სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ვალერი ციცქიშვილი 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ტახტისძირი ქარელი ვალერი ციცქიშვილი 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ტახტისძირი ქარელი

1988-2008 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ციცქიშვილი სია

ქარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

ვალერი ციცქიშვილი 1988-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ტახტისძირი ქარელი

კაპრალი ციცქიშვილი ვალერი რეზოს ძე მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.



 

თერთმეტ აგვისტოს ბროწლეთში დაიღუპა. წინა დღით, ცხინვალის შეტაკებისას, ფეხში დაჭრილ ვალერი ციცქიშვილს თანამებრძოლები სთხოვდნენ, ცხელ წერტილს გაგარიდებთო, მაგრამ მისგან უარი მიუღიათ, ბრძოლის ველის დატოვება არ უნდოდა, მაშინ, როცა იქ მისი მეგობრები ტყვიებს მკერდს უშვერდნენ. მის დანაყოფს თავი სოფელ ბროწლეთში ერთ-ერთი შენობისთვის შეეფარებინა. შენობის დაბომბვას ვალერის რამდენიმე თანამებრძოლი შეეწირა. მძიმედ დაჭრილი ციცქიშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. თუმცა ვალერი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა...

ლამზირა ციცქიშვილი, დედა: „7 აგვისტოს ისე წავიდა სახლიდან, რომ ვერც გავიგეთ... არ ვიცი, იქნება და მართლაც გული უგრძნობდა რამეს და მაგიტომ არ დაგვემშვიდობა არავის... ახალგაზრდა ნათესავის გასვენებაში იყო ჩამოსული და ძმაკაცებისთვის უთქვამს, რა ახალგაზრდები იღუპებიან ციცქიშვილები, რა მოგვდისო... ახლა ჩემი ჯერია, იცითო? ალბათ, ამ სიტყვების მიზეზი ის იყო, რომ ჩვენთან, ქარელის რაიონში, სოფელ ტახტისძირთან ძალიან ახლოს არის ოსების საზღვარი და არეულობა ჯერ კიდევ აგვისტოს პირველივე დღეებში იგრძნობოდა... ალბათ, საშიშროების მოახლოვებას გრძნობდა.


ბოლოს 10 აგვისტოს ველაპარაკე, ნუ გეშინია დედა, კარგად ვარო. ცხინვალში ყოფილა ამ დროს და არ გამიმხილა, ნუ ნერვიულობო დამამშვიდა. 11 აგვისტოს რომ ვრეკავდით უკვე პასუხს აღარ გვცემდა... 12-ში გავიგეთ, რომ ეს უბედურება დაგვატყდა თავს...“

ვალერი ციცქიშვილი 1988 წლის 25 თებერვალს ქარელის რაიონში, სოფელ ტახტისძირში დაიბადა და გაიზარდა. ოჯახში მესამე შვილი იყო. ციცქიშვილებს სამი ვაჟი ჰყავდათ, ახლა მარტო ორნი დარჩნენ, ნაბოლარა აღარ ჰყავთ...

ლამზირა ციცქიშვილი, დედა:

„ძმებთან შედარებით უფრო წყნარი და გაწონასწორებული ბიჭი იყო... ჩვენ ძირითადად მიწით ვსულდგმულობთ, ვამუშავებდით ნაკვეთებს და მთელი წელი ასე გაგვყავს-ხოლმე. ვალერი, როგორც დიდი კაცი ისე გვედგა გვერდში, შრომა არასდროს უთაკილია. 18 წლის რომ გახდა, ჯარიდან მოწვევა მოუვიდა. არ დაფიქრებულა, მაშინვე გამოცხადდა კომისარიატში და ჯარში წაიყვანეს. ჯერ ახალციხეში იყო, შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს. როცა სავალდებულო დაამთავრა, მაშინვე მოაწერა კონტრაქტს ხელი. ფაქტობრივად, სავალდებულო ჯარის მოხდის შემდეგ, სახლში არც დაბრუნებულა...

ქუთაისის 21–ე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, წოდებით კაპრალი იყო. ერაყშიც იყო ნამყოფი და მეორედ აპირებდა წასვლას. სამსახურიდან გამომდინარე სახლში იშვიათად მოდიოდა. თუმცა გადაღლა არ დატყობია, იძახდა, კონტრაქტს რომ დავამთავრებ კიდევ უნდა გავაგრძელოო... ცხოვრება უნდა ავიწყოო, დიდი მიზნები ჰქონდა... სახლის გამართვა უნდოდა, მერე მანქანის შეძენას აპირებდა. ამ ყველაფერს, რომ მოვრჩები დედი, ცოლი უნდა მოვიყვანოო... შეყვარებული ჰყავდა თუ არა, არც ეგ ვიცით, არ უყვარდა ლაპარაკი ამ თემაზე და ჩვენც არ ვაწუხებდით. შემოდგომაზე მოვიყვან ცოლსო, მაგრამ შემოდგომა აღარ დასცალდა...

12 აგვისტოს გავიგეთ ეს თავზარდამცემი უბედურება. ვალერის ბიძაშვილმა ჩემს უფროს ბიჭს დაურეკა და ვალერი აღარ გვყავსო უთხრა... გამოსული ვიყავი იმ დროს სახლიდან და სახლში რომ შევედი, ბევრი ხალხი დამხვდა, ყველა ტიროდა და მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა... ჩემს დანახვაზე უფრო მეტად დაიწყეს ტირილი...

იმ დღესვე მოვასვენეთ სახლში, მაგრამ სოფელში ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო, წუთი–წუთზე უნდა შემოსულიყვნენ რუსები და აქვე სოფელში, ეკლესიის ეზოში ნახევრადგაჭრილ საფლავში დავასაფლავეთ. ცოტა რომ დამშვიდდა სიტუაცია, სოფლის სასაფლაოზე გადავასვენეთ. მეორე დღეს დილაუთენია დავტოვეთ სახლი და გავიქეცით... აქ რომ ვენახეთ, მიცვალებულთან ერთად, შეიძლება ჩვენს თვალწინ დაეწვათ და ჩვენც დავეხოცეთ... გასვლა მოვასწარით და შემოვიდნენ, მარადიორობდნენ, სოფელი ერთიანად დაარბიეს და სახლები გადაწვეს...“

როგორც დედა იხსენებს, შვილი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ესიზმრა, თითქოს სახლში შესულა და მალევე უკან გაბრუნებულა, მალე დავბრუნდებიო, უთქვამს – გმირები ყოველთვის ბრუნდებიან, მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს...


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0