სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
 ნიკა გაბრიელის ძე ყალაბეგიშვილი 1989-2008წწ დაკარგულია. 19 წლის, სამაჩბლო, კაპრალი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, წარმ. გურჯაანი  ნიკა გაბრიელის ძე ყალაბეგიშვილი 1989-2008წწ დაკარგულია. 19 წლის, სამაჩბლო, კაპრალი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, წარმ. გურჯაანი  ნიკა გაბრიელის ძე ყალაბეგიშვილი 1989-2008წწ დაკარგულია. 19 წლის, სამაჩბლო, კაპრალი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, წარმ. გურჯაანი

1989-2008 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ყალაბეგიშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

306       ბეჭდვა

ნიკა გაბრიელის ძე ყალაბეგიშვილი 1989-2008წწ დაკარგულია. 19 წლის, სამაჩბლო, კაპრალი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, წარმ. გურჯაანი

 ნიკა გაბრიელის ძე ყალაბეგიშვილი კაპრალი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1989 – 2008


 

დედამისს შავები არ ჩაუცვამს და არც აპირებს ჩაცმას – რადგან არ სჯერა, რომ ის მკვდარია...

ნიკა ყალაბეგიშვილი ომში რომ წავიდა, 18 წლის იყო. ნოემბერში 19-ის უნდა გამხდარიყო. დეენემის პასუხის თანახმად, მის ცხედარს ზემო ნიქოზში მიაკვლიეს, სადაც 8 აგვისტოს დაბომბვისას დაიღუპნენ ბიჭები.

გმირობამდე სულ ერთი მტკაველი სიცოცხლე განვლო. 18 წელი.

მის თავგადასავალში, გმირობამდე, არაფერია უჩვეულო, გამორჩეული.


წყნარი, ჩუმი ბიჭი ყოფილა. უყვარდა კომპიუტერი, კითხულობდა წიგნებსაც. ბოლოს კარატეთი დაინტერესებულა, ყიდულობდა წიგნებს, კითხულობდა, მერე ერთი წელი ვარჯიშობდა კიდეც კარატეში. ეს იყო ჯარში წასვლამდე.

დოლი ყალაბეგიშვილი, დედა: „ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი იყო, წყნარი. ჯარში არავის გაუწვევია, თვითონ მოინდომა წასვლა, ძალიან გაგვიკვირდა. რომ წავიდა, ისეთი ბედნიერი იყო... ერაყში უნდა წასულიყვნენ დღე–დღეზე. ჯარში 2007 წლის ნოემბერში შევიდა, სულ 8 თვე იმსახურა...“

ნიკამ რეჟიმს გაუძლო და ერაყში წასასვლელადაც ემზადებოდა, სიტუაცია რომ დაიძაბა. დედამისმა ბოლოს 6 აგვისტოს ნახა.

დედა: „სამსახურში იყო მოსული, ვაზიანიდან გამოუშვეს, სასწრაფოდ პასპორტი უნდა აგვეღო, ერაყისთვის. შვიდში პირველი საათისთვის უნდა მოსულიყო, რომ პასპორტი აგვეღო უკვე, მაგრამ არ მოვიდა, ვრეკავდი, მობილური გამორთული იყო. შევშფოთდი, დაძაბულობა იყო უკვე ქვეყანაში და რომ არ გამოჩნდა, ვაზიანში ავედით, მაგრამ მთელი ბაზა ცარიელი დაგვხვდა... საერთოდ, აღარ დაურეკავს, ტელეფონი აქ, ბაზაზე ჰქონდა დატოვებული. სხვებმა წაიღეს, მაგრამ, როცა უთხრეს, დატოვეთო, ნიკამ დატოვა. ასეთი იყო, პასუხისმგებლობით სავსე. ზამთარში სწავლებები ჰქონდათ, არადა სიცხიანი იყო, ვუთხარი, მიდი ლაზარეთში, გაგსინჯავენ და გაგათავისუფლებენ-მეთქი, არაფრით არ მივიდა, პირად საქმეში ჩამეწერება, ავად რომ ვიყავი და არ მინდაო. სიცხიანი დადიოდა სწავლებებზე...“

მერე დაიწყო ჯოჯოხეთი. შვილის ძებნა იგოეთსგადაღმა თუ უსასრულო ლოდინი ვაზიანის ბაზასთან, სიარული მორგებში და ბოლოს დეენემის პასუხი 21 ოქტომბერს, რომ ნიკა ზემო ნიქოზში დაიღუპა.


