სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
მელიქიძე თამაზ არდიკოს ძე  1976 – 2008 32 წლის სამაჩბლო სოფ. კოთელია ახალქალაქი

339      

მელიქიძე თამაზ არდიკოს ძე 1976 – 2008 32 წლის სამაჩბლო სოფ. კოთელია ახალქალაქი

უფროსი სერჟანტი

მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

1976 – 2008

 

9 აგვისტოს, როცა რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა გორის ჯავშან სატანკო ბაზაზე, თამაზიც იქ იყო... პირველ იერიშს გადაურჩა, დაჭრილი მეგობრები გამოჰყავდა სამშვიდობოს, როცა მეორე კასეტური ბომბი ჩამოვარდა. თამაზ მელიქიძე ადგილზე გარდაიცვალა.

თეა ჯაფარიძე, თამაზის მეუღლე: „გამთენიისას გავიდა სახლიდან, მითხრა, ორ დღეში აქ ვიქნებიო... ორ დღეში მიცვალებული ამოიყვანეს... მანქანით იყო ამოსული და, როცა გამოიძახეს, მანქანა სახლში დატოვა... თავისი სპორტული ჩანთა მოიკიდა და წავიდა. როგორც ყოველთვის, იმ დღესაც ჩვეულებრივ დაგვემშვიდობა.

ხომ ვუყურებდი ტელევიზორს და ვიცოდი რაც ხდებოდა, მაგრამ ერთი წამით არ გამივლია თავში თამაზის სიკვდილი...

როგორც გადმოცემით ვიცი, როცა ნაწილში ჩასულა, თავისი თანამებრძოლები, უკვე ბრძოლის ველზე გადიოდნენ. თამაზისთვის უთქვამთ, შენ აქ დარჩი, აქაც ხომ უნდა იყოს ვინმეო... დარჩენილა, კაზარმაში... 9 აგვისტოს, როცა რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა გორის ჯავშან სატანკო ბაზაზე, თამაზიც იქ იყო... 11-ის 15 წუთი იყო... ყაზარმის წინ მდგარა. ერთ-ერთმა ბიჭმა მითხრა, რომელიც იმ დაბომბვის დროს გადარჩა, პირველად რომ ჩამოაგდეს ჭურვი, თამაზი ცოცხალი იყო და ყაზარმაში შებრუნებულა, ბიჭების გამოსაყვანადო. მეორე კასეტური ბომბი ამ დროს ჩამოაგდეს...

ბოლოს წინა ღამით ველაპარაკე. ჩემთვის არ უთქვამს გორში რომ იყო. მარტო იმას მეუბნებოდა, შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო... ისე დაიღუპა, რომ არ ვიცოდი სად იყო... დილით უკვე ვეღარ ვუკავშირდებოდი. თამაზის ძმა, ჯავშან სატანკო ტაბალიონთან ძალიან ახლოს ცხოვრობს, დილით, დაბომბვა რომ მოხდა, ჩემი მაზლი მაშინვე იქ გაქცეულა. რომ მისულა, ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული... ძმამ თამაზი ამოიცნო. 9 აგვისტოს სასწრაფო რომ გაჩერდა ჩვენს სახლთან და სასახლე გადმოიტანეს, უკვე აღარაფერი მახსოვს... 16 აგვისტოს დავკრძალეთ...

32 წლის დაიღუპა... სოფელში მისი სახელობის სკოლა შენდება.

საშინელებაა მის გარეშე ცხოვრება“...

თამაზ მელიქიძე ოჯახში მეექვსე შვილი იყო... 1976 წლის 3 ივლისს, ახალქალაქის რაიონში, სოფელ კოთელიაში დაიბადა. 1983 წელს კოთელიას საშუალო სკოლაში შევიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ გორის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, იურიდიულ ფაკულტეტზე.

თეა ჯაფარიძე, თამაზის მეუღლე: „ამ დროს გაიწვიეს სავალდებულოში. ჯარს გორის სამხედრო ნაწილში იხდიდა. სავალდებულო, რომ დაამთავრა, ამ პერიოდში დავქორწინდით. ერთმანეთი, მისი ძმის ოჯახში გავიცანით. ძმა გორში ჩემი მეზობელი იყო. ჯარიდან ხშირად ამოდიოდა ძმასთან. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. ძალიან თბილი ადამიანი იყო. უყვარდა სიურპრიზების მოწყობა. დღესაც მაქვს შენახული შეყვარებულობის პერიოდში გაკეთებული საჩუქრები. სამკაულების და ყვავილების ჩუქება უყვარდა. ჩემზე ხუთი წლით უფროსი იყო. მე 16-ის ვიყავი, თამაზი 21 წლის. 1997 წელს დავქორწინდით. ყველაფერი ოფიციალურად მოხდა, მოვიდნენ ოჯახში და დამნიშნეს. როდესაც დავოჯახდით, სოფელში წავედით. წლისთავზე ბიჭი შეგვეძინა. ძალიან ბედნიერი იყო, მამა რომ გახდა. სამწუხაროდ ოთხი წლის იყო ბავშვი, რომ დაგვეღუპა. ძალიან განიცდიდა. შემდეგ ორი გოგო შეგვეძინა, მარიამი და სალომე.

თამაზის და ჩემი მხრიდანაც ყველა სამხედრო პირია. მისი ორი ძმა სამხედროა, ასევე, მისი ძმიშვილები და დისშვილებიც. უნდოდა სამხედრო კარიერის აწყობა, ამის გამო შევიდა კონტრაქტზე, მაგრამ არ დასცალდა... 2007 წლის პირველ სექტემბერს შევიდა კონტრაქტზე, გორის ჯავშან სატანკო ბატალიონში იყო. წოდებით - უფროსი სერჟანტი. გორის ჯავშან სატანკო ბაზაზე დაცვის ასეულში, მსროლელი იყო.

ერთი წელიც არ იყო გასული, ეს უბედურება რომ მოხდა.

როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მეც სამხედრო ოჯახში ვარ გაზრდილი, ჩემი ძმა და მამაჩემიც სამხედრო პირები არიან. მისი გადაწყვეტილება ძალიან ჩვეულებრივ მივიღე. თან ჯიუტი იყო და რასაც იტყოდა ვერ გადაათქმევინებდი“.

ვერც სამშობლოს სიყვარული გადაათქმევინეს, დადებულ ფიცს არ უღალატა და საქართველოს ისტორიაში გმირის სახელით შევიდა.






სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0