სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მეცნიერება
გოჩა შალვას ძე ჯანიაშვილი 1963 წელი, ვეტერენარიის პროფესორი, დაბ. სიღნაღი, კახეთი გოჩა შალვას ძე ჯანიაშვილი 1963 წელი, ვეტერენარიის პროფესორი, დაბ. სიღნაღი, კახეთი გოჩა შალვას ძე ჯანიაშვილი 1963 წელი, ვეტერენარიის პროფესორი, დაბ. სიღნაღი, კახეთი
ბმულის კოპირება

მეცნიერება

გვარი ჯანიაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

გოჩა შალვას ძე ჯანიაშვილი 1963 წელი, ვეტერენარიის პროფესორი, დაბ. სიღნაღი, კახეთი

დაიბადა 1963 წლის 3 თებერვალს ქ.სიღნაღში. პირველდაწყებითი განათლება ქ.სიღეაღის საშუალო სკლაში(1970-1978 წ.წ.) მიიღო. 1978-1982 წ.წ. სწავლობდა წნორის ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ტექნიკუმის სავეტერინარო განყოფილებაზე. 1983 წ. გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში,საიდანაც 1985 წ. დემრბილიზდა სამედიცინო სამსახურის სერჟანტის წოდებით,მსახურობდა ქ.ლენინგრადში. 1987 წ. ჩაირიცხა და 1995წ. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი. 1988 წ.ჩაირიცხა და 1992 წ. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.


შრომითი საქმიანობა დაიწყო 1982 წ. მუშაობდა სიღნაღის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლ სადგურში-ვეტერინარ ფერშლად. 1992 წლიდან არის "ქიზიყის ენციკლოპედიური ცნობარი"-ს სარედაქციო საბჭოს წევრი. 1985-1989 წ.წ იყო სიღნაღის ვეტერინარიულ-ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიასთან არსებული კომკავშირის ორგანიზაციული კომიტეტის დამაარსებელი და მდივანი. 1989-1992 წ.წ. გაზეთ "ცისარტყელა"-ს თანამშრომელი იყო. 1991 წ. სრულიად საქართველოს ვეტერინარ ექიმთა ასოციაციის პირველ-დამფუძნებელ ყრილობაზე არჩეულ იქნა რესპუბლიკური საბჭოს წევრად,ამავე წლის 11 დეკემბერს არჩეულ იქნა ასოციაციის პრესსამსახურის უფროსად. 1992 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში(შემლგომ-აკადემია,უნივერსიტეტი) იყო: უფროსი ლაბორანტი,1996 წლიდან მეცნიერ თანამშრომელი,1997 წლიდან 2011 წლამდე კითხულობდა ლექციებს საგან "ვეტერინარიის ისტორია"-ში,როგორც მოწვეული მასწავლებელი. 1995-2005 წ.წ. იყო საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაზეთ "ზოოვეტერინარი"-ს რედაქტორი. 1996 წ. საქართველოს ჟურნალისტიკისა და ვეტერინარიის ისტორიაში პირველად მისი რედაქტორობით გამოვიდა საქართველოში პირველად სამეხნიერო-საინფორმაციო გაზეთი "ვეტერინარიის მაცნე". 1999 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. სხვადასხვა წლებში რედაქტორობდა გაზეთებს "კარიბჭე" და "მეტეხი". თანამშრომლობდა შემდეგ გაზეთებში: "კოლმეურნე","ქიზიყი","სოფლის ცხოვრება","აზალგაზრდა კომუნისტი","საქართველოს რესპუბლიკა","გაუზმურებეოი ფაქტები","არეალი","რეგიონის ტრიბუნა","მედიცინა","სამედიცინო გაზეთი","ჯავარდენი".ჟურნალ "კვალში". ქ.რუსთავის ადგილობრივ რადიოგადაცემათა რედაქციაში ჰქონდა საავტორო გადაცემა "ასკლეპიოსი". გამოდიოდა სიღნაღის ადგილობრივ რადიოში ვეტერინარიის აქტუალურ საკითხებზე. 2006 წ. დაიცვა დისერტაცია თემაზე " ვეტერინარიის ისტორია თბილისში". 2006 წლიდან არის სრულიად საქართველოს მედიცინის ისტორიკოსთა საწოგადოების წევრი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის,მათ შორის 8 მონოგრაფიაა.მის მიერ შედგენილია საგან "ვეტერინარიის ისტორიის" სასწავლო პროგრამა,მეთოდური მითითებანი,საგნის ტესტები. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტში პირველად ჩამოყალიბდა თეატრ-სტუდია,რომლის რეჟისორობითაც ორი სპექტაკლი დაიდგა უნივერსიტეტის სცენაზე. გოჩა ჯანიაშვილი, ვეტერინარი ექიმი და ჟურნალისტი,ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი,საქათველოს სავეტერინარო დარგის ისტორიკოსი,საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი,სრულიად საქართველოს მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოების წევრი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.07.2020
ბოლო რედაქტირება 03.03.2022
სულ რედაქტირებულია 1




ჯანიაშვილი

1 0

ალაქსანდრე ჯანიაშვილი დ. 1985წ. ვეტერანი წარმ. გურჯაანი კახეთი

2 0


ჯანიაშვილი პაატა 1966-92წწ გარდ. 26 წლის, სოფ შრომა, აფხაზეთი. მაიორის ჩინით, დაბ. სოფ. დიღომი მცხეთა

3 0


ნოდარ ჯანიაშვილი ალექსანდრეს ძე 1958-02/07/93წწ გარდ. ლაბრა ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დუშეთის ბატ. დაბ. სოფ. სულიკა დუშეთი

2 0


ვასილი ჯანიაშვილი ალექსანდრეს ძე 1962-2000წწ ვეტერანი წარმ. გურჯაანი კახეთი

2 0

ლევან ჯანიაშვილი 1960-93 წელი გარდ. სოფ. შრომა სოხუმი დაბ. მანგლისი თეთრიწყარო

2 0


ჯონდო ჯანიაშვილი 1936-2021წწ ქართული ჭიდაობა დაბ. ზესტაფონი

2 0

ბადრი ჯანიაშვილი დ.1971წ. მსოფლიო ჩემპიონი სამბო დაბ. სოფ. ზემო ჩოჩეთი კასპი

1 0

1 2 2