„არ გვინახავს, ისე დაასაფლავეს, სასაფლაოს ნომერი გვითხრეს. ისე, თქვეს, კასეტურ ბომბზეა აფეთქებულიო“.

ნიკას დედის ტრაგედიაში არის კიდევ ერთი უკიდურესად მტკივნეული ფაქტორი – ნიკას დედა, ქალბატონი დოლი ეროვნებით რუსია... დღეს მას პროტესტი აქვს რუსების მიმართაც და რუსული ენის მიმართაც. მოდი და ნუ გექნება პროტესტი, როცა იგოეთსგადაღმა შვილის ძებნას დაიწყებ განაწამები, როცა ქართველი ჯარისკაცების ფორმაში ჩაცმული რუსი სალდათები გადაგეყრებიან და ცინიკურად გეტყვიან, შენს შვილს რაღად უნდა ფორმა, შენი შვილი მკვდარია... მოდი და მოისმინე ეს დედამ, მით უმეტეს, რომ ამას შენი ეროვნების ადამიანი გეუბნება.

„ძვირფასი ჩემთვის საქართველოა, მე აქ დავიბადე და გავიზარდე, სულ არ ვიცი, რუსეთი როგორია, კი ვარ ნამყოფი ბავშვობაში... რუსი ვარ, მაგრამ ჩემი შვილი ხომ ქართველია? ქართულ ჯარში იყო ხომ? ძალიან დიდი პროტესტი მაქვს რუსების მიმართაც და რუსული ენის მიმართაც... არადა დედაჩემი 15 წელია, მოსკოვში ცხოვრობს. ნიკას რომ ვეძებდით, იგოეთს გავცდი, ბუფერული ზონის იქით გადავედი, რუსი ჯარისკაცები იდგნენ, კაცები კი არა, ბავშვები, ნიკასხელები, ჩვენი სამხედრო ბათინკები ეცვათ, ფორმები და მითხრეს, რად უნდა შენს შვილს ფორმა, მკვდარიაო... თუ ნიკა აღარაა და მართლა აფეთქებისას დაიღუპა, არ ვიცი, ალბათ, მადლობელიც უნდა ვიყო ღმერთის... კიდევ კარგი, ტყვედ არ ჩავარდა... ვიცი, რასაც დამართებდნენ რუსულაქცენტიან, რუსულსახიან ქართველ ჯარისკაცს...“

ვწერ და ჩემთვის ვფიქრობ, რა იყო ამ 18 წლის ბიჭის სიცოცხლე?

ჰყოლია შეყვარებული, ბედნიერი იყო იმით, რომ ჯარში მსახურობდა, რომ ჰყავდა მეგობრები, რომ ჰქონდა ხელფასი, მისთვის დიდი – 700 ლარი. ოჯახში იხსენებენ, რომ ისიც არ იცოდა, როგორ დაეხარჯა, ოჯახს ეხმარებოდა, თავისთვის მობილური უყიდია, თავისი ცხოვრებით ბედნიერი იყო – თავისი ჯარისკაცური ცხოვრებით. არ შეიძლება, არ მოგხიბლოს ამ პატარა ბიჭის ცხოვრების უბრალოებამ, სისადავემ და არ დაგზაფროს მისმა სვე-ბედმა.

დედას არ სჯერა მისი სიკვდილის.

ჩემთვის, მით უმეტეს, ძნელია რაიმეს გადაჭრით დაჯერება ან არდაჯერება. ძნელია, როცა დეენემის დასკვნა ებრძვის დედის გულის ხმას.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0