სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
7.4 ქრისტეფორე III ციცქიშვილი 1927 – 1932წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ. ვერტყვიჭალა ხარაგაული იმერეთი

1873-1932 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გვარი ციცქიშვილი სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

491       ბეჭდვა

7.4 ქრისტეფორე III ციცქიშვილი 1927 – 1932წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ. ვერტყვიჭალა ხარაგაული იმერეთი

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი; დ. 27 მარტი1873ვერტყვიჭალახარაგაულის რაიონი — გ. 23 იანვარი [ ძვ. სტ. 10 იანვარი]1932თბილისი) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1927–1932 წლებში.


ციცქიშვილთა შტო სასულიერო გვარს მიეკუთნებოდა, ამიტომაც მათ შორის მრავლად იყვნენ სასულიერო პირები. მღვდელი იყო მომავალი პატრიარქის ერთ-ერთი ძმაც. ამიტომაც გასაკვირი არ ყოფილა, რომ მან სასულიერო გზა აირჩია. 1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური კურსები, 1895–1922 მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში —ხიდისთავში, იტრიაშინაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფ. იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი (1898–1905), გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე (1904–1905), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი (1905–1918), იქვე ქართული ენის მასწავლებელი (1918–1921). 1905 თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. მისი მეუღლე იყო ანა ჩუბინიძე, რომელიც მეტად სათნო, მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანი ყოფილა, იგი საკმაოდ ადრე გარდაიცვალა, ხუთი შვილის აღზრდა კი პატრიარქმა იტვირთა. 1922 წლის 18 მარტს დეკანოზი ქრისტეფორე, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას მიერ ხელდასხმულ იქნა ჯერ მანგლისის, ხოლო შემდეგ ურბნისის ეპისკოპოსად. 


1922 წლის 28 მაისს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ეპისკოპოსად, 1923 წლის 12 იანვრიდან 1925 წლის 8 მარტამდე კი ასრულებდა პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას. აქედან იწყება მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ 1927 წლის 26 ივნისს IV საეკლესიო კრებაზე იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოსად აირჩიეს. მეტად მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო სიტუაციაში მოუწია მას ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის მიღება. კომუნისტები ძალიან ავიწროვებდნენ სასულიერო პირებს, დევნიდნენ მრევლს. კათოლიკოს ქრისტეფორეს დროს 1927 წლის ნოემბრიდან მოხდა ეკლესიის გადასვლა კალენდრის ძველი სტილიდან ახალზე. ამ ნაბიჯით ის ცამეტდღიანი განსხვავება, რომელიც მაშინ იყო და დღესაც არსებობს საერო და საეკლესიო კალენდრებს შორის, მოისპო, ანუ ყოველ დღესასწაულს, მაგ. ახალი წლის აღნიშვნა ჩვენს შემთხვევაში, რომ სხვადასხვა დროს ხდება, მაშინ ერთ დღეს დაემთხვა. 1923 წელს კათოლიკოს ამბროსის ნებართვითაც იქნა ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი შემოღებული. თვითონ პატრიარქი ამბროსიც, როგორც ერთ-ერთ თავის მოხსენებაში კათოლიკოსი ქრისტეფორე აღნიშნავდა, 1923–1924 წლებში ამ სტილის მიხედვით მარხულობდა და იხსნილებდა, თუმცა შემდგომში, 1925 წლის მარტიდან, კათოლიკოსის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ეკლესია ისევ კალენდრის ძველ სტილს დაუბრუნდა 1927 წლამდე.


ქრისტეფორე III ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. მას ეკუთვნის ბევრი ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის წერილი და გამოკვლევა. მათგან გამოსაყოფია ნაშრომები ძველი ქართული მწერლობის ძეგლის „ვისრამიანის“ ეროვნების შესახებ.

პატრიარქი ჯერ კიდევ ახალგაზრდა აღესრულა 1932 წლის ძვ. სტ. 10 იანვარს, 57 წლისა. წესისამებრ, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი ყველა პატრიარქი, დაკრძალულ იქნა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. გაზეთში მხოლოდ ერთი პატარა განცხადება იყო, ისეთი, როგორითაც ჩვეულებრივ ერისკაცს აცხადებენ ხოლმე: „გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი“. ბევრმა არც კი იცოდა რომ ეს სახელი და გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა.

