სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
 1.6 მითრიდატე I  ძვ. წ. I ს-ის 30-იანი წლები ქართლის წარმართი მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

394       ბეჭდვა

1.6 მითრიდატე I ძვ. წ. I ს-ის 30-იანი წლები ქართლის წარმართი მეფე

მითრიდატე I, მირდატ I — პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“ მიხედვით: ფარსმან I-ის ძეა. კირილ თუმანოვის „იბერიის ადრეული მეფეების ქრონოლოგიის“ მიხედვით: ადერკის (ლათ. Pharasmanes I) ძეა. ს. რ. გორგაძის „საქართველოს ისტორიის“ მიხედვით: „მე-30 წელს ქრ. შემდეგ იბერიის ტახტი დაიჭირა ადერკის შვილმა „ქართამმა“, რომელსაც უცხოეთის მწერლები „მითრიდატს“ ანუ მიჰრდატს უწოდებენ. ეს არის მირდატ I, რომელმაც სულ ხუთიოდე წელს იმეფა (30 – 35 წ. ქრ. შემდეგ). იხსენიება 75 წლით დათარიღებულ ბერძნულ წარწერაში, რომელიც 1867 წელს მცხეთის მახლობლად იპოვეს. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მეგობარს, რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა ტიტემ და დომიციანემ მცხეთის გალავნის კედლები განუმტკიცეს. მითრიდატე I იხსენიება აგრეთვე არმაზისხევის სამაროვანზე 1940 წელს აღმოჩენილ ერთენოვან „არმაზულ“ წარწერაში, როგორც იბერთა „მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, დიდი მეფისა“. აქვე ლაპარაკია მისი მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე. 1867 წელს სამხედრო გზის გაყვანისას არშესული მცხეთაში მდინარე მტკვრის ნაპირას აღმოაჩინეს ქვის სტელა რომელზედაც ბერძნული წარწერა იკითხებოდა. როგორც გაირკვა აღნიშნული ქვა მცხეთის გალავანზე იყო აღმართული და დროთა განმავლობაში ჩამოვარდა. წარწერა +75 წლით თარიღდება და იკითხება შემდეგი შინაარსის წარწერა: „თვითმპყრობელმა კეისარმა ვესპასიანე სებასტოსმა, დიდმა მღვდელმთავარმა, მეშვიდეჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, მეთოთხმეტეჯერ თვითმპყრობელად (არჩეულმა), ექვსჯერ ჳპატოსმა და მეშვიდეჯერ გამოცხადებულმა, სამშობლოს მამამ ცენზორმა და თვითმპყრობელმა ტიტე კეისარმა, სებასტოსის ძემ, მეხუთეჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, ოთხჯერ ჳპატოსმა და მეხუთედ გამოცხადებულმა, ცენზორმა და დომიციანე კეისარმა, სებასტოსის ძემ, სამჯერ ჳპატოსმა და მეოთხედ გამოცხადებულმა, იმერთა მეფეს, მითრიდატეს, მეფე ფარსმანისა და იამასასპის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს და ხალხს კედლები გაუმაგრეს.“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0