Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
6.2 თეოფილაქტე (რუსანოვი) 1817 -1821 საქართველოს ეგზარქოსი

931      

6.2 თეოფილაქტე (რუსანოვი) 1817 -1821 საქართველოს ეგზარქოსი

მიტროპოლიტი თეოფილაქტე (ერისკაცობაში — ფიოდორ გაბრიელის ძე რუსანოვი; დ. 1765 — გ. 19 ივლისი1821ბოდბის მონასტერი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1817-1821 წლებში. იყო ცარიზმის კოლონიური-რუსიფიკატორული პოლიტიკის აქტიური გამტარებელი საქართველოში.

1817 წლის 14 მაისს მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.

1817 თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში შემოიღო კვირაში სამი დღე რუსულად წირვა-ლოცვა. თეოფილაქტეს ინიციატოვით მომზადდა "საეკლესიო რეფორმების" პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველ სამღვდელოების მთლიანად ცარიზმის სამსახურში ჩაყენებას. პირადად ხელმძღვანელობდა ამ რეფორმების გატარებას დასაცლეთ საქართველოში. 1819 საეკლესიო გლეხებს შეაწერა გადიდებული ფულადი გადასახადი, ნატურით გადასახადი შეუცვალა ფულადით, შეამცირა ეპარქიათა და სამრევლო ეკლესიების რაოდენობა და სხვა.

თეოფილაქტეს ამ ღონისძიებებმა გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და დააჩქარა აჯანყება (იმერეთის აჯანყება 1819-1820), აჯანყებულთა შიშით თეოფილაქტე იმერეთიდან თბილისში დაბრუნდა და აჯანყებულთა მეთაურებს რუსეთის ხელისუფლებასთან აბეზღებდა. თეოფილაქტემ ქართულ სამღვდელოების რუსულად აღზრდის მიზნით დააარსა სასულიერო სასწავლებლები თბილისშითელავშიგორშისიღნაღში. ხელს უწყობდა ოსურ მოსახლეობაში ქრისტიანობის გავრცელებას.


ვისწრაფვით, რათა ვაუწყოთ მკითხველთა ამა გაზეთისათა, რომელ ხელმწიფე იმპერატორმა ყოვლადუმოწყალესად ინება ბოძება საქართველოს ეგზარხოსის ყოვლადუსამღვდელოესის თეოფილაკტესადმი მიტროპოლიტობა ქართლისა და კახეთისა.