სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ბადრი ბასილაძე გიორგის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჭოგნარი თერჯოლა ბადრი ბასილაძე გიორგის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჭოგნარი თერჯოლა

1985-2008 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბასილაძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

ბადრი ბასილაძე გიორგის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ჭოგნარი თერჯოლა

ბადრი ბასილაძე კაპრალი, მხედრული მამაცობის მედლის მფლობელი. დაიბადა 05 მარტი 1985 წელს. დაიღუპა 09 აგვისტო 2008 წელს.

9 აგვისტოს რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. კაპრალი ბასილაძე ამ დროს თანამებრძოლებთან ერთად სანგარში იყო. ჭურვიც სწორედ იმ ადგილს მოხვდა. 5 წუთით ადრე, მამას ესაუბრა ტელეფონით, დაამშვიდა, არ ინერვიულო ჩემზეო, მართლაც ოჯახი მასზე აღარ ნერვიულობს, მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ზუსტად იციან სადაც არის მათი შვილი, იციან, რომ იმ გმირთა შორისაა, ყველგან და ყოველთვის რომ დაფასდება მათი ამაგი სამშობლოს წინაშე. დარეჯან აბულაძე, დედა: `მაშინ, როცა ბოლოს მამამისს ტელეფონზე ესაუბრა, სანგარში ყოფილა რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად.



 ბოლო წუთებში სხვას აფრთხილებდა – ნუ გამოხვალთ, საშიშიაო. ამ დროს თვითონ დაეცა ბომბი… დღესაც მიმძიმს ამ ყველაფრის გახსენება. ეჰ, რამდენი გადავიტანეთ… თვითონ გვირეკავდა, გვაიმედებდა. მე კარგად ვარ, არ ინერვიულოთო. მეგობრები იხსენებენ, ჩვენ წინა საღამოს ცოტა თვალი მოვხუჭეთ. ბადრის კი თითქმის არ უძინიაო. დილას ადრე ყველა გაგვაღვიძაო. 9 აგვისტოს დილას მამამისს დაურეკა, კარგად ვარო. თურმე, ტელეფონზე საუბრიდან 5 წუთში დაღუპულა. 14 აგვისტოს, წესის აგებით, სოფლის სასაფლაოზე დავასაფლავეთ . დედას უმძიმს შვილზე საუბარი, იმ დღეების გახსენება მას ტკივილს გვრის, მაგრამ უნდა, რომ გმირი შვილის სახელი უკვდავყოს, ყველას უთხრას, როგორი ვაჟკაცი გაზარდა: – ბადრი 1985 წლის 5 მარტს, თერჯოლის რაიონ სოფელ ჭოგნარში დაიბადა. ძალიან კონტაქტური და მეგობრის მოყვარე ადამიანი იყო. ჭოგნარის საშუალო სკოლა დაამთავრა. ძალიან მიჭირს მისი ბავშვობის გახსენება. ეს ჩემთვის დიდი გულისტკივილია. კარგი შვილი იყო. ზედმეტს არაფერს გააკეთებდა. ორი შვილი მყავდა. მეორეც ბიჭი. კარგი ძმობა ჰქონდათ. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. დიდი სამეგობრო ჰყავდა. ისინი დიდი სიყვარულით იხსენებენ. ამქვეყნად არავინ დაუტოვებია ნაწყენი. 2006 წელს სიყვარულით შექმნა ოჯახი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მოსიყვარულე მეუღლე იყო. კარგი გოგონა მოიყვანა, ნათია ვაშაკიძე. ჩემთვის საშინელება იყო, რაც მოხდა, მაგრამ ნათიასთვისაც უმძიმესი იყო ეს, მან ხომ საყვარელი მეუღლე დაკარგა. ჯერ ხომ შვილიც არ ჰყავდათ. ძალიან უნოდა შვილები ჰყოლოდა, მაგრამ ვერ მოესწრო ამ ბედნიერებას. ბადრიმ დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო, მისი ძმის ცოლის ორსულობა. ძალიან გახარებული იყო. საკუთარი შვილის დაბადებასავით ელოდა, მაგრამ ვერც ამას მოესწრო. მისი ძმისშვილი ბადრის სახელს ატარებს. ერთადერთი პატარა ბადრი გვახარებს~.


http://cyc.ge/%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0