სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან
კახაბერ ხუბულური ირაკლის ძე 1988-08 გარდ.20 წლის სამაჩბლოში გორი ქართლი

435      

კახაბერ ხუბულური ირაკლის ძე 1988-08 გარდ.20 წლის სამაჩბლოში გორი ქართლი

კაპრალი

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

1988 – 2008

 დედამ არ იცის, სად და რა ვითარებაში მოუკლა პირსისხლიანმა მტერმა შვილი... მტერს გააფთრებული ებრძოდა, ტყვედ რომ ჩავარდა თანამებრძოლებთან ერთად... „ტელევიზორში უჩვენებიათ კადრები. ჩემს ნაცემ, და დასისხლიანებულ კახას, ერთი დაჭრილი ბიჭი ჰყავდა აკიდებული... თანამებრძოლებთან ერთად მტერს მიყავდა...“

დედა ამაოდ ელოდა თავის ერთადერთ შვილს...

კახა ხუბულური 20 წლის იყო...

დედისერთა იყო, მშობლებს ცა უნათდებოდათ მის დანახვაზე, მაგრამ არ ათამამებდნენ. არც თავად იყო თავნება და მოთავისე. წყნარი და მშვიდი ბავშვი ყოფილა. სწავლობდა გორის მეთერთმეტე სკოლაში. ჯერ კიდევ პატარა ბიჭუნა იყო თავისუფალ ჭიდაობაზე რომ შეუყვანიათ. წარმატებებიც ჰქონია.

18 წელი შეუსრულდა თუ არა, ჯარში გამოიძახეს. დედამ ელვის სისწრაფით აიღო ცნობა, რომ მისი ვაჟი დედისერთა იყო, მაგრამ ვაჟმა ეს ცნობა დედის თვალწინ დახია და ჯარში წავიდა.

იზოლდა ხუბულური, კახას დედა: „მითხრა, დედა, წავალ სავალდებულოს მოვიხდი და მერე სადმე დავიწყებ მუშაობასო... 10 თვე მსახურობდა ბათუმში. სავალდებულო რომ მოიხადა, დაგვირეკა და გვითხრა, კონტრაქტზე მინდა გადასვლაო. არ მინდოდა, რომ წასულიყო, ეგ ერთი მყავდა და არ მემეტებოდა... არაფერი მითქვამს, წინააღმდეგობაც არ გამიწევია. რადგან თვითონ ძალიან მოწადინებული და მონდომებული იყო, აღარ დავუშალეთ....“

კახა ხუბულური მეოთხე ბრიგადაში გაანაწილეს.

პირველი ხელფასი ოჯახს მოახმარა.

დედა: „იცოდა რომ ძალიან ბევრს ვშრომობდი და ყველანაირად გვერდში მედგა.

6 თვით ნიქოზში იყო სამშვიდობო მისიით. მანამდე წვრთნებზე სენაკში, სულ 7-8 თვე იმსახურა, შინ იშვიათად მოდიოდა, მეტყოდა ხოლმე, დედა, შენი დარდი მაქვს, თორემ სახლში საერთოდ აღარ მოვიდოდიო. ჯარის მკაცრ ცხოვრებას გმირულად და მამაცურად იტანდა... არასოდეს დაუწუწუნია. შემოდგომით ერაყში უნდა წასულიყო. დიდი გეგმები ჰქონდა. სახლის მეორე სართული გასამართი გვაქვს, იმის გამართვას და დაოჯახებას აპირებდა, მეზობლებისთვის საიდუმლოდ უთქვამს. ჩვენთან ამ თემაზე არ საუბრობდა. ტელეფონზე ვიღაცას ხშირად ელაპარაკებოდა და ვხვდებოდი, რომ ვიღაც უყვარდა... ერთხელ ტელეფონზე საუბარს, რომ მორჩა, ვუთხარი, თუ გიყვარს დედა, ადექი და მოიყვანე-მეთქი. გაიცინა... კახას, ღიმილის ბიჭს ეძახდნენ... გეგმები ბევრი ჰქონდა, მაგრამ...“

მაგრამ დაიწყო ომი და მოუსწრაფა სიცოცხლე...

დედა: „ბოლოს სახლში 2 აგვისტოს მოვიდა. შაბათი დღე იყო, კარგად მახსოვს... ღამის 12 საათი იყო და ფანჯარაზე მომიკაკუნა. როცა სახლში მოდიოდა ფანჯარაზე მომიკაკუნებდა და ვხვდებოდი, რომ ის იყო, დედა მოუკვდეს... ცოტა ნასვამი იყო. ოთახის კარებთან ჩაიცუცქა და მითხრა, ძმაკაცი აღარ მოგვეშვა და საქეიფოდ წავედითო. მთხოვა, დედი, იქნებ ფორმა გამირეცხო, ხვალ დილისთვის გაშრებაო... შუაღამისას გავურეცხე ტანსაცმელი. თურმე ბოლო თხოვნა იყო, დედა მოუკვდეს.... რა ვიცოდი, რომ ჩემს შვილს საბოლოოდ ვურეცხავდი ტანსაცმელს... სახლიდან რომ გავიდა, რაღაც დაღონებული მეჩვენა. ვუთხარი კიდეც, კახა, ნეტა საერთოდ არ წასულიყავი ჯარში-მეთქი. ლოყაზე თითი ჩამომისვა, მომეფერა და წავიდა. უკან აღარც მოუხედია... როგორც კი სახლიდან გავიდა, გულმა რეჩხი მიყო, ეს სიტყვები ამოვიჩემე, ვაიმე კახა, დედა მოგიკვდეს-მეთქი... მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, ცოცხალ შვილს როგორ დავტირივარ-მეთქი... ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა...“

7 აგვისტოს გზად მიმავალმა დედამ, ტანკების კოლონას რომ თვალი მოჰკრა, თავზარდაცემულმა მაშინვე შვილს დაურეკა: „7 საათი იყო. როგორ ხარ დედა, ფრთხილად იყავი-მეთქი... ნახევარი საათის შემდეგ უკვე აღარ გადიოდა ზარი. გათიშული ჰქონდა ტელეფონი....“

ამ დროს კახა, თანამებრძოლებთან ერთად უკვე ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა... 8 აგვისტოს ტყვედ ჩავარდა...

დედა: „არავის უნახავს სად და როგორ მოკლეს ჩემი შვილი. არც იმ გადარჩენილ ტყვეებს... მჯეროდა, რომ ცოცხალი იქნებოდა და მალე დამიბრუნდებოდა, მაგრამ დეენემის ანალიზით ამოიცნეს. უკვე მუხათგვერდში იყო დაკრძალული... 27 ნოემბერს დაგვირეკეს... ამ დღეს დასრულდა ჩემი ცხოვრებაც...“

20 წლის კახა ხუბულური დღეს აგვისტოს ომის გმირია, სამშობლოსთვის თავგანწირული, რომლის სახელიც ისტორიამ უკვდავყო.

http://cyc.ge/%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0/





სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


გორბაჩევი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1917-1955) სამამულო ომის გმირი (1941-1945), თბილისი, ქართლი.

1 0


გონტარი კონსტანტინე მიხეილის ძე (1921-2003) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (1903-1945) 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე (1907-1990) ,სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა

1 0


გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე (1919-1970) სამამულო ომის გმირი (1941-1945),სოფელი უკანეთი, წყალტუბო, იმერეთი.

1 0


გერასიმჩუკი დავით ივანეს ძე (1916-1978) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე (1902-1974) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი მელაური, სამტრედია, იმერეთი.

1 0


გახოკიძე მიხეილ ლევანის ძე (1909-1973) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ქვაითი,მარტვილი, სამეგრელო.

1 0


გარინი ბორის ივანეს ძე (1921-უცნ.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


გარანიანი ერვანდ გევორქის ძე (1903-1995) სამამულო ომის გმირი(1941-1945) სოფელი ბაღნარი, გაგრა, აფხაზეთი.

1 0


გამცემლიძე შოთა ლევანის ძე (1922-1945) 23 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფ.მაქათუბანი ხარაგაული იმერეთი

1 0


გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე (1920-1981) სამამულო ომი (1941-1945) სოფელი უფლისციხე, გორი, ქართლი.

1 0


გავრილოვი კუზმა ანტონის ძე (1922-1997.) სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0


გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე (1917-1944) 26 წლის ,სამამულო ომის გმირი (1941-45) სოფელი ძუყნური, ტყიბული, იმერეთი.

1 0


გაბლია ვარლამ ალექსის ძე (1902-1982) სამამულო ომი (1941-45) სოფელი ტამიში, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


ბულგაკოვი ანდრია ალექსის ძე (1913-1967) სამამულო ომი (1941-45) გორი, ქართლი.

1 0


ვასილ კვაჭანტირაძე (1907-1950) სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი ოზურგეთი გურია

6 0


ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) ომის გმირი. სოფელი ძველი აბასთუმანი, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0


ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე (1909-1950) ომის გმირი(1941-1945). ბათუმი, აჭარა.

1 0


სამაჩაბლო/აფხაზეთი 1990-წ-დან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0