სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
აბლარი.(ნასოფლარი ახალქალაქის რ-ონში).ახალქალაქი აბლარი.(ნასოფლარი ახალქალაქის რ-ონში).ახალქალაქი აბლარი.(ნასოფლარი ახალქალაქის რ-ონში).ახალქალაქი

662      

აბლარი.(ნასოფლარი ახალქალაქის რ-ონში).ახალქალაქი

აბლარი - ნასოფლარია ახალქალაქის რაიონში, მდებარეობს იმავე სახელწოდების მდინარის სათავეში. მოხსენიებულია აბ-ის სახელითაც. XVI ს-ის ბოლოს აბლარში უკვე აღარავინ ცხოვრობს და დღეისათვის ნასოფლარის კვალი თითქმის წაშლილია. ნასოფლარი აბლარი (აბი), რომლის ანალოგიური სახელი გვხვდება სამცხეში და აბული, ერთი წარმომავლობის სახელები ჩანს. ნასოფლარში შემორჩენილია დარბაზული ტიპის გაძარცვული, პერანგშემოცლილი და დანგრეული ეკლესია. მიმოფანტულია მრავალი პოსტამენტი.

მ.ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ.335-404.

გამოყენებული ბმული: http://ka.wikipedia.org/wiki/აბლარი

ნ.ვაჩეიშვილი, დ.ბერძენიშვილი, ი.ელიზბარაშვილი, ც.ჩაჩხუნაშვილი, ჯავახეთი, ისტორიულ - ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ. 2000. გვ.61

ფარავნის მარჯვენა შემდინარის სათავეებთან, მთის ძირში შემორჩენილია XIII საუკუნის საკმაოდ დიდი დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. აქ ნასოფლარი აბლარი ყოფილა. მისგან ამჟამად მხოლოდ უშველებელი ქვის ლოდებიღაა დარჩენილი, რომელნიც ეკლესიის გარშემოა მიმოფანტული. ეკლესიის ზომები და მისი ნაშთების იმპოზანტურობა, მის გარშემო შემორჩენილი სტელის ბაზები მეტყველებენ ამ პუნქტის მნიშვნელოვნებაზე. აბლარის ეკლესიის ატყორცნილი სილუეტი მკვეთრად იკითხება დიდი და მცირე აბულის ფონზე. ნასოფლარის სახელწოდება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სპარსულ სიტყვასთან "აბ", რაც წყალს აღნიშნავს, "წყლიან ადგილს" (შდრ.: აბი, აბული, აბისი), აბლარი წყლების სათავეში მდებარეობს, მისი ტერიტორია ნახევარკუნძულს წააგავს. დღეს ეს ადგილი უკაცრიელია და სწორედ ეკლესია არის ერთადერთი მეტყველი ნიშანი ადამიანის აქ არსებობისა. ამ მონუმენტურ პეიზაჟში, გრანდიოზული მთებით გარშემოტყმული ეს პერანგ-შემოცლილი, თითქმის განახევრებული, კამარაჩამოქცეული ეკლესია მაინც ამაყად გამოიყურება. ეკლესია გარედანაც და შიგნიდანაც შესანიშნავად დამუშავებული ქვის ბლოკებით იყო ნაგები, იგი შორიდანვე თავისი აზიდული პროპორციებით იპყრობს ყურადღებას. და მართლაც, მიახლოვებისას აშკარად იგრძნობა ფორმების ზესწრაფვა. მეტი სიმაღლის ილუზიის შესაქმნელად ეკლესიის მოცულობა მთლიანად ზემოთკენ ვიწროვდება. პილასტრიც ქვემოთ უფრო განიერია, ზემოთ ვიწრო. კონქი ბრტყელი და შეისრული თაღითაა დასრულებული, სატრიუმფო თაღი კონქის ამ ატყორცნილ სვლას მიყვება. იქმნება მხატვრული ეფექტი განსულიერებისა და ზესწრაფვის, ამ კედლების "რომანულ" წყობაში "გოთური" არქიტექტურის მისტიური განსულიერება იგრძნობა. საყურადღებოა ერთადერთი გაფორმების ელემენტი: საკურთხევლის კედელში კაპიტელის დონეზე ჩატანებული ვერძის თავის პირობითი გამოსახულებებია რქების ვოლუტისებრი ხვეულით - შესანიშნავი ნაზავი წარმართულ - ქრისტიანული აზროვნებისა. XVI საუკუნის ბოლოს აბლარი მოსახლეობისაგან დაცლილი ნასოფლარი იყო, რომელსაც მაინც შეწერილი ჰქონდა წლიურად 2500 ახა. 1857 წ. ნასოფლარი აბლარი მემამულე მელქონ ხოჯავაროვის მფლობელობაში იყო.






ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX სს სოფ.ბირკიანი ახმეტა კახეთი

3 0


ტბეთის მონასტერი X-XVI საუკუნე ართვინი ტაოკლარჯეთი

13 0


გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (1806-10) გორი ქართლი

5 0


ოთხთა X საუკუნე მართმადიდებლური ტაძარი სოფ. თექალდე ართვინი ტაო კლარჯეთი თურქეთი

9 0


თავკავთა წმ. გიორგის ეკლესიით და ციხესიმაგრით დახ. X საუკუნიდან გზა სოფ. წინარეხი კასპი ქართლი კახი მუხიგულაშვილი სგან

21 0


იდლეთის იოანე ნათლიმცემლის ეკლესია VI საუკუნე სოფ. იდლეთი კასპი ქართლი კახი მუხიგულაშვილი სგან

12 0


სანაგირე X-XI წმ. გიორგის ტაძარი სოფ. ვაზისუბანი გურჯაანი კახეთი აბესალომ ტურაშვილი სგან

4 0


ბარცანა ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX საუკუნეები შილდა, ყვარელი. ყვარელი

1 0


ახიზა V საუკუნე ციხე ქალაქი კლარჯეთი

1 0


კვეტერა VIII საუკუნე ციხე ქალაქი ახმეტა, კახეთი

9 0


აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

14 0


ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან

15 0


წმიდა გიორგის ვარდისუბნის ტაძრის ნანგრევები, სამნავიანი ბაზილიკა, შუა საუკუნეები, ვარდისუბანი , თელავი, კახეთი

12 0


ვახტანგ გორგასალი მეფე მეტეხი 1959 წელი ინიციატორი ვასილ მჟავანაძე, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი

8 0


კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან

10 0


ქართვლის დედა 1958 წელი ხის ქანდაკება ინიციატორი ვასილ მჟავანაძე, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. დავით ფეიქრიშვილისგან

5 0


სოფელი გურჯაანი წმიდა გიორგის(ქაშუეთის) ტაძარი XVIII საუკუნე სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან

13 0


ლექეთი(ლექართი) წმიდა ნინოს ტაძარი უფრო V-Vi საუკუნე, ლექეთი(ლექართი), კახი, საინგილო, აზერბეიჯანი

10 0


დათუნას ეკლესია X-XI საუკუნე, სოფელი დათუნა, შამილის რ-ნი, დაღესტანი, რუსეთი

8 0


გონიოს(აფსაროსი) ციხე ძვ,წელთაღრიცხვისთ II საუკუნე, გონიო, ბათუმი, აჭარა. ქეთევან ფეიქრიშვილისგან.

26 0


ქვემო არხიზი IX-XI საუკუნე,წმიდა ნიკოლოზი, სამება ტაძრები კარაჩავო-ჩერქეზეთი, რუსეთი.

17 0


კულტურული მემკვიდრეობა


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0