სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
სოსო ღვინიაშვილი თენგიზის ძე 1987 -2008 წწ გარდ. 21 წლის, სამაჩბლო, დაბ. სოფ. მახარაძე გურჯაანი, ვახტანგ გორგასლის I ხარისიხს ორდენოსანი, სოსო ღვინიაშვილი თენგიზის ძე 1987 -2008 წწ გარდ. 21 წლის, სამაჩბლო, დაბ. სოფ. მახარაძე გურჯაანი, ვახტანგ გორგასლის I ხარისიხს ორდენოსანი, სოსო ღვინიაშვილი თენგიზის ძე 1987 -2008 წწ გარდ. 21 წლის, სამაჩბლო, დაბ. სოფ. მახარაძე გურჯაანი, ვახტანგ გორგასლის I ხარისიხს ორდენოსანი,

1987-2008 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ღვინიაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

სოსო ღვინიაშვილი თენგიზის ძე 1987 -2008 წწ გარდ. 21 წლის, სამაჩბლო, დაბ. სოფ. მახარაძე გურჯაანი, ვახტანგ გორგასლის I ხარისიხს ორდენოსანი,

კაპრალი ვახტანგ გორგასლის I ხარისიხს ორდენოსანი, 2008 წ. 1987 –09/08/ 2008


ცხინვალში, ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული გმირის ცხედარს, გადმოსვენების მერე გულის ჯიბეში მობილური ტელეფონის სიმბარათი უპოვეს. ბარათზე მხოლოდ ერთი ნომერი ეწერა, უსახელოდ – „მხოლოდ შენ“. მასთან დარეკეს. ის გოგონა იმ ჯარისკაცის საცოლე იყო. ის ჯარისკაცი - სოსო ღვინიაშვილი. სოსო მხოლოდ 20 წლის იყო...

 


თვალცრემლიანი დედა გაიხსენებს, რომ სოსო ბავშვობიდანვე ხიფათიანი იყო, ზედმეტად ცელქი, მოუსვენარი და ამავე დროს, ყველა ხიფათიდან მშვიდობით გამოდიოდა...

...სახლის წინ წყლით სავსე, დიდი კასრი ედგათ, სადაც კაკალი ცვიოდა. სამი წლის სოსო აძვრა, გადაეყუდა კაკლის ამოსაკრეფად და... წყალში ჩავარდა. დედას დღესაც უკვირს, როგორ ამოათრია 3 წლის სოსო მასზე სულ ერთი წლით უფროსმა ძმამ - დათომ...

სულ ფათერაკიანი ყოფილა და სულ მშვიდობით გამოდიოდა ამ ფათერაკებიდან... თვალცრემლიანი დედა იტყვის, რომ ომის შემდეგ, როცა არ ჩანდა და როცა ვეძებდით, ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ დაბრუნდებოდა...

ლია ღვინიაშვილი, სოსოს დედა: „მეშვიდე კლასამდე ხუთოსანი იყო. მერე სიყვარულის წლები დაუდგა და ცოტა გაცელქდა. სულ შეყვარებული იყო და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა... თვითონაც უყვარდა თავის გამოჩენა... 8 მარტს ყვავილებს ყიდულობდა ყველა თანაკლასელი

გოგონასთვის, ყველაზე ადრე მიდიოდა სკოლაში და დილით რომ შეაღებდნენ კარებს, ყველა გოგონას მერხზე ედგა ყვავილები, ნამცხვრები, ტკბილეული, ლიმონათები... ასე დაახვედრებდა ხოლმე...“

სოსო ღვინიაშვილი გურჯაანის რაიონში, სოფელ მახარაძეში დაიბადა, 9 კლასი იქ დაამთავრა, შემდეგ სწავლა კაჭრეთის ლიცეუმში განაგრძო. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ეროვნული გამოცდებიც გაიარა, იურიდიულზე სურდა ჩაბარება, საკმარისი ქულები ვერ დააგროვა, მეორადი ჩარიცხვებისას გამწვანების ფაკულტეტი შესთავაზეს. იუარა. მეორე წელს აპირებდა ისევ ჩაბარებას.

დედა: „ცდილობდა დამოუკიდებელი ყოფილიყო. კერამიკის საამქროში დაიწყო მუშაობა. სამხედრო სავალდებულო სამსახური გადაუვადეთ კიდეც, თანხაც გადახდილი გვქონდა უკვე, მაგრამ მაინც წავიდა. ვაზიანში იყო. არ ვიცი, წინათგრძნობა იყო თუ რა იყო, როცა მასთან მივდიოდით, ყოველთვის ცრემლი მდიოდა და სულ მიტევდა, რა გატირებს, ვერ გავიგე რაზე ნერვიულობო... მერე სამაჩაბლოშიც იყო სამშვიდობო მისიით...“

სოსო სწორედ ამ დროს თავის ერთ-ერთ ლექსში დაწერს:

„ცივია ჯარის კედლები, სახლში ჯობია, დედა.

