სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
7.5 კალისტრატე ცინცაძე 1866-1952წწ კათოლიკოს პატრიარქი ხსენება 21 (03/02) თებერვალი დაბ. სოფ.ტობანიერი ვანი იმერეთი

1866-1952 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გვარი ცინცაძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

392       ბეჭდვა

7.5 კალისტრატე ცინცაძე 1866-1952წწ კათოლიკოს პატრიარქი ხსენება 21 (03/02) თებერვალი დაბ. სოფ.ტობანიერი ვანი იმერეთი

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კალისტრატე (ერისკაცობაში — კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე; დ. 24 აპრილი1866ტობანიერი, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი — გ. 3 თებერვალი1952თბილისი)


— ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1932-1952 წლებში. ღვთისმეტყველების კანდიდატი (1892).



კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი), სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ: მამა — მღვდელი მიხეილი და დედა — ეკატერინე გოგორიშვილი. მიხეილ ცინცაძეს განათლება მიღებული ჰქონდა ჯრუჭის მონასტერში მიტროპოლიტ დავით წერეთლის კარზე. 1878-82 წლებში ის წირავდა სოფელ გომმუხაყრუას ტაძარში. კალისტრატეს ძმა ამფილოქე იყო მედავითნე კორმაღალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში.[1]

წერა-კითხვა ოჯახში დამ, მატრო­ნამ შეას­წავ­ლა, ხო­ლო "ჟამნის" შესწავ­­ლა­ში­ მამის შეგირდი დიაკვ­ნე­ბი დაეხმარ­ნენ. 1875 წელს ოჯახმა იგი ქუთაისის საულიერო სასწავლებელში შეიყვანა. 1882 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ეპისკოპოს გაბრიელის რეკომენდაციით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა სუფევდა. ამავე წელს 1882 წლის 8 თებერვალს მამა გარდაეცვალა 47 წლის ასაკში.


1886 წლის 24 მაისს მისმა თანაკურსელმა იოსებ ლაღიაშვილმა სიცოცხლეს გამოასალმა რექტორი ჩუდეცკი, რაც რუსეთის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისი იყო. საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ განსვენებული ჩუდეცკი რუსეთის სახელმწიფოებრივი და რელიგიური ინტერესებისათვის წამებულად წარმოაჩინა და თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ეკლესიაში ქართველი ერი საჯაროდ დაწყევლა: “ბოროტმოქმედის მსხვერპლი კი არ იმსახურებს გლოვას, არამედ ის გარემო, რომელმაც წარმოშვა ბოროტმოქმედი. დიახ, გლოვობენ მამები და დედები ჩვენი მხარისა, რომ ჩვენს წრეში არსებობენ ბავშვები ცხოველური მიდრეკილებების ამარა. მათ მიმართ არ იმოქმედა ოჯახის ლმობიერებამ, ვერ მოახდინა გავლენა სკოლის კეთილმა და თბილმა დამოკიდებულებამ. ისინი შეპყრობილნი არიან გარეშე, ცრუ და მავნე ზემოქმედებით; გლოვობენ იმის გამო, რომ უზნეო ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ ეკლესიის მსახურნიც კი. წყეულიმც იყოს ის ხალხი და ქვეყანა, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედთ შობს.” ეგზარქოს პავლეს ამ სიტყვებმა ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსისადმი გაგზავნილ ღია წერილში მოითხოვა, ეგზარქოს პავლეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო. დიმიტრი ყიფიანი იმპერატორმა გაკიცხა, გადააყენა ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძროლობის თანამდებობიდან და სტავროპოლში გადაასახლა, სადაც იგი 1887 წელს სიცოცხლეს გამოასალმეს. სემინარიელი კალისტრატე ცინცაძე ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა და სამშობლოს ინტერესების ბრძოლა მის სამოქმედო გეგმად იქცა.


1888 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და 1889 წლიდან სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. სადაც მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. 1892 წელს ის ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა საქართველოში.

კიევში გაიცნო მომავალი მეუღლე ოტილია ტომასი. ყმაწვილ კალისტრატეს პირველად მეგობართან ერთად სეირნობისას უნახავს მეუღლე, მეორედ კი საკუთარი პროფესორის ოჯახში სტუმრობისას, სადაც ოტილია პროფესორის შვილების აღმზრდელად მუშაობდა. ოტილიას მამა, ფერმერი, იოჰან ტომასი ძალიან მკაცრი კაცი ყოფილა. ყველა შვილს მისცა განათლება და სრულწლოვანები რომ გახდნენ, შინიდან გაუშვა, - თქვენი გზა თქვენვე მონახეთო. ასე მოხვდა ოტილია კიევში.

