სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
4.36 ანტონ II (ბაგრატიონი) 1762-1827წწ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეფე ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი. დაბ. თელავში. ხსენება 21 (03 იანვ) დეკემბერი   4.36 ანტონ II (ბაგრატიონი) 1762-1827წწ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეფე ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი. დაბ. თელავში. ხსენება 21 (03 იანვ) დეკემბერი  

1762-1827 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ბაგრატიონი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

419       ბეჭდვა

4.36 ანტონ II (ბაგრატიონი) 1762-1827წწ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეფე ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი. დაბ. თელავში. ხსენება 21 (03 იანვ) დეკემბერი  

ხსენება (ახალი სტილით 3 იანვარი).

ანტონ II, ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი (დ. 8 იანვარი, 1762 — გ. 21 დეკემბერი, 1827) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის მეოთხე ვაჟიშვილი მესამე ქორწინებიდან. 2011 წლის 11 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებით შეირაცხა წმინდანად მრავალვნებული ანტონ II-ის სახელით. მისი ხსენება დაწესდა 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).


დაიბადა 1762 წელს. მისი ბაბუის, თეიმურაზ II-ის პატივსაცემად ნათლობისას თეიმურაზი დაარქვეს.


თეიმურაზ ბაგრატიონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად. ერთი გადმოცემის მიხედვით მცირე ხნით იმყოფებოდა საბერძნეთში. ბერობისა და იეროდიაკონობის მიღების შემდეგ, 1773 წელს ძმასთან, მირიანთან ერთად გაემგზავრა რუსეთში. მეფე ერეკლე II-ის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, 1784 წელს ცარსკოე-სელოს ეკლესიაში იმპერატორ ეკატერინე II-სა და მისი უმაღლესი სასახლის წევრების თანდასწრებით ეკურთხა ეპისკოპოსად, გამწესებულ იქმნა „ნინოწმინდელ მიტროპოლიტად. იმავე წელს, ჯერ კიდევ რუსეთში მყოფი გადაყვანილ იქნა ალავერდელ მიტროპოლიტად, ამ წოდების ტარებას და ალავერდის ეპარქიის მართვას კათოლიკოს–პატრიარქობის დროსაც აგრძელებდა. მამის სურვილის თანახმად 1788 წელს დაბრუნდა საქართველოში და იმავე წლის 29 ოქტომბერს დაინიშნა მცხეთის მთავარეპისკოპოსად, ქართლისა და კახეთის კათოლიკოსის კათედრაზე (ნაცვლად 1788 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილ კათოლიკოს პატრიარქის ანტონ I-სა).


1801 წლის 10 მარტს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ანტონი დაასაჩუქრა სერაფიმებით მორთული თეთრი ბარტყულათი, ზედ ბრილიანტის ჯვრით. 1801 წლის 15 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კათოლიკოს ანტონს უბოძა ალექსანდრე ნეველის ორდენი.


1811 წელს კათოლიკოსი საქართველოდან ძალით პეტერბურგში გაიწვიეს, სადაც იგი სინოდის წევრი ხდება. იმპერატორმა მას მწვანე ხავერდის მანტია უბოძა, მიანიჭა ანდრია პირველწოდებულის ორდენი და ამ ორდენის ჰონორარების გარდა, ჯამაგირად 54 000 მანეთი დაუნიშნა.

კათოლიკოსი ანტონი, ვერ ეგუებოდა პეტერბურგში გადასახლებას, არ ესწრებოდა უწმიდესი სინოდის სხდომებს. ერთ-ერთი ვერსიით ამისი მიზეზი იყო ის, რომ მას არ ჰქონდა იმპერატორის მიერ დადასტურებული სინოდის ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც კათოლიკოსობა საქართველოში საეგზარქოსო მმართველობით იქნა შეცვლილი.

