სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11198

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
შალვა დოლიძე ზაურის ძე  1977-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ქ. ჩიტა რუსეთი, ცხოვრ. თბილისი, წამ. სოფ. ნაგომარი, ოზურგეთი შალვა დოლიძე ზაურის ძე  1977-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ქ. ჩიტა რუსეთი, ცხოვრ. თბილისი, წამ. სოფ. ნაგომარი, ოზურგეთი

1978-2008 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი დოლიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

შალვა დოლიძე ზაურის ძე 1977-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ქ. ჩიტა რუსეთი, ცხოვრ. თბილისი, წამ. სოფ. ნაგომარი, ოზურგეთი

შალვა დოლიძე ზაურის ძე მაიორი


მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის, 2003 წ.

უმწიკვლო სამსახურის III ხარისხის მედალი, 2008 წ.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1977-2008

 

მაიორი დოლიძე ცხინვალში მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. 9 აგვისტოს, როდესაც რუსი აგრესორები მასიურად ბომბავდნენ სამაჩაბლოს, მისი ბატალიონი ცხინვალში იყო შესული, რათა მიმდებარე ქართული სოფლებიდან გამოეყვანათ და გადაერჩინათ მოსახლეობა.

შალვა დოლიძე გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. ბატალიონის მეთაური ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა გამოიყვანეს. ისინი დღესაც სიყვარულით და პატივისცემით იხსენებენ მეთაურს, მის თავდადებაზე და პრინციპულობაზე საუბრობენ.

შალვა დოლიძე 1977 წლის 21 სექტემბერს, ქ. ჩიტაში დაიბადა, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. მამა, ზაურ დოლიძე, იმ პერიოდში, სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი იყო.

6 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, რის გამოც მამა, სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად, თბილისში გადმოიყვანეს. შალვამ 67-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და 1995 წელს სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა.

აკადემიის დამთავრების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა. იყო ოცმეთაური, ასმეთაური, რამდენიმე წელი მუშაობდა გაერთიანებულ შტაბში.


2008 წლის 15 აპრილს, შალვა დოლიძე, ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. სამხედრო სამსახურის პერიოდში კვალიფიკაციის ასამაღლებლად რამდენჯერმე იყო თურქეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ერაყში.

მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები: მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის და III ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის.

მისი გმირობა და სიმამაცე სამაგალითო იყო ყველა ქართველი მეომრისთვის. მაიორ დოლიძეს მეუღლე და 4 წლის ვაჟი, ლუკა დარჩა, რომელიც მუდამ იამაყებს მამის საგმირო საქმეებით.


თბილისის ერთ-ერთ ქუჩასა და სკვერს მისი სახელი ეწოდა, ხოლო სახლზე, სადაც შალვა დოლიძე ცხოვრობდა, დღეს მისი მემორიალური დაფაა.

შალვა დოლიძე ყოველთვის იქნება სამშობლოს ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითი.

დაიბადა 1977 წლის 21 სექტემბერს, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. დაამთავრა 67-ე საშუალო სკოლა და 1995 წელს, სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა. იყო ოცმეთაური, ასმეთაური, რამდენიმე წელი მუშაობდა გაერთიანებულ შტაბში. 2008 წლის 15 აპრილს, შალვა დოლიძე, ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. სამხედრო სამსახურის პერიოდში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რამდენჯერმე იყო თურქეთში, გერმანიაში, უნგრეთსა და ერაყში. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები: მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის და III ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის. დაიღუპა 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალში.


