სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
რუხის ბრძოლა 1779 წელი იმერეთ-გურია-ოდიში ოსმალეთი სოფ.რუხი ზუგდიდი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

რუხის ბრძოლა 1779 წელი იმერეთ-გურია-ოდიში ოსმალეთი სოფ.რუხი ზუგდიდი

რუხის ბრძოლა 1779 — იმერეთ-გურია-ოდიშის ლაშქრის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. ქუჩუკ-კაინარჯის 1774 ზავით თურქეთმა იმერეთის საქმეებში ჩარევის უფლება დაკარგა. 1779 წელს ოსმალეთი შეეცადა იმერეთისათვის ჩამოეშორებინა მისი მოკავშირე ოდიშის სამთავრო და აფხაზეთის ტერიტორიიდან ოდიშზე გაილაშქრა, ოსმალთა მოკავშირეებად გამოვიდნენ აფხაზებიჯიქებიალანებიჩერქეზებიბალყარელები და ყირიმელი თათრები. კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონ I იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა. მტერმა ენგური გადალახა და ზუგდიდისაკენ დაიძრა. ბრძოლა, რომელიც რუხის ციხესა და ზუგდიდს შორის მოხდა, იმერეთ-გურია-ოდიშის ლაშქრის სრული გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მ. შ. მტრის არტილერია. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან.

რუხის ციხე, ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხის ტერიტორიაზე მდებარეობს. ააგო სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ციხე აიგო 1647 წელს. აქ . ლევან II დადიანმა იმერეთის სამეფოდან (ჩხარიდან) წამოყვანილი ვაჭრები დაასახლა და რუხი ქალაქად აქცია. ციხეს გარს უვლის 10-12 მ სიმაღლის გალავანი, რუხის ციხის ქვედა ნაწილი 8-10 მ სიმაღლეზე ყრუა, ხოლო ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკებია გაყვანილი. 1672 რუხის ციხეში ოსმალთაგან თავს აფარებდა მთავარი ლევან III დადიანი. 1723 ციხე ოსმალთა ხელში იყო. დროგამოშვებით აქ მათი გარნიზონიც იდგა. 1770 ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა რუხის ციხე ოსმალთაგან გაათავისუფლა. 1779 რუხის ციხესთან იმერეთ-სამეგრელო-გურიის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა ოსმალები (რუხის ბრძოლა 1779). ყირიმის ომის დროს, 1885 წელს, რუხის მიდამოებში რუსეთის ჯარმა და ქართულმა მილიციამ დაამარცხეს ოსმალთა საექსპედიციო კორპუსი. ციხის ტერიტორიაზე XVIII საუკუნის 70-იან წლებში ყოფილა: “კარავი, სადაც თურქული ხორბლისაგან გამომცხვარ პურს ინახავდნენ” და “თურქების საცხოვრებელი ადგილი”. ციხის გარეთ, გარდა წისქვილებისა, ქალაქის მოსახლეობის ნაგებობა არ ჩანს. შემდგომში რუხის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა.

თარიღი აღებულია კაცია II დადიანის გარდაცვალების დღე 23 ოქტომბერი, 1804


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.08.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0