სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ლევან იოსებიძე შუქურის ძე 1988 -2008წწ გარდ.სამაჩბლო დაბ. რუსთავი ლევან იოსებიძე შუქურის ძე 1988 -2008წწ გარდ.სამაჩბლო დაბ. რუსთავი ლევან იოსებიძე შუქურის ძე 1988 -2008წწ გარდ.სამაჩბლო დაბ. რუსთავი ლევან იოსებიძე შუქურის ძე 1988 -2008წწ გარდ.სამაჩბლო დაბ. რუსთავი

1988-2008 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი იოსებიძე სია

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ლევან იოსებიძე შუქურის ძე 1988 -2008წწ გარდ.სამაჩბლო დაბ. რუსთავი

ლევან იოსებიძე შუქურის ძე კაპრალი ვახტანგ გორგასლოს I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


 აქამდე მხოლოდ თბილისში, საბურთალოზე იყო იოსებიძის ქუჩა – საბჭოთა კავშირის გმირის, ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპული თინა იოსებიძის სახელობის.

ახლა რუსთავში ეწოდა პირველი მაისის ქუჩას იოსებიძის ქუჩა – რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული ლევან იოსებიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად.

თინა იოსებიძე ლევან იოსებიძის პაპის და იყო.



თინა იოსებიძე – საბჭოთა კავშირის გმირი.

ლევან იოსებიძე – საქართველოს გმირი...

ლევან იოსებიძის სახელი ეწოდა იმ ქუჩას, სადაც დაიბადა და გაიზარდა ლევანი, სადაც გაატარა 20-წლიანი და გმირობით წერტილდასმული ცხოვრება.


ალბათ, არაფერია იმაზე ტრაგიკული და თან საამაყო, რომ ყოველდღე იარო საკუთარი შვილის ქუჩაზე და აღარ გყავდეს შვილი.

ლევანი მესამე შვილი იყო. ის რომ გაჩნდა, მშობლებს უკვე ჰყავდათ 6 წლის ირინე და ხუთი წლის რუსუდანი.

ლია იოსებიძე, დედა: „ჩემი მამამთილი ძალზე განიცდიდა, ბიჭი რომ არ გვყავდა. მე მეტი შვილის გაჩენას არც ვაპირებდი, მაგრამ ღვთის საჩუქარივით იყო... დავიტოვე ბავშვი. მაშინ არ იყო ექო, რომ სქესი დაგვედგინა. ყველა, აქაც, სოფელშიც მოუთმენლად ელოდა, ვინ გაგვიჩნდებოდა. ლევანის გაჩენა ყველას გაუხარდა, ორი გოგოს შემდეგ რომ მეყოლა...“

დაიბადა. ენაც მალე ამოიდგა, ფეხიც მალე აიდგა და შეიყვარა თავისი ქუჩა რუსთავში და მამაპაპეული სოფელი თორტიზა, თავიც მალე შეაყვარა ყველას. თვითონ ზღაპრები უყვარდა. ჯერ დედა უყვებოდა, მერე დედის რჩევით და ზღაპრების სიყვარულით თავად დაიწყო ზღაპრების კითხვა და წიგნიც შეიყვარა.


დედა: „სულ წიგნი ეჭირა, აქაც და სოფელშიც, ყველა მეზობლის ბიბლიოთეკა ჰქონდა გადაკითხული. ხან საიდან მოჰქონდა წიგნები, ხან – საიდან, სულ კითხულობდა. ძალიან უყვარდა ისტორია, მეოთხე-მეხუთე კლასში უკვე სანიკიძის წიგნებს კითხულობდა. მიკვირდა, ამ წიგნებს იგებ, რომ კითხულობ-მეთქი? სკოლაშიც კარგად სწავლობდა, ყველა მადლიერი იყო... მერე ძალიან აგვერია ცხოვრება, ჩემი დედამთილი დაიღუპა, მე და ჩემი მეუღლე იძულებული გავხდით, ოთხი წელი სოფელში წავსულიყავით ავადმყოფი მამამთილის მოსავლელად. ლევანი მარტო არ ყოფილა, ჯერ თვითონ და მისი და იყვნენ, მერე დეიდასთან იყო, მაგრამ ჩემს გარეშე დარჩა ის 4 წელი და ძალიან განვიცდი... სკოლას ამთავრებდა, პაპამისი რომ დაიღუპა. სახლის მიტოვება მეძნელებოდა, ის კი მეხვეწებოდა, ახლა მჭირდები, წამოდიო... წამოვედი. თვითონ ბავშვი იყო ისეთი... მეგობრებიც ისეთი ჰყავდა, არ მეშინოდა. ჭიდაობაზე დადიოდა. მერე ხელის ტრავმა მიიღო, სოფელში მაჯის გადაწევის დროს იდაყვზე ძვალი ამოტყდა და ორი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ მაინც ვარჯიშობდა, ტრენაჟორებზე დადიოდა, ყოველ დილით დარბოდა...


