სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1770 წელი ასპინძის ბრძოლა  20 აპრილი  8000 თურქი 3000 ქართველი გამარჯვება
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ასპინძა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

169       ბეჭდვა

1770 წელი ასპინძის ბრძოლა 20 აპრილი 8000 თურქი 3000 ქართველი გამარჯვება

ასპინძის ბრძოლა - 8000 თურქი 3000 ქართველის წინააღმდეგ

ასპინძის ბრძოლა 1770 წლის 20 აპრილს გაიმართა ქართლ-კახეთის სამეფოსა და ახალციხის საფაშოს შორის. თურქებმა 8000 მეომარი დაუპირისპირეს ერეკლე მეორის 3000-იან ქართულ არმიას. თურქებს გოლა ფაშა მეთაურობდა. 1 დღით ადრე რუსეთის გენერალმა - გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენა (დაბ. გერმანია 1715 -1773 გარდ. პოლონეთი , ქართლ-კახეთის მეფეს უღალატა, მიატოვა ბრძოლის ველზე და 1200-კაციანი რუსული ჯარი თან გაიყოლა. ერეკლე მეორე მაინც არ შეუშინდა მტრის რიცხობრივ უპირატესობას და ბრძოლა გადაწყვიტა.


მან მოწინააღმდეგეს საშუალება მისცა, მდინარეზე გადმოსულიყო. 19 აპრილს, საღამოს, აღბაღა ერისთავმა, სვიმონ მუხრანბატონმა და ხუდია ბორჩალოელმა მალულად გადახერხეს ხიდის თავხეები და ხიდი დაასუსტეს. ოსმალთა ჯარს ლეკებიც ეხმარებოდნენ კოხტა ბელადის მეთაურობით.

ბრძოლა ქართველთა ძლიერი შეტევით დაიწყო, თურქებმა წნეხს ვერ გაუძლეს და უწესრიგოდ დაიწყეს უკან დახევა. ხიდი ჩატყდა და ოსმალები მდინარეში ჩაცვივდნენ. იმ 8000-კაციანი ჯარიდან მხოლოდ 37 ადამიანი გადარჩა და ისინიც ქართველებმა ტყვედ იგდეს. თურქულმა წყაროებმა კი გაავრცელეს, თითქოს მხოლოდ 6000 კაცი დაეღუპათ და 2000 გადარჩა. ქართველებმა მხოლოდ 25 კაცი დაკარგეს.

მხატვარი გოგი გეგეჭკორი 
ერეკლემ ლეკების ბელადი - კოხტა, ორთაბრძოლაში მოკლა. მეფემ გამარჯვების აღსანიშნავად ნადიმი გამართა და ამ დროს შეატყობინეს, რომ მოღალატე ტოტლებენი, ომში ღალატს და მის მიტოვებას არ დასჯერდა და მეფის მოწინააღმდეგეებს კრებდა თბილისში, რის მერეც ხელისფლების დამხობას აპირებდა. ამის გამო ერეკლე თბილისისკენ წავიდა, მან ვერ შეძლო ახალციხის აღება და მესხეთის შემოერთდება, რაც ამ კამპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

ასპინძის ბრძოლა – პოლკოვნიკ დავით მაღლაკელიძის ნაშრომიდან. ნაწილი 1

ასპინძის ბრძოლა დეტალური ისტორია + მათემატიკური ანალიზი, ნაწილი პირველი. პოლკოვნიკ დავით მაღლაკელიძის ნაშრომიდან.

XVIII ს-ის 60-იანი წლების დასასრულს ფეოდალური საქართველო ერთიან სახელმწიფოს არ წარმოადგენდა. იგი დანაწევრებული იყო ქართლ-კახეთის, იმერეთის სამეფოდ და რამდენიმე სამთავროდ. სამხრეთ ნაწილი კი ოსმალეთის მიერ იყო დაპყრობილი, რომელიც ახალციხის საფაშოს ემორჩილებოდა. ამ დროისათვის რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულ ძალად გამოიყურებოდა და თავისი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ამოცანები დასახა შავი ზღვის სანაპიროების დაპყრობასა და იქ თავისუფალი ნაოსნობის მოპოვებისა (112, 650).

რუსეთს ოსმალეთთან ომში ევროპის სახელმწიფოთა მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდა და ამიტომ, რელიგიური მოტივით შენიღბა თავისი ნამდვილი მიზნები და მოწოდებით მიმართა კავკასიელ და ბალკანელ ქრისტიანებს, რომ იგი ,,იძულებულია’’ ებრძოლოს თურქეთს ,,ქრისტეს სარწმუნოებისათვის’’ (112, 650). რუსეთი კავკასიაში ახალი ფრონტის შექმნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ოსმალეთი იძულებული გახდებოდა, ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი მოეხსნა საომარ მოქმედებათა თეატრიდან ყუბანი-ყირიმი-დაღესტნის მიმართულებებზე და კავკასიის ფრონტზე გადმოეყვანა.

1769 წლის 21 მაისს თბილისშიQქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II და

იმერეთის მეფე სოლომონ I ერთმანეთს შეხვდნენ და ერთობლივ მოქმედებაზე შეთახმდნენ (112, 651), რომელიც მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთის გათავისუფლებას. ასეთი მომენტი რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირებამ მოიტანა.

ერეკლე II-ს საქართველოში რუსეთის ჯარის მცირე საექსპედიციო რაზმი, რომელიც 1769 წელს გენერალი ტოტლებენის განკარგულებაში იყო, არ მიაჩნდა საკმარისად ამ ამოცანის გადასაჭრელად და ყოველი გზით ცდილობდა რუსეთიდან 5 ათასიანი კორპუსის მიღებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უმთავრეს ამოცანას რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისას მეფე ერეკლე ცალკე არ გამოყოფდა. მაგალითად, 1769 წლის 4 სექტემბერს ერეკლე ნ. პანინს წერდა: ,,ეს ხუთი ანილკი ჯარი ამად გვნებავს ზამთრამდის და ამისათვის მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ რადგან ოსმალთ ძალი ჩვენის საზღვრამდის არ მოწეულა, ჩვენ იმ ჯარის შეწევნით, რომელნიც რომ არარატის მთის გარშემო, ანუ ახალციხისა და ანუ ყარსისა გარშემო ქრისტიანი არიან, და ისინი ოსმალთა მონებასა ქუეშე

იმყოფებიან, და კვალად რომელნიც შავი ზღვის გარემო ჩვენ კერძო ადგილი უჭირავს, შესაძლებელ არს, რომ ყოველივე ძალთა ღვთისათა მიუღოთო” (98, 54).

აქ ნათლად ჩანს, თუ რომელი მიმართულებაა ერეკლესათვის უფრო საინტერესო. იგი საქრისტიანო ქვეყნების განთავისუფლების საერთო ლოზუნგსა და ამ მიმართულებით მტრისათვის დასწრების საერთო გეგმას სთავაზობდა რუსეთის ხელისუფლებას.

ამრიგად, ახალციხეზე ლაშქრობის გეგმა ერეკლეს მიერ იქნა

წამოყენებული ჯერ კიდევ 1769 წლის აგვისტო-სექტემბერში, მაგრამ მეფე მის განხორციელებაზე თავს იკავებდა, სანამ რუსეთი დამხმარე ჯარს არ გამოაგზავნიდა. მას გადაწყვეტილი ქონდა ესარგებლა რუსეთ-ოსმალეთის ომით, როგორც ხელსაყრელი ვითარებით, რათა რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური დახმარებით მტრისთვის ხელიდან გამოეგლიჯა ძველისძველი ქართული მიწა-წყალი. აქედან გამომდინარე, ასპინძის ბრძოლის გამომწვევი მიზეზი 1768 წელს დაწყებული რუსეთ-ოსმალეთის ომი იყო. ერეკლე II და სოლომონ I საერთო მტრის წინააღმდეგ მოლაპარაკების საფუძველზე იწყებდნენ საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის დახმარებით (125, 49).

