სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ივანე თარბა 1921-94წწ მწერალი, დაბ. სოფ. ბელსაბუხა, ოჩამჩირე, აფხაზეთი

1921-1994 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი თარბა სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

68       ბეჭდვა

ივანე თარბა 1921-94წწ მწერალი, დაბ. სოფ. ბელსაბუხა, ოჩამჩირე, აფხაზეთი

ივანე თარბა (1921-1994) დაიბადა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბელსაბუხაში.



დაამთავრა სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1948 წელს.

1953–1954 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, 1954–1958 წლებში პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი.  პირველი ლექსი 1937 წელს გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებული–1949 წელს. ლექსებისა და პოემების სხვა კრებულებია: "ორი ზღვა" (1954), "ლექსები და პოემები" (1960), "აფხაზეთო ჩემო" (1963),"მთიდან მთამდე" (1965), "ლექსები" (1971), "შუადღის გზებზე"(1972), "სიმღერიდან სიმღერამდე" (1975). ივანე თარბას ეკუთვნის აგრეთვე რომანები: "ცნობილი კაცი" (1967) და "მზე ჩვენთან იღვიძებს" (1971). აფხაზი მწერალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.470



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მწერალთა კავშირი , თავმჯდომარე (1958-1979)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.05.2020
ბოლო რედაქტირება 25.12.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


სერაპიონ თარბა 1962-82წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მოქვი ოჩამჩირე

2 0