ნიკოლოზ მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე (1866 - 23.05.1920),
ცნობილია სახელით «პატარა ნიკო». დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი; კორნეტი. მსახურობდა დიდი თავადის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (რომანოვის) სახ. ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში (შემდეგ კი ტახტის მემკვიდრის 16-ე პოლკი, 9.08.1888 წ.); პორუჩიკი (25.03.1892 წ.), შტაბს-როტმისტრი (15.03.1898 წ.), როტმისტრი (16.06.1904 წ.), პოდპოლკოვნიკი (26.02. 1912 წ.); იყო წმინდა სტანისლავის (14.07.1902 წ.) და წმ. ანას (11.04.1907 წ.) მესამე ხარისხის ორდენების კავალერი. შემდგომში გახდა პოლკოვნიკი და ზემოთ დასახელებული პოლკის უფროსი. ცხოვრობდა თბილისში. პირველი მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში (1914 წ.), მიღებული აქვს ბევრი საბრძოლო ჯილდო, მათ შორის წმ. გიორგის მესამე ხარისხის ორდენი. გახდა გენერალ-მაიორი. გარდაიცვალა ომში მიღებული ჭრილობებისგან, დაკრძალულია ყვარელში. დაქორწინებული იყო ეკატერინე, თავად მიხეილ ციციშვილის ასულზე (1876-?). იური ჩიქოვანი - თავადი ჭავჭავაძეები
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/102964
https://nobility.pro/genealogy/individual.php?pid=I3067&ged=tree&lang=ka
https://nobility.pro/ge/statia/5-chavchavadze-nikoloz-melkisedekis-dze.html