სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
ალაქსანდრე ჯანიაშვილი დ. 1985წ. ვეტერანი წარმ. გურჯაანი კახეთი ალაქსანდრე ჯანიაშვილი დ. 1985წ. ვეტერანი წარმ. გურჯაანი კახეთი
ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი ჯანიაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

ალაქსანდრე ჯანიაშვილი დ. 1985წ. ვეტერანი წარმ. გურჯაანი კახეთი

ალექსანდრე ჯანიაშვილი ვასილის ძე დაიბადა 1985 წლის 24 თებერვალს ქალაქ თბილისში

რუსთავის გმირობის დროს იყო თანამებრძოლებთან ერთად, კაპრალი დავით კვიწინაძე უფროსი ლეიტენანტი გიორგი მუსელიანი. იხილე კვირის პალიტრა სტატია

ალექსანდრე ჯანიაშვილის მოგონებები ომზე
2004 წლის წვერიახოზე აგვისტოში განვითარებული რდენიმე კვირიანი ომის მინაწილე ვარ და ჩემმა ბატალიონმა 6 მებრძოლი დაკარგა დღემდე ფეხში ნამსხვრევი მაქვს ყუმბარის აფეთქების მაგრამ საქართველოსთვის ძგერს ეს გული და ჯერ კიდე სისხლი დუღს ვენებში არ ვიხდი მხედრულ საამაყო მჯნდირს დღემდე იმედით რომ მიწაწყალს დავიბრუნებთ და კაცურად წავალთ, ისევე კაცურად წავალთ როგორც კაცურად მოვევლინეთ ამ ქვეყნად
შიო არის თელავიდან უკეთესი ფოტო სამწუხაროდ არა ეს ის პერიოდია როდესაც პოტოების გადაღების საშუალებები იყო მცირე და მხოლოდ ფირიანი ფოტო აპარატიტ ვახერხებდიდ გადაღებას შიო იყო სერჟანტი, ეს ბატალიონი ჩამოყალიბდა 2003 წელს მაშინ იყო 11-ე ბრიგადის 111-ე თელავის ბატალიონი რომელიც დისლიცირებული იყო ჯერ ორხევში შემდეგ თელავში აეროდრომზე. ჩვენ ერთად გავიარეთ კარანტინი ეს იყო ურთულესი პერიოდი სადაც 1200 მოხალისედან შევრჩით მხოლოდ 500 და ჩამოყალიბდა ბატალიონი. ეს ბატალიონიო გამოირჩეოდა დიდი საბრძოლო სულისკვეთებით ერთობით და მიზნის უპირობოდ მიღწევით. შიო იყო ალფა ასეულში სერჟანტად მომთხოვნი სამართლიანი ლიდერი იყო, მამაცი და თავდადებული, სამშობლოზე შეყვარებული 2004 წელს ცხონვალის რეგიონში გამძაფრდა სიტუაცია და მაშინ საქართველოს მხოლოდ ეს 3 ბატალიონი ყავდა 11 თელავის, 12 კომანდო და 13 შავნაბადას ბატალიონები. აგვისტოს 18 რიცხვი იყო როგორც მახსოვს მე დაზვერვის ოცეულში ვიყავი ჩენ პირველები შევედით ერედვიდან წვერიახოზე სადაც 12 ბატალიონი პოზიციებზე იყო განლაგებული და დავიწყეთ ჩანაცვლება როტაცია. დღე იყო ახალბედა ჯარისკაცები ვიყავით გამოუცდელი მაგრამ სისხლი დუღდა ჩვენში შიში არციჯდა
