სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ასლან შაინიძე ჯემალის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ.წაბლნარი ხულო ასლან შაინიძე ჯემალის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ.წაბლნარი ხულო

1985-2008 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი შაინიძე სია

ხულო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ასლან შაინიძე ჯემალის ძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ.წაბლნარი ხულო

ასლან შაინიძე ჯემალის ძე  კაპრალი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი,  1985 – 08 აგვისტო 2008


 ჯემალ შაინიძეს სამი ვაჟი ჰყავდა, სამივე ჯარისკაცი, სამივე რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა აგვისტოს ომში. მამამ ბოლოს ისინი პატარა ძმის დაბადების დღეზე ნახა თავშეყრილები – 2008 წლის 22 ივნისს. სამ ძმას ერთად ვეღარავინ ნახავს – უფროსი, ასლან შაინიძე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ცხინვალის მისადგომებთან...

ასლან შაინიძე 1985 წელს, ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში დაიბადა. 3 წლის იყო, სოფელს სტიქია რომ დაატყდა თავს და ოჯახი ბოლნისის რაიონში, სოფელ დისველში ჩაასახლეს.

ჯემალ შაინიძე: „წყნარი, თბილი, საყვარელი ბავშვი იყო, ყველასთან იოლად ნახულობდა საერთო ენას. ცხრა კლასი სოფელში დაამთავრა და რადგან სოფელში სრული საშუალო სკოლა არ იყო, ისევ მშობლიურ სოფელში წავიდა. აჭარაში. ჩემი მშობლები ისევ იქ ცხოვრობენ დღესაც, დარჩნენ, არ წამოვიდნენ. ასლანმა იქ დაამთავრა საშუალო სკოლა.

აქ რაიონი შორს იყო, გაუჭირდებოდა სიარული, სწავლას იყო მოწადინებული... ფეხბურთი უყვარდა, 24 საათი რომ ბურთი ფეხზე ჰქონოდა, არ მოსწყინდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ინსტიტუტის ბოლნისის ფილიალში ჩააბარა, საბაჟო ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 4 წელი სწავლობდა, შემდეგ პატარა ძმა წავიდა სავალდებულო სამსახურში, ძმაკაციც ჯარში ჰყავდა და თავადაც მოიწადინა ჯარისკაცობა. ამბობდა, სჯობია, ერის სამსახურში ჩავდგეო“.


ასლანმა მომავალი მეუღლე – რუსუდანი აჭარაში სწავლის პერიოდში გაიცნო. პირობაც დაუთქვამთ, რომ ოჯახს შექმნიდნენ და მალევე შეასრულეს კიდეც – სტუდენტობისას შეუღლდნენ. ასლანი რომ ჯარში კონტრაქტით წავიდა, შინ ორი პაწია დატოვა – 1 წლისა და 2 წლის.

ვაზიანში, პირველ ბრიგადაში მსახურობდა, შემდეგ პირველი ბრიგადა გორში გადავიდა.

ჯემალ შაინიძე: „ძალიან მოსწონდა ჯარი და ამბობდა: მე მგონი, პენსიაშიც რომ გამიშვან, სახლში ვერ გავძლებო. ძალიან ინტერესიანი იყო, ყველანაირი ტექნიკა, ყველანაირი იარაღი აინტერესებდა, შეყვარებული იყო თავის საქმეზე. ძმაკაცები, უფროსები, ვინც კი შემხვედრია, ყველა კმაყოფილი იყო“.

მერე მოახლოვდა ავბედითი აგვისტო. 5 აგვისტოს, როცა გამოიძახეს, ასლან შაინიძე ოჯახში იყო.

„მგონი, ხვდებოდა, რაც ხდებოდა, ყველა გადაგვკოცნა, მთელი სოფელი შემოირბინა, ყველას დაემშვიდობა და ისე წავიდა. ტელეფონი შინ დატოვა, ცოლი ბათუმში იყო წასასვლელი, გაფუჭებული ჰქონდა ტელეფონი და მას დაუტოვა. პატარა ბიჭს ჰქონდა თან ტელეფონი, მაგრამ ომის დროს ვერც მას ვერ ვუკავშირდებოდით, კავშირი არ იყო. ტელევიზიით რომ გავიგეთ ომის დაწყების ამბავი, შევშფოთდით, სამივე ბიჭი ომში გვყავდა.

