სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
გოგა ჭითანავა ტარიელის ძე 1987-08წწ. გარდ. 21 წლის სამაჩბლოში დ. სოფ. ხეთა ხობი სამეგრელო

432      

გოგა ჭითანავა ტარიელის ძე 1987-08წწ. გარდ. 21 წლის სამაჩბლოში დ. სოფ. ხეთა ხობი სამეგრელო

რეზერვისტი

მედალი მხედრული მამაცობისთის, 2008 წ.

1987 - 2008

 ოცი ნაბიჯიღა იყო სანგრამდე... და ოცის ნაცვლად ერთი ნაბიჯი გადადგა - უკვდავებისკენ...

ომის დროს, რეზერვში რომ გამოიძახეს, ვეღარავინ შეაკავა. დედა ემუდარებოდა არ წასულიყო. მისთვის ეს მიუღებელი იყო – როგორ? დავიმალოო?! ბიჭები იქ არიან და თვალებში როგორ შევხედოო... დედა ევედრებოდა გაჩერებულიყო, ვადის ამოწურვამდე. სასტიკ უარზე დადგა. მაინც წავიდა.

გაცილებისას სთხოვა, თავი არ გამოიჩინო, წინა ხაზზე დაგაყენებენო.

გოგა ჭითანავამ გაბრაზებულმა გადაულაპარაკა ძმას - ეს ქალი ოლიმპიადაზე ხომ არ მიშვებს, ომია, რასაც დამავალებენ იმას გავაკეთებო. თქვა და წავიდა.

8 აგვისტოს გაიხურა სახლის კარი... 9 აგვისტოს სენაკის ბაზას ბომბავდა მტერი. პირველ დაბომბვას გადაურჩა, მეორე დაბომბვისას კი... 20 ნაბიჯში დაეწია სიკვდილი - ოცი ნაბიჯიღა იყო სანგრამდე... და ოცის ნაცვლად ერთი ნაბიჯი გადადგა - უკვდავებისკენ...

გოგა ჭითანავა 1987 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა ხობში. დაამთავრა სოფელ ხეთის საშუალო სკოლა. მშობლებისთვის მეორე, უმცროსი ვაჟი იყო, თუმცა დედა გაიხსენებს, რომ გოგა იყო უფროსი, ვიდრე მასზე 2 წლით უფროსი ლევანი...

დედა: „პატარაობიდანვე ისეთი იყო – დაეყრდნობოდი. დიდის საქმეც რომ დაგევალებინა, თავისუფლად აკეთებდა. ისეთი იყო – სულ გვიკვირდა... ვერავინ ვერაფერს მოატყუებდა... მახსოვს ერთხელ ბაღიდან მოდიოდნენ გოგა და ლევანი. გოგა გაბრაზებული მოდიოდა და სურათი მოჰქონდა - ბაღში გადაუღიათ. გამოვართვი სურათი, ვნახე რომ სურათზე ლევანი ტიროდა. გოგას ვკითხე, რატომ ტიროდა-მეთქი. რა ვიცი კაცო, დედა უნდოდაო – გაბრაზებულმა მითხრა... არადა, ლევანი 2 წლით უფროსი იყო გოგაზე, მაგრამ გოგა უფრო ვაჟკაცური და გამბედავი იყო. მეხუთე კლასიდან ქალაქში მარტო დადიოდა. რასაც დავაბარებდი ყველაფერს აკეთებდა. ერთხელ ლევანმა თქვა, მეც გავყვები გოგასო. მარტო ვერ ბედავდა წასვლას. გავაყოლეთ. უკან გვიან დაბრუნდნენ. გოგა ბუზღუნებდა, ლევანს აწი არსად აღარ წავიყვანო. პატარა ბავშვივით გული გამიწყალა, რამდენი რამე მომთხოვა, მაგრამ არაფერი ვუყიდე, მოვატყუე და სახლში ისე მოვიყვანეო... ბავშვობიდან ძალიან მოსიყვარულე იყო, სკოლაში საუკეთესოდ სწავლობდა...“

სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში წამოვიდა, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.

მამა: „ხუთი წელი ცხოვრობდა დამოუკიდებლად თბილისში და არასდროს პრობლემა არ შექმნია. ბრძნული და ჭკვიანური აზრების თქმა იცოდა. ახლა იხსენებენ მის ნათქვამებს მისი მეგობრები და უფროსი თაობაც. ალბათ, ხანმოკლე სიცოცხლე რომ ჰქონდა, იმიტომ იყო ასეთი განსხვავებული...“

სტუდენტობისას ორჯერ იყო რეზერვში. უნივერსიტეტი 2008 წელს დაამთავრა. თბილისიდან ახალი ჩასული იყო ხობში, მობილიზაცია რომ გამოცხადდა და გამოიძახეს.

დედა: „სანამ ეს ამბავი მოხდებოდა სამი დღით ადრე, მარტო ვიყავი სახლში, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, არ ვიცი რა მტკიოდა, ხმამაღლა მინდოდა მეტირა, უცებ კარი გაიღო და გოგა შემოვიდა, შევჩივლე, რაღაც ცუდად ვარ-მეთქი. ჩამიხუტა. უცებ გულზე მომეშვა. მკითხა: როგორ ხარო, უკეთ-მეთქი. გადამკოცნა, მომეფერა და მითხრა: დე, მე შენი წამალი ვარო... 9 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა, რიცხვი ამერია და 8-ში დილით მეგონა, რომ 9 აგვისტო იყო. გოგა რომ ადგა და არ მომილოცა, ვუთხარი გილოცავ ჩემს დაბადების დღეს-მეთქი. ჩამეხუტა, გადამკოცნა, დიდხანს იცოცხლე და შენი შვილების ბედნიერებით დატკბიო. მოვლენები ასე ცუდად რომ განვითარდა, მერე გავიგე, რომ თურმე 8 აგვისტო იყო და გოგას წინასწარ მოვალოცინე დაბადების დღე, ალბათ გული უგრძნობდა, რომ 9 აგვისტოს ვეღარ მოესწრებოდა...“

გოგა წავიდა. ბაზიდან არ გაუყვანიათ. ოჯახთან მთელი დღის მანძილზე ჰქონდა სატელეფონო კონტაქტი. ბოლოს გვიან ღამით დარეკა შინ. კოდორი უკვე დაბომბილი იყო.

ძმა: „ნერვიულობდა, როგორ ხართო. ვუთხარი, მეშინია, როგორ იქნებით, სად წაგიყვანენ-მეთქი. გაიცინა და მითხრა, შენ რამ შეგაშინა, იარაღი მე მიჭირავსო, შემრცხვა...“

დედა: „ვეხვეწებოდი, შვილო თავს გაუფრთხილდი-მეთქი. მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება და მალე სახლში ვიქნებიო. ბოლოს მითხრა, დედა, ნუ დაჩაჩანაკდები მაგრად იყავი, ძალიან მიყვარხარ, თავი არ დაიჩაგროო... ეს იყო მისი ბოლო სიტყვები...“

ძმა: „ჩვენი საუბრიდან ათ წუთში ჯერ ფოთი დაიბომბა, შემდეგ სენაკი. ბიჭები იხსენებენ, გოგა ტელეფონზე ლაპარაკობდა, უცებ ცა რომ განათდა და საშინელი ხმა გაისმა „დაწექით!“, ვინ საით გარბოდა არ გვახსოვს, დაბნეულები ვიყავითო... გოგა პირველი დაბომბვისას გადარჩენილა, მეორე დაბომბვისას სანგრისკენ გარბოდა, მაშინ დაღუპულა სანგრამდე 20 ნაბიჯი იყო დარჩენილი...“

ოჯახი ვეღარ უკავშირდებოდა გოგას... ამბის გასარკვევად შუაღამისას წავიდნენ სენაკის ბაზაზე მამა და ძმა. არ შეუშვეს. გამთენიისას 6 საათზეღა შევიდა სხვა მშობლებთან ერთად.

მამა: „ყველას ვეკითხებოდი ხომ არ გინახავთ-მეთქი. პასუხს არავინ გვცემდა ყველა დაბნეული იყო. სერჟანტს ვკითხე, გოგა ჭითანავა სად არის-მეთქი. აქვე იყვნენ, იარაღს აბარებდნენო. თურმე იცოდა გარდაცვლილი რომ იყო და მიმალავდა... საავადმყოფოში წავედით, იქნებ დაჭრილია- მეთქი. პირდაპირ პირველ სართულზე შევედი, სამი ჯარისკაცი ესვენა, გადაფარებული ჰქონდათ. ერთ-ერთს მივუახლოვდი გადავხადე და... ჩემი შვილი იყო...“

დედა შინ მარტო იყო. არ იცოდა შვილის ამბავი. ქმარ-შვილთან რეკავდა, არ პასუხობდნენ... ქუჩაში ხალხმა იმატა. გოგასთან ერთად რეზერვში წასული მეზობლის ბიჭიც დაბრუნდა შინ. დედა შვილის ამბავს კითხულობდა, მეზობლის ბიჭი თავს არიდებდა გულის გამგმირავი სიმართლის თქმას...

დედა: „ვკითხე, გოგა ხომ არ გინახავს-მეთქი, არ ვიცი ყველანი დავიფანტეთ და არ მინახავსო, თურმე ყველამ იცოდა ჩემი შვილი მკვდარი რომ იყო, არ მეუბნებოდნენ... დრო გადიოდა... ქუჩაში ხალხი მატულობდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს... მოგვიანებით გავიგე ეს უბედურება...

ერთი სული მქონდა სწავლას როდის დაამთავრებდა, სულ აქ მეყოლება-მეთქი, თბილისიდან რომ დაბრუნდებოდა ეზოში შემოვიდოდა თუ არა ზურგჩანთას დააგდებდა, ხელებს გაშლიდა და იტყოდა - „რა კარგია ჩემი სახლი, მიყვარს აქაურობა“... ოცნებობდა ცოლი მოეყვანა და გერმანიაში წასულიყო რამდენიმე წლით. ბევრი გეგმები ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა... ცხოვრება მიდის უხალისოდ... ეკლესიაში დავდივარ... თვითონ ძალიან ეკლესიური იყო, მარხულობდა, ეზიარებოდა... ნაზიარები წავიდა ამქვეყნიდან... სიზმარში ხშირად ვხედავ, ერთი და იგივეს მიმეორებს - „მე ცოცხალი ვარ, ნუ გეშინია...“






სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0