აქედან მე ჩემს ცხოვრებას გუშინდელივით ვხედავ...

...უცებ გაივლის ეს ერთი წელი, ჩემო ძვირფასო დედა.

როგორც კი ცხინვალს მოვივლი, სახლში მოვდივარ, დედა“.

 

სავალდებულო ერთმა წელმაც განვლო, ცხინვალიც მოიარა, მაგრამ შინ არ დაბრუნდა. გადაწყვიტა კონტრაქტით გაეგრძელებინა ჯარში სამსახური.

დედა: „ვუშლიდი, არანაირად არ მინდოდა, რომ გადასულიყო საკონტრაქტოზე, მაგრამ მაინც გადავიდა. გაჭირვებით ოჯახში ნამდვილად არ გვიჭირდა, მაგრამ თვითონ სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო. დამოუკიდებელი ცხოვრება უნდოდა, არადა ჯერ განათლება არ ჰქონდა მიღებული, სულ 19 წლის იყო, სამსახურიც დაბალხელფასიანი იყო, არასტაბილური... რასაც დაისახავდა მიზნად, აკეთებდა კიდეც... თანაკლასელი გოგონები იხსენებენ, ვკითხეთ რატომ დარჩი ჯარშიო და აბა, თქვენ ვინ დაგიცავთ, საქართველოს ვინ დაიცავსო... ყველას უყვარდა...

ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო და არ ვიცი სად აგროვებდა ამდენ მეგობრებს...

ცხოვრებაშიც, იმას კი არ ნერვიულობდა, რაც შეემთხვეოდა, დედა ინერვიულებს რომ გაიგებსო... რასაც თვითონ გადაწყვეტდა, იმას აკეთებდა. მიზანდასახული იყო ძალიან. მე თუ რამე არ მომწონდა და ვეუბნებოდი, ვარიგებდი, არ მაწყენინებდა ხოლმე, მისმენდა, მაგრამ მაინც იმას აკეთებდა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა, მაგრამ ისე გააკეთებდა, დამარწმუნებდა, რომ ასე სჯობსო...

თავის პატარა, 7 წლით უმცროს ძმაზე აბოდებდა, ანებივრებდა ყველანაირად, ხელფასს რომ აიღებდა ყოველთვის მიჰყავდა სადღაც...

შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ მათ ბატალიონს ერაყისთვის ამზადებდნენ და შეთანხმდნენ, ერაყს რომ მოივლიდა მერე უნდა დაოჯახებულიყვნენ... უკვე ოფიციალურად იყო ყველაფერი გადაწყვეტილი, მაგრამ... ეჰ...“

დათო ღვინიაშვილი, ძმა: „მანქანა უნდოდა ძალიან, კრედიტი გამოიტანა და იყიდა მანქანა, რაღაცას ეშურებოდა, რაღაცის მოსწრება უნდოდა. დილით ნაწილში ცხადდებოდა. თავის ასაკთან შედარებით იმდენი და ისე იცხოვრა... ეჰ, ნეტა ეცოცხლა...

უსამართლობას ვერ იტანდა და ხშირად უწევდა ჩხუბი, კონფლიქტი.“

ჯარისკაცი შინიდან ბოლოს 4 აგვისტოს გავიდა...

მეგობარი დაეღუპა, ნაწილიდან იყო გამოსული სამძიმარზე.

ღამით შინ მისვლას აგვიანებდა. ღამის სამი საათი რომ დაიწყო, დედა შეეხმიანა. მოვალო. კიდე აგვიანებდა, კიდე შეეხმიანა დედა. მუდამ მომღიმარი სოსო იმ დღეს დედას ძალიან დაღონებული ეჩვენა. ის დაღონება მეგობრის დაღუპვით ახსნა.

მეორე დილით, ორჯერ გააღვიძა დედამ, ორჯერ შეიბრუნა ძილი, არ წამოდგა, სანამ გელა მებაღიშვილმა არ დაურეკა.

დედა: „ძალიან ჩქარა ადგა, ჩაიცვა, ყოველთვის როცა სახლიდან გადიოდა, არ არსებობდა რომ არ დამმშვიდობებოდა, არ გადავეკოცნე, ისე წავიდა... გამიკვირდა, ვიფიქრე, ალბათ, წუხელ რომ დავურეკე, ეწყინა-მეთქი... წავიდა და მალევე ამობრუნდა, მეგობრის სურათი დამავიწყდაო, გულზე გასაკეთებელი, ის სურათი, ერთი ნაბეღლავის ბოთლი აიღო და გავაცილე იმ გზაზე... გაიარა კორპუსებს შუა, იმის მერე თვალი არ მომიკრავს...“

ოჯახი ყოველდღე ეხმიანებოდა სოსოს. დედამ 7 აგვისტოსაც დაურეკა.