შუათანა კოდორში იყო, ასლანი და პატარა ბიჭი – ცხინვალში. გვერდიგვერდ ბრძოლამ არ მოუწიათ, ცხინვალში შესვლამდე ცხინვალის შესასვლელთან შეხვედრიან ერთმანეთს, 2-3 წუთი ულაპარაკიათ, შემდეგ პატარა ბიჭის ნაწილი წინ წავიდა, ასლანი მეკავშირე იყო, მისადგომებთან იბრძოდა. 8 აგვისტო რომ გათენდა, ცხინვალში წასვლა გადავწყვიტე, ბიჭები ომში მყავდა და შინ რა გამაჩერებდა. ყველა თავს მარიდებდა, გამირბოდნენ, თურმე უკვე ჩამოსული იყო ამბავი, რომ იმ დილით, 11-12 საათისთვის, ასლანი უკვე დაღუპულა და მოასვენებდნენ“.

ასლან შაინიძე იმ საღამოსვე ჩაასვენეს ბოლნისის რაიონში.

„ფეხში ყოფილა დაჭრილი, ექიმები მისულან კიდეც საშველად, არ გამოჰყოლია, მისი ასმეთაური ყოფილა დაჭრილი და იმის საშველად წავიდა. „ბათინკიდან“ თასმა მოიხსნა, ფეხზე შემოიკრა და ისე წავიდა. რომ გამოჰყავდა, მაშინ მოყვა დაბომბვაში. ასმეთაური გადარჩა, ასლანს კი „ასკოლკებმა“ ხერხემალი დაუზიანა...“

საბრძოლო მოქმედებები უკვე დასრულებული იყო, ჯარი ნელ-ნელა უკან ბრუნდებოდა, ასლანის უმცროსი ძმა გორში დაჭრილებს რომ გამოაყოლეს. გორში შეაპარეს, რომ მისი ძმა დაჭრილი იყო და პირდაპირ ბოლნისში წასულიყო. უმცროსი ძმა მიხვდა, რაც ხდებოდა უფროსი ძმის თავს. შუათანა ძმა რომ კოდორიდან დაბრუნდა, ასლანი უკვე დაკრძალული იყო. ისიც ომის მსხვერპლი აღმოჩნდა. იმ დავიდარაბაში მანქანა ხევში ეჩეხებოდათ, ბიჭები გადმომხტარან თავის საშველად. მანქანა არ გადავარდა, მაგრამ გადმომხტარმა შაინიძემ თავი დაარტყა, ტრავმა მიიღო. მალავდა, არ ამბობდა, რომ არ „დაებრაკათ“. მაგრამ ტრავმამ თავი არ დამალა. ჯერ კიდევ ბათუმის ნაწილში მსახურობდა, რომ გაითიშა, შემდეგ მამამ ბოლნისის რაიონში გადააყვანინა. აპრილში უკვე იქ გაეთიშა მამას მანქანაში.

„მაშინვე წავიყვანეთ ექიმებთან. 4 ოპერაცია ჩაუტარდა თოდუას კლინიკაში, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დახმარებით 2 თვე ისრაელშიც ვმკურნალობდით, იქიდან რომ ჩამოვედით, გორის ჰოსპიტალში იწვა, ახლაც საავადმყოფოში წევს, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს...“

ჯემალ შაინიძეს არ დასცალდა, ბიჭებისთვის ჩაეკითხა ბრძოლის ველზე. მაგრამ ომის დამთავრებისთანავე მუხროვანის ბაზაზე დაბანაკებულ ნაწილში მივიდა.

„მინდოდა, ჯარში შევსულიყავი. მაშინ უარი მითხრეს, წადი ჯერ ოჯახს მიხედე და გამოგიძახებთო. მერე საავიაციო ნაწილში დავიწყე სამსახური. პატარა დღესაც ჯარშია, შუათანაც ჯარისკაცად ითვლება ისევ...“ – ამბობს ჯემალ შაინიძე.

ასლან შაინიძის პატარები დღეს უკვე 3 და 4 წლისანი არიან. თავად სულ რაღაც 23 წლის იყო, მტერს რომ შეაკვდა...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0