Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
ზურა გურჩიანი 1971-93წწ. გარდ.  22 წლის აფხაზეთში სოფ.ეცერი, მესტია, სვანეთი

1018      

ზურა გურჩიანი 1971-93წწ. გარდ. 22 წლის აფხაზეთში სოფ.ეცერი, მესტია, სვანეთი

,,მამა, მე მჯერა, შენ რომ ჩემხელა იქნებოდი, შენც ჩემსავით მოიქცეოდი... ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე ლხინში გეგულებოდე -მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის არის აქ დგომა და ამ უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ყველა ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი ხარ და გეცოდინება, რომ ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ...

ეს ფრაგმენტები 1993 წლის 5 ივლისს კამანში დაღუპული 22 წლის ზურა გურჩიანის მიერ აფხაზეთის ომიდან გამოგზავნილი, ნაჩქარევად დაწერილი წერილიდანაა, რომელსაც იგი მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მცხოვრებ მამას უგზავნის. დედისერთა შვილისგან მხოლოდ ეს წერილი და ფოტო დარჩათ მშობლებს. სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, უყოყმანოდ დადგა აფხაზეთის დამცველთა გვერდით. "წერილს უყვარს ლამაზი სიტყვებიო"... ხანდახან ცხოვრებასაც ტრაგიკული, მაგრამ იმდენი ლამაზი დასასრული აქვს, ასეთ სიკვდილზე იტყვიან ხოლმე "სიცოცხლე შვენობს შენითაო'" -ოცდაორი წლის ზურა კამანელთა მხარდამხარ ვაჟკაცურად იბრძოდა, დაიჭრა კიდეც, ნამსხვრევებმა ფეხი გადაუმტვრიეს, სანამ შეეძლო, მაინც იბრძოდა, და ბოლოს, როცა ბრძოლის ველზე ოცი კამანელი უკვე დაეცა, აფხაზები კი სოფელში იყვნენ შემოსულები, მტრის ხელში ცოცხლად ჩავარდნას სიკვდილი არჩია... ხელყუმბარით აიფეთქა თავი.
ასე ფიქრობდნენ სხვებიც... ასე სჯეროდათ, ასე სწამდათ სხვა კამანელ გმირებსაც... ასე ლამაზად ვაჟკაცურად დაიღუპნენ ისინი... "წერილს უყვარს ლამაზი სიტყვები", ვაჟკაცებს გმირობა უხდებათ, გმირებს დავიწყება არც არასდროს არ უწერიათ... წყარო საქართველოს გმირები

ნატო უდესიანი    

,,მამა, მე მჯერა, შენ რომ ჩემხელა იქნებოდი, შენც ჩემსავით მოიქცეოდი… ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე ლხინში გეგულებოდე -მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის არის აქ დგომა და ამ უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ყველა ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი ხარ და გეცოდინება, რომ ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ…

ეს ფრაგმენტები 1993 წლის 5 ივლისს კამანში დაღუპული 22 წლის ზურა გურჩიანის მიერ აფხაზეთის ომიდან გამოგზავნილი, ნაჩქარევად დაწერილი წერილიდანაა, რომელსაც იგი მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მცხოვრებ მამას უგზავნის. დედისერთა შვილისგან მხოლოდ ეს წერილი და ფოტო დარჩათ მშობლებს. სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, უყოყმანოდ დადგა აფხაზეთის დამცველთა გვერდით. “წერილს უყვარს ლამაზი სიტყვებიო”… ხანდახან ცხოვრებასაც ტრაგიკული, მაგრამ იმდენი ლამაზი დასასრული აქვს, ასეთ სიკვდილზე იტყვიან ხოლმე “სიცოცხლე შვენობს შენითაო’” -ოცდაორი წლის ზურა კამანელთა მხარდამხარ ვაჟკაცურად იბრძოდა, დაიჭრა კიდეც, ნამსხვრევებმა ფეხი გადაუმტვრიეს, სანამ შეეძლო, მაინც იბრძოდა, და ბოლოს, როცა ბრძოლის ველზე ოცი კამანელი უკვე დაეცა, აფხაზები კი სოფელში იყვნენ შემოსულები, მტრის ხელში ცოცხლად ჩავარდნას სიკვდილი არჩია… ხელყუმბარით აიფეთქა თავი.
ასე ფიქრობდნენ სხვებიც… ასე სჯეროდათ, ასე სწამდათ სხვა კამანელ გმირებსაც… ასე ლამაზად ვაჟკაცურად დაიღუპნენ ისინი… “წერილს უყვარს ლამაზი სიტყვები”, ვაჟკაცებს გმირობა უხდებათ, გმირებს დავიწყება არც არასდროს არ უწერიათ…