მოგონება დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძის დღიურიდან:

ქრისტეფორე-კათალიკოსის დასაფლავება 14 იანვარს — 1932 წ. ხუთშაბათს.

დღეს — ძველებურად ახალ-წელიწად დღეს — დაასაფლავეს სიონის ტაძარში, კათოლიკოს კირიონის საფლავის თითქმის გვერდით — კათალიკოსი ქრისტეფორეც. მარჯვნივ — ეს ორი კათალიკოსია დასაფლავებულნი, მარცხნივ კიდევ ლეონიდი და ამბროსი. მწირველი იყო „მოსაყდრე“ კალისტრატე მიტროპოლიტი.

2013 წლის 20 ივნისს მისი სახელი მიენიჭა იტრიის საშუალო სკოლას და ეწოდა ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა


  ქრისტეფორე ციცქიშვილი დაიბადა 1873 წელს ხარაგოულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში. ციცქიშვილთა საგვარეულო შტო სასულიერო გვარს მიეკუთნებოდა, ამიტომაც გასაკვირი არ ყოფილა, რომ მან სასულიერო გზა აირჩია. 


     პირველდაწყებითი სწავლა–განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიღო. 1882 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, ხოლო 1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგ 1893 წლიდან პედაგოგობას მიჰყო ხელი. 1895 წელს ქრისტეფორე ციცქიშვილი მღვდლად აკურთხეს და განაწესეს კასპიისპირეთის ოლქის სოფელ მიხაილოვკაში, 1896 წელს დაინიშნა გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში „წედისის“ წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად, ხოლო 1897 წელს გადაყვანილი იქნა იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვრად. იტრიაში იგი ამავე დროს იყო სოფლის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი.


     1904 წელს მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი დაინიშნა გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ. 1905 წლიდან  1918 წლამდე მუშაობდა თბილისის მეხუთე გიმნაზიაში (ავლაბრის პროგიმნაზია) საღვთო სჯულის მასწავლებლად, ხოლო 1918 წლიდან იქვე ასწავლიდა ქართულ ენას.


    1905 წელს  თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II მიმართეს ამ მოთხოვნით.


    1918–1920 წლებში მოძღვრად მსახურობდა მეხუთე პოლკში, ხოლო 1921–1921 წლებში კი ნაბატევის სამრევლოში.


    1921 წლიდან ქრისტეფორე ციცქიშვილი ჯერ თბილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის, ხოლო შემდეგ ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარად დაინიშნა.


     1922 წლის 18 მარტს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ ეპისკოპოსად აკურთხა და სვეტიცხოველში მოხდა მისი ხელდასმა ჯერ მანგლისის ეპისკოპოსად, ხოლო შემდეგ ურბნისის ეპარქიის მმართველად განაწესა.. 1922 წლის 28 მაისიდან ასრულებდა კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოვალეობას.


    სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ამბროსის დაპატიმრების შემდეგ, 1923 წლის 12 იანვრიდან 1925 წლის 8  მარტამდე არულებდა პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას.


    აქედან იწყება მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ 1927 წლის 26 ივნისს IV საეკლესიო კრებაზე იმ დროს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოს–პატრიარქად აირჩიეს.  მეტად მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო სიტუაციაში მოუწია მას ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის მიღება. კომუნისტები ძალიან ავიწროვებდნენ სასულიერო პირებს, დევნიდნენ მრევლს. ახლად არჩეულმა პატრიარქმა საბჭოთა ხელისუფლება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ხელისუფლებად გამოაცხადა და იმედოვნებდა, რომ შეაჩერებდა ბოლშევიკური ხელისუფლების ანტირელიგიურ კამპანიას, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერდა სასულიერო პირებზე ზეწოლა, ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, სასულიერო პირების რეპრესიები. ასეთ ვითარებაში იგი 1930 წლის 15 ოქტომბერს იძულებული გახდა, დაპირისპირებოდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს წერილიც მისწერა: – "საქართველოს საკათალიკოსო სინოდის დავალებით პატივისცემით წარმოგიდგენთ ამ განცხადებას, რომლითაც ჩვენ მივიქცევთ საქართველოს ცაკის ყურადღებას რომ მთავრობის დეკრეტები და განკარგულებები ეკლესიის შესახებ არ სრულდება... ეპისკოპოსებს არ აძლევენ ნებას ეპარქიებში მოგზაურობისა და წირვა ლოცვის ჩატარების, კიდევ უფრო გაიზარდა სასულიერო პირთა საშემოსავლო გადასახადები… ჩვენ მოგახსენებთ, რომ დღეს წარმოებული შევიწროებანი საქართველოს ეკლესიის უდრის მის მოსპობას. რაც არ უნდა იყოს სასურველი არავისათვის” (სტილი დაცულია). 