ამ ამოცანის წინა პლანზე წამოწევა იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენი სამშობლოს სამხრეთით, უძველეს კულტურულ მხარეში ახალციხის თურქული საფაშო არსებობდა, რომელიც ოსმალთა აგრესიის ბაზას წარმოადგენდა. ვიდრე ეს პლაცდარმი ქართლსა და იმერეთში შემოსასვლელ გზებზე ბატონობდა და მტრის ხელში იყო, ცხადია, საქართველოს დანარჩენი რაიონების უსაფრთხოება

უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა. ამიტომ, ერეკლე მეფის სტრატეგიული ჩანაფიქრის განხორციელებისათვის რუსეთთან სამხედრო კავშირის დადება, თუ ლოგიკას დავეყრდნობით იმ დროისათვის ყველაზე უახლოესი და რეალური ნაბიჯი იყო. მის მიერ შემუშავებულ სამხედრო მოქმედებების გეგმას შემდეგი

უპირატესობა გააჩნდა:

1. ოსმალეთს ხელიდან აცლიდა მოხერხებულ სამხედრო სტრატეგიულ

პლაცდარმს, რომელიც უკეთ უზრუნველყოფდა საომარ მოქმედებათა

წარმატებით გაშლას, ვიდრე სხვა რომელიმე მიმართულება.

2. შემუშავებული გეგმა უკეთ უზრუნველყოფდა მოკავშირე მხარეთა ერთობლივ მოქმედებას, რადგან მას ორივე ქართული სამეფოსათვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა:

ა) ქართლ-კახეთისათვის _ ახალციხის დაკავებით ქართლს ოსმალეთის

Kაქტიური შემოტევის საფრთხე ეხსნებოდა, ისპობოდა ბაზა, საიდანაც მტერი საქართველოს დაპყრობას ცდილობდა.

ბ) იმერეთისთვის _ ახალციხეზე ლაშქრობა იმერეთზე თავდასხმის ბაზას მოშლიდა, რადგან დასავლეთ საქართველოს საქმეებს ოსმალეთი ახალციხის ფაშას მეშვეობით აკონტროლებდა. ახალციხის დაკავება იმერეთის ციხესიმაგრეებში მყოფ თურქ მეციხოვნეებს დახმარების წყაროს გადაუკეტავდა, რასაც, ბუნებრივია, მათი დანებება მოჰყვებოდა.


ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის მთავრობამ სამხედრო ნაწილი გამოგზავნა საქართველოში 1200 კაცითა და 12 ზარბაზნით, გენერალ ტოტლებენის მეთაურობით. ვინ იყო ტოტლებენის პიროვნება? როგორც ისტორიული მასალებიდან ირკვევა, იგი ტომით იყო საქსონიელი გერმანელი, ავანტიურისტი. ის ფარულად ღალატობდა რუსეთს ევროპაში წარმოებული საბრძოლო მოქმედებების დროს. Mმას ფარული

მიმოწერა ჰქონდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-თან და სამხედრო საიდუმლოებებს აცნობდა. ღალატში მხილებული დაპატიმრებულ იქნა 1763 წელს. 1769 წელს ეკატერინე II-ის შეწყალებით იგი გაანთავისუფლეს და საქართველოში გამოგზავნილი ექსპედიციის უფროსად დანიშნეს (112, 655). Mმოწინააღმდეგე მხარეთა დაპირისპირებაში ერეკლე II შვიდი ათასი მებრძოლითა და 3 ზარბაზნით გამოდიოდა (112, 653).


ასპინძის ბრძოლა – პოლკოვნიკ დავით მაღლაკელიძის ნაშრომიდან. ნაწილი 2

ასპინძის ბრძოლა – დეტალური ისტორია + მათემატიკური ანალიზი. პოლკოვნიკ დავით მაღლაკელიძის ნაშრომიდან. ნაწილი მეორე.

ერეკლე მეფის მიერ შეთავაზებული სამხედრო მოქმედებების გეგმა 1769 წლის შემოდგომაზე ტოტლებენს მიუღია და რუს-ქართველთა ჯარს ამ გეგმით უნდა დაეწყო მოქმედება. სურდა თუ არა ტოტლებენს, იგი მაინც უნდა დაძრულიყო ერეკლესთან ერთად ახალციხისაკენ, რადგან მისი ადრინდელი განცხადებები ახალციხეზე ლაშქრობებში მონაწილეობაზე აშკარა უარის თქმის უფლებას არ აძლევდა. 1770 წლის 14 აპრილს ერეკლე მეფე და ტოტლებენი რუს-ქართველთა ჯარით სადგერში იდგნენ. ტოტლებენს მეფისთვის წინადადება მიუცია, ქართული ჯარის ნაწილი სადგერის ციხეში დაეტოვებინა, თვითონაც სურვილი გამოუთქვამს 1 ზარბაზნისა და 60 ჯარისკაცის დატოვებაზე, მაგრამ ერეკლე მეფე ამის წინააღმდეგ წასულა. ,,სადგერის ციხეში ჯარი მთხოვა დასაგდებლად, _ წერდა ერეკლე რატიევს, _ თავისის ჯარისაც მითხრა 60 კაცს და ერთ ზარბაზანს დავაგდებო. დაუშალე, მაგრამ ჩემი რჩევა არ მიიღო”(98, 59).

ერეკლე ქართველთა ჯარით მდ. შავი წყლის (,,ბორჯომკა~) გაყოლებით აწყურისაკენ დაიძრა. ტოტლებენს თავისი რაზმის ნახევარი და 6 ზარბაზანი სადგერში დაუტოვებია და მეორე დღეს უმოკლესი გზით (მდ. მტკვრის ხეობით) აწყურისკენ წასულა (98, 59).

,,მოკავშირე ძალები 1770 წლის 17 აპრილს ბორჯომის ხეობის გავლით

მიმავალ გზაზე საკირესთან შეერთდა და შუადღისას აწყურის ციხეს ალყა ნაწილობრივ შემოარტყეს~ (98, 59). ,,აწყურაციხის შემოდგომა ჩემი ნება არ იყო _ წერდა ერეკლე გოლიცინს 1770 წლის 10 მაისს, – იმისათვის რომ რადგან მტრის მამულს ვიყავით, უმჯობესად ეს აღმოჩნდა: მათნი ქონებულნი, რომელნიც სოფლებით სურსათი აქუნდათ, სულ ჩვენ მოგვეგროვებინა და შემდგომად მისისა, უკუეთუ უმჯობეს იქნებოდა, მივსულიყავით ახალციხეზედ~ (98, 60). აწყურისათვის დროის დაკარგვა შეცდომა იყო, რადგან რუს ქართველთა ჯარს საალყო ქვემეხები არ ჰქონდათ; ხოლო მცირეკალიბრიანი ქვემეხების დახმარებით ციხის იერიშით აღების ცდა, ბუნებრივია, უშედეგოდ დამთავრდებოდა. სანამ გარნიზონს საკვები, წყალი და გარედან დახმარების იმედი ქონდა, ციხის აღება დიდი მსხვერპლის გაღებასა და დროს ითხოვდა.

აწყურის ციხის აღების სხვა საშუალებაც არსებობდა – მტრის ზურგში ღრმად შეჭრა, მეციხოვნე ჯარის მოწყვეტა მტრის დამხმარე ჯარებისაგან აი, რას შეეძლო ციხის გარნიზონის წინააღმდეგობის გატეხა. ასეთ პირობებში ციხის ალყა მცირე ძალითაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო და გარედან დახმარებას მოკლებულიმოწინააღმდეგე წინააღმდეგობას ვეღარ გაწევდა.

ერეკლეს გეგმა გაბედული და სწორი იყო. Mმას უნდოდა ეს ციხე უკან მოეტოვებინა, მტრისთვის მოფიქრების საშუალება არ მიეცა და დაუყონებლივ მისი მთავარი სტრატეგიული პუნქტისთვის _ ახალციხისთვის დაერტყა, რათქმაუნდა, შესაძლებლობის შემთხვევაში. სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით, აწყურის ციხის აღება არასწორად იქნა ჩატარებული. რუსთა მოქმედებიდან ჩანს, რომ 1770 წლის 17-18 აპრილს აწყურის ციხისთვის ბრძოლა

სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან მიმდინარეობდა. მტკვრის გაღმა არ იყო არცერთი კაცი რუს-ქართველთა ჯარისა და ახალციხიდან მომავალი გზა გადაუკეტავი იყო. რადგანაც სრული გარემოცვა არ მოხერხდა, მტერს საშუალება ჰქონდა, ციხეში შეეგზავნა დამმხმარე ჯარი საჭურვლითა და სურსათით. თუ ტოტლებენს ციხის აღება ნამდვილად სურდა და ეს მას შესაძლებლად მიაჩნდა, მაშინ მას ციხეზე ალყა მთლიანად უნდა შემოერტყა.