1811 წელს კათოლიკოსი ანტონი ჩამოშორდა საეკლესიო სამსახურს, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ხოლო 1812 წლიდან ნაპოლეონთან ომის გამო დატოვა მოსკოვი და ტამბოვში გადასახლდა. 1819 წელს კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა, ბოლოს კი სახლდება ნიჟნი-ნოვგოროდის სოფელ ლისკოვოში, იმ დროისათვის იქ მცხოვრებ ქართველ მეფეთა შთამომავლის გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკის, ლეონ გრუზინსკის ქვრივის, პრასკოვია ევგრაფის ასული ტატიშჩევის ასულისა და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დადიანის სიახლოვეს.

გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა თავისი ნათესავის გიორგი გრუზინსკის მამულში, შემდეგ კი ნიჟეგოროდში, რიუმინის (შემდგომში დაშკევიჩის) სახლებში, გადავიდა ბარბარეს ქუჩაზე ბრავინის (მოგვიანებით კოტელნიკოვის) სახლებში. კათოლიკოს ანტონთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად თავდაპირველად იყვნენ მისი ნათესავი ესტატე ციციანოვი, იეროდიაკვანი დანიელი და იერომონაზონი (ანუ მღვდელმონაზონი) ფილადელფოს კიკნაძე. ღვთისმსახურებისთვის კათოლიკოსი ანტონი დგება ნიჟნი–ნოვგოროდის მიძინების ეკლესიაში. მიძინების ეკლესია იყო მუდმივი სამლოცველო ტაძარი მის მეუფებისათვის. ამ ეკლესიაში არსებული წმინდა ხარლამპის ეკვდერი მიკუთვნებულ იყო ქართველთათვის, სადაც ყოველთვის ქართულად სწირავდნენ.

საზეიმო გამოსვლებისას ქალაქში ანტონი მოძრაობდა ფრანგული წარმოების მოოქვრილი, ექვსცხენიანი ეტლით, რომელიც მას საჩუქრად იმპერატორმა ალექსანდრემ პირველმა უბოძა. ეს ეტლი კი მანამდე იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულს ეკუთვნოდა.

სიცოცხლის ბოლოს ანტონი ცხოვრობდა ოშარის ქუჩაზე, ევფიმიევსკის (შემდგომში კი ტერსკის კუთვნილ) სახლში, სადაც მიიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს, დილის 10 საათზე, 66 წლის ასაკში. ანტონის სიკვდილის შემდეგ ფულად დარჩა 400 მანეთი, რაც არ იყო საკმარისი მისი დასაფლავებისათვის. თ. გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ ივალა 6000 მანეთი ანტონის დასასაფლავებლად.

ანტონ კათოლიკოსი 14 წლის განმავლობაში დასაფლავებული იყო ნიჟნი–ნოვგოროდის ხარების საკათედრო ტაძარში, 1841 წლის 9 სექტემბერს კი მისი ნეშტი გადაასვენეს ფერისცვალების ახალ საკათედრო ტაძარში და დამარხეს წმ. დიმიტრის ეკვდერში. ეს ტაძარი საბჭოთა მმართველობის დროს ააფეთქეს, ანტონ მეორის საფლავი კი განადგურდა.

ნიჟნი-ნოვგოროდში მცხოვრებ ანტონს მოიხსენიებდნენ „უნეტარესად და უწმიდესად“. ანტონის ჰქონდა მაღალი ტანი, ლამაზი და ცოცხალი სახე, გრძელი წვერები, ღრმა, შავი თვალები და სქელი წარბები, არ იცოდა კარგად რუსული ენა და იგი ლაპარაკობდა მთარგმნელის შემწეობით. მას არ ყოფნიდა თავისი ჯამაგირი, რადგანაც იგი უხვი და მოწყალე კაცი იყო და ბევრი მხლებლებიც ჰყვანდა.


2011 წლის 11 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდის განჩინებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II წმიდანად შერაცხეს და სახელად მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწოდეს. მისი ხსენება დაწესდა 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.10.2023
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0