     ეკლესიის გაუსაძლის მდგომარეობაზე მიუთითებდა 1931 წლის 28 აპრილის მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III თავად შეადგინა. იგი ცდილობდა რუსეთის ეკლესიასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიალური ავტოკეფალიის აღიარების პირობის შემთხვევაში. რუსებთან მოლაპარაკებებს სასურველი შედეგი არ მოჰყვა… 


    1927  წლის ნოემბრიდან, კათოლიკოს–პატრიარქის ქრისტეფორეს დროს მოხდა ეკლესიის კალენდრის ძველი სტილიდან ახალზე გადასვლა.


     ქრისტეფორე III მრავალმხრივი განათლების მქონე მებრძოლი და ეროვნული სულისკვეთების ადამიანი. თავისი ცხოვრების მანძილზე ჰქონდა წარმატებებიც  და წარუმატებლობაც… მისი მეუღლე იყო ანა ჩუბინიძე, რომელიც მეტად სათნო, მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანი ყოფილა. იგი საკმაოდ ადრე გარდაიცვალა, ხუთი შვილის აღზრდა კი პატრიარქმა იტვირთა. 


    ქრისტეფორე III ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. მას ეკუთვნის ბევრი ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის წერილი და გამოკვლევა. აღსანიშნავია მისი ნაშრომი ძველი ქართული მწერლობის ძეგლის „ვისრამიანის“ ეროვნების შესახებ. 


     უნეტარესი ქრისტეფორეს ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა, ფიზიკურად ძლიერი, შთამბეჭდავი აღნაგობის კაცი დასუსტდა, მოძრაობა უჭირდა… 1932 წლის 10 იანვარს იგი აღესრულა და დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძარში განსვენებულ პატრიარქთა გვერდით.


    გაზეთში მხოლოდ ერთი პატარა განცხადება იყო, როგორითაც ჩვეულებრივ ერისკაცს აცხადებენ ხოლმე: ,,გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი“. ბევრმა არც კი იცოდა რომ ეს სახელი და გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი (1909-1911)

წყარო http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00004169/

1891 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადეობის გამგეობამ ფინანსური პრობლემის გამო ბიბლიოთეკის შენობის აგება ვერ მოახერხა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1894-1895 წლების ანგარიშის მიხედვით, წიგნსაცავის ადგილი მოცულობით ძალიან პატარა იყო. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სურდა წიგნსაცავისთვის უფრო დიდი და უსაფრთხო ადგილი მოეძებნა, თუმცა გამგეობის იმედი, რომ მუზეუმისთვის ასაშენებელ ადგილს იშოვიდა არ გამართლდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

ციცქიშვილი ქრისტეფორე მურმანის ძე მღვდელი  1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო .
ციცქიშვილი ქრისტეფორე  1912 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეცამეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი, ფილიპე მგელაძე და მუზეუმის ამშენებელი კომისიის წევრები: თავმჯდომარე, ექვთიმე თაყაიშვილი და მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი.
ციცქიშვილი  ქრისტეფორე მურმანის ძე მღვდელი 1910-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმების მიხედვით, სამუზეუმო კომისიის წევრები იყვნენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი, , იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, ვახტანგ მუსხელაშვილი და ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 30.09.2023
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0