Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
ალევის “ოქროსკარიანი სამება”. (VIII-IX სს.)ოკუპირებულ ქსნის ხეობა ალევის “ოქროსკარიანი სამება”. (VIII-IX სს.)ოკუპირებულ ქსნის ხეობა ალევის “ოქროსკარიანი სამება”. (VIII-IX სს.)ოკუპირებულ ქსნის ხეობა

647      

ალევის “ოქროსკარიანი სამება”. (VIII-IX სს.)ოკუპირებულ ქსნის ხეობა

ალევის”ოქროსკარიანი სამების” მონასტერი (VIII-IX სს.) მდ.ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე-ალევის მთაზე-ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მდებარეობს. ეს სალოცავი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას,არა მარტო ახლო-მახლო, არამედ მთელი საქართველოს,განსაკუთრებით კი ამჟამად ოკუპირებული ქსნის ხეობის მართლმადიდებელი მოსახლეობისათვის.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და რამოდენიმე ეტაპად განახორციელა.რეაბილიტაციის მთავარ სირთულეს ადგილმდებარეობით გამოწვეული მძიმე კლიმატური პირობები წარმოადგენდა.საჭირო იყო ნესტთან გამკლავება და სახურავის მაქსიმალურად მდგრადი თავდაპირველი იერ-სახის მქონე საბურველის მოწყობა.
სახურავის კრამიტის მწვანე ფერი არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ავთენტური კრამიტის ფერით განისაზღვრა.ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიცაა დაგეგმილი.

პროექტის ავტორი : ნ.ყანჩელი

შემსრულებელი:ააიპ “ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი”.