ბანკეტზე გამაცნო თავისი მასწავლებლები, მკოცნიდნენ, თქვენ არ იცით, რა შვილი გყავთო... სკოლა უყვარდა ძალიან, ბოლო კლასებში ბავშვები გაკვეთილებს აცდენენ ხოლმე. სკოლაში იცინოდნენ, კლასში სამი ბავშვი რომ იჯდეს, ერთ-ერთი იოსებიძეაო. სულ სკოლაში იყო, ძალიან უყვარდა სკოლა. მერეც, როცა ნაწილიდან მოვიდოდა, მეგობრებთან ერთად ან ფანტანთან იყო, ან სკოლასთან. ძალიან უყვარდა მეგობრები, ირაკლი ბეჟიტაშვილი, ლევან წიქარიშვილი, გიორგი ვანიშვილი, ლაშა... ტყუპები არიან კიდევ დები, მისი თანაკლასელები იყვნენ, ნაწილიდან მოვიდოდა თუ არა, დადებდა ჩანთას და მეგობრებთან გარბოდა...“

სკოლა 2006 წელს დაამთავრა, სექტემბერში ჯარშიც გაიწვიეს.

დედა: „მოსწონდა ჯარში, თვითონ გადაწყვიტა კონტრაქტით დარჩენა. ძალიან მეშინოდა, წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი... ერაყში წასასვლელად ემზადებოდა. ვუთხარი, დედა, იქიდან რომ ჩამოხვალ, თუ საშუალება გექნა, იქნებ ჩააბარო, თუნდაც სამხედრო აკადემიაში-მეთქი. ნამდვილად მეცოდებოდა. ჰქონდა უნარი...“


საკონტრაქტო სამსახურს ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში გადიოდა. აგვისტოს დასაწყისში ერთკვირიანი შვებულება მისცეს, ერაყისთვის რომ პასპორტი აეღო. თორტიზაში ჩავიდა დღეობაზე, დები მოინახულა, 4 აგვისტოს იქიდან წამოსულა და თავისი მეზობელი გოგონები სახინკლეში დაუპატიჟია. გოგოებს დაზარებიათ.

ლევანის პასუხი კი დღემდე ზარავთ გოგოებს:

„წამოდით, წამოდით, ომში უნდა წავიდე და შეიძლება აღარც დავბრუნდეო...“

5 აგვისტოს ნაწილში წავა, 6 აგვისტოს ისევ შინ დაბრუნდება.

დედა: „თავისი ბავშვობის მეგობრის ნახვა უნდოდა. ალბათ, გული ცუდს უგრძნობდა. არ ვიცი... მე ვერაფერს მეუბნებოდა, უბრალოდ, ვხედავდი, რომ ჩემი შვილი მოწყენილი იყო. საერთოდ, ისეთი ბიჭი იყო, ლაპარაკი არ უყვარდა და როცა დაღონებული იყო, ვფიქრობდი, ალბათ, გადაიღალა, დასვენება უნდა-მეთქი. 7 აგვისტო დაიწყო, სადღაც ღამის 2 საათი იყო, რომ დაურეკეს. ხმაურზე გამომეღვიძა, დამამშვიდა: არაფერიაო. დაიწყო რეკვები, ეს იქით რეკავდა, ამას აქეთ ურეკავდნენ ბიჭები. მე მაინც არ მოველოდი, რომ ომი დაიწყებოდა. რომ ჩაიცვა, ვკითხე, სასწავლო განგაშია-მეთქი? არაფერი თქვა, ერთი მაკოცა და გარეთ რომ გავიდა, მოტრიალდა, დედა, ცხინვალში არეულობააო, ეს თქვა და წავიდა...“

მაგრამ გათენდა და დედამ გაიგო – ომი დაიწყო.

თავზარდაცემული დედა, გორის რაიონში, თორტიზაში მყოფ ქალიშვილებს დაურეკავს, ჰოსპიტალში მისვლას სთხოვს, დაჭრილები მიჰყავთ და ლევანი არ მიიყვანონო. ჰოსპიტალში მისულ ლევანის დას ნანახი შეზარავს.

