სულ ვიზიტორი : 6921754241
განთავსებული სტატია : 9159

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიზო წულაია გულივერის ძე  1980 - 2008წწ გარდ.  სამაჩბლო დაბ. სოფ. გაჭედილი მარტვილი სამეგრელო გიზო წულაია გულივერის ძე  1980 - 2008წწ გარდ.  სამაჩბლო დაბ. სოფ. გაჭედილი მარტვილი სამეგრელო

1980-2008 წწ. გარდ. 28 წლის

სამაჩაბლო

გვარი წულაია სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

გიზო წულაია გულივერის ძე 1980 - 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. გაჭედილი მარტვილი სამეგრელო

გიზო წულაია გულივერის ძე   კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1986 - 09 აგვისტო 2008წწ


 

9 აგვისტო... რუსულმა ავიაციამ გორის სატანკო ბატალიონზე ავიაიერიში მიიტანა. დაღუპულთა შორის ახალბედა სამხედრო მოსამსახურე, 28 წლის კაპრალი გიზო წულაიაცაა.

გიზო, წულაიების ოჯახში, პირველი ვაჟი იყო. მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში წლების წინ მას ცელქ და მოუსვენარ ბავშვად იცნობდნენ, დღეს კი ის გმირია. დიახ, ისიც ერთ-ერთი იყო იმ უამრავ გმირს შორის, რომელმაც საკუთარ ქვეყანას შესწირა თავი და ქვეყანასვე დაუტოვა ვაჟი, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს. წლინახევრის გიზო მამის გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, თუმცა პატარას უკვე ესაუბრებიან თავდადებული მამის შესახებ.


ლორიტა გოგოხია, მეუღლე:

„ყოველთვის შვილზე ოცნებობდა, პირველი ბიჭი უნდოდა და აუსრულდა კიდეც ეს სურვილი, მაგრამ თვითონ ვერ მოესწრო, მისი სახელი დავარქვი ბავშვს. ორი თვის ორსული ვიყავი, რომ დაიღუპა. გორში გადმოვედით ქირით, რადგან იქვე მსახურობდა. ომი რომ დაიწყო 8-ში შემოირბინა და თბილისში გამაცილა. მალე ვნახავთ ერთმანეთსო. არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ თვითონ არ გამაჩერა, თან ორსულად რომ ვიყავი იქ არაფრით არ დამტოვებდა. გამომშვიდობებისას მუცელზე მომეფერა – ნუ გეშინია, ბავშვს ხომ გიტოვებო. იმ ღამეს დაიღუპა, სატანკო ბატალიონის დაბომბვისას“.

სამხედრო საქმე ბავშვობიდან უყვარდა, ზეპირად იცოდა პატრიოტული ლექსებიო – იხსენებს გიზოს მამიდა, ნინელი წულაია, რომელსაც ხშირად ეუბნებოდა ხოლმე: - 5 შვილი რომ შემეძინოს ამ გზით უნდა გავზარდოო.

სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში სამუშაოდ წავიდა. იქაური მილიცია ქართველ ახალგაზრდებს ხშირად დევნიდა, გიზოც არაერთხელ გამხდარა რუსული მილიციის სამიზნე, თუმცა პეტერბურგში ჩასვლა არასდროს უნანია, რადგან სწორედ იქ გაიცნო თავისი მეორე ნახევარი, სოხუმიდან დევნილი ახალგაზრდა გოგონა, ლორიტა გოგოხია.

ლორიტა გოგოხია, მეუღლე:

„პეტერბურგში გავიცანით ერთმანეთი, კაფეში ყავის დასალევად იყო შემოსული, მეც იქ ვიყავი, გამოველაპარაკეთ, მერე სატელეფონო ურთიერთობა გვქონდა, ერთი წელი შეყვარებულები ვიყავით, უფრო სწორად, აგვისტოში ქორწინებიდან ერთი წელი უნდა შეგვსრულებოდა. ძალიან კარგი პერიოდი იყო, თავიდან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მერე შეგვიყვარდა. მალე საქართველოში ჩამოვედით და დავქორწინდით. ყოველთვის შვილზე ოცნებობდა, პირველი ბიჭი უნდოდა და აუსრულდა კიდეც ეს სურვილი, მაგრამ თვითონ ვერ მოესწრო, მისი სახელი დავარქვი ბავშვს“.

ნინელი წულაია, მამიდა:

„საქართველოში რომ ჩამოვიდა, მაშინვე გორის სატანკო ბატალიონში დაიწყო საკონტრაქტო სამსახური. ოთხწლიანი კონტრაქტი ჰქონდა და უკვე გაგრძელებაზე ფიქრობდა, მაგრამ შვიდ თვეში დაიღუპა“.

8 აგვისტოს მეუღლესთან სახლში შეირბინა და თბილისში გააცილა. თვითონ კი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა... მეუღლემ ტელევიზორით შეიტყო სატანკო ბატალიონის დაბომბვის ამბავი, მიხვდა, რომ ყველაფერი ისე იმედიანად არ იყო, როგორც გიზო არწმუნებდა.

ლორიტა გოგოხია, მეუღლე:

„ტელევიზორში, როგორც კი გამოაცხადეს გორის სატანკო ბატალიონი დაბომბესო, მივხვდი რომ საქმე ცუდად იყო, მის ძმაკაცს დავუკავშირდი, მაგრამ დამიმალა. მას, რომ ვერ ვუკავშირდებოდი ვხვდებოდი, რომ ცუდად იყო საქმე, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, ამაზე ფიქრიც არ მინდოდა. ნათესავებს გაუგიათ მისი დაღუპვის ამბავი, მაგრამ მე მითხრეს, რომ დაჭრილიაო. გორში ჰოსპიტალში ჩავედით და იქ უკვე ცხედარი დაგვხვდა, ნაწილ-ნაწილ იყო დაფლეთილი. ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება, ერთადერთი იმედი ჩემი პატარაა, ბავშვი სურათით იცნობს მამას“.

28 წლის კაპრალი, გიზო წულაია 14 აგვისტოს მშობლიურ მიწას მიაბარეს.


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 10.08.2020


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 15.01.2022


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 16.08.2022





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


სამაჩაბლო


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა