სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ნიკოლოზ კურდღელაშვილი 1872-1938წწ  გარდ. 66 წლის მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი,  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი   დაბ. თელავი, კახეთი

1872-1938 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კურდღელაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

ნიკოლოზ კურდღელაშვილი 1872-1938წწ გარდ. 66 წლის მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი დაბ. თელავი, კახეთი

ნიკო კურდღელაშილი დაიბადა 1872 წელს ქალაქ თელავში. დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი 1888 წელს.


1894 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად პანკისის სკოლაში; 1897-1899წწ. სოფელ ხაშმის (გარე კახეთი) სკოლაში; 1899 წლის დეკემბრიდან ქ. კავკავის ქართულ სკოლაში. 1902-1904წწ. ხელმძღვანელობდა კავკავის სცენის დასს. ბეჭდავდა წერილებს და მოთხრობებს გაზეთ "სხივში", "მოამბეში", "ცნობის ფურცელში", "ივერიაში", ჟურ-გაზეთებში: "საფრანგეთის წარსულიდან", "იტალიის წარსულიდან", "გერმანიის წარსულიდან", "ირლანდიის წარსულიდან" და სხვა. 1916 წლიდან მუშაობდა "სახალხო გაზეთის" რედაქტორად და მდივნად; 1919-1921წწ. ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის საბჭოში; 1921-1923წწ. სამხედრო სტამბაში კორექტორად; 1923-1924წწ. მთარმგნელად გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში. 1925 წლიდან დანიშნეს ფინანსთა კომისარიატის თარჯიმნად; 1926 წლიდან მუშაობდა ფინანსთა განყოფილებაში რევიზორ-ინსტრუქტორის თანამდებობაზე. მწერალ იროდიონ ევდოშვილის დის ქმარი.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 –  თბ., 2013.-გვ.245



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება, წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი, წევრი (1920-)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.02.2020
ბოლო რედაქტირება 25.01.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.03.2023
სულ რედაქტირებულია 2


კურდღელაშვილი

2 0

ჯიმშერ კურდღელაშვილი ელგუჯას ძე 1986-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ხვითი ცხინვალი სამაჩბლო

3 0


მამუკა კურდღელაშვილი დ.1971წ. მსოფლიო ჩემპიონი სამბო დაბ. საგარეჯო, კახეთი

1 0

3 5 1