სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ანზორ გელდიაშვილი ვახტანგის ძე 1983-2008წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ახალციხე ანზორ გელდიაშვილი ვახტანგის ძე 1983-2008წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ახალციხე ანზორ გელდიაშვილი ვახტანგის ძე 1983-2008წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ახალციხე

1983-2008 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი გელდიაშვილი სია

ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ანზორ გელდიაშვილი ვახტანგის ძე 1983-2008წწ. გარდ. სამაჩბლოში დაბ. ახალციხე

ანზორ გელდიაშვილი ვახტანგის ძე  უმცროსი სერჟანტი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1983 - 2008

 სამშობლოს წინაშე ფიცი დადო და ბოლომდე აღასრულა. ანზორ გელდიაშვილი 24 წლის ასაკში სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა. რუსულ აგრესიას შეეწირა მშობლიურ მიწაზე. ომში მეგობრებთან ერთად იბრძოდა, თავგამოდებით, ცხელი, ანთებული გულით. სჯეროდა, რომ მიზანთან ახლოს იყო, არ გაუმართლა, დაეცა... დატოვა გმირის სახელი და ახლადშერთული ცოლი, მასთან მხოლოდ 2 თვე იცხოვრა, შვილიც არ დარჩენია... დედისთვის ყველაზე მძიმე გასახსენებელი ის დღეებია, როცა გაიგო, რომ ანზორი აღარ ჰყავს. ნანობს, რომ მისმა ვაჟმა ვერც შვილიშვილი აჩუქა, ეს მაინც იქნებოდა შვილმკვდარი დედისთვის შვება... არც დედას გაუმართლა...


მზია ხახუტაშვილი, დედა: „ 7 აგვისტოს ვნახე ჩემი შვილი ბოლოს. თბილისში შევხვდით ერთმანეთს, ჩემი რძალი ჩამოვიყვანე ოძისიდან. ავტოსადგურში შევხვდით. ნაღვლიანი იყო, გამიკვირდა. ცოლსაც უცნაურად შეხვდა. რატომ გაგვირბიხარ-მეთქი და არაფერი მიპასუხა. ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და ვიფიქრე სიცხე ხომ არა აქვს-მეთქი... ვკითხე: დედა რა გჭირს, ხომ მშვიდობაა... თურმე ომი უკვე დაწყებულიყო, მე არ ვიცოდი. მისი მეგობრები იყვნენ წასული და ნაღვლობდა თვითონ რომ დარჩა, ტანკი ჰქონია გაფუჭებული და იმის შესაკეთებლად მიდიოდა. იმ დღის მერე აღარ მინახავს... ძალიან ნაღვლიანი დამამახსოვრდა.

2 თვის მოყვანილი ჰყავდა მეუღლე, გორის ჰოსპიტალში გაიცნო, მითხრა: „ძალიან კარგი გოგო გავიცანიო. ცოლად მინდა მოვიყვანოო“. ერთხელაც დამირეკა და მითხრა: „დედა ცოლი მომყავს და იცოდეო“. ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ჯერ კიდევ ღია ჰქონდა ჭრილობა, ისე წავიდა ომში.


მოსკოვის პროსპექტზე ბიძაჩემთან გაათენა ბოლო ღამე, უთქვამს, რომ ომში უნდა წავიდეო. მთელი ღამე არ სძინებია თურმე, ამბობდა ჩემი ბიჭები იქ არიან და მე აქ როგორ დავრჩეო, თვალებში როგორ შევხედო მერეო“.

ანზორ გელდიაშვილი 1983 წლის 4 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. 164–ე სკოლა დაამთავრა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩადგა. დედა იხსენებს, რომ ანზორს ლექსების წერა ჰყვარებია, ერთი ლექსი აქვს შენახული, 2004 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული:


„ამ ღამით მთვარე გუშაგს გაათბობს,

არც ერთ ჯარისკაცს დღეს არ დაათოვს,

ყველა გუშაგი ქართველს დარაჯობს,

ღამით ყინვაში თავის გულს ართობს,

ფიქრებით სახლში მიედინება

ოჯახში ყველა მას ელოდება,

მშობელი დედა ფიქრით ტირდება

მან კი არ იცის, შვილი ბრუნდება.

ყველა ჯარისკაცს ღმერთი გვფარავდეს

და შინ მშვიდობით დაგვაბრუნებდეს.

ყველას მშვიდობა შინ დაგვხვდებოდეს

და ეს ცხოვრება მუდამ გვახსოვდეს“.

11 აგვისტოს, გორში, გმირულად დაეცა კაპრალი გელდიაშვილი, მოგვიანებით მეგობრებმა უამბეს დედას შვილის ამბავი.

მზია ხახუტაშვილი, დედა: „ჯარისადმი ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა. დღეები აკლდა კონტრაქტის გასვლამდე, როდესაც დაიღუპა. სამომავლო გეგმებიც ისევ ჯარს უკავშირდებოდა, უნდოდა ოფიცერი გამხდარიყო და სამშობლოსთვის ემსახურა. კაპრალი იყო და გარდაცვალების შემდეგ მიანიჭეს სერჟანტის წოდება. მხედრული მამაცობისთვის ჯილდოც მიიღო.

მისი დაღუპვის ამბავი რომ გავიგე, მეგონა ეს ჩემს თავს არ ხდებოდა. მისმა მეგობრებმა მითხრეს, 8 საათი ებრძოდა დაჭრილი სიკვდილსო, მოძღვარი მოუთხოვია ბოლოს, მამა სერაფიმემ აზიარა სიკვდილის წინ“.

ეზიარა და ისე დატოვა სამშობლო, 4 შვილზე ოცნებობდა და ერთიც ვერ დატოვა გვარის გამგრძელებლად, მისი მხოლოდ სახელი დარჩა სამშობლოს, გმირი – ანზორ გელდიაშვილი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.08.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0