კალისტრატემ სამშობლოში ჩამოიყვანა ლუთერანი მეუღლე, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისთანავე მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს. გაუჩნდათ ექვსი შვილი: ნინო, ეკატერინე, ანგელინა, მიხეილი, მარინე და მელანია. სამი შვილი ახალგაზრდა მოუკვდათ. შთამომავლები მხოლოდ სამი შვილისგან დარჩათ.

1893 წლის 11 აპრილს აკურთხეს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად, 18 აპრილს – მღვდლად. ამ დროიდან საქართველოს პოლიტიკურ, თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს. 1903 გადაიყვანეს ქაშვეთში1909-იდან დეკანოზი. 1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიაში მომხდარი დიდი ცვლილების შემდეგ (25 თებერვალს იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა), 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, ხოლო 17 სექტემბერს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში – საკათალიკოსო საბჭოში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებს ეხებოდა. 1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში საკათალიკოსო საბჭოს წევრებს საკვებსაც არ აძლევდნენ, ექიმებს არ უშვებდნენ დაუძლურებულ ავადმყოფებთან. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა, მორალურად გაეტეხა ისინი. მან მეტეხის ციხეში 3 წელი გაატარა. 1925-იდან მიტროპოლიტი, 1925 წლის 1 ნოემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიქის ამბროსიმ საქართველოს ეკლსიის მღვდელმთავართა თანამწირველობით თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დეკანოზი კალისტრატე აკურთხა ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში, იმავე დღეს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება და დანიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, მიანიჭა ბარტყულაზე ჯვრის ტარების უფლება და მღვდელმთავართა შორის ღვთისმსახურების დროს უპირატესობა. ამ გადაწყვეტილებამ წონასწორობა დააკარგვინა ე.წ. „განახლებისა და რეფორმების“ ჯგუფის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს – დავითსა (კაჭახიძე) და ქრისტეფორეს (ციცქიშვილი). მათ იერიში მიტროპოლიტ კალისტრატეზე მიიტანეს. „რეფორმატორებმა“ ბოლშევიკური ხელისუფლების დახმარებითა და წაქეზებით 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში მოიწვიეს საეკლესიო ყრილობა და მიიღეს გადაწყვეტილება უწმიდესი ამბროსისა და მისი მომხრე სასულიერო იერარქების გადაყენების შესახებ. 1926 წლის 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე. 1927 წლის 12 იანვრიდან გაათავისუფლეს ნინოწმინდელობიდანაც და დატოვეს ქაშუეთის ეკლესიაში წინამძღვრად. კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III გრძნობდა, რომ მიტროპოლიტ კალისტრატეს დაუმსახურებლად მოექცნენ. მიტროპოლიტმა დავითმაც ბოდიში მოიხადა კალისტრატეს წინაშე.

კალისტრატე ცინცაძე ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. 1906 წელს გამოქვეყნდა მისი მონოგრაფია, რომელიც ქართველი ავტოკეფალისტების მეცნიერულ მტკიცებულებად იქცა. მას ეკუთვნის “შენიშვნები საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან”, “ვეფხისტყაოსნის ისტორიული ღირებულებანი”, “ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია”, “ივერიის საეკლესიო წესი”. “ქართული ოდიკისათვის”. მისი შედგენილი იყო საქართველოს ეკლესიის კალენდრები 1930-1952 წლებში. კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

1927 - მანგლელი ეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1932 წლის 10 იანვარს საგანგებოდ შეიკრიბა საკათალიკოსო სინოდი. სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ კალისტრატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევის შესახებ. 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.

იყო სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი (1948-იდან). კალისტრატე აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: „ქართული ეკლესიის ავტოკეფალია“ (1905რუსულ ენაზე). აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები.

კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა. უწმიდესი კათოლიკოსის ნეშტი დაკრძალეს სახელოვანი წინამორბედების – უწმიდესი კირიონ II-ის, ლეონიდის, ამბროსის, ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში.


1894 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე საზოგადოების ნამდვილი წევრობის მსურველი იყო მღვდელი კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე, ხოლო მისი თავმდებნი – დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი და ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი.

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, მღვდელ კალისტრატე ცინცაძესთვის ალექსანდრე როინაშვილის წლისთავის პანაშვიდის სანთლების, მგალობლების, გზისა და სხვა ხარჯებისთვის 8 მანეთი მიეცათ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 30.09.2023
სულ რედაქტირებულია 6

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.10.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0