ერეკლე აწყურის გარემოცვის წინააღმდეგი იყო. ამიტომ ტოტლებენის ჯიუტი საქციელის გამო ხელი აიღო საკუთარ ინიციატივაზე და იძულებული გახდა, საქმე რუსი სარდლისთვის მიენდო. როგორც მეფის წერილებიდან ჩანს, ტოტლებენს პირობა დაუდვია, რომ ციხეს დაუყონებლივ აიღებდა. შესაძლებელია, მეფემ ჯერ კიდევ არ იცოდა რუსეთიდან ჩამოტანილი ზარბაზნების საცეცხლე შესაძლებლობები და მიენდო კიდეც ტოტლებენის დაპირებას. ერეკლე წერს, რომ ,,ტოტლებენმა პირობა დასდო ჯარში, რომ მტერს დღესვე ციხეს წავართმევო, და ეს ვერ შევიტყვეთ _ ვერ შეძლო თუ არ

ინებაო~. რადგანაც ციხეზე მისასვლელი გზა გადაკეტილი არ იყო, ახალციხის ფაშას უსარგებლია და 18 აპრილს 2000 კაცი შეუგზავნია ციხეში (98, 62).

ტოტლებენი უკან დახევის სამზადისს შეუდგა, რამდენჯერმე აწყურის ციხეს ზარბაზანი ესროლა და სურამისაკენ გამობრუნდა (98, 59). სამი კვირის შემდეგ ერეკლე II რუსეთის ვიცე-კანცლერ გოლიცინს წერდა:

`მე მოველ და ღრაფს დიდად ვევედრე და ჩემი თავი ვითა ერთი მისისა კომანდის აფიცერი ეგრეთ კამანდაში ვაძლივე და მრავალს ვევედრე გამობრუნებას მტერზედ. . . იმ ჩემს ვედრებაზედ ორი ზარბაზანი ამოაბრუნა და ერთს მაღალ გორაზედ აიტანეს, რომელიც დიდად შორევდა მტერზედ, მუნითგან 4 – 5 ზარბაზანი ესროლა და გაბრუნდა, და აღმითქვა რომ აქავე ახლო ერთს ბალახიან ადგილს ჩამოვხდებიო და ამ სახით გამობრუნდა~ (98, 59).

ტოტლებენის მიერ ბრძოლის ველის მიტოვებას ქართველთა ლაშქარში

უწესრიგობა მოჰყოლია, ხოლო მტერი გამძვინვარებულა. ,,ეს გამოპარვა იარანალისა, _ წერდა ერეკლე გოლიცინს, _ ჩვენმა ჯარმა რა სცნა, დიდსა და გამოუთქმელსა დრტვინვასა მიეცნეს. და მტერთა, რა იხილეს და სცნეს, დიდად განიხარეს სიმხნე მიიღეს”. ერეკლეს მთელი სიმკაცრის გამოყენებით მოუხერხებია ქართველთა ლაშქარში დისციპლინის აღდგენა და ციხიდან უკან დაუხევია. გამხნევებული მტერი შეტევაზე გადმოსულა, მაგრამ ქართველთა კონტრშეტევით დამარცხებული ისევ ციხეს შეფარებია (98, 62). ამრიგად, სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით არასწორად ორგანიზებულმა ალყამ მარცხი განიცადა. სათანადო ლიტერატურის გაცნობით ირკვევა, რომ აწყურთან ტოტლებენის ღალატი სურსათის უქონლობით არ შეიძლება აიხსნას. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული ერეკლე მეფის განკარგულებები (1769-1770 წლებისა) ნათლად ადასტურებენ, რომ მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა რუსეთის ჯარის მომარაგების საქმეს და მათთვის სურსათის მიყიდვა ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. ალ. ცაგარელის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ცნობილია, რომ ერეკლე უსასყიდლოდაც აძლევდა რუსეთის ჯარს სურსათს, ამიტომ სურსათის ნაკლებობის მომიზეზება ტოტლებენს მხოლოდ 19 აპრილს მოაგონდა, რათა ბრძოლის ველის მიტოვება გაემართლებინა. 13 მაისს ამასვე იმეორებდა ლვოვიც, რათა რუსეთის მთავრობის თვალში აწყურიდან დაბრუნება გაემართლებინა (98, 65-66).

ღალატი აშკარად ჩანდა. Aმის დასამტკიცებლად, გარდა ზემოხსენებულისა, მოვიყვანთ ორ მაგალითს, სადაც მოთხრობილია ერეკლე მეფესა და ტოტლებენს შორის უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი და ხაზგასმულია ის, რომ არსებული დროისთვის რუსეთის მთავრობა ორმაგ თამაშს ეწეოდა: `ხოლო შთააგდეს შური ბოროტთა კაცთა და უზიდავდნენ ღრაფ ტოტლებენს ავსა სიტყვასა~. ასევე რუსეთის ელჩის ლვოვის წინადადება ერეკლე მეფისადმი: `ვინაითგან თქვენსა და ღრაფ ტოტლებენს შორის შფოთი რამე არს შთამოვარდნილი, თუ რომ ოსმალთ არ აეშლები და ერთს რასმე სამსახურს არ დაანახვებ იმპერატრიცა ხელმწიფე ეკატერინას, უთუოდ ღრაფი შეგასმენს და არ ვარგაო. ამის რჩევით განიგულა მეფემან აშლა~ (64).

პატივმოყვარე გენერალს სურდა რუს-ქართველთა მთელი ჯარი და თვით მეფე ერეკლეც უსიტყვოდ დამორჩილებოდა მის მიერ დასახულ მცდარ გეგმას და ბრძანებებს. ერეკლე არ იყო ისეთი სარდალი, რომ ტოტლებენის სურვილები ბოლომდე გაეთავისებინა. ბოლოს მეფის პრინციპულმა გადაწყვეტილებამ, გაელაშქრა მტერზე, ტოტლებენი აიძულა, უკან გამოჰყოლოდა. მეფისთვის ისიც გასაგები გამხდარა, თუ რატომ უღალატა ტოტლებენმა აწყურთან. ფრანგი კაპიტანი დე გრაი დე ფუა ამის შესახებ წერს: უკან დაბრუნებულმა ტოტლებენმა ,,იქიდან (სურამიდან) ერეკლესთან მე გამგზავნა და დამაბარა:

,,პური გამომელია და ქართლში დავბრუნდი მის საშოვნელადო. ერეკლემ ცივად მიმიღო~. მან სთქვა: ,,მე კარგად ვხედავ იმ მიზეზს, რისთვისაც მიღალატა და მიმატოვა გრაფმა. მას იმედი აქვს, რომ ამ ომში ოსმალები ბოლოს მომიღებენ . . .თუ თქვენ ჩემთან დარჩებით, თქვენი თვალით დაინახავთ, როგორ გაუცრუვდება იმედი გენერალს. შემდეგ ამის შესახებ შეგიძლიათ მოახსენოთ მას~ (39).