დედა: „ბანკიდან კრედიტი ჰქონდა გამოტანილი და რიცხვი ზუსტად არ მახსოვდა, 7 აგვისტოს უნდა შემეტანა თანხა თუ 8 აგვისტოს, მაგის საკითხავად დავურეკე. არც მიეჭვია, ჩვეულებრივ მელაპარაკა, კარგად ვარო... თავისი მეგობრის გასვენება იყო უკვე და ვკითხე, არ მოდიხარ-მეთქი, და ვერ ვახერხებო, დე, ხო იცი, ჯარია და ვერ ვახერხებო. პარასკევს ხომ მოხვალ-მეთქი. ვერ შეგპირდებიო... მე რომ ველაპარაკებოდი, იმ დროს უკვე სამაჩაბლოში ყოფილა...“

დათო, ძმა: „მე რომ ველაპარაკე შვიდში, ჩემთვის არ დაუმალავს რომ ომში იყო, მაგრამ გამაფრთხილა, დედას არ უთხრა, ინერვიულებსო. თან მეც მამშვიდებდა, სადაც ვარ აქ არაფერი არ ხდება, იქით იბომბებაო. სახლში ვერ ვამბობდი, ძმაკაცებთან ვთქვი, რა გამაძლებინებდა, ვიცოდი, რომ ომში იყო და იქაურობა იბომბებოდა, 8-ში მეც და ჩემი ძმაკაცებიც ყველა ვრეკავდით. სულ გამორთული ჰქონდა. მერე თვითონ გამომიშვა ზარი... დღის 12 საათისკენ... რომ ველაპარაკე ხმაზე უკვე აღარ ეტყობოდა სიმხიარულე... მარტო ეგ მთხოვა ანგარიშზე ჩამირიცხეო. მესიჯით გავუგზავნე ბარათის კოდი, გადავურეკე, რომ გამერკვია, მიუვიდა, არ მიუვიდა... გამორთული ჰქონდა უკვე და იმის მერე აღარ ჩაურთავს ტელეფონი...“

სოსო გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე...

დედა: „მოკვლევის მიხედვით, 8 აგვისტოს ხეთაგუროვში იყვნენ, სოსოს აუყვანია ტყვეები და ინფორმაციას სძალავდა, დანაყოფისთვის ბრძოლა რომ გაეადვილებინა. წერია, რომ 9 აგვისტოს, შანხაის ტერიტორიაზე, ორმხრივი ცეცხლის დროს დაიღუპა გმირულად... როგორ დაიღუპა არავინ იცის... ალბათ, სანამ ცოცხალი ვიქნები გამტანჯავს ამაზე ფიქრი, როგორ დაიღუპა... იმ საშინელი დაბომბვების მერე გაგიჟებულებმა 9 საავადმყოფო მოვიარეთ, ბოლოს მეოთხე საავადმყოფოში მისი ასეულის ყოფილი სერჟანტი, გიგა ლილუა ვნახეთ, სოსო ღვინიაშვილი რომ ვუხსენე, მაშინვე სურათიც ვანახე, მითხრა, ვიცი, ვიცი, ჩემს ასეულში იყოო და ამბის გასაგებად გადარეკა, ღვინიაშვილის რა ისმისო. ვისაც დაურეკა, ეტყობა იმან ძალიან ცუდი რაღაც უთხრა. მე, თქმით არაფერი მითხრა, მაგრამ გვერდზე გადატრიალდა და „აუ, რა ბიჭი“ - წამოცდა კიდეც... რამე ცუდი ხომ არ გითხრა-მეთქი, და არა, არა, ქალბატონო, ეს ბიჭები კარალეთიდან მოდიან, დაწყნარდითო. ისე მითხრა, სახეზე არ შემოუხედავს. მივხვდი, რომ იმან უთხრა ცუდი რაღაც...“

დათო: „მისი ადამიანურად მესმის. გაიგო, მაგრამ არ თქვა, არ უნდოდა მისგან გაგვეგო... მერე ბიჭი ვნახეთ, რომელიც სოსოს ოცეულში იყო, იმან გვითხრა პირველად, ბარდანა მთელი ღამე ეძებდა სოსოს და ვერც მკვდარი იპოვა, ვერც ცოცხალიო...“

ბარდანა - იგივე გელა მებაღიშვილი სოსოს ასეულის სერჟანტი იყო, სოსო - ოცმეთაური, ლევან დევდარიანიც - ოცმეთაური. ისინი ძმაკაცები იყვნენ. მძიმედ დაჭრილი ლევან დევდარიანის ბრძოლის ველიდან გამოყვანა გელა მებაღიშვილმა თანამებრძოლებს დაავალა. მერე ნახა, რომ ისინი ლევანის გარეშე გამოვიდნენ... თავი იმით იმართლეს, რომ დევდარიანი აღარ იყო. მებაღიშვილმა არ დაიჯერა და მაინც შებრუნდა მის გამოსაყვანად და დაიღუპა კიდეც.

ამბობენ, რომ მებაღიშვილი სოსოსაც ეძებდა მთელი ღამე. იმასაც ამბობენ, რომ უკანდახევისას, სოსო მანქანაზე ამხტარა, იქ ბარდანა რომ ვერ უნახია, უკან ჩამხტარა და ძებნა გაუგრძელებია...

დედა: „პირველად რომ ლევან დევდარიანის ამბავი გავიგეთ, ვთქვით, მორჩა, ჩვენ, ალბათ, სოსოს ვეღარც ვნახავთ. სოსო ის კაცი არ იყო, ძმაკაცი, თუნდაც მკვდარი იქ დაეტოვებინა და თვითონ გამოსულიყო...

საავადმყოფოების მოვლის შემდეგ, სოსოს დედამ, გელა მებაღიშვილის მეუღლეს, ინგას მიაკითხა. სართულს რომ კითხულობდა, მეზობელმა ანიშნა, რომ გელა აღარ იყო... მაგრამ ეს არ იცოდა მისმა მეუღლემ...

ლია ღვინიაშვილი: „მე გელაზე ვიცოდი და ვერ ვეუბნებოდი, ინგამ, ალბათ სოსოზე იცოდა და ვერ მეუბნებოდა... წავედით ნაწილში. ინგას თავიდანვე უთხრეს, რომ გელა დაიღუპა. ჩვენთვის არავის უთქვამს. მერე ბიჭები გვანუგეშებდნენ, სოსო ცოცხალია, ბიჭები კარალეთიდან მოდიანო. ერთი სამი დღე რაღაცის გვჯეროდა, ბიჭები სანამ მოდიოდნენ კარალეთიდან... მერე კი... სოსოს ტელეფონი ჰქონდა და როგორმე დარეკავდა და არც ჩუმად სიარული გაუჭირდებოდა...“

ვერსია, რომლის დაჯერებაც სოსოს ოჯახში უჭირთ – ტყვედ ჩავარდნაა.

„მირჩევნია ბრძოლის ველზე იყოს დაღუპული. თუ ტყვედ ჩავარდებოდა, სოსო იმ შეურაცხყოფას, დამცირებას, ვერ აიტანდა...“

დათო: „ამაყი იყო, თავს არ მოაკვლევინებდა, შეაკვდებოდა. შეიძლება ასეც იყო, ვინ იცის...“

დედა: „უბრალოდ, მე არ ვიჯერებ ამას, იმიტომ, რომ არ მინდა, რატომღაც დარწმუნებული ვარ, არც ჩავარდებოდა, ლიმონკა იქ ჰქონდა და თავის თავს თვითონ მოუვლიდა...“

დათო: „ექსპერტიზისას გულის ჯიბეში კარტა უპოვეს, რომლითაც სოსო თავის საცოლეს ელაპარაკებოდა, მარტო ერთი ნომერი სწერებია იმ კარტაზე. თან სახელიც არ ეწერა, ეწერა „მხოლოდ შენ“. დაურეკეს იმ გოგოს, ცხინვალიდან ჩამოსვენებული ერთ-ერთი ჯარისკაცის ჯიბეში ვიპოვეთ ბარათი, სადაც მხოლოდ თქვენი ნომერი წერიაო... სოსოს საცოლემ დამირეკა მე... მე და მამაჩემი ისანში, მორგში წავედით. უკვე ცინკის კუბოში ესვენა, ცხედარი არ გვანახეს, მაგრამ გვანახეს ჩასვენების წინ გადაღებული სურათები. ქამარი ჩანდა სურათებში, ვარსკვლავი ეხატა და რაღაც წარწერა, მე ზუსტად არ მახსოვდა ეს ქამარი და ჩემს პატარა ძმას დავურეკე, იმას უფრო ეცოდინებოდა, ქამარი იყო თუ რაც იყო, იმას ჩუქნიდა... დავურეკე, ვკითხე, გიო, ესეთი და ესეთი ქამარი ჰქონდა სოსოს? ჰოო, ეგ ქამარი მე მივეცი სოსოსო, ზუსტად მითხრა, რაც ეწერა ქამარზე... „დეენემის“ პასუხის დალოდებას აზრი აღარ ჰქონდა, მეორე დღესვე გადავასვენეთ და დავკრძალეთ“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 7





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0