Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
 აბისი.(ციხე-დარბაზი)ქარელი შიდა ქართლი  აბისი.(ციხე-დარბაზი)ქარელი შიდა ქართლი

700      

აბისი.(ციხე-დარბაზი)ქარელი შიდა ქართლი

აბისი— სოფელი საქართველოშიშიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, დოღლაურის ვაკეზე, მდ. ლოპანისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ქარელი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: აბისისთავიბერძენაული). მდინარეების ლოპანისწყლისა და დასავლეთის ფრონეს შესართავთან. ზღვის დონიდან 670 მეტრი ქარელიდან 15 კილომეტრი.

სოფლის გარეუბანში შემონახულია XVIII საუკუნის II ნახევრის ციხე დარბაზი და ნათლისმცემლის ეკლესია. თავდაპირველად აქ იდგა ნატეხი ქვით ნაგები ოდნავ წაგრძელებული კოშკური ნაგებობა, რომელსაც ოთხივე კუთხეში მიდგმული ჰქონდა თითო მრგვალი კოშკი. სართულებშუა გადახურვა შუაშიც და კუთხის კოშკებში ხისა იყო. ცენტრალური კოშკის II სართული საცხოვრებელს წარმოადგენდა (არის ბუხარიც). ვიდრე ჩრდილოეთიდან ახალ სადგომს მიაშენებდნენ, აქედან იყო ერთადერთი შესასვლელი II სართულის დონეზე, შემდეგ შესასვლელი სამხრეთიდან გაუკეთებიათ ეკლესიის კედლის სისქეში ჩართული კიბის საშუალებით, რომელიც კოშკში საგანგებოდ გაჭრილი შესასვლელისაკენ მიემართება. 1754 წელს ამოკვეთილი ეკლესიის წარწერებიდან ირკვევა, რომ კოშკი და ეკლესია ზაალ მახვილაძეს აუშენებია. სოფლის განაპირას, სასაფლაოზე წმინდა მარინეს ერთნავიანი ეკლესია დგას. სტილისტიკური ნიშნებით X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, შეკეთებულია XIX საუკუნეში და XX საუკუნის 70-იან წლებში.

აბისი პირველად 1633 წელს იხსენიება. ამ დროს იგი ავალიშვილების სამკვიდრო მამული იყო. XVIII საუკუნის 20-30-იან წლებში დაღესტნელ და ოს ფეოდალთა მოთარეშე რაზმებმა ააოხრეს. XVIII საუკუნის ბოლოს ამირეჯიბის მფლობელობაში გადავიდა. XIX საუკუნის ადმინისტრაციული დაყოფით გორის მაზრაში შედიოდა.