. . . მან (ერეკლემ) თურქ ტყვეთა დაკითხვით და ადგილობრივი

ქართველების საშუალებით შეიტყო, რომ ახალციხის ფაშას განზრახული ჰქონდა, გენერალ ტოტლებენს ფეხდაფეხ უკან დასდევნებოდა და ბორჯომის ვიწრო ხეობაში მთლად გაენადგურებინა. ეს ამბავი და ახალციხის ფაშას ძალთა რაოდენობა მეფე ერეკლესთვის უცნობებია სოფ. უდის (ადიგენის რ-ნი) ადგილობრივ მცხოვრებს, ვინმე იაკობ გზირიშვილს (79). ერეკლეს მთავარი ამოცანა იყო, ახალციხეში განლაგებული ფაშას მთავარი ძალები თავისკენ მიეზიდა, რათა რუსეთის ჯარს ბორჯომის ხეობა დაეტოვებინა. რუსეთის ჯარის

წასვლით იმდენად გათამამდნენ აწყურის მეციხოვნეები, რომ ოსმალეთის დელიბაშებთან (თავზეხელაღებული, კარგად გაწვრთნილი ვაჟკაცები, მეომრები) ერთად ქართველებს თავს დაესხნენ. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით მტერმა პირველი თავდასხმისთანავე 70 ქართველი მოიტაცა, ციხეში შეიყვანა და

დახოცა (79). გათამამებული დელიბაშები აწყურის გზაზე შეჯახებიან ქართველებს ,, . . . გზასა ზედა შეემთხვა მეფესა მხედრობა დელიბაშებისა, რომელსაც სძლო მეფემან” (141, 81). მეფე ერეკლემ ლაშქარი სამ ძირითად ნაწილად განალაგა აწყურის მიდამოებში, სოფლების საყუნეთი – ტყემლანას ტერიტორიაზე. პირველ ნაწილს ალექსანდრე ციციშვილი უსარდლა და ხიდიდან მარცხნივ ახლო მდებარე ტყეში ჩაასაფრა. ციციშვილმა მიიღო დავალება, როდის უნდა ჩაბმულიყო ბრძოლაში და რა უნდა გაეკეთებინა. მეორე ნაწილს მეფემ თავისი ვაჟი – გიორგი ჩაუყენა სათავეში და ხიდიდან მარჯვნივ სამი ვერსის (3200 მეტრი _ სოფ. საყუნეთის მხარეს) მანძილზე განალაგა. მესამეს თვით ერეკლე სარდლობდა. მეფე წინ წაუძღვა თავის რაზმს, ხიდიდან ოთხი ვერსით (4264 მეტრი) უკან დაიხია და მოწინააღმდეგის პირველი დარტყმის მისაღებად გაემზადა. ახალციხის, ნამირ ფაშას მიერ გამოგზავნილი თურქთა კარგად შეიარაღებული მხედრობა აწყურის ციხის მხრიდან ერთ დროს ერეკლეს ბრძანებით აგებულ ხიდს მოადგა. მცირე ყოყმანის შემდეგ (სავარაუდოდ, დაზვერვა ჩატარდა – დ. მ.) მტრის ჯარმა ხიდი გადაიარა და მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს გადავიდა. როდესაც მათ ჩვენი ძალები ვერ დაინახეს, გზა გააგრძელეს სოფ. ტყემლანას მიმართულებით და პირდაპირ ერეკლეს რაზმის განლაგებას მიადგნენ. გაიმართა ფიცხელი ბრძოლა. ორივე მხარე თავგანწირვით იბრძოდა. ამ დროს გიორგი ბატონიშვილი თავისი რაზმით თავზარდამცემი ყიჟინით ჩაერთო ბრძოლაში. მოულოდნელ დარტყმას ვეღარ გაუძლო ოსმალთა

ჯარმა. როდესაც ციციშვილმა დაინახა, რომ თურქთა ჯარი შედრკა და

ერეკლემ მოწინააღმდეგე ხიდისაკენ უკუაქცია, გამოვიდა საფრიდან და თურქებს უკან დასახევი გზა მოუჭრა. მტერი ხიდს მოაწყდა. ხიდი რომ დაკავებული დახვდა გადაცურვის იმედით მტკვარში გადაეშვნენ (141, 82). ადიდებული მდინარე ვერცერთმა მათგანმა ვერ გადალახა. (იხ. სქემა #6, 156).

ერეკლემ დაუძახა დე გრაი დე ფუას და უთხრა: – ,,წადით და მოახსენეთ თქვენს გენერალს, რაც თქვენი თვალით ნახეთ, უთხარი მას, რომ არ გეღალატა, ერთ კვირაში ავიღებდით ახალციხესთქო, მე დავბრუნდები თბილისს და თქვენი გენერლის მოქმედების შესახებ ყველაფერს მის უდიდებულესობას იმპერატორს შევატყობინებო~ (137). რუსეთის სამეფოს წარმომადგენელი საქართველოში ანტონ მოურავოვი, ამ ბრძოლის მონაწილე, შემდეგ წერს: ,,გამხნევებული 500

ცხენოსან. . .გადავიდა შეტევაზე თურქებისა და ლეკების წინააღმდეგ, რომლებმაც იმ წუთშივე დაიწყეს უკან გაქცევა. ამ ბრძოლაში ერეკლეს ერთი მეომარი მოუკლეს და სამი დაუჭრეს~. მტერმა კი აწყურის მიდამოებში დიდძალი მსხვერპლი გაიღო. ნაწილი ადიდებულმა მტკვრის ტალღებმა დაახრჩო, ნაწილი კი ქართველთა ხმლით მოისრა. . .~ (141, 83).

აწყურის მიდამოებში ბრძოლისას განსაკუთრებით უსახელებია თავი

ხევსურთა რაზმს, რომელიც მეფე ერეკლეს მცველთა ბანაკში იმყოფებოდა. მეფის შემდეგ ამ ბრძოლის ლეგენდარულ გმირად ასახელებენ სოფ. კოლაგის მკვიდრს _ ლუარსაბ ოთარის ძე ვაჩნაძეს, რომელსაც მრავალი ბრძოლის გმირად იცნობდნენ. ამ გადმოცემის სინამდვილეს ისტორიული დოკუმენტიც ადასტურებს, კერძოდ, მეფე გიორგი XII-ის წყალობის სიგელი ლუარსაბ ვაჩნაძისადმი, რომელშიც ვკითხულობთ: ,,შენი სიყრმითაგან მრავალ ომებში სახელოვნად გარჯა, მოკვლა და ტყვეთა მორთმევა, აგრეთვე ასპინძას, დიდად რომ გაგვიჭირდა, ბატონს მამაჩვენს და ჩვენს წინ სახსოვრად ხელის გამოღება თვით ჩვენის თვალით უყურებდით, დელიბაშმა პირდაპირ შუბით პირის სახეზედ მძიმედ დაგჭრა, მაგრამ როგორც მამაცობას შვენოდა, არ უმტყუნე და თოფით ჩამოაგდე~ (141, 84). მიუხედავათ ქართველების ასეთი გმირული გამარჯვებისა, მეფე ერეკლემ ზოგიერთ მიზეზთა გამო ქ. ახალციხეზე იერიშის განხორციელება ვერ გაბედა. ამრიგად ახალციხის აღების გეგმა ჩაიშალა. ბორჯომის ხეობით თბილისში დაბრუნება საშიში იყო. ლეკ-ოსმალთა ლაშქარი ჯერ კიდევ საბოლოოდ განადგურებული არ იყო და შესაძლოა უკან გაბრუნებული ქართველები ბორჯომის ხეობის ვიწრო გასასვლელებში გაენადგურებინათ.

მეფე ერეკლემ აწყურშივე შეიტყო ადგილობრივი (ქართველი)

მოსახლეობისაგან, კერძოდ კი ნიკო ბერიძისაგან (ნიკოლოზ ბერიძე

წარმოშობით ჯავახეთიდან _ სოფ. კოთელიადან, რომელიც მეგზურობას უწევდა ქართველთა ლაშქარს და თრიალეთზე გავლით ქართლისაკენ მიჰყავდა ისინი), რომ ახალციხის ფაშას ბრძანებით აწყურის ციხის მოსაშველებლად წამოსულან ახალქალაქისა და ხერთვისის მეციხოვნე იანიჩრები (რეგულარული, კარგად

გაწვრთნილი ქვეითი ჯარი (77, 308. 113, 163), რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ასპინძის მიმართულებით ქართველებისათვის გზები შეეკრათ, ნაწილი კი აწყურის მეციხოვნეებს მიშველებოდა: ,,. . . ცუდი საქმე მოელოდა ქართველ ჯარს. იგი ეხლა ხაფანგში მომწყვდეულივით იყო, ამიტომ ახალციხის ფაშა გათამამდა და იმედი ჰქონდა ერეკლე ეხლა ხელიდან ვეღარსად წაუვიდოდა და ისე შეანანებდა ამ თავხედ შემოჭრას ოსმალეთში, რომ მთელ სიცოცხლეში არ დაივიწყებდა. ქართველთა მხედრობას მთლად განადგურებას უპირებდა, ხოლო თვით მეფეს ტყვედ წაყვანას~ (141, 89).

