სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
კურდღელაშვილი ჯიმშერ ელგუჯას ძე 1986-2008 22 წლის სამაჩბლო სოფ. ხვითი ცხინვალი სამაჩბლო კურდღელაშვილი ჯიმშერ ელგუჯას ძე 1986-2008 22 წლის სამაჩბლო სოფ. ხვითი ცხინვალი სამაჩბლო

411      

კურდღელაშვილი ჯიმშერ ელგუჯას ძე 1986-2008 22 წლის სამაჩბლო სოფ. ხვითი ცხინვალი სამაჩბლო

9 აგვისტოს დილა. გორის ჯავშან-სატანკო ბაზა. თავშეყრილი ჯარისკაცები. შუაგულში ბიჭი – წელსზემოთ შიშველი. დგას და რაღაცას ყვება, ბიჭები იცინიან… ბომბი. მათ სიცილისას დალიეს სული… ჯიმი კურდღელაშვილი სულ 22 წლის იყო. დაიბადა ცხინვალში. მისი მშობლიური სოფელი – ზემო ხვითი ცხინვალიდან სულ 3 კილომეტრის მოშორებითაა. 90-იანი წლების დასაწყისში დედამ არაერთხელ გამოარიდა ის და მისი და-ძმა სოფელს. ჯიმი შუათანა იყო, ვიტალი – მასზე ერთი წლით უფროსი, გამუდმებით ერთად ყოფილან, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, ყოველ საღამოს კინკლაობასა და ჭიდაობაში ატარებდნენ. მერე ვიტალი დაელოდა და სავალდებულო ჯარიც ერთად მოიხადეს. სავალდებულო ჯარამდე იყო სკოლა. ლეილა კურდღელაშვილი, დედა: „ნიჭიერი ბავშვი იყო, სკოლაში კარგად სწავლობდა, უფრო ქართული და ისტორია უყვარდა. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვებთანაც, მასწავლებლებთანაც. საერთოდ, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა. ყველას უგებდა, ყველას ეხმარებოდა, ლარიანი რომ სდებოდა ჯიბეში, აიღებდა და სხვას გაუნაწილებდა. ხან მონოს გადაურიცხავდა, ხან ფულს მიაწვდიდა. არავისთვის არაფერი ენანებოდა და სოფელშიც, საძმაკაცოშიც სულში ისვამდნენ, ისე უყვარდათ, ყველას მომფერებელი იყო, ყველას გულშემატკივარი. 2003 წლის გაზაფხულზე სავალდებულოშიც გაიწვიეს, ორივე ძმა წავიდა ჯარში. გარდაბანში მსახურობდნენ. თავიდან 40 ბიჭი მსახურობდა იქ, მერე 12-ღა დატოვეს, ადგილობრივ მოსახლეობას დაუახლოვდნენ, მიეჩვივნენ იქაურობას. მერე ბრძანება გამოვიდა, სავალდებულო სამსახური 7-თვიანი გახდა და იანვრის დასაწყისში გაათავისუფლეს. ჯარში სხვა ბიჭებიც იყვნენ ჩვენი სოფლიდან და ყველა დაბრუნდა, ჩემები არ ჩანდნენ. ვურეკავდი, დედა, თქვენ არ შეგეხოთ-მეთქი? არა, დედი, მაისამდე აქ უნდა ვიყოთო. მატყუებდა ჯიმი. მერე ძველით ახალი წლის წინა დღეებში მოვიდნენ ორთავენი. მაგრამ ჯიმი მეუბნება, ხვალ დილით ისევ უნდა დავბრუნდე და სასწრაფოდ „ბუშლატი“ გამირეცხე და გამიშრეო. ისეთ დღეში ჩავვარდი, ეს „ბუშლატი“ დილამდე როგორ გაგიშრო-მეთქი. ეცინებოდა ჩუმად. შენ რაღაცას მიმალავ-მეთქი. არა, დედა, დროზე გაათბე წყალიო. ავდექი, რაღას ვიზამდი, დავდგი წყალი, თან ვტიროდი, რაღა მაინცდამაინც თქვენ არ შეგეხოთ ეგ ბრძანება-მეთქი. ეს „ბუშლატი“ რომ უნდა ჩამეგდო წყალში, მწვდა უცებ, ამოიღო სამხედრო ბილეთი და თავისუფალი ვარ დღესო, მახარა, ისეთი სიხარული იყო იმ წუთას ჩვენს ოჯახში… ასეთი ბავშვი იყო, სული სძვრებოდა ხუმრობაში, დაურეკავდა ძმაკაცებს, ჩქარა, ჩქარა ამოდით, ცოლი მოვიყვანეო, მოცვივდებოდნენ ბიჭები, რა უყავ ქალიო და გამექცაო“… სავალდებულო ჯარის მოხდის შემდეგ, სახლში იყო, მამას ეხმარებოდა ნაკვეთების დამუშავებაში. თან გული ჯარისკენ მიუწევდა, დედა სასტიკ უარზე იდგა, მან მაინც თავისი გაიტანა. დედა: „სავალდებულოდან რომ დაბრუნდა, სახლში იყო, მამას ეხმარებოდა, ნაკვეთები გვაქვს. აჩემებული ჰქონდა, ჯარში უნდა წავიდე ისევო. ცივ უარზე ვიყავი. ის შვიდი თვე, რაც სავალდებულოში იყვნენ, სულ ტირილში გავატარე. არ ვიცი, ალბათ, გული მიგრძნობდა… ყოველღამე ჩხუბი გვქონდა. უნდა წავიდე ჯარში – ვერ წახვალ, უნდა წავიდე – ვერ წახვალ… ბოლოს ასე მომახსენა: დედა, ჩემს წინ რომ დავარდე, მაინც წავალ ჯარში და გამანებე თავი, აღარაფერი მითხრაო. მერე მამამისმა მითხრა, შეეშვი, არ ჩერდება და წავიდესო. ამან რომ ჯარში გაიწია, უფროსმაც აიტეხა, ეს თუ ჯარში მიდის, მე აქ რაღა მინდაო. ვეღარ შევაკავე… ბიჭი სანამ კალთაში გიზის, მანამაა დედისა, თორემ მერე, რომ აიწყვეტს… წავიდნენ ჯარში, 2007 წლის 10 აპრილს დაიწყეს სამსახური გორში, სატანკო ნაწილში. ძალიან მადლობლები იყვნენ, კარგი პირობები ჰქონდათ. სულ იმას მაყვედრიდა, აჰა, რომ არ მიშვებდი, ხომ ხედავ, რომ კარგად ვარ და არაფერი მიჭირსო. არ ვიცი, გული უგრძნობდა თუ რა იყო, ომამდე აიტეხა, მანქანა უნდა ვიყიდოო. გამოიტანა კრედიტი, იყიდა მანქანა, მერე გაყიდა, უკეთესი უნდა ვიყიდოო. მერე ომი დაიწყო. ზემო ხვითში რომ ტანკებმა აიარეს, დედას თავზარი დაეცა – ბიჭები სატანკო ნაწილში მსახურობდნენ და იფიქრა, რომ ომში წაიყვანეს. მერე ბიჭებმა შეატყობინეს, რომ ნაწილში იყვნენ, ომში არ წაუყვანიათ. 8 აგვისტოს ოჯახი ხვითიდან გამოიქცა ჩუსტებისა და მეორე დილით უკან დაბრუნების იმედის ამარა. მეჯვრისხევს შეაფარეს თავი. სანამ მეჯვრისხევში ავიდოდნენ, ჯიმიმ დედას დაურეკა, მნახეთო. დედა: „ჯიმი გარეთ იდგა, ნაწილის წინ, იარაღასხმული. უფროსი ბიჭი რომ ვერ ვნახე, გავგიჟდი, მამშვიდებდა, ნაწილშიაო. რომ არ დავუჯერე, ბიჭებს დააძახებინა. ბიჭები მამშვიდებდნენ, ჩვენი დარდი არ გქონდეთ, ოღონდ თქვენ გაეცალეთ აქაურობასო. ჩემს ცრემლს ვერ იტანდა, მანქანაში რომ ჩავჯექი, ცრემლები წამსკდა, შემოყო თავი, თითი დამიქნია, ცრემლი არ დაგინახო, ხომ ხედავ კარგად ვარო. 9 აგვისტოს, დილით ადრე დამირეკა, ბალი-ბარათები ჩამარიცხვინა. მერე ათის ნახევარზეც ველაპარაკე. დედა, ნუღარ წვალობ, დაკავშირება ჭირს, ხომ იცი, კარგად ვართო. მერე ტელევიზორით გავიგე გორის ბაზის დაბომბვის ამბავი… ვერც ერთს ვერ ვუკავშირდებოდი, 4 საათისთვის ძლივს მოვახერხე ვიტალისთან დარეკვა, დამამშვიდა, კარგად 179 ვართ, ჩვენ არაფერი შეგვეხოო. ჯიმიც ჩემს გვერდზეაო…“ არადა, ამ დროს ჯიმი არ იყო მის გვერდით, არათუ მის გვერდით, საერთოდ აღარ იყო ამქვეყნად… დაბომბვას გადარჩენილი ძმა დაღუპულ ძმას ეძებდა… ეძებდა და მთელი დღე ატყუებდა დედას, გვიან ღამით მხოლოდ იმაში გამოუტყდა დედას, რომ ჯიმის ვერ პოულობდა, მერე ტელეფონი გამოურთო საერთოდ, მეორე დილამდე… დედა: „ვიტალი მიყვებოდა მერე, მე პოსტზე ვიდექი, ათი მეტრის იქით 22 ბიჭი ურიკაზე იჯდა, ჯიმი წელსზემოთ შიშველი იდგა და ბიჭებს აცინებდაო, ამ სიცილში დაიღუპნენ – შუაში ჩაუვარდათ ბომბი. ბომბი რომ ჩამოვარდნილა, ტალღას აუსვრია ვიტალი, გონს რომ მოსულა, მისი ავტომატი იქით გდებულა, მაღლიდან მოდიოდა მთელი ქვიშა, მიწა, ქვა და თავზე მეყრებოდაო. ასე მეგონა, ხელ-ფეხი ზედ აღარ მებაო. როგორც იქნა, წამოვიწიე და თვითმფრინავის ხმაც მომესმა, ისევ მოდიოდა, შეშინებული გორაკებისკენ, სანგრებისკენ გავვარდი, როგორც იქნა, მივაღწიე და ჩავვარდი შიგო. აზრზე რომ მოვედი, თავში დამკრა, რომ ჯიმი იქ იყოო. გამოქცეულა, დაუნახავს პოლიცია, სასწრაფო, იქამდე რომ მიაღწია, ყველა გაყვანილი ჰყავდათ უკვე. ჰოსპიტალისკენ გამოქცეულა. რომ მორბოდა, დაჭრილს დაუძახია, დამეხმარეო, წამოუყვანია, მოჰყავდა ეს დაჭრილი ბიჭი, გზად მსუბუქი მანქანა დასწევიათ, ვიტალი გადასდგომია, გაუჩერებია, დაჭრილია, წაიყვანეთო, კარი გამოუღია და იმ მანქანაში ამ დაჭრილი ბიჭის ძმა ესვენა მკვდარი… ვიტალი ისევ ჯიმის საძებნელად გამოქცეულა. ჰოსპიტალში რომ შევარდა, თავიდან სისხლი სდიოდა, ექიმები დასდევდნენ თურმე შესახვევად, არ უჩერდებოდათ, ძმას ეძებდა დაჭრილებში. ვერსად უნახავს. მორგშიც შესულა, სამი მიცვალებული უნახავს, მეტი ვეღარ გაუძლია… გამოსულა, დეიდაშვილს დაურეკა, იქნებ თბილისში გადმოიყვანეს, დაჭრილებში ეძებეთო. თვითონ ვიტალიმ 10 აგვისტოს დილით გაიგო ძმის დაღუპვის ამბავი. ჩვენი სოფლელი ბიჭი დაიღუპა ცხინვალში, იმას ეძებდნენ თავისი ძმები, ჯიმი ნახეს და შეატყობინეს. დედას ისევ უმალავდა, დეიდის ქმარს დაურეკა, ჯიმი დაიღუპა, გორში ვარ ჰოსპიტალში, ჩამომხედეთ, დედაჩემსა და მამაჩემს არ გააგებინოთო. დედა: „მორგიდან გამოიყვანეს, დედა მოუკვდეს, და თავის სოფელშიც ვერ წავიყვანეთ. გომში, ხაშურის რაიონშია მამიდამისი გათხოვილი, და იქ დავკრძალეთ დროებით. იქაც უკვე ისეთი ამბავი იყო, მკვდარი არ დაგვატირებინეს, თვითმფრინავი დაგვტრიალებდა თავზე, გვბომბავდა. ჭირის სუფრის გაშლა უნდოდათ, შესანდობარი მაინც ვუთხრათო, გაგიჟებული ვიყავი, მზეზე არ დარჩეს ჩემი შვილი, გაიყვანეთ, მიაბარეთ მიწას, ვერ ხედავთ, რა ამბავია-მეთქი. სირბილ-სირბილით მივაბარეთ მიწას და გამოვიქეცით გომიდან. გამოვიქეცით და გამოვასწარით, გორში უკვე რუსის ჯარი შემოდიოდა, წინ შევეფეთეთ, ავტომატებს გვიშვერდნენ მანქანებში, შიშითა და უბედურებით გამოვედით. სოფელში ოქტომბერში დავბრუნდით და ოქტომბრის ბოლოს გადავასვენეთ მშობლიურ სოფელში…“





სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0