დედა: „დამირეკა, ეს სად ვარ, შენ არ იცი, როგორი დაჭრილები მოჰყავთო და უცებ მითხრა, ვაიმე დედა, გორს ბომბავენო. გაწყდა კავშირი, ვერც მე ვრეკავდი, ვერც მირეკავდნენ. ვიფიქრე, მომიკლეს-მეთქი... ლევანის ამბავიც არაფერი ვიცოდი, ვრეკავდი და არ გადიოდა. ნაწილში ჰქონია ტელეფონი დატოვებული, არ წაუღია, უთხრეს, არ შეიძლებაო. ბევრმა წაიღო, მაგრამ ლევანმა არ წაიღო. ჩანთა, თავისი ტელეფონით, ნაწილში დატოვა. არც თვითონ არ დაურეკია. მართალი გითხრა, რაღაცნაირი მორიდებული ბავშვი იყო, ეტყობა, ვერც ვერავის ვერ სთხოვა, არ ვიცი... მე და ჩემი ქმარი გორში გავვარდით, სოფლიდან 9-ში გოგოები და მეზობლები წამოვიყვანეთ. 10 აგვისტოს ჯარი რომ თბილისისკენ წამოვიდა, ავფორიაქდი, ლევანზე არაფერი ვიცოდი. ვიჯექი და ველოდი, რაღაც სიჯიუტით... 15 აგვისტოს მეზობელმა მითხრა, ნაწილში დავრეკეთ და ლევანი ნაწილშიაო. არ დავიჯერე, გამორიცხულია, ლევანი ნაწილში იყოს და მე არ დამირეკოს-მეთქი. ვაზიანში წავედით, მანამდე არც მიფიქრია, რომ მომეძებნა, რატომღაც ჯიუტად ველოდი, რომ უნდა მოსულიყო...“

ლევან იოსებიძის დედა-მამა ვაზიანში მივლენ. მამა გადავა. ასმეთაურს ელაპარაკება. დედა გადადის – ცუდი ხომ არაფერია?

პასუხი: „თქვენი შვილი დაიღუპა, ქალბატონო“.

დედა: „ვიკითხე, ჩემი შვილი მკვდარი ვინ ნახა-მეთქი, და ასე მითხრეს, ვინც ნახა, ისიც მკვდარიაო. მითხრეს გელა მებაღიშვილზე, ჩემი შვილის ასმეთაურზე... მებაღიშვილს გამოუტანია ამბავი, ლევანი დაღუპულა მაიორ დოლიძესთან ერთად, ისინი უშუალოდ ცხინვალში, შანხაის დასახლებაში იყვნენ...

ჩემს შვილს დიდი ხალი ჰქონდა, სულ იმას ვეუბნებოდი, სად უნდა იყო, დედა, რომ ვერ გიპოვო-მეთქი. ვერ ვიპოვე... მარჯვენა მკლავზე სვირინგი ჰქონდა. მერე მეზობელს გაახსენდა, ლევანს მკლავზე ძვალი რომ ჰქონდა ატეხილი, მაგრამ, რომ ვუთხარით ეს ნიშნები, უარი გვითხრეს...“

ბიჭები მუხათგვერდში გადაასვენეს.

მალევე დეენემით გაირკვევა, რომ ლევან იოსებიძე მათ შორის იყო.

დედამ შვილი მუხათგვერდიდან რუსთავის სასაფლაოზე გადაასვენა.

გადაასვენებენ და მეგობრები, ირაკლი ბეჟიტაშვილი და ლევან წიქარიშვილი საფლავზე უმღერებენ „ბინდისფერია სოფელს“. უმღერებენ დედის თხოვნით.

თუმცა, რატომ, თვითონ ლევანის თხოვნით. რომ მიდიოდა, ბიჭებისთვის უთქვამს, თუ ომიდან არ დავბრუნდი, ჩემი შესანდობარის მერე „ბინდისფერია სოფელი“ იმღერეთო. შესანდობრამდე კი თვითონაც ჰყვარებია ხალხური სიმღერების მღერა. ხან მძინარე ძმაკაცებს წამოყრიდა, ვიმღეროთ, მემღერებაო.

დედა: „ჩემი შვილის მეგობრები არასოდეს მტოვებენ, სულ მოდიან, ისინი რომ აქ არიან და საუბრობენ, ასე მგონია, ჩემი შვილი ჩემს გვერდით არის-მეთქი...

თავდაცვის სამინისტრომ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ძნელია, როცა 20 წლის ვაჟკაცს კარგავ, სიზმარივით ქრება და შენ გვერდზე არ არის... ვივლი მისი სახელობის ქუჩაზე, ვისუნთქავ მისი ქუჩის ჰაერს და ჩემი შვილისთვის არაფერი არ იქნება...

მაგრამ, თუ 20 წლის ასაკში ჩემს შვილს მაინც ეწერა დაღუპვა, ალბათ, სამშობლოსთვის დაღუპვა ყველაზე დიდი სახელია...

მაინც დღემდე არ მჯერა... მე ხომ ჩემი შვილი მკვდარი არ მინახავს.

6 აგვისტოს წავიდა და ცინკის კუბოთი მომისვენეს 21 ოქტომბერს, სახლშიც არ დამისვენებია, ლევანის მოძღვარმა მითხრა, ნუღარ გასტანჯავთ, ისედაც ნატანჯი სხეული აქვს, პირდაპირ დაკრძალეთო. ეზოში მოვასვენეთ ნახევარი საათით და გადავასვენეთ სასაფლაოზე.

ძალიან ძნელია დედისთვის შვილის სიკვდილი. რომ გავიგებდი ვინმეზე, შვილი მოუკვდაო, უიმე-მეთქი, ნეტა როგორ არის ცოცხალი–მეთქი... აი, თურმე როგორ არის ცოცხალი...“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0