ამრიგად, ლეკ-ოსმალთა ჯარს განზრახული ჰქონდა ქართველებისთვის

ასპინძის ხეობაში გზები შეეკრა, ერთი მხრიდან _ ახალქალაქ-ხერთვისის მეციხოვნეების დახვედრით, ხოლო მეორე მხრიდან _ აწყურ-ახალციხის ჯარების შეტევით. მოწინააღმდეგე მეფე ერეკლეს ფეხდაფეხ დადევნებია. ამის შესახებ ისტორიკოსი ომან ხერხეულიძე წერს: აწყურის მიდამოებში ,, . . .იქმნა ბრძოლა ფიცხელი, ვიდრე სამ საათამდე და ლეკნი და ოსმალნი უკუდგნენ სიმაგრეთა და რუსნიც შემოვიდნენ ხეობაში სამშვიდობოს და ამისა შემდგომად მეფე ირაკლი აიყარა მასვე დღესა (19 აპრილი) და წამოვიდა ჯავახეთის მხრისაკენ მინდორზედ, გამოვლო აწყურიდამ 12 ვერსი (12792 მეტრი) და ამას ღამესა მუნ დაივანა გამოყვნენ ოსმალ-ლეკნიცა~ (40, 491. 48, 80). ახალციხის ფაშას ქართველთა მოქმედება მხედველობიდან არ გამორჩენია.


1770 წლის 19 აპრილსAახალქალაქისა და ხერთვისის ციხეებიდან 1500 მებრძოლი გამოიყვანა, რათა გზა გადაეჭრა ერეკლე მეფის ლაშქრისათვის ასპინძასთან (125, 106). ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, ახალციხისა და ხერთვისის მეციხოვნეებს აწყურისაკენ წამოსვლის დროს საშინლად დაურბევიათ გზის პირას მდებარე ქართველების სოფელი ნიჯგორი (ასპინძის რ-ნი). ამ სოფლის მოსახლეობა ახლომახლო გამოქვაბულებსა და ხევებში შეხიზნულა. სოფლის თავკაცის დიმიტრი ლონდარიძის ხელმძღვანელობით მამაკაცები შეკრებილან და მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართავთ. ახალქალაქისა და ხერთვისის მეციხოვნეებს რადგან ნაბრძანები ჰქონდათ ქართველთა ლაშქრისთვის ასპინძასთან გზები ჩაეკეტათ, სოფელ ნიჯგორს მალე გასცილებიან, რითაც სოფლის მოსახლეობას საფრთხე ასცილებია (141, 90).


ასპინძის ბრძოლა – დეტალური ისტორია + მათემატიკური ანალიზი. პოლკოვნიკ დავით მაღლაკელიძის ნაშრომიდან. ნაწილი მესამე.

მეფე ერეკლეს ბრწყინვალე სამხედრო ნიჭი სოფ. იდუმალასთანაც
გამოვლინდა. მან მტერს ცხენოსანი რაზმი შეაგება. მოწინააღმდეგე შედრკა. მეფემ ბრძოლაში ახალი რაზმები ჩააბა. ქართველები მოხერხებული მაღლობი ადგილებიდან უტევდნენ ოსმალებს. ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ და არ სურდათ, ბრძოლის ველი ქართველებისთვის დაეთმოთ, მაგრამ ქართველ მებრძოლთა ახალი ძალების ბრძოლაში ჩაბმამ შედეგი გამოიღო. მტერი ერთმანეთში აირია და თავს გაქცევით უშველა. მოწინააღმდეგემ ბრძოლის ველზე 500 მეომარი დატოვა, დანარჩენი ადიდებულმა მტკვარმა დაახრჩო.
ქართველებს მოუკლეს 4 თავადი და 10 რიგითი მეომარი, რაც მათი
ხელჩართული საბრძოლო ხელოვნების მაღალ ოსტატობაზე მიუთითებს.

აი, რას წერს ამის შესახებ ამ შეტაკების თვითმხილველი ანტონ
მოურავოვი 1770 წლის 30 აპრილს გენერალ ტოტლებენს: ,, . . . სოფელ
ასპინძას, მათ (ქართველებს) შეხვდათ ხუთიათასი ცხენოსანი დელიბაშის, ლევანდის . . . სადაც მარცხნივ (სოფ. იდუმალასა და ოშორის) მაღალი გორებია, რომლებზედაც ზევით მისვლა ვერაფრით ვერ მოხერხდა და მარჯვნივ კი მტკვარი იყო. გორებიდან კი მდ. მტკვრამდე მანძილი იყო მხოლოდ ორი კილომეტრი, სადაც ირაკლი არჩეული ცხენოსნებით შეეჯახა მათ. თუმცა, თურქები ძალიან იცავდნენ თავს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდნენ უკან
დაეხიათ, იმათ (ოსმალებს) მიწაზე 500 მკვდარი მეომარი დარჩათ, თვითონ ირაკლის კი მოუკლეს 4 თავადი და 10 რიგითი მეომარი~ (51, I, 107).

იდუმალასთან ბრძოლა მთლად დამთავრებული არ იყო, როცა ერეკლეს
აცნობეს, რომ ახალციხის ფაშას მიერ გამოგზავნილი სამხედრო კორპუსი ასპინძის მიმართულებით გამოჩნდა და ხიდის გაგავლით მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გადმოსვლას აპირებსო. ლეკ-ოსმალთა ლაშქარი ახალციხის გარნიზონიდან ასპინძის მიდამოებში მოვიდა. ურავლის ხეობით, სოფლების: ჭობარეთის, ზველის, ორგორა სახუდაბელის- გასწვრივ გავლით და ასპინძის ხიდზე გადასვლით. ამ დროისათვის მეფეს თან ჰყავდა სულ 3000-მდე მეომარი. Mმათში იყვნენ ბორჩალოელი თათრები. განსაცდელში მყოფი, სამეფოს მოწყვეტილი, მოწინააღმდეგის დიდ ძალას უნდა დაპირისპირებოდა. ასეთ ვითარებაში თავი იჩინა სარდლის ნიჭმა. ერეკლე მეფემ კარგად იცოდა, რომ ხელსაყრელი პოზოცია, მოხერხებული საომარი ადგილი ყველაზე მეტად იყო საჭირო რიცხობრივად დიდი უპირატესობის მქონე მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისათვის. ამიტომ ასეთი ბუნებრივი პოზიციის შერჩევას შეუდგა დაუყოვნებლივ. Mმეფემ ასპინძის მაღლობები ამოირჩია. აი, რას წერს ამ ადგილების შესახებ XVIII-ის
ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი: ,,ამას (სველის, ანუ
ლაშისხევის) ზეით ერთვის მტკვარს ასპინძის ხევი აღმოსავლეთიდამ, გამოდის კოდიანისას ანუ ჯავახეთის მთას. ამის შესართავთან არის ხიდი მტკვარსა ზედა. ასპინძის თავს და აგარას ბოლოს არის ციხე კლდესა ზედა შენი, მაგარი. ასპინძის ზეით, ჩრდილოეთით არს მგელციხე. მაგარი დიდშენი. ამავე ხევზედ ოთას, არს კლდესა შინა გამოკვეთილნი ქვაბნი დიდ-დიდნი სახიზრად” (33,127). შეტაკების ადგილები მდებარეობდა დასახლებულ პუნქტების იდუმალასა
და ასპინძას შუა მტკვრის მარჯვენა ნაპირას.