ნუკრი ჭკადუა_ კაპიტანი, შალვა დოლიძის თანამებრძოლი_ პირველად მე და შალვა გენერალური შტაბის ტოპოგრაფიულ სამმართველოში შევხვდით ერთმანეთს.ის სახმელეთო ჯარებში ოფიცერი იყო. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. როცა 41-ე ბატალიონის მეთაურად დაინიშნა, მეც, მისი რეკომენდაციით დავინიშნე შტაბის სამსახურში, დაგეგმარებაში. იქ უფრო გაღრმავდა ჩვენი მეგობრობა. მას, როგორც მასწავლებელს, უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს ცხოვრებაში. ასაკით ჩემზე უფროსი იყო და მისგან განსაკუთრებულ მზრუნველობას ვგრძნობდი, სულ მზრდიდა, მასწავლიდა; თანადგომის უდიდესი უნარი ჰქონდა, ბოლომდე იხარჯებოდა ურთიერთობაში, მეგობრობაში, თავის საქმეში. მაგალითს გვაძლევდა თავისი უზადო პიროვნებით, როგორც მეთაური და როგორც ადამიანი… ძალიან მამაცი, გონიერი, ჭკვიანი ადამიანი იყო, ძალიან განათლებული. იმდენად უყვარდა სამშობლო და პატრიოტიზმის გრძნობა იმდენად მაღალი ჰქონდა, რომ ეს მის გვერდით მდგომებისთვისაც გადამდები იყო. სამშობლოს და ოჯახის მიმართ გასაოცარი ერთგულება ჰქონდა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობასთან გამოირჩეოდა უბრალოებით; ყველას უსმენდა, ყველას გულისტკივილს გაიზიარებდა, საკუთარი შვილივით გვერდით დაუდგებოდა, პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებოდა. ყველა, ვინც იყო ბატალიონში_ ჯარისკაცი, ოფიცერი, სერჟანტი_ რანგის მიუხედავად, ყველას უყვარდა და დიდ პატივს სცემდა, რადგან არავის ერიდებოდა, ყველაზე ახლობელი ადამიანივით მიემართა მისთვის. ყველაზე უშიშარი, სამაგალითო ჯარისკაცი იყო_ სწავლებაზე, რაც გასაკეთებელი იყო, პირველი ის ასრულებდა და ჩვენ მერე გვთხოვდა იგივეს....რამხელა სიყვარულით საუბრობდა თავის ოჯახზე_მეუღლეზე, შვილზე. ჩემს მეხსიერებას ახლაც ცხადად ახსოვს მისი სიტყვები_ ისე მინდა ვიცხოვრო, ისეთი რამ მინდა გავაკეთო, რომ ჩემი შვილი ჩემით ამაყობდეს და თუ მოვკვდი, მას ჩემი სახელის ხსენების არასოდეს უნდა სცხვენოდესო...

... როგორც კი ცხივნალში, ე.წ.’’შანხაის უბანში’’ შევედით, პირველივე გზაჯვარედინზე, ელექტროსადგურის მიმდებარედ, მიტოვებულ შენობასთან რომ გადავადგილდებოდით, შეგვეჩეხნენ ჯავშანტრანსპორტიორებით რუსი ე.წ. ‘’სამშვიდობოები’’. ამ’’სამშვიდობოებს’’ კი, უკან მოჰყვა ქვედანაყოფი. სწორედ მათთან მოგვივიდა შეტაკება.. ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა და რუსმა ჯარისკაცებმა გადმოაგდეს ხელყუმბარა, რომელიც ბატონ შალვასთან აფეთქდა... იგი ადგილზე დაიღუპა... ჩემგან 4-5 მეტრში იყო მისი ცხედარი, (როგორც შემდეგ გავიგეთ, რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც იყვნენ შემოსულები, ე.წ.’’ავღანეთის საძმოს’’ წევრები გახლდათ); ეს იყო მოტორიზებული ქვედანაყოფი. შეცდომაში შეგვიყვანა იმან, რომ სამშვიდობოები’’ იყვნენ, მათ წინააღმდეგ გასროლა კი, შალვას ბრძანებით, არ განხორციელდა, რადგან სამშვიდობოებისთვის სროლაზე შეზღუდვა იყო.  შალვასთან ერთად, კიდევ ბევრი ჩვენი თანამებრძოლი დაიღუპა. ჩემი თვალით ვნახე ეს უბედურება... ალყიდან გამოღწევა და დაჭრილების გამოყვანა აუცილებელი იყო_საკუთარ თავზე ცეცხლი გამოვიძახეთ, არტილერიამ ერთი ჭურვის გასროლა მოასწრო, რომელიც ჩვენგან მოშორებით დაეცა; მეორე გასროლაზე მეოთხე ბრიგადის მეთაურის მოადგილეს უარი უთქვამს, რადგან იცოდა, რომ ჩვენ იქ ვიმყოფებოდით. იმ ერთმა ჭურვმა მოგვცა საშუალება იმისა, რომ ეს ალყა გაიშალა, გაკეთდა ე.წ. 50 მეტრიანი‘’კორიდორი’’და ამ გზით, მოგვიწია დაჭრილების გამოყვანა.... მხოლოდ ორნი ვიყავით, ვისაც სიარული შეეძლო_ მე და გელა მებაღიშვილი, დანარჩენები ან გარდაცვლილები იყვნენ, ან დაჭრილები. ორ ნაწილად გავიყავით და დავიწყეთ ეტაპობრივად გასვლა.  მარცხენა მხარეს ოსების ბლოკპოსტი იყო, ხოლო მარჯვენა მხარეს_ რუსების ჯავშანმანქანები იდგა. მათ შორის, ხოხვით მოგვიწია პირადი შემადგენლობის გაყვანა. გამოყვანაში, შემდეგ, მამუკა მესხიც (რომელიც კონტუზირებული იყო) გვეხმარებოდა... ერთ-ერთი გამოსვლის დროს, გელა, მოწინააღმდეგე ძალას შეეჯახა და დაიღუპა...


