მარინე თბილელი ( 25 ოქტომბერი 1920-2002) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თელავი.
დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1940 წელს.
ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში; 1946 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი იყო; 1974 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრშია.
გამოირჩევა ჭეშმარიტი არტისტიზმით, სცენური მომხიბლელობით, მუსიკალურობით, პლასტიკურობითა და გარდასახვის უნარით; როლები: თეკლა ბატონიშვილი (ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები"), ფლორელა (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი") ლარისა (ნ. ოსტროვსკის "უმზითვო"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), კეკელა ("ძველი ვოდევილები"), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანის?!" მიხედვით), ნათელა (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), მილენინა (ა. გელოვანის "დასაწყისი"), იორკის მთავრის მეუღლე (უ. შექსპირის "რიჩარდ III" და სხვ. 1955 წლიდან მოღვაწეობს კინოში. დაუვიწყარია მისი ბუბუსია ("აბეზარა", 1955), ფატმანი ("ბაში-აჩუკი", 1956), მართა ("ქალის ტვირთი", 1957), ანა ("თხუნელა", 1962), ალისა ("თოჯინები იცინიან", 1963), თაშნაური ("ჩირიკი და ჩიკოტელა", 1972), სკოლის დირექტორი ("როცა აყვავდა ნუში", 1972) და სხვ.; საინტერესო სახეები შექმნა სომხურ ფილმებში: როზალია ("პატიოსნებისათვის, 1955, ერევნის კინოსტუდია), გოჰარი ("დედის გული", 1958), ზარუი ("თორმეტი თანამგზავრი", 1962) და სხვ. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. ცნობილი რეჟისორის აკაკი დვალიშვილის მეუღლე, მსახიობ ბაია დვალიშვილის დედა. თეატრისა და კინოს მსახიობი.