მალხაზ დოლიძე დაიბადა 1962 წლის 10 მარტს. 1978 წელს
დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბალისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1983 წელს. მუშაობა დაიწყო თსუ მაღალი ენერგნების ფიზიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ მუშაკად. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვვბლად,კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე.
აჩიკო ღა მალხაზი ერთად იზრდებოდნენ. მამების მეგობრობა შვილებსაც „გაღაედოთ“. მყარ ფესვზე აღმოცენებულმა ძმურმა სიყვარულმა შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდნენ.ჯგუფელები იყვნენ და ორთავემ წარჩინებით დაამთავრეს ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. კარგი სპორტსმენებიც იყვნენ, აჩი–
კოს კალათბურთი იტაცებდა, მალხაზს – სამთო-სათხილამურო სპორტი, თუმცა, ორივე ფეხბურთის „გიჟი“ იყო. განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ და თითქოს ერთმანეთს ავსებდნენ. მალხაზი უცბად აინთებოდა და ფიცხი კამათი სჩვეოდა, აჩიკო, პირიქით, დინჯი, მომღიმარი სახით ესაუბრებოდა ოპონენტს ცხარე კამათის დროსაც.
ადამიანი ამქვეყნად იმისთვის მოდის, რომ იცოცხლოს. იცხოვროს თუნდაც,ერთი დღე. სისხლსავსე ცხოვრება უფრო რთულია,ვიდრე ასი წელი ამქვეყნად არსებობა, ისე უნდა იცოცხლო. რომ ბოლომდე დაიხარჯო, მაშინ დაერქმევა არსებობას ცხოვრება... და სამშობლოს თავს დატეხილი განსაცდელის ჟამს უყოყმანოდ მიაშურეს აფხაზეთს, იქ, სადაც, მათი რწენით, უფრო საჭირო იყვნენ.
ბიჭებს ცხოვრება უყვარდათ, მაგრამ თავიანთ სიცოცხლეს არ დაჰკანკალებდნენ. როგორც წინაპრების უკვდავი გენი უკარნახებღათ, ისე მოიქცნენ. შიშით არ დათრგუნვილან, სიკვდილს შეეჭიდნენ, როგორც მეომრები, რადგან კარგად უწყოდნენ მათი ბრძოლის ველზე დაცემით დიდი სიცოცხლე რომ უნდა გაგრძელებულიყო საქართველოში.
„მაგრამ ცოტათი ადრე... სამი დღე დადიოდნენ თბილისის გამწვევ პუნქტში და ბოლოს მიაღწიეს საწადელს. თავიდან ახალციხეში იყვნენ და სამხედრო ტექნიკის გორისკენ ტრანსპორტირებაში მიიღეს მონაწილეობა. შემდეგ ფოთის გავლით ჩავიდნენ სოხუმში და მეორე დღესვე 101-ე ბატალიონის მე-2 ასეულის შემადგენლობაში, მდინარე გუმისთის ხეობაში, სოფელ. ახალშენთან დაიკავეს
პოზიციები. აჩიკო ათმეთაური იყო, მალხაზი – რადისტი მეკავშირე.
ომი საოცარი მოვლენაა. არც აფხაზეთის ომია გამონაკლისი. აქ ამაღლებული და ნაღდია სიყვარული, მეგობრობა, თავდადება,პატიოსნება. საშინელებაა როცა შენს თვალწინ კვდებიან, აფეთქებენ, კლავენ, ბეზღიაობენ, ცრუობენ, ლაჩრობენ,იპარავენ, ღალატობენ... მოულოდნელი არ ყოფილა მტრის შემოტევა,მაგრამ გაუჭირდათ სულმოკლე თანამოძმის მიერ გაცემულ მეომრებს. დაახლოებით «რთი სათის გაწმავლობაშე უსასტიკეს ბრძოლაში ოროცდაოთხი ჩვენი მებრძოლი მედგრად უმკლავდებოდა მათზე ათჯერ მრავალრიცხლუან ტანკითა და ხუთი ქვეითთა საბრძოლო მანქანით... 1992 წლის 3 ნოემბრის დილას, იმ საბედისწერო შეტაკებაში მათმა მონდომებამ, თავგანწირვამ დამხმარე ძალის მოსვლამდე შეაჩერა მტრის გააფთრებული შეტევა სოფელ შრომაზე,მომხდურებს გეგმა ჩაუშალა და რამოდენიმე თანამებრძოლს სიცოცხლე შეუნარჩუნა.. იმ დღეს სოხუმი გადაურჩა აღებას, საქართველო კი გაცილებით დიდ ტრაგედიას, ვიდრე გაგრაში მოხდა!
ომს თავისი კანონი აქვს, დაუწერელი, ხშირად სასტიკი, ხანდახან გაუმართლებელი, ზოგჯერ უსამართლო, მაგრამ. კანონი...
და შეიწირა სამშობლოს სიყვარულმა მალხაზისა და არჩილის სიცოცხლე.სიცოცხლეში განუყრელი მეგობრები სიკვდილმაც ვერ დააშორა, მაგრამ დაინდო უფალმა – ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ ერთმანეთის დაღუპვა არ შეუტყვიათ.
ცხოვრება გამოცდაა და ბედნიერია ის, ვინც მას ღირსეულად ჩააბარებს.
მალხაზი და არჩილი კაცები იყვნენ, კაცურად იცხოვრეს და ვაჟკაცურად ბრძოლაში დაიღუპნენ.
არჩილ ამაღლობელი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
„წასულს არ უნდა გრცხვენოდეს,
დატოვებულის კვალისა
უქმად ნატარი სიცოცხლე
ფასი არ არის ჩალისა,
ერთი რამ არის საწყენი
საწუთროს სამართალისა,
რატომ არ იცის გარჩევა
მამაცისა და მხდალისა.
მას დედის ძუძუ ტკბილი
შხამადაც შერგებია,
მამულისთვის „სიკვდილი
ვისაც დაზარებია!
ილია