... შალვამ ძალიან ბევრ, ღირსეულ კაცს გაუხსნა გზა საქართველოს შეიარაღებული ძალებისკენ! არა ერთ ადამიანს მისცა ბიძგი, ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში. დღეს, მისი გამოზრდილი არა ერთი ოფიცერია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ყველას თავდადების მაგალითი ასწავლა_ ის პირველი მიუძღვოდა ბატალიონს წინ, როცა ამის ვალდებულება არ ჰქონდა; მაგრამ ქვედანაყოფისთვის რომ მაგალითი მიეცა, ეს იმიტომ გააკეთა, როგორც ყოველთვის_ ის ხომ ყოველთვის წინა ხაზზე გადიოდა...


... ის დღეები უმძიმესი გასახსენებელია ჩემთვის_პირადად ვნახე ჩემი მეგობრების, თანამებრძოლების სიცოცხლის უკანასკნელი წუთები, მათი დაფლეთილი სხეულები...უკანასკნელ ძალებს ვიკრებდი, რომ ემოცია მომეთოკა და დაჭრილები გადამერჩინა. სიცოცხლის გაგრძელება მხოლოდ იმიტომაც მინდოდა, რომ ჩვენი ამ გმირი ბიჭების და შალვას სახელით, საბოლოო გამარჯვებამდე მივსულიყავით. აფხაზეთთან ახლოს გავიზარდე, ბავშვობაც ომში გავატარე და ახლაც, უკვე ზრდასრულსაც, ომი მომიწია! ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული მიწისთვის იმდენი ვაჟკაცის სისხლია დაღვრილი, წარმოუდგენელია, უკვალოდ ჩაიაროს! ამ სულისკვეთებით ვცხოვრობ მეც და ასევე, ვწვრთნი და  ვზრდი მომავალ სამხედროებსაც!"

ლუკა დოლიძე_ შალვა დოლიძის ვაჟი _ მამა რომ დაიღუპა, 4 წლის ვიყავი...  დედაც სამხედროა, ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი, რომ დედა და მამა ქვეყანას ემსახურებოდნენ, უმეტეს დროს სამსახურს უთმობდნენ, მე ძირითადად, ბაბუასთან ვიყავი. შალვაზე, როგორც მამაზე, საუბარი მიჭირს, მაგრამ როგორც მეთაურზე_ სიამოვნებით ვსაუბრობ.. მისი თანამებრძოლების ნაამბობზე დაყრდნობით, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ გამორჩეული მეთაური იყო. პირველივე დღეებში, როცა ის ქვედანაყოფში მივიდა, ჯარისკაცებს გაეცნო როგორც რიგითი, უკეთ რომ გაეგო მათი პრობლემები; განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა თავის ჯარისკაცებთან, ძალიან უყვარდა ისინი და იმათგანაც უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას გრძნობდა. მასზე, მისი თანამებრძოლებისგან, ბევრი ისეთი ისტორია ვიცი, რომელიც ჩემთვის მაგალითი და ცხოვრებაში გზის მაჩვენებელია, მით უფრო ახლა, როცა გადავწყვიტე, ჩემი მომავალი, თავდაცვის ძალებს დავუკავშირო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, აუცილებლად სამხედრო აკადემიაში ჩავაბარებ და მეც გავაგრძელებ იმ სამხედრო ტრადიციას, რაც ოჯახიდან გამომყვა... გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრიც ვარ..

... მამას ბრძოლის წინ უთქვამს, ერთი ჯარისკაციც თუ დამეღუპება, მეც იქ მოვკვდებიო.რომ წამოვიზარდე, შევეცადე, მამის უკანასკნელ ბრძოლაზე არა მხოლოდ ქართული, არამედ რუსული დოკუმენტური მასალაც შემესწავლა. ამ მასალებზე დაყრდნობით, მამას, რუს გენერალ ხრულოვის კოლონასთან, საკმაოდ ახლო დისტანციაზე  მოუწია შეტაკება. 9 აგვისტოს, ცხინვალში, ‘’შანხაის დასახლებაში,’’ მხოლოდ გენერალ ხრულოვის ქვედანაყოფი იმყოფებოდა. წინ სამშვიდობო ძალების განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდათ. მამას ელექტროსადგურთან მოუწია ბრძოლა, იგივეა ნათქვამი რუსების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმშიც, სადაც კარგად ისმის, როგორ უყვირიან ქართველ  მებრძოლებს:’’იარაღი დაყარეთო’’, რაც, მამამ, არ გააკეთა, რის შემდეგაც, ყუმბარები ჩამოყარეს რუსებმა... მამას ყუმბარის ანასხლეტი კისრისა და ფეხის არეში მოხვდა. ეს ჭრილობები აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო. მამას ცხედარი ბრძოლის ველიდან, 26 აგვისტოს, პატრიარქის დახმარებით გამოიტანეს...

ბაბუასთვის, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა, შვილის სიკვდილი,რა თქმა უნდა,სიცოცხლის ბოლომდე მოუშუშებელი იარა იყო,მაგრამ თავად სამხედრო, ამბობდა: ‘’ალბათ, ყველა ჯარისკაცს არ ხვდება წილად ბედნიერება, სამშობლოს შესწიროს თავიო’’...

წარმოდგენა იმისა, რომ შალვა დოლიძის შვილი ხარ, არის გრძნობა სიამაყის, უდიდესი პასუხისმგებლობის და ადამიანობის! მამას სიცოცხლეც და გარდაცვალებაც, ჩემთვის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითია!

... რა არის ჩემთვის სამშობლო? იცით... ვერ ვამბობ სიტყვით... იმას რასაც ამ სიტყვაზე ვგრძნობ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ... ალბათ ესაა სამშობლო, როცა მასზე ლაპარაკი არ შეგიძლია... ისევ ბაბუას სიტყვებს ვიხსენებ და ვიტყვი: ‘’ჯარისკაცისთვის სამშობლო სწორედ ისაა, რისთვისაც სიკვდილი ბედნიერებაა.’’

თბილისის ერთ-ერთ ქუჩასა და სკვერს, ისნის რაიონში, მისი სახელი ეწოდა, ხოლო სახლზე, სადაც შალვა დოლიძე ცხოვრობდა, დღეს მისი მემორიალური დაფაა.

შალვა დოლიძე (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.


მადლობა, ლუკა შალვას ძე დოლიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.07.2023
სულ რედაქტირებულია 7

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.07.2023
სულ რედაქტირებულია 3



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0