მტკვარსა და სიმაღლეებს შორის 2 კილომეტრამდე სიგრძის ვიწრო ვაკე-ბორცვიანი ადგილი იყო დარჩენილი. ,,ერეკლემ ეს კლდოვანი სიმაღლეები აირჩია საომარი მოქმედებებისათვის და იქ ჩაასაფრა მებრძოლები~ (52, 18), რომელნიც სამ ნაწილად დაჰყო.Eერთ ნაწილს თვითონ ხელმძღვანელობდა, მეორეს _ ერეკლეს უფროსი ვაჟი გიორგი, ხოლო მესამეს _ დავით ორბელიანი. ქართველთა საბრძოლო განლაგება თავდაცვაში ასეთი იყო: ცენტრალურ დაჯგუფებასსარდლობდა თვით მეფე, რომელიც შუა მაღლობებზე განლაგდა, მარჯვენაფრთას _ გიორგი ბატონიშვილი, რომელსაც მეფისაგან ნაბრძანები ჰქონდა, თავისი ლაშქრით თავდაპირველად ბრძოლაში მონაწილეობა არ მიეღო, მას
თავისი ძალები გაჭირვების დროს ან იერიშის განვითარებისათვის უნდა გამოეყენებინა, როგორც რეზერვი, მარცხენა ფრთაზე კი დავით ორბელიანი იმყოფებოდა ზაალ ორბელიანთან ერთად.

ქართველ მებრძოლებს პოზიციები ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდათ
დაკავებული ასპინძის მაღლობებზე, რომ თურქთა რაზმებმა გადმოსვლა დაიწყეს ხიდზე, რომელიც მტკვარზე იყო გადებული. ერეკლემ განგებ აცალა მოწინააღმდეგეს ხიდზე მებრძოლთა გადმოყვანა, რათა თავისი ტაქტიკური ჩანაფიქრი განეხორციელებინა (ვიწრობებში ძალების მანევრირების შეზღუდვა -დ. მ.) მოწინააღმდეგემ მთლად აავსო გრძელი და ვიწრო ვაკე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. დაღამდა,Mმცირე ნაწილი ლაშქრისა მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა და ბრძოლა შემდეგი დღისათვის გადაიდო.

მეფე ერეკლემ, გაითვალისწინა რომ მტერს ახალი მაშველი ძალები
შეემატებოდა, ამიტომ 19 აპრილს მდ. მტკვარზე ხიდი აყარა. მტკვრის მარცხენა მხარეს მტრის ლაშქრის ნაწილი და მაჰმადიანი მოსახლეობით დასახლებული მრავალი სოფელი (დიდი და პატარა ვარნეთი, ბნელა, ოსკერია, აწყვიტა, ქუნცა, როკეთი, ორგორა, სახუდაბელი, ახაშენი და სხვა) შეეცდებოდა, დახმარება აღმოეჩინათ ახალციხის ფაშასათვის ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში. ,,მოვიდა მეფე ირაკლი ასპინძას და ასპინძის ხიდის ისრები ააყრევინა და მტკვარში გადააყრევინა~ (48, 80) ბრძოლის წინა ღამეს ერეკლე II-მ მცირერიცხოვანი რაზმი გააგზავნა ხიდის მწყობრიდან გამოსაყვანად, რომელშიც აღაბაბ ერისთავი, სვიმონ მუხრან-ბატონის შვილი და ხუდია ბორჩალოელი მონაწილეობდნენ. ჯგუფმა მოულოდნელი თავდასხმით მცველები გაანადგურა და შეასრულა მეფის მიერ მიცემული დავალება ისე, რომ მოწინააღმდეგეს მეორე დღემდე არაფერი შეუტყვია (141, 102).

1770 წლის 20 აპრილს, . . . მოწინააღმდეგე არ აქტიურობდა,
ქართველებისგან მოელოდა შეტევის დაწყებას. მეფე ერეკლემ მტრის
მოსატყუებლად სამხედრო ხერხს მიმართა: დაახლოებით 100-მდე მებრძოლი გაგზავნა მტრის მმართულებით ცხენებზე ხურჯინგადაკიდებული, ვითომდა ,,სურსათ-სანოვაგის~ მოსატანად, რათა მტერი შეცდომაში შეეყვანა და ჩასაფრების ადგილიდან წამოეშალა. როგორც ირკვევა, ქართველებმა მეფის დარიგებისამებრ, ხმლების ქნევით, უკან-უკან დაიხიეს (141, 102). ფაქტია, რომ
თითქმის ყველა მკვლევარი აღნიშნული ბრძოლისა, ოსმალების მიერ შეტევის დაწყებას ამტკიცებს, ამიტომ ს. ხოსიტაშვილის გადმოცემა მართებულია. ოსმალებისა და ლეკებისაგან შემდგარმა ჯარმა წინ წაწევა და დადევნება დაიწყო. თოფით სროლის მანძილზე მიახლოებისას ერთბაშად სროლა დაიწყო, მაგრამ ჩამწკრივებულ და საფრებს ამოფარებულ ქართველებს მტერი ვერაფერს აკლებდა. ერეკლემ ახლო მანძილზე მოუშვა მოწინააღმდეგე, მისი ნიშნის შემდეგ ქართველთა თოფებმა ერთდროულად იქუხეს და მოახლოებული მტრის
პირველი რიგი მოცელილი ბალახივით დაეცა. ასეთივე ბედი ეწია მეორე და მესამე რიგებსაც. იარუსებად განლაგებული ქართველები სეტყვასავით ესროდნენ ტყვიას ოსმალებს, როგორც ამას ისტორიული ლიტერატურა გადმოგვცეს. ქართველები საბრძოლო უპირატესობას ფლობდნენ. მაღლობებიდან გასროლილი იარაღი მოწინააღმდეგეს მეტი სიზუსტით ანადგურებდა, რასაც ხელს უწყობდა ვიწრო ადგილმდებარეობით გამოწვეული მტრის ძალების სიმჭიდროვე და თავისუფალი მანევრირების შეზღუდა. მოწინააღმდეგის რიცხობრივმა სიჭარბემ თავისი გაიტანა და ქართველთა ცენტრალურ დაჯგუფებას ახალი რაზმებით შეუტია. Dდავით ორბელიანმა

გააძლიერა მარჯვენა ფრთიდან ცეცხლის დაშენა. Eერეკლე II-მ მებრძოლებს სიტყვით მიმართა: ` … მხნენო ქართველნო, ეს ამისთანა გაჭირვებული ომი ჩვენ თავზედ პირველი არ არის. Kკარგად გაარჩიეთ, დაინახეთ, რა სიკვდილის ლხინი არის დღეს! ვიომოთ სიკვდილამდის, რომ ჩვენი ზურგი მტერმა არ ნახოს … მეც აქ თქვენში ვიმყოფები, ერეკლე ~ (63, 5). ამ გრძნობით წარმოთქმულმა სიტყვებმა მებრძოლთა მორალური მდგომარეობა გააათკეცა იმ დონემდე, როცა თავდადება და სამშობლოსათვის სიკვდილი, თუ შეიძლება ითქვას, ნეტარებად
მიაჩნია ადამიანს, მით უმეტეს, უმრავლესობამ იცოდა ერეკლე მეფის ბრძოლის ამბავი. ქართველებმა მაღლობებიდან იერიში მიიტანეს. მეფის საოცარი მამაცობითა და სიმარჯვით აღტაცებაში მოსული ცხენოსანი ჯარი უმოწყალოდ ჩეხდა მოწინააღმდეგეს. მემატიანის გადმოცემით, ` ერეკლემ გასწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხლად ვიდრე სიკვდილამდე და იყვნენ მეფისა თანამყოფნი ქართველკახნი მხნედ და უმეტეს შვიდნი იგი ხევსურნიო~. ბრძოლის კულმინაციურ
მომენტში მეფე ერეკლემ მოწინააღმდეგის წინამძღოლი ლეკთა ათასისთავი კოხტა ბელადი (მალაჩილა) მოკლა. XIX ს-ში სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები დელე პავლიაშვილი , რომელსაც ი. ალხაზიშვილმა გამოკითხა ასპინძის ბრძოლის შესახებ, საიდანაც ვგებულობთ, რომ ` მეფე ერეკლე ერთ სერზე, სადაც თათრების სასაფლაო ყოფილა კოხტა ბელადს შეტაკებია. წამსვე კოხტას
მოქნეული ხმალი ასცდა მეფეს, რადგან ცხენს მუცელზედ მოექცა. ხმალმა სუ წაიღო უნაგირის აიარ-ყაში (თავი) … მოაჯდა მეფე ცხენს…… ერეკლემ მოუქნია ხმალი და ისე გაუარა ხმალმა რო ლეკმა ვერც-კი გაიგო … გადასჭრა კაცი … გიაურო ვერ მომარტყიო, მაგრამ ცოტა რო შეინძრა ტანი ძირს ჩამოვარდა და ფეხები კი უზანგში დარჩა . . . ~ (52, 3). რაოდენ გადაჭარბებულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს დელე პავლიაშვილის მონათხრობი (მხატვრული გაფორმება), ერეკლე მეფის მიერ კოხტა ბელადის მოკვლას მრავალი ისტორიული მასალა ადასტურებს. რა გასაკვირია, რომ ამ ორთაბრძოლის მხილველი მოწინააღმდეგე შეშინდა და მათი დამარცხება შედარებით გაადვილდა. მეფის მსგავსად, მამაცურად იბრძოდნენ ქართველი მებრძოლებიც. ოსმალ-ლეკთა ლაშქარმა უკან დახევა დაიწყო. Aმათ მხოლოდ იმის იმედი ამხნევებდა, რომ ხიდზე გადავიდოდნენ და თავს გაქცევით მაინც უშველიდნენ.