პირველი რაც მახსოვს 12 ბატალიონის ერთმა მებრძოლემ ჩანაცვლებისას მითხა, რომ დაბნელდებაო აქ ჯოჯოხეთი ჩამოვაო და მართლაც ასე მოხდა დაბნელების თანავე დაიწყო სროლები მაგრამ ვერ ვიგებდით საიდან გვესვრიან ვინაიდან ტყეში ვიყავით,ცსროლის ხმა თანდა თან გვიახლოვდებიდა ჩვენც ვხსნიდით საპასუხო ცეცხლს ოღონდ დაახლოვებით ხმაზე პირველი ღამე უდანაკარგოდ ჩაიარა, აი მეორე ღამე იყო მძიმე რქციაზე გავიგე რომ ალფა ასეულის პოზიციებზე ბიჭებს სანგარში ჩაუგდეს ყუმბარა არიან დაჭრილები და გარდაცვლილებიც აქედან ერთი დავითი შიო ოყო ჩემი თვალით დავინახე ოვსიანიკოვი ვიქტორი საბრძოლო მასალის ასაღებად რომ გადმორბოდა გზაზე მას მიცლის არეში დიაგონალზე მტერმა გადაატარა ავტომატური ჯერი და ვიქტორი დაეცა მაშინვე გამოვიძახეთ შეჯავშნული ტექნიკა ევაკუაციისთვის და გავუკეთეთ დარდა გასაყვანად მაგრამ გვიანი იყო ვიქტორიც იმ ღამეს დაიღუპა. ყველაზე საინტერესო ისაა რომ საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ ღამე მიდიოდა დღისით გვამები გაყავდათ ტყე ყარდა და სავსე იყო ადამიანების ნაწილებით ეს ნაწილები მტრის დაქირავებული კაზაკების ნაწილები ოყო. მახსოვს მესამე ღამეს დაბნელებისას მე სნაიპერის თანამდებიბაზე ვიყავი დავინახე ოპტიკაში ულვაშებიანი ადამიანი ეუსული სამხედრო უნიფორმით ის თითქოს მოიპწრებიდა. დავხუჭე თვალები და წამიერად გავახილე დავაჭირე სასხლეთს და დავამთავრე მისი გადმოადგილება 4 დღე იყო თუ მეხუთე ჩვენი გაყვანა დაიწყეს პოზიციებიდან და რომ ამოვედით წვერიახოს წვერზე. არსაიდან ამოვარდა ბმპ-ის კოლონა რუსული დროშებით და გენერალი ნაბზოროვის ყვირილი მესმიდა ნე სტრელაიტეო ჩვენ და რუსი ჯარისკაცები პირისპირ ავღმოჩნდით ერთი ბრძანება და იქ სასაკლაო იქნებიდა მაგრამ უპირატესობა ჩვენი იყო გარშემო სულ ჩვენ ვიდექით. შემდგომ მივიღეთ ბრძანება დაგვეთმო წვერიახო და დავბრუნებულვიყავით დისლოკაციის ადგილებზე ამით დასრულდა ეს ჯოჯიხეთი სადაც ჩვენ მივიღეთ საბრძოლო ნათლობა სამწუხაროდ დანაკარგებით და ჩაგვითვალეს სეავლებაში. რაც შეეხება ვიქტორ ოვსიანიკოვს ის იყო მამაცი ვაჟკაცი მას დედა და მამა დაეღუპა როცა ის იყო მცირეწლოვანი და მას ბებო ზრდიდა და როცა ვიქტორი მოკლეს ბებომ ეს ამბავი ვერ გადაიტანა მე 2004 ში ფეხში დავიჭერი და დღემდე ნამსხვრები მაქვს შემორჩილი არც ვაპირებ ამოღებას ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

2004წ, ალექსანდრე ჯანიაშვილი (ნიღბით)
2007 წელს მე ჩამიგდეს ხელში ოსმა სეპარატისტებმა ვანათი დმენისის დამაკავშირებელ ხიდთან და ფიზიკურად გამისწორდნენ გონს რომ მოვედი დავინახე ეუთოს მანქანა მაშინ მივხდი ეგენი რომ არა მომკლავდნენ დროულად გამოჩდნენ




ბოლო საოჯახო ფოტო მარჯვნიდან ვასილ, ია, ალექსანდრე და დედა ნინა მარლენის ასული იაშვილი დაბადებული 1962 წელს თბილისში 19 დეკემბერს


უფროსი ლეიტენანტი გიორგი მუსელიანი.



კაპრალი დავით კვიწინაძე
















კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.05.2021
ბოლო რედაქტირება 09.02.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0