის კერამიკული სკოლის, თბილისის 57-ე საშუალო სკოლის, თბილისის სარეწაო კავშირების საკონსტრუქტორო ბიუროს პედაგოგი; 1964 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის კათედრის პედაგოგი; 1980 წლიდან პროფესორი. ამავე წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში: კერამიკის საერთაშორისო გამოფენაზე ჟენევაში(1966), საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე ფიეცაში(1970), მსოფლიო გამოფენაზე ვალორისში(1970); წარმატებით მონაწილეობდა კერამიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე შიკლოშში, გამოფენაზე მონრეალში(1967), იუგოსლავიაში(1968), საფრანგეთში(1970). ავტორია ნამუშევრებისა: "ძველებური სიმღერა", "მიტოვებული სოფელი", კერამიკული პორტრეტი "კახელი", მარანი "ორნი", მარანი "საქართველო". პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში(1974), მოსკოვში(1977), კოპენჰაგენში(1979), ნანტში (1982), ვლადიმირში (1983). მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მუზეუმებშია დაცული. მიღებული აქვს ჟენევის საერთაშორისო გამოფენის დიპლომი (1966), საერთაშორისო გამოფენა-კონკურსის(ფიეცა) საპატიო დიპლომი (1970), მსოფლიო გამოფენაის (ვალორისი) პირველი ხარისხის დიპლომი (1970), სსრკ სამხატვრო აკადემიის საპატიო დიპლომი, კერამიკული ნამუშევრების სერიისათვის (1972), საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი, საუკეთესო კერამიკული ნამუშევრისთვის (1976).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 165; კვირა-საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი: kvira.ge


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • ღირსების ორდენი

კაკაბაძე 

ამ გვარის ფუძედ ზოგი კაკაბას მიიჩნევს და ფრინველს უკავშირებს, კერძოდ, კაკაბს. ვფიქრობ, ეს გულუბრყვილო ეტიმოლოგიაა. 

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კაკა, რომელსაც თან ერთვის სუფიქსები ბა და ძე. 

კაკა – ჩხარის ციხის მეციხოვნე, მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნეში. 

კაკაბაძე ერთ-ერთი უძველესი და ლიბოძლიერი გვარია. გვარი გვხვდება 1545 წლიდან. 

„კაკაბაძე, კურსევს მცხოვრები, ბაგრატ მეფემ მისი შეწირულსა განუახლა გელათის წმიდა გიორგის“ (1545 წელი). 

კაკაბაძეები მოიხსენიებიან 1561-1612 წლებში ქვემო ქართლში, 1621 წელს – ხონში, 1583 წელს – ფიმში. ასევე, კაკაბაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ აჭარაშიც, კერძოდ კი, ქედის რაიონის სოფელ ორიცვაში. აქ ცნობილი იყო 1895 წელს მღვდელი კაკაბაძე, დიდი მქადაგებელი, მოყვარე და პატივმცემელი ქართველთა. თურმე, ის არ უშინდებოდა მუქარას. ეკლესიაში ზარებს რეკდა და რამდენიმე სოფლის ხალხს ამით წირვაზე იხმობდა. წინ აღდგომია ჯამეს აგებას, მაგრამ თავისი არ გასვლია. მან ჩაქვისკენ გაქცევით უშველა თავს, რადგან იქ ისლამი ისე ძლიერად არ იყო. იმ პატრიოტი მღვდლის, კაკაბაძის შვილები მომხვდურებმა ქეშიშოღლებად მონათლეს, ანუ „ურჩი მღვდლის შვილები“. გადმოცემის თანახმად, დევნის თავიდან ასაცილებლად, მღვდელს დედის თუ ახლო ნათესავის გვარი კეკიძე – გეგიძე მიუღია. ემსახურებოდა ჩაქვი-მახინჯაურის ზონის, ჯერ კიდევ, ქრისტიანად დარჩენილ მოსახლეობას. 

მარადიდის უბან ქუთურეთში არიან კეკიძეები – ასე მონათლეს მღვდელ კაკაბაძის შთამომავლები. დაბა ქედის გარეუბანში კი არის სოფელი კაკაბაძეები, აქვეა ნაცოხვარი ამავე სახელწოდებით. 

კაკაბაძეები, კეკიძეები და გეგიძეები ცხოვრობენ სხვა ადგილებშიც. ისინი დამოუკიდებლად გაჩენილი გვარებია. 

გეგიძეები აზნაურებიც იყვნენ. 

იმ კაკაბაძეებმა კი, რომლებიც აჭარაში ცხოვრობდნენ, აწარმოეს გვარი კეკიძე და გეგიძე. 

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, კაკაბაძეებს რაოდენობის მიხედვით 169-ე ადგილი უჭირავთ. 

საქართველოში 3 444 კაკაბაძე ცხოვრობს. თბილისში – 868, ხონში – 575, ხელვაჩაურში – 422, არიან სხვაგანაც.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0