იმ გარემოებამ, რომ უკუქცეულ მოწინააღმდეგეს ხიდი აყრილი დაუხვდა და ერთადერთი უკანდასახევი გზა მოჭრილი იყო, მათ რიგებში პანიკა გამოიწვია. იგი მორალურად დაეცა და ბრძოლის უნარი დაკარგა. მტკვრის მარცხენა ნაპირზე დარჩენილმა მცირერიცხოვანმა მოწინააღმდეგემ, ხიდის განადგურების გამო, მდინარის მარჯვენა მხარეს გადმოსვლა და მებრძოლებზე მიშველება ვერ შეძლო. საბოლოოდ მოწინააღმდეგე ქართველებისა და აზვირთებული მტკვრის მსხვერპლი გახდა. (იხ. სქემა #7. 157). ადგილმდებარეობის რეკოგნოსცირებაში დაგვეხმრა ასპინძის მკვიდრი, ისტორიკოსი რობერტი ბერიძე. ქართველებმა დაატყვევეს 56 თურქი და 1 ლეკი. ხელთ იგდეს მრავალი დროშა, ცხენი და დიდძალი იარაღი. ჩვენი მხრიდან დანაკარგი რამდენიმე ათეულ დაჭრილ-დახოცილს შეადგენდა. დაჭრილთა შორის მოხსენიებულია ალექსანდრე ციციშვილი და იასე ერისთავი.
მოწინააღმდეგის რიცხობრივი რაოდენობა ისტორიულ მასალებში
სხვადასხვანაირადაა მოცემული. ნ. ბერძენიშვილის გადმოცემით ≈ 4000, ო.ხერხეულიძის ≈ 6000, გ. ქიქოძისა და ვ. მაჭარაძის ≈ 8000. მიუხედავად იმისა, რომ ო. ხერხეულიძე აღწერილი პერიოდის მემატიანეა, სანდოობის თვალსაზრისით, ვ. მაჭარაძის მიერ მოძიებული დოკუმენტები უფრო სარწმუნოა. ტყვედ ჩავარდნილი რამდენიმე მეთაურის ჩვენებით, რვაათასიანი კორპუსიდან 4000-ზე მეტი მებრძოლის ველზე დაღუპულა (98, 68), ასობით
მებრძოლი წყალდიდობით აზვირთებულმა მტკვარმა დაახრჩო. დაღუპულა მოწინააღმდეგის კორპუსის სარდალი; 12 სანჯაყის მფლობელი; ყულიანის, კარცხლისა და ოლთისის ფაშები. ერეკლე II პანინისადმი გაგზავნილ წერილში მოკლულთა შორის ასახელებს _ თურქთაგან: არტანბეგს, ბექირბეგს, გოლა ფაშას, შავშეთის ბეგს და სხვა. ლეკთაგან: ათასისთავს – მალაჩილას (კოხტა ბელადი), უსუფ ბელადს, ჰაჯი მამედ ბელადს და სხვა. დაღუპულად თვლიდა მეფე ყუმუხის მთავრის შვილს, სულთნის მიერ წინასწარ თბილისის ფაშად დანიშნულს, რადგან ამ უკანასკნელის ცხენი მეფეს მიჰგვარეს (141, 115). ერეკლე II-სა და მის მებრძოლების გმირობის შესახებ მრავალი ლექსია დაწერილი სოლომონ ცაიშვილის წიგნში ,,ერეკლე მეფის გმირული სახე ხალხურ შემოქმედებაში~ (134).

ერეკლე მეფემ ტყვეთაგან ახალციხელი იზმაილ-აღა, ერზერუმელი რეჟებაღა და ლეკი სახელად ატა, რუსეთის სამეფო კარზე გააგზავნა (52, 3). აღნიშნულით რუსეთს დაუმტკიცა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ერეკლე II-ის მიერ შეთავაზებული გეგმის განხორციელება. ტოტლებენის ღალატისა და სამეფოში შექმნილი ვითარების გამო ბრძოლა ახალციხის აღებისთვის აღარ გაგრძელებულა.
ასპინძის ბრძოლაში ქართველებმა მეფე ერეკლე II-ის სარდლობით
დაამარცხეს მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგე. ეს ბრძოლა, სამხედრო
ხელოვნების თვალსაზრისით, თავდაცვითი საბრძოლო ოპერაციაა. როდესაც ერეკლემ გაიგო, რომ მტრის ჯარი აწყურისაკენ მიემართებოდა, დაასწრო მათ გადმოსვლას და თვითონ გადავიდა ასპინძაში დასახვედრად. ამ შემთხვევაში მოქმედების გეგმა ასეთი იყო, დაესწრო მოწინააღმდეგისთვის და სრულიად მოულოდნელად თავს დასხმოდა მას. შეაფასა რა არსებული ვითარება, ოსმალებს დაასწრო და ასპინძის მაღლობები დაიკავა. Aასეთი მოქმედება მისი ტაქტიკური ჩანაფიქრია. სუნ ძი აღნიშნულის შესახებ ამბობდა: ,,ვინც პირველი მიდის ბრძოლაში და მტერს ელოდება, იგი სავსეა ძალებით, ვინც შემდეგ დაღლილია. ვინც კარგად იბრძვის, ის მართავს მოწინააღმდეგეს და საშუალებას არ აძლევს, რომ მართოს თავისი თავი~ (101, 47), ასე მოხდა ამ ბრძოლაშიც. ეს იმითაც აიხსნება, რომ მოწინააღმდეგემ რამდენეჯერმე მიიტანა იერიში მაღლობებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან საინჟინრო თვალსაზრისით გამაგრებულ ქართველ მებრძოლებს სამმაგი უპირატესობა გააჩნდათ:

I – წინასწარ შერჩეული ადგილი თავდაცვის კარგ საშუალებას იძლეოდა, რაც მცირე დანაკარგს გამოიწვევდა;
II – მოწინააღმდეგის ეფექტური დაზიანება სიმაღლიდან ახლო მანძილზე.
III – სწრაფი კონტრიერიშის განხორციელების შესაძლებლობა, რაც
წარმატებით იქნა გამოყენებული.

როგორც ვიცით, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მებრძოლთა საბრძოლო შემართებას, რაც დამოკიდებულია იდეოლოგიასა და რწმენაზე. ერეკლე მეფემ იერიშის წინ სიტყვით მიმართა მებრძოლებს და მათი განწყობა აამაღლა, ასპინძის ხიდის გაფუჭებით გამარჯვების რწმენა განუმტკიცა.
რაკი მოწინააღმდეგემ პირდაპირი იერიშებით ვერაფერი გააწყო და დანაკარგს უშედეგოდ განიცდიდა, სავარაუდოა, გადაწყვიტა ქართველთა საბრძოლო წყობისთვის ზურგიდან მოევლო. Aამ ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად ხიდის მიმართულებით უკან დაიხია და რელიეფიდან გამომდინარე ვიწრო დაბლობზე მოახდინა ძალების კონცენტრაცია. ამ დროს გამომჟღავნდა სარდლის ნიჭი, მან მებრძოლები კონტრიერიშზე გადაიყვანა. ოსმალ-ლეკნი დაიბნენ, ვინაიდან ასეთ მოქმედებას არ ელოდნენ. კოხტა ბელადის სიკვდილმა და ხიდის მწყობრიდან გამოყვანამ მტერი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და მორალურად დააძაბუნა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოულოდნელობის ფაქტორი და ქართველებს გამარჯვება მოუტანა.

გოლა ფაშა და საქართველო

ოტომანებმა დიდი ჯარი გამოგზავნეს სოლომონის და მისი მომხრეების წინააღმდეგ. მის მეთაურად დაინიშნა სერასკირი გოლა ფაშა. 1756 წელს ოტომანთა 30 ათასიანი არმია ახალციხეში შევიდა. სოლომონს და მის მომხრეებს ჯარის იმერეთში შემოსვლამდე უნდა მოემზადებინათ ნიადაგი და სწრაფად დაეწყოთ მოქმედება. იმ დროს სოლომონი ვარდციხეში იმყოფებოდა. მისმა მომხრე აზნაურებმა მეფის შედგენილი გეგმით სწრაფად დაიწყეს მოქმედება. გეგმის მიხედვით: ქაიხოსრო აგიაშვილს თავისი ორას კაციანი რაზმით ბაღდადის ციხე უნდა აეღო; გიორგი აბაშიძეს საჩეიძეოს და სალომინაოს რაზმებით შორაპნის ციხე უნდა გაეთავისუფლებინა; ბესო ლორთქიფანიძეს ფიცის კაცთა გვარდიით და კაცია კოპალიანს თავისი 150 კაციანი რაზმით ალყა უნდა დაერტყათ ქუთაისის ციხეზე; ზურაბ მიქელაძეს სამიქელაძეოსა და სალიპარიტიანოს ძალებით გზა უნდა გადაეკეტა ეკალმუხურთან რათა შეეჩერებინა ფოთის ფაშის ჯარი. პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე, კაცია დადიანი და ხუტუნია შერვაშიძე საერთო ძალებით მეფეს უნდა ხლებბოდნენ. თუ გეგმა გაამართლებბდა მათ გენერალური ბრძოლისთვის სპეციალურ დავალებებზე წარგზავნილი თავადებიც შეუერთდებოდნენ. მეფემ ბანაკად შეარჩია ხრესილის ველი ტყიბულის რაიონში სადაც გენერალური ბრძოლა უნდა გამართულიყო.

1757 წლის დეკემბრის დასაწყისში ოსმალთა არმიის ძირითადი ნაწილი საირმის გზით და შემდეგ ხანისწყლის ხეობით იმერეთში შემოიჭრა. სოლომონის მომხრე თავადებმა ქუთაისიკენ მიმავალ გზაზე ოსმალებს პარტიზანული ბრძოლები გაუმართეს. 12 დეკემბერს გოლა ფაშა ქუთაისში შევიდა.აქ მას შეუერთდნენ ლევან აბაშიძე და როსტომ რაჭის ერისთავი საკუთარი ძალებით. აქ მათ შეიტყვეს მეფის ძირითადი არმიის სამყოფელი და მეორე დღეს ხრესილის ველისაკენ დაიძრნენ. მოკავშირეები ფოთის, შორაპნის და ბაღდადის ციხეებში მდგარი ოსმალური გარნიზონების დახმარებასაც ელოდნენ. 13 დეკემბერს ოსმალთა ჯარმა მთლიანად დატოვა ქუთაისი და ხრესილის ველზე დაბანაკდა.

პარალელურად სოლომონის გეგმა სრული წარმატებებით წარიმართა: ზურაბ მიქელაძემ ეკალმუხურთან გაანადგურა ფოთის ფაშის ჯარი, ქაიხოსრო აგიაშვილმა აიღო ბაღდადის ციხე, არჩილ ბატონოშვილი და გიორგი აბაშიძე შორაპანს დაეუფლნენ, ხოლო ბერი წულუკიძემ და კაცია კოპალიანმა ქუთაისი გაათავისუფლეს და ხრესილისკენ აიღეს გეზი.

გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი (დ. 21 დეკემბერი1715 — გ. 20 მარტი1773) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. სხვადასხვა დროს მსახურობდა საქსონიისნიდერლანდებისპრუსიისა და რუსეთის არმიებში. შვიდწლიანი ომის დროს რუსეთის სამსახურში შევიდა. თავი გამოიჩინა კუნერსდორფის ბრძოლაში (1759 წ.). 1761 წელს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. 1762 წელს სამხედრო ტრიბუნალმა სიკვდილი მიუსაჯა, მაგრამ პეტრე III-ის სიკვდილის გამო განაჩენის ასრულება დაყოვნდა. 1763 წელს ეკატერინე II-მ ტოტლებენს სასჯელი ქონების კონფისკაციით და გაძევებით შეუცვალა. რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დროს ეკატერინე II-მ იმერეთის მეფის დასახმარებლად გასაგზავნი რაზმის მეთაურად დანიშნა. 1769 წელს ტოტლებენი ერეკლე II-ს დაუკავშირდა და დახმარება აღუთქვა. სექტემბერში იმერეთში გადავიდა და თურქებთან ბრძოლაში ჩაება, მაგრამ ოქტომბერში ქართლში დაბრუნდა. 1770 წლის აპრილში ტოტლებენმა ქართლ-კახეთის ჯართან ერთად ახალციხისაკენ გაილაშქრა. 19 აპრილს აწყურთან მიატოვა ერეკლე IIთბილისისაკენ გაემართა და ქართლ-კახეთის ხელში ჩაგდება და რუსეთისათვის გადაცემა მოინდომა. ასპინძის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვებამ ეს გეგმა ჩაშალა. შემდეგ ტოტლებენი იმერეთში გადავიდა და თურქთაგან შორაპნისცუცხვათისბაღდათისა და ქუთაისის ციხეების განთავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა, ამის მერე მოუმზადებლად შეუტია ფოთს და დამარცხდა.

საქართველოში ყოფნისას ტოტლებენი თავისი თვითნებური აქციებით სახელს უტეხდა რუსულ მხედრობას. რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა 1771 წლის იანვარში იგი გენერალ სუხოტინით შეეცვალა. პეტერბურგში დაბრუნებულ ტოტლებენს ჩამორთმეული ორდენი დაუბრუნეს, დივიზია ჩააბარეს და ვარშავაში გაგზავნეს, სადაც მალე გარდაიცვალა.

Готтлоб Курт Генрих фон Тотлебен, Владетель Тоттлебена, Цайпау и Хаусдорфа в Заганшен — (также Тоттлебен, Тодлебен, также Готлиб-Генрихнем. Gottlob Curt Heinrich Graf von Tottleben, Herr auf Tottleben, Zeippau und Hausdorf im Saganschen21 декабря 1715, родовое имение Тотлебен неподалёку от Бад Лангензальца в Тюрингии — 20 марта 1773Варшава) — саксонский авантюрист и русский генерал, прославившийся занятием Берлина в октябре 1760 года; герой популярных в Западной Европе конца XVIII — начала XIX столетия литературных произведений, содержавших элементы авантюрного или плутовского романа, во многом типичный представитель своего времени, «золотого века авантюристов».
В 1759 году опять пришли белад Кохта и Чончол Муса с дагестанским войскомоколо 8 тысяч человек. Они разделились: Чончол Муса пошел на Ачабети, взял его,прошел по реке Лиахви и опустошил Мачабельских осетин, повернув, встал у крепо-сти Атоци. К царям Теймуразу и Ираклию, собравшим войско Картли - Кахети, пришел на помощь царь имеретинский Соломон, и начали они совещаться –кудапойти с помощью первыми. Решили сначала пойти на Атоци. Утром рано, напав наАтоци, оттеснили оттуда леков и одержали победу. Леки ушли в сторону Авневи идали знать об этом Чончол Мусе. Узнав об этом, Чончол Муса оставил Авневи иукрепился в крепости Двани.
В тот же день пришедшие втроем цари на помощь вАвневи, не найдя леков там, узнали, что они ушли в Двани. Придя в Двани, сталицари напротив, но увидели, что невозможно будет взять крепость ночью. Происходи-ла только перестрелка, поэтому решили дождаться утра. Ночью незаметно Чончол Муса с войском оставив крепость, ушел. Цари об этом узнали только утром и поня-ли, что не смогут их